საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:12

სირცხვილი იყო ეს დღე, ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის,დღემდე ვერ მომიცილებია ეს მწარე მოგონება და ალბად, ვერც ვერასოდეს მოვიცილებ

18-11-07 13:07:18 | Print

მოგონება, რომელსაც ბოლომდე ცრემლის გარეშე ვერ წაიკითხვათ! 

"მოქალაქეები ირონიულად ტაშს გვიკრავდნენ: "ყოჩაღ ბიჭებო ყოჩაღ!", ეს ბევრად მძიმე იყო,ვიდრე დედის გინება."

რა ხდებოდა 2007 წლის 7 ნოემბერს ქართულ არმიაში, მწერალი, ამ ამბების ერთ-ერთი მონაწილე, რიგითი ჯარისკაცი ერმილე ნემსაძე იხსენებს:

- „ 2007 წლის ნოემბერი იდგა.

ჩვენი ქვედანაყოფი ვაზიანის სამხედრო აეროპორტში იყო დისლოცირებული და ზაფხულიდან მოყოლებული კომპლექსურ წვრთნებს გადიოდა, რაც დაკავშირებული იყო ეყარში გადასროლის ოპერაციასთან, რომელსაც დღემდე "სამშვიდობოდ" მოიხსენიებენ.

მიღებული გვქონდა ეკიპირება, „უდაბნოს ფორმები“ და სხვა საჭირო ინვენტარი. (საკვირველია ოკენის გაღმიდან ისე ზუსტად როგორ გამოაგზავნეს ყველაფერი, რომ ზუსტად მოერგო თითოეულ ჯარისკაცს მისი ზომის შესაბამისად)

რეკოგნოსცირების ჯგუფები (მზირი ჯგუფები, რომლებიც იგზავნება ქვედანაყოფის ადგილზე ჩასვლამდე და რომლებიც შეისწავლიან, ადგენენ თუ რა ხდება ადგილზე რეალურად) უკვე ერაყის რესპუბლიკაში ნამყოფები იყვნენ და ზოგი ქუვეტში გველოდებოდა, ზოგიც კი დაბრუნებული იყო საქართველოში.

„გადასროლის ოპერაციები“ ერაყში ნოემბრის შუა რიცხვებიდან უნდა დაწყებულიყო.

ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია თანდათან იძაბებოდა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ „გადასროლა“ გადაიდებოდა და ეს არც თუ სასიამოვნო პროცედურა იყო ისედაც ლოდინის რეჟიმში მყოფი დანაყოფისთვის.

ჯარისკაცებს ისღა დაგვრჩენოდა დრო შეძლებისდაგვარად გაგვეყვანა, რადგან სასწავლო პროგრამა დასრულებული იყო და მისი გამეოროების არც გეგმა და არც ხალისი თავად ზემდგომ ოფიცრებს არ ქონდათ.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო 7 ნოემბერს ე.წ. "კურილკაში" განხილვის თემა, რა თქმა უნდა, ის პოლიტიკური სიტუაცია იყო, რაც ქვეყანაში ხდებოდა.

ტელევიზია პირდაპირ რეჟიმში გადმოსცემდა იმ გაუგონარ სიტუაციას , რაც რუსთავლის გამზირზე ხდებოდა:

- დაძაბულობის პიკია , ამბოდა ერთი ჯარისკაცი, ნეტა რა იქნება, რით დასრულდება ყველაფერი?

- ცოდვაა ხალხი გადაიღალა გაჭირვებიდან, -გლეხ კაცს არაფრის გასაქანი არ დაუტოვეს,

- არც ქალაქელებს აქვთ დალხენილი ცხოვრება,

- ეჰჰჰ... როდის დაადგება ამ ქვეყანას საშველი, ამბობდა სხვა ჯარისკაცი.

- ამ აქციას ისეთი მუხტი არა აქვს, როგორც 2003 -ში, არამგონია რამე შეიცვალოს, დაწყნარდებიან და ეგ იქნება- დაამატა სხვამ,
- ბიჭები ცოდვები არიან, უკვე რამდენი ხანია ცვალას ელდოებიან, ჩვენი წასვლიდან მინიმუმ ერთი თვე კიდევ არ შეიცვლებიან, სანამ ჩვენ ქუვეითში აკლიმატიზაციის და ანტიტერორისტული კურსის გავლა მოგვიწვს, არადა ჯერ ჩვენი წასვლის დრო არ გარკვეულა- წუხდა მესამე...

ამ საუბარში ვიყავით, რომ უცებ მორიგემ საყოვალთაო მოწყობის ბრძანება გასცა, რაც იმას ნიშნავდა, რომ განწესში მყოფი „ფხიზელი ცვლებიც“ "პლატცზე" გამოსულიყვნენ.

ყველანი სწრაფად გავემართეთ აშკარა იყო რაღაც ახალი ხდებოდა, რაც ჩვენთვისაც უნდა გაეცნოთ.

მორიგე ოფიცერი და შტაბის ოფიცრებიც ადგილზე იყვნენ, მათ სახეზე არასასიამოვნო მიმიკა იკითხებოდა.

როდესაც სრული შემადგენლობა შეიკრიბა, მორიგემ ბრძანება „სმენა“ გასცა და ჩვენთვის ბრიგადიდან მოსული "ტელეფონოგრამის" გაცნობა დაიწყო.

- " ქვეყანაში გამოცხადა საგანგებო მდგომარეობა.

გაუქმებულია დათხოვნა შვებულებები, ძლიერდება განწესი.

ვართ ყაზარმულ მდგომარეობაში.

ველოდებით შემდგომ განკარგულებებს. დაიშალეთ! "

აშკარა იყო რაღაც ცუდი ხდებოდა მაგრამ რა? თუ კი სამოქალაქო პროტესტი გადაიზარდა უმართავ ბრბოში, ამისთვის არსებობს პოლიცია, სპეცდანიშნულების რაზმები და ა.შ. , სამხედრო პირებს ამ ყველაფერში ჩარება ეკრძალებათ.

საუბარი ამჟამად კარავში გაგრძელდა.

-კი, მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ?
-იმ შუაში ძმაო, რომ თუ დაჭრდათ დაგიძახებენ.
-კი, მაგრამ ჩვენ რა საქმე გვაქვს ხალხთან?
-ხალხთან რა უნდა გვქონდეს, აგერ ცხინვალია და რა იცი იქ რა ხდება?
-შეიძლება არეულობით ისარგებლონ და ერაყის ნაცვლად ჩვენს მშობლიურ მიწაზე მოგვიწიოს ბრძოლა.
-ნუ ბოდავხარ რაღაცას, მაქ რომ რამე ხდებოდეს აქამდე გვეცოდინებოდა და არც გასამგზავრებლად გაგვამზადებდნენ,ან ორი ბრიგადა ქვეყნიდან იქნებოდა გასული?
-დაწყნარდით ძმებო, დაწყნარდით. არც ერაყი და არც ცხინვალი არ მოგვიწევს, აგერ გაგვასეირნებენ რუსთაველეზე...
-რას ამბობ ამის უფლება არ აქვთ!
-უფლება ამათ არ აინტერესებთ, ამათ თავიანთი უკანალები აინტერესებთ და ბრბოს "მართვა და კონტროლი" რომ გაგატარეს ამერიკელებმა აგერ გამოიყენებ!
-შენ ხომ არ გაგიჟდი, მე მაგას არ გავაკეთებ! თუ გინდა დამიჭირონ, ჩემს ხალხზე ხელს არ ავწევ!
-არ გააკეთებ? დამთავრდება ყველაფერი და მოგეხედება.
შენ არ იცი რა გველებთანა გაქვს საქმე, ესენი ხალხი გგონია შენ?
-ვინ?
-ვინ და ჩვენი მთავრობა
-მე რა ვიცი ვინ არიან, მაგრამ ამაზე მაგათ მოეთხოვება თუ გააკეთებენ.
-ბიჭო აგერ "შაკიკას" მშობლები და ნათესავები ოპოზიციაში არიან მათზე შვილი ასწევს ხელს თუ ჩვენ? ასეთი რამდენია?
არა ,ბოზიშვილი ვიყო თუ გავაკეთო!
-არ გავაკეთებთ ეს დღესავით ნათელია და მაგათმაც იციან, მაგრამ რაღაცაში მაინც გამოგიყენებენ, თუ არ გჯერა ნახე.

ხმაურზე ოფიცერი შემოვიდა, ღმერთმა გაუმარჯოს ჩვენი ოცმეთაური იყო.

- ჯარი რა ხდება, რა დღეში ხართ?
- არაფერი კამანდირ, აგერ ვსაუბრობდით, რომ გაგვიშვან ჩვენ ხალხს არ შევეხებით თქო.
- დაწყნარდით ბიჭებო, დაწყნარდით. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ გაგვიშვან მე შევეხები? ან მაგის ბრძანებას მოგცემთ?
- თუ გაგვიყვანეს მივიდეთ იქამდე, მერე კი არ შევასრულოთ!- გვითხრა ოცემთაურმა.

ნუ ყვირიხართ, თორე ხმა შტაბამდე მიდის და იქ რას ფიქრობენ ღმერთმა იცის.

-შენ გეიხარე კამანდირ, მიტო გვიყვარხარ, მიტომ ხარ ჩვენი კამანდირი! ვიცით, რო ჩვენ გვერდით იქნები- ცრემლმორეული თვალებით უთხრა ერთმა ჯარისკაცმა.

-დამშვიდით ჯარი, ყველაფერი კარგად იქნება!
მეთაურის ამ სიტყვამ მართლა დამაწყნარებელივით იმოქმედა. ყველა მოეშვა და ზოგიც ტელეფონს მიუბრუნდა, ზოგმაც ტელევიზორი ჩართო და მიუჯდა ახალი ამბის მოლოდინში.

მოულოდნელად ტელევიზორთან მჯდარმა ჯარისკაცებმა ყვირილი ატეხეს.

- ამათ დედას შევეცი ნახეთ ხალხს რას უშვებიან! –
- ეს რა უბედურება ხდება... სირცხვილია ბიჭო, ახალი 9 აპრილი მოახდინეს ამ ბოზის შვილმა ძაღლებმა!
- ნახე ბიჭო, ქალსაც არ ინდობენ, არც მოხუცებს, ვინ არიან ეს გველები? ნეტა რომელი ნაწილია ან საიდან არიან ქართველები არ არიან? დასახოცები არიან მე ამათი!

ტელევიზორში იმ უბედურების კადრებს აჩვენებდნენ, რაც 7 ნოემბერს სააკაშვილის ერთგულმა ძაღლის ლეკვებმა გააჩაღეს რუსთაველის პროსპექტზე.

"სასწრაფო მოწყობა" !- დაიყვირა მორიგემ.

ასეთ გაურკვევლობაში მყოფები მოწყობაზე გამოვედით. თითქმის ყველას ბრაზი ერეოდა, ემოციები ყელში აწვებოდათ.
სმენაზე გადასვლის ბრძანებამაც ვერ ჩაახშო ჩურჩული და გადალაპარაკება.

- „რა გჭირთ, სმენა თქვენთვის გასაგები არაა?!“ - დაიყვირა მორიგე ოფიცერმა.
-ასმეთაურები ჩემთან! - გასცა დამატებითი ბრძანება.

5 წუთიანი თათირის შემდეგ ასმეთაურებმა ოფიცრები გაიხმეს თავისთან, 5 წუთიც კი არ დასჭირდა მათ თათბირს.
ჩვენს ასმეთაურს ბრაზი ყელში ამოსვლოდა, შავგრემან სახეზე თვალები ისე წამოჰქაჩოდა, საცაა გადმოცვივდებაო.
ოცმეთაური დაგვიბრუნდა, ყველა სულგანაბული ველოდებოდით რას გვეტყოდა.

- ჯარი მისმინეთ, ბრძანებაა მოსული გასვლის. მაგრამ ნუ ჩქარობთ, საუბარი დამაცადეთ. კარგად იციან, რომ ჩვენ ამ საზიზღრობას არ ჩავიდენთ რაც ხდება.

ამიტომ, არც ხელკეტები და არც იარაღი არ გვექნება თან.

გავალთ და ცოცხალი ჯაჭვით დავიცავთ პარლამენტს და მერიის შენობას.

არავის არაფერი დაუშავდება ჩვენგან პირობას გაძლევთ. თუკი მსგავსი ბრძანება მოვიდა პირველი მე გავიხდი ფორმას და არც ბძანებას არ დავემორჩილები და თქვენც თქვენი სინდისს შესაბამისად მოიქეცით.

ჩემი ხომ გჯერათ ბიჭებო?

-კი, კამანდირ, შენი რავა არ გვჯერა, მარა ამათი დედას შევეცი, ჩვენ რაზე გავყავართ ქართველ ჯარისკაცზე დედა უნდა აგინებიონ ქართველ ერს?!

-რა ვქნათ ბიჭებო, ასეა, საქმე უნდა მოვითმინოთ არავის შეეხოთ, რომ შეგაგინოთ. ვერ ხედავთ რა დღეში ჩააგდეს ხალხი? ჩვენი საქმე მათი დაცვაა. იქნებ, რამე სასიკეთოც კი გავაკეთოთ.

პოლიციასთან არ იკონტაქტოთ, თუ რამე და აქეთ გამოიწიენ მერე ჩვენ ვიცით. ახლა წადით!

გორტექსები აიღეთ, საწვიმრები წამოიღეთ, შეიძლბა დილამდე მოგვიწიოს იქ ყოფნა , თბილად იყავით არ გაცივდეთ, 5 წუთში მანაქანები მოვა! - გვითხრა მეთაურმა.

ბურდღუნ- ბურდღუნით დავიშალეთ, თბილად ჩავიცვით და გამოვედით. მანქანები სწრაფად მოვიდნენ, "პიკაპებზე" განვთავსდით და გასასვლელად მოვემზადეთ.
ოცმეთაური კიდევ ერთხელ მოვიდა, გადაგვთვალა და გვითხრა:

-აბა, თქვენ იცით ბიჭებო, არც არავის დაუშავოდ და არც თქვენ დააშავებინოთ რამე სხვას.

დაიძრა კოლონა თბილისისაკენ. მივდიოდით დედაქალქისკენ, მაგრამ რატომ არცერთმა არ ვიცოდით. რა უნდა გვეკეთებინა, რა იყო ჩვენი მისია ჩვენი ქვეყნის დედაქალქში, არცერთმა არ ვიცოდით.

გზადაგზა ვამჩნევდით ხალხის უკმაყოფილო სახეებს და ასე გვეგონა, რომ საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცებს სიძულვილით გვიყურებდნენ, გულში გვწყევლიდნენ და გვაგინებდნენ.

ლესელიძის ქუჩის ასასვლეთან (ახლანდელი კოტე აფხაზის ქუჩა) შეჩერდა კოლონა.

-„მეორე ასეული აქ მოეწყეთ“ -დაიძახა ასმეთაურმა.

ჩამოგვიარა და გვითხრა:

- „ფეხებზე დაიკიდეთ რაც ხდება, არაა აქ ჩვენი საქმე არაფერი, ხალხს არ შეეხოთ“!- ეტყობოდა ძალიან განიცდიდა რაც ხდებოდა, მე მსგავს დღეში არასოდეს მინახავს იგი, მას შემდეგაც კი, რაც შემდგომ დაგვატყდა თავს.

მეთაური ასეულს ჩაუდგა წინ და თავდახრილი გაგვიძღვა.

ჩვენც, ერკემალს მიყოლილი ცხვრებივით უკან მივყვებოდით მწყობრად.

გამწარებული, ნაცემი , გაზით მოწამლული ხალხი ტროტუარს მოუყვებოდა.

ქალები გვწყევლიდნენ, კაცები გვაგინებდნენ, ზოგიერთი მათგანი ირონიულად ტაშს გვიკრავდა და გვეუბნებოდა- "ყოჩაღ ბიჭებო ყოჩაღ!" , ეს ბევრად მძიმე იყო ,ვიდრე დედის გინება.

- "ბიჭებო თავები რატომ გაქვთ დახრილი, ასწიეთ ზემოთ, სად მიდიხართ, სად?- ვიღაც ქალი რუსულენოვანი აქცენტით ორივე ხელით ჩვენსკენ გაეშალა და ყვიროდა "сатаны сатаны... будите проклыти ".

ერთი ქალბატონი ასემთაურს მივარდა კისერზე ჩამოეკიდა:

-„ სად მიგყავს ბიჭები, შენ ხარ კაცი? ფუ შენ კაცობას....“

მას შემდეგ ჩემთვის უსაყვარლესი ლესელიძის ქუჩა თავს არ მავიწყებს და მუდამ იმ დღეს მახსენებს.

სიბრაზის ცრემლები გვქონდა მომდგარი, ხმას ვერ ვიღებდით, როდესაც მერიასთან ავედით მერიის წინ განვლაგდით, სადაც მეოთხე ბრიგადის სავალდებულო ჯარისკაცები დაგვხდნენ ფარებით და ხელკეტებით. ამან ჩვენი გაღიზიანება გამოიწვია.

- "ეს რად გინდათ ბიჭებო? ხალხს არ შეხოთ სირცხვილია“ - მივარდა ჩვენი ოცმეთაური, 18 წლის ბავშვების შეცდომაში შეყვანა მოესწროთ ამ დამპლებს.

მერიიდან ვიღაც ხუჭუჭა ბიჭი გამოსლიკინდა, უშნოთ ჩაცმული სამხედრო ფორმით.

ეტყობოდა ჯარისკაცი არ იყო.

ხელში ხელკეტი ეკავა და ზურგსუკან დაგვიდგა.

- რა გინდა აქ ვინ ხარ? -შევეკითხე

- მერიის თანამშრომელი ვარ.

- მერე ფორმა და ხელკეტი რად გინდა?

- რავიცი, აქ მომცეს და გარეთ გადიო.

-თავად სად არიან?

- შიგნით.

-ხოდა შებრუნდი ახლა შიგნით, ეგ ფორმა გაიხადე და მაგ ხელკეტი გადააგდე. 

მაგ დედამოტყნულებს უთხარი კიდე, რომ ჯარისკაცის ფორმას ნუ აცვემენ თამაშრომლებს, თორე თავზე დავამხობთ მაგ მერიას. 

პატარა ნაცმაცუნა ცოტა არ იყოს დაიბნა.

- შენ რა ვერ გაიგე? - დაუღრიალა ოცეულმა. - „კი, კი, გავიგე, ბოდიშს ვიხდი“ -თქვა და შევარდა მერიის შენობაში.

ამ დროს პოლიცია დარჩენილი მომიტინგეების წმენდას ახდენდა.

რამდენიმე ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გასისხლიანებული ჩვენსკენ მორბიდა, ჩვენს დანახვაზე შეჩერდა. უკან ყვითელფორმიანი „ადამიანები“ მოსდევდნენ ხელკეტებით .

ბოლოს იფიქრეს , ალაბთ ესენი მაინც მკლავენ და ამათმა იქნებ დამინდონო და ჩვენსკენ გამოიქცნენ.

ჩვენც ჯაჭვი გავხსენით და გაუშვით. უკანა რიგებიდან ბიჭები დასახმარბლად გავიდნენ, წინა რიგებმა კი ცოცხალი ჯაჭვი ჩაკეტეს და პოლიციელები შეაჩერეს.

- გაგვიშვით ! - ყვიროდნენ პოლიციელები.
- სად გაგიშვათ? ვერ ხედავ ადამიანი ადამიანს აღარ ჰაგავს?
-გამიშვით თორემ! მე, მაგათი....
-აბა, ახლა აქედან მოკურცხლეთ სანამ დროა! - დაუღრიალა ასეულმა.

ჩვენდა გასაკვირად პოლიციელები მორჩილად მოგვცილდნენ. ასეთი შემთხვევა კიდევ განმეორდა.

ამ დროს ფერდაკარგული სააკაშვილი გამოჩნდა თავისუფლების მოედანზე თავისი ამალით. გენშტაბის ოფიცრები სიამაყით შეხვდნენ,ისეთი სახეები ქონდათ, თითქოს მდინარე ფსოუზე ქართული დროშა გაეტანოთ.
ორი დღე ასე დაგვათრევდნენ ქალაქში.
მეორე დღეს , ზუსტად ჩემს დაბადების დღეს, ქაშვეთთან მომიწია დგომა.

ეკლესიაში შესვლამდე ჩემთან აცრემლებული ქალი მოვიდა, სანთალი და კვერის ნატეხი მომაწოდა , მითხრა: - „ გვაპატიოს უფალმა, რაც შევცოდეთ ერთმანეთის მიმართო.... “!

სირცხვილი იყო ეს დღე, ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის.

დღემდე ვერ მომიცილებია ეს მწარე მოგონება და ალბად, ვერც ვერასოდეს მოვიცილებ.

ჩემი ოცმეთაური რამდენიმე დღეში მოხსნენს ოცმეთაურობიდან, ერაყშიც კი არ გამოგვაყოლეს, სხვა ქვედანაყოფში გადაიყვანეს.

შემდეგ კი საერთოდ გაუშვეს ჯარიდან, რამდენიმე ჯარისკაცი დაიჭირეს კიდეც ..."

 

Rate this item
(0 votes)
Read 102 times