საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:52

მამა ელიზბარი (ოდიშვილი): ესე შეიძლება მოექცე ან ეკლესიას, ან შენს ხალხს?

18-11-06 17:12:50 | Print

მამა ელიზბარი (ოდიშვილი) , აგერ უკვე სამი ათეული წელია მუხლჩაუხრელად ემსახურება  ქაშვეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას, უფალს. ფაქტობრივად, დედაქალაქის ცენტრში თავსგადახდილი ყველა ისტორიული მოვლენის ცოცხალი მემატიანეა.

 ქართველ ხალხთან ერთად მამაოს მხრებზე გადაიარა  9 აპრილის მოვლენებმა, 1992 წლის სახელმწიფო გადატრიალებამ, სხვათაშორის ერთადერთი  სასულიერო პირი გახლდათ, ვინც შუამავლის რანგში  სტუმრობდა პრეზიდენტ გამსახურდიას მთავრობის სასახლის ბუნკერში, აქ იყო  2003 წლის ხავერდოვანი გადატრიალების , ე.წ. ვარდების რევოლუციის  დროს, სხვადასხვა საპროტოსტო აქციების დროს, რაც კი რამ  დამოუკიდებლობის მანძილზე რუსთავლის გამზირზე გამართულა.

ხშირად იხსენებს მამაო  2007  წლის  7 ნოემბერს, როცა  სააკაშვილმა  უფლის სახლში მხუთავი აირი გაუშვა.

არამხოლოდ მორწმუნეთ,  მარადიული სიჭაბუკის ქალღმერთს -ჰებეს მონა ტაძარში თუ შეასწრებდა - თავისუფლებას იღებდა,  ქრისტიანთა დევნის დროსაც კი რომის კანონით ეს ადგილები ხელშეუხებელი იყო. 

უწმინდესის სიტყვებით: „ ეკლესია მისტიკური სხეულია უფლისა ... ეკლესია მასში მყოფი მრევლი კი არ არის მხოლოდ, ან დედამიწაზე მცხოვრები მორწმუნენი, არამედ უპირველეს ყოვლისა, უფალი, ღვთისმშობელი, ანგელოსთა დასი და წმიდანთა მთელი კრებული შეერთებული მლოცველთა ჯგუფთან.  ამიტომ არის ტაძარი - ცა დედამიწაზე“ (საშობაო ეპისტოლე, 1993).

  ფიქრობთ , ამ ფაქტის გამო ვინმე შეწუხდა ან მოიბოდიშა?

არ ვგულისხმობთ ღვთისმგმობ სააკაშვილს, თვით უწმინდესის  ყოფილი  სტიქაროსანნი , მრავლი საერო თანამდებობის პირი, ამ ფაქტის შემდეგაც  ურცხვად შესულან  ტაძარში, თითქოს არც არაფერი მომხდარა.

   როგორც იმთავითვე  სააკაშვილის ბანდის ერთ-ერთმა მეთაურმა ნიკა რურუამ ჟურნალისტებს განუცხადა, “კანონის აღსრულება ხშირ შემთხვევაში ლამაზი (!) პროცესი არ არის, მაგრამ დღევანდელი ფაქტის 9 აპრილთან შედარება სრული სიყალბეა-ო“,

დიახ, სულ ერთ წინადადებაში  „გააპრავა“ გაუგონარი მკრეხელობა!

დიახ, ასეთი რამ  ჯალალ ედ-დინის, შაჰ-აბასის, მურვან ყრუს შემდეგ, სააკაშვილის გარდა არავის ჩაუდენია. 

ალბათ, იმჟამინდელი აქციის ლიდერი, აწგანსვენებული ბადრი პატარკაციშვილი, რომ ტაძარში დაგულებოდა, გლდანის ან ფერიის ეკლესიის მსგავსად  დაანგრევდა კიდეც!

  2007 წლის 7 ნოემბრის  სპეცრაზმის წამხალისებელი, პრემიების  გამცემი  ე.წ. ენჯეოს  წარმომადგენელი  პოლიციის კაპიტანი  ეკა გიგაური კი  დღეს მორალს უკითხვას და მოძღვრას ქართულ საზოგადოებას...

არ იყო  მხოლოდ  ეს  გამონაკლისი ინტერვიუ  მამა ელიზბარის სამართლიანი  რისხვა.  

  გულბოროტმა სააკაშვილმა წმინდა ეროვნული, პატრიოტული, უფლისთვის მართალი სამსახურისთვის მამა ელიზბარის  სამაგალითოდ დასჯა გადაწყვიტა, მისი მოწამვლა დაუკვეთა.

 დღეს, მამაო  უფლის წყალობით და სასწაულით გადარჩენილი , ფაქტობრივად იშვიათი გამონაკლისია იმ სიტუაციიდან, რაშიც ის აღმოჩნდა.  

მას ყოველწლიურად უწევს საკუთარი სახსრებით  ოპერაციისშემდგომი მკურნალობისთვის მრავალათასიანი მედიკამენტების შეძენა.

   7 ნოემბერი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობიდან გადადგომით დასრულდა, თუმც სასტიკი დარბევის  ავტორი და "დემოკრატი ლიდერი" “მადლიერმა და დარბეულმა ერმა”, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ პრეზიდენტად  „აირჩია“ და   დღესაც, გვირაბით თუ ზღვის გადმოცურვით კვლავ ელის მის დაბრუნებას .

  ფაქტია, მაშინ  სააკაშვილმა აჯობა ასიათასობით მომიტინგეს, არაორგანიზებულობის, შიშის, ძალადობის, ოპოციზიის ლიდერთა ღალატის თუ გახმაურებული  სხვა შესაძლო  ფაქტორის გამო, მაგარამ ვერ აჯობა 2012 წელს, მამა ელიზბარისნაირი მოძღვრების ლოცვა- კურთხევით კი ვეღარასდოდოს გაიმარჯვებს ბოროტება საქართველოში.

 ტელეკომპანია „იმედის“  სიუჟეტი, მამა ელიზბარი, 2007 წლის 7 ნოემბრი.

 -   „ძალიან სამწუხაროა, მაგრამ  9 აპრილს ეს არ გაუკეთებია  უცხო ჯარს.  მე აქ ვიყავი 9 აპრილსაც და დღესაც აქ ვიდექი.  კარების დახურვაც  ვერ მოავასწარით ისეთი ბოლი და უბედურება იდგა ეკლესიაში.  საკმეველით ვცდილობთ რომ რამენაირად ეს მოვაგვაროთ. არავის არ ეკეთათ ნიღბები, თავად  გაზის გამშვების გარდა.   პოლიციაც მოიწამლა და მღვდელიც . რა ხდება , ეს რა არის? ეს არის საშინელება!  ესე შეიძლება მოექცე ან ეკლესიას ან შენს ხალხს? კარები ძლივს დავხურეთ, ვინც ხურავდა ძლივს მოვასულიერეთ , არაყი დავალევინეთ რომ მოგვესულიერებინა ადამიანი.“

 

Rate this item
(0 votes)
Read 271 times