საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 12:31

როგორც "აახია" ისაკაძემ პატარკაციშვილს 3 მილიონი დოლარი

18-11-12 22:36:01 | Print

სკანდალური, კიდევ ერთი  სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ცხადყოფს, როგორ ძარცვავენ გარდაცვლილ ბადრი პატარკაციშვილს.

ამჯერად საქმეში ფიგურირებს „ცნობადი სახე“ და ჟურნალისტიკის „ვარსკვლავი“ გიორგი ისაკაძე.

დიახ, გიორგი ისაკაძემ გაძარცვა ბადრი პატარკაციშვილი, რომელსაც „აახია“ არც მეტი, არც ნაკლები, სამი მილიონი დოლარი და რომელიც აუცილებლად უნდა დაუბრუნოს, იმიტომ რომ სასამართლომ ასე გადაწყვიტა!

პატარკაციშვილის ოჯახმა ისაკაძისაგან ვალის დაბრუნებას სასამართლოს გზით მიაღწიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგი ისაკაძე გარდაცვლილ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისათვის უპროცენტო სესხის დაბრუნებას ნებით არ აპირებდა.

 გთავაზობთ სასამართლო გადაწყვეტილებას, ყოველგვარი კომენტარის გარეშე.

 თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე ზაალ მარუაშვილის თავმჯდომარეობით განიხილა „მონტგლიმერ ოვერსიზ ლიმიტედ“-ის სარჩელი გიორგი ისაკაძის წინააღმდეგ სამი მილიონ აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე.  

საქმის მასალების მიხედვით, 2007 წლის 27 თებერვალს, გაფორმებულ იქნა უვადო, უპროცენტო სესხის ხელშეკრულება 3. 000. 000 აშშ დოლარის ოდენობით მხარეთა შორის ხელშეკრულება გაფორმდა ზეპირი ფორმით.

2007 წლის 01 მარტს, „ჰიპო ინვესტ ბანკის" მეშვეობით, გიორგი ისაკაძეს ორ ტრანშად ჩაერიცხა სესხის თანხა:

1. 000. 000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარი 2007 წლის 01 მარტს  საქართველოს ბანკში, ხოლო 2. 000. 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარი 2007 წლის 01 მარტს აგროინვესტბანკის მეშვეობით.

 და, რაკი, მხარეთა შორის ზეპირი სესხის ხელშეკრულება უვადოდ იყო გაფორმებული, 2015 წლის 14 აგვისტომდე პატარკაციშვილის ოჯახს  გიორგი ისაკაძასისათვის სესხის დაბრუნება არ მოუთხოვია.

პატარკაციშვილის ოჯახმა ისაკაძეს ჯერ 2015 წლის 24 ნოემბერს, განმეორებით კი 2015 წლის 09 ოქტომბერს, წერილობით აცნობა, რომ ოჯახისთვის ვალი დაებრუნებინა.

რაკი ისაკაძემ ოჯახს პასუხი არ აცნობა, მათ 2015 წლის 24 ნოემბერს, კვლავ  მოთსხოვეს სესხის დაბრუნება, ამის შემდეგ კი სასამართლოს მიმართეს.

ისაკაძემ სარჩელი არ სცნო.

სასამართლოს ოფიციალური მონაცემებით:

2018 წლის 09 მარტის სასამართლოს მთავარი სხდომა მოპასუხის შუამდგომლობის გამო გადაიდო 2018 წლის 11 აპრილს, 16:00 საათზე, სხდომის დარბაზი N26, რის შესახებაც ორივე მხარე (ისაკაძე-პატარკაციშვილის ოჯახის წარმომადგენელი) გააფრთხილეს, რაც მათ ხელწერილზე ხელის მოწერით დაადასტურეს.

2018 წლის 11 აპრილის სასამართლოს მთავარ სხდომაზე, გიორგი ისაკაძე და მისი წარმომადგენელი,  არ გამოცხადდნენ.

საინტერესო ისაა, რომ მათ  გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ სასამართლოს არ აცნობეს, მათ ქართული მართლსაჯულება ჟარგონით რომ ვთქვათ „დაიკიდეს“.

 ამიტომ მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა:

განსახილველშემთხვევაში, სარჩელშიმითითებულიდადამტკიცებულად ცნობილიფაქტობრივიგარემოებები, საქართველოსსამოქალაქოკოდექსის 623-

მუხლისთანახმადიურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნასამასთანავე არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-მუხლითრის გამოც მოპასუხის წინააღმდეგ გამოტანილი უნდა იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან დასახელებული ნორმის საფუძველზე, მოსარჩელის მიერ მოცემულ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5.000 ლარი, გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

:

1. სასამართლოსმთავარსხდომაზეგამოუცხადებლობისგამო, მოპასუხეგიორგიისაკაძისწინააღმდეგგამოტანილიიქნესდაუსწრებელიგადაწყვეტილება.

2. კომპანია ,,მონტგლიმეროვერსიზლიმიტედისსარჩელიდაკმაყოფილდეს.

3. დაეკისროსმოპასუხე, გიორგიისაკაძესმოსარჩელე, კომპანია ..მონტგლიმეროვერსიზლიმიტედის" სასარგებლოდ 3 000 000 (სამიმილიონი) აშშდოლარისგადახდა.

4. მოსარჩელე, კომპანია ,,მონტგლიმეროვერსიზლიმიტედის" მიერსარჩელზეგადახდილი 5000 (ხუთიათასი)ლარისგადახდადაეკისროსმოპასუხეგიორგიისაკაძეს.

 აი, ეს არის სულ.

ჩვენი ინფორმაციით ისაკაძემ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა, არც ზემდგომ ინსტანციაში ჩანიშნულ პროცესზე გამოცხადდა.  

დიახ, ეს ის გიორგი ისაკაძეა, რომლის ბიოგრაფიაც ძალიან „მომხიბვლელად“ გამოიყურება:

გიორგი ისაკაძემ 1997 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.

სხვადასხვა დროს იყო გაზეთ “ბანკები და ფინანსების” მთავარი რედაქტორი (1994-1996),

„თიბისი ბანკის“ საერთაშორისო დეპარტამენტის მენეჯერი (1995-1996),

საქართველოს ტელევიზიის I არხზე გადაცემა “სარკეს” ავტორი და წამყვანი (1995-2000), საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალურ სფეროში რეფორმების ხელშეწყობის განყოფილების მრჩეველი (1996-1999),

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე (1999-2000),

საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს აპარატის უფროსი (2000) და ამავე სამინისტროს ანტიმონოპოლიური დეპარტამენტის თავმჯდომარე (2000-2001),

საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე საბიუჯეტო და ფისკალური პოლიტიკის  საკითხებში (2001-2002),

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე (2002-2003),

საქართველოს ბიზნნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი (2004-2008).

2005 წლიდან დღემდე არის საინვესტიციო კომპნია “ლოგოს” გენერალური დირექტორი,  ხოლო 2007 წლიდან  დღემდე – შპს “ჯორჯიან შუგა მენეჯმენტის” გენერალური დირექტორი.

საერთშორისო სავაჭრო პალატის (ICC Georgia) აღმასრულებელი საბჭოს წევრია 2008 წლიდან. 2009 წლიდან შპს “თაჩ მედიას” მმართველი პარტნიორია და ამავე პერიოდიდან ხელმძღვანელობს შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს”.

2009 წლის ივლისში გიორგი ისაკაძემ დააფუძნა საქართველოს ბიზნესასოციაცია და იყო მისი პირველი ვიცე-პრეზიდენტი.

დიახ, სასამართლომ დაადგინა, რომ თურმე ისაკაძეც, ისეთივე ჩვეულებრივი „გადამგდებია“, როგორც ბევრი სხვა, რომელთა საქმეებზე, ჯერ სასამართლოს თავისი საბოლოო სიტყვა არ უთქვამს.

ვინ იქნება შემდეგი? კიდევ ვის უჩივლებს, რომელ ტელევერსკვლავს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი, ამას მომავალი დაგვანახებს.

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 557 times