საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 7:00

მემორიალი ეძღვნება სააკაშვილის რეჟიმის დროს დახვრეტილი ახალგაზრდების ხსოვნას

18-11-23 20:04:44 | Print

სააკაშვილის ფაშისტურმა რეჟიმმა მმართველობის მანძილზე 162-ზე მეტი ახლაგაზრდის სიცოცხლე შეიწირა.

საზოგადოების დაშინების, დატერორების მიზნით ადამიანებს დღისით, მზით პირდაპირ ქუჩაში ცხრილავდნენ, ხოლო "დამოუკიდებელი ტელეკომპანიები" მათ კრიმინალებად ასაღებდნენ.

14 წლის წინ, ზუსტად გიორგობის დღეს, დიდუბის ეკლესიის წინ ია მეტრეველს შვილი მოუკლეს.

ბუტას სული დღემდე ელის სამართალს.

ია ქრისტიანული დათმენით ელის სამართლს და უძლებს ყველა იმ შეუარცხყოფას, რაც ამ რეჟიმის გადმონაშთებიდან ინთხევა მედიასა თუ მათ სექტანტურ შეკრებებზე.

ყველაზე მტკივნეული მაინც ამ ადამიანების სისხლით, მათი სახელით ხელისუფლებაში მოსულთა უყურადღებობა და უმადურობაა.

განსაკუთრებით ამ ტრაგედიის შემდგომ, თოვლსა და წვიმაში, დარსა თუ ავდარში არ ყოფილა ფაშისტური რეჟიმის საწინააღმდეგო აქცია, სადაც ია მეტრეველი არ მდგარა.

- „აქ დახვრიტეს ბუტა! მემორიალი ეძღვნება სააკაშვილის რეჟიმის დროს დახვრეტილ ახალგაზრდობის ხსოვნას", - ამ წარწერით დღეს დიდუბის ეკლესიასთან, საპატრიარქოს კუთვნილ ტერიტორიაზე მემორიალური დაფა გაიხსნა.

დაფის გახსნას დაესწრო პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

მემორიალური დაფის ავტორი მხატვარი ვლადიმერ სტურუაა.

 

Rate this item
(0 votes)
Read 147 times