საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:13

აი, მდინარაძეების, თალაკვაძეების,ზარდიაშვილების, სანიკიძეების და მსგავსი ჩინოვნიკების საქართველო...

18-11-05 23:17:05 | Print

ლექტორი ზაზა სიამაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და განათლების სფეროში არსებულ  ვითარების, ძირითადად საკადრო პოლიტიკის შესახებ უყვება. 

- ' ამ პოსტის დადებას სულ არ ვაპირებდი, რომ არა დღეს, სულ რაღაც 2-3 საათის წინ ბატონ ბიძინას არ მიემართა ქვეყნისთვის....

,,ვიციო, კარგად ვიციო, როგორი გაბრაზებულები ხართო ჩინოვნიკებზეო... ის ძალა, რომელიც ოპოზიცია უნდა იყოს, რევანშისტულად გადაიქცაო..."

მერე კიდევ დასძინა:  ,,2012-ში ვინც იბრძოდით, იმათ გთხოვთ, გული მოიბრუნეთ და ახლაც დაგვეხმარეთო...."

კარგი, ასე მოვიქცევით ბიძინა-ჩემო, მაგრამ ეს მიმართვა მარტო მე და ჩემს თანაგუნდელებს გვეხება თუ უფრო იმათ, თქვენი და თქვენი მემკვიდრე პრემიერ-მინისტრების წყალობით რომ მოკალათდნენ სავარძლებში?!

სხვა სფეროს არ შევეხები!

რასაც ვემსახურები და მესმის, მხოლოდ იმის შესახებ ვწერ.

განათლებამ და მეცნიერებამ რა შესცოდეს ასეთი, რომ ერთი რიგიანი კი არა, ჭირისუფალი მინისტრი რომ ვერ მოუძებნეთ ამ უწყებას?!

ამჟამინდელ მინისტრს ჯერ არ დაუწყია ვაშლებით სიარული, მაგრამ მისი წინამორბედი - სანიკიზე რომ გადააბრძანეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში და იქ უარესად დააქცია ეს თუ იცით?!

ლბათ, არა! ესეც ,,ვჭამეთ"!

აგერ სულ ახლახანს გიორგი ვაშაკიძე გაამწესეს ამ სამსახურში სანიკიძის ცოდვებს მიხედეო!

არ დავმალავ, მეგონა რომ ახლოს ვიცნობდი გიორგი ვაშაკიძეს და ვიფიქრე, არიქა, აი, ახლა მართლა ეშველებათქო....

გვქონდა მიწერ-მოწერა, შეხვედრაც... შევატყე ფეხს ითრევდა...

ბოლოს საბრალო თვალებით მითხრა, - რა ვქნა, შენ რომ მოგიყვანო, აქ რომ ჩაბუდებულები არიან, ისინი ამიმხედრდებიანო!

პირდაპირ ვერ დაადო თითი, მაგრამ ამის მიხვედრას რა უნდა?!

ბატონი მინისტრის (მიხეილ ბატიაშვილი) მიერ გაცემული გარანტია ჰქონია ამხანაგ ვაშაკიძეს, - როგორც გინდა და რაც გინდა, ისე და იმგვარად გაჭერი და შეკერეო....

ასეთი და ამგვარი ვაშაკიძეები რომ გაამწესეთ ასეთ სამსახურებში, იმიტომაც დაგიდგათ კარგი დახლი განათლების სფეროში!

ამ ცენტრის ექსპერტებიც რომ თავაშვებულები მტრობენ ქვეყანას და განათლებას, ესეც არ იცით?!

,,6 თვე ან 1 წელი არაფერს არ შევცვლიო!"

ვ ე რ შევცვლიო კი არ თქვა, ა რ შევცვლიო! - აი, გიორგი ვაშაკიძის ,,ამაყი და მკაფიო" განაცხადი!

რა დავიჯეროთ ბატონო ბიძინა?! ან ვის დავუჯეროთ?!

სწორედ იმ 2012-ნელი ვარ გვერდზე რომ გადავდეთ ყველაფერი და ლამის ახლობლების პანაშვიდებს და დაკრძალვასაც ვერ ვესწრებოდით მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანას ვჭირდებოდით ხან გურიაში და ხან კახეთში, ხან ზემო აჭარაში და ხან ლენტეხ-ამბროლაურში! 477 სოფელი მარტო ჩემს ,,ანგარიშზეა", მაგრამ არასდროს არც მე და არც ჩემს თანამებრძოლებს თანამდებობა კი არა, მადლობაც არ მოგვითხოვია...

სამაგიეროდ 2012 და შემდეგ 2016 წლებში ისეთი ტიპები ,,დადეთ" პარლამენტში, რომ რაღა ვთქვა .,...

ისეთი, რომ აგერ მეორე ტურიც საბრძოლველი გაგვიხდა!

ფოთის და ბათუმის წაგება ვის დავაბრალოთ?

თბილისში რომ 5 რაიონი წააგეთ, ეს ვის კისერზეა?!

აი, მდინარაძეების, თალაკვაძეების, ზარდიაშვილების პარლამენტი და ჯეჯელავას, სანიკიძეების და ვაშაკიძეების მსგავსი ჩინოვნიკების საქართველო....

ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია!

გაგრძელება მოჰყვება....

გააზიარეთ რაც შეიძლება მეტმა,რომ დროულად მოვიცილოთ ჩაბუდებული ჩინოვნიკები, რომელთა ყოფნა აფერხებს გამარჯვებას,  - წერს სიამაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. 

Rate this item
(0 votes)
Read 262 times