საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:14

გეტყოდით ახლა მდინარაძეებმა, მურუსიძეებმა, თალაკვაძეებმა და ლომჯარიებმა გიშველნ მეთქი მარაა...

18-11-05 22:45:53 | Print

"საზოგადოებრივი მაუწყებლის"  შეფის მიერ დაწუნებული  ჟურნალისტი ბრიუსელში გიორგი ფოფხაძე "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს  ოცნების "ძველი გვარდიის" მისამართით გაკეთებული განცხადების გამო მიმართვას და  "ძველების" უპირატესობის საკუთარ ინტერპრეტაციას სთავაზობს. 

 - " იცი რატო იყვნენ მაგრები ის ძველი მებრძოლები? იმიტომ რომ იმ "ძველებს " ამოძრავებდათ რეჟიმის დამხობის იდეა და არა ფული და სასახლეები ასეა ეს და ღმერთმა ქნას თუ ამას გაიგებთ ბოლოს და ბოლოს"-წერს p.s. -ის სახით გიორგი ფოფხაძე  ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. 

 - " ეჰ, ჩემო ბიძინაბიძია, მაგას გეუბნებიდი 6 წელი ნუ დეიყენებ ამ ხალხს გვერდით თქო,

ნუ ჩააბარებ არაპროფესიონალებს ტელევიზიას თქო,

ელჩებად იმ ხალს ნუ უშვებ რომლებიც 2012 წელს გვებრძოდნენ და ყველაფერ სისაძაგლეს აკეთებდნენ თქო,

სანდრო გირგვლიანის მოსამართლეებს ნუ დანიშნავ სასამართლო სისტემაში და რეჟიმის მსხვერპლად ნუ გამოაცხადებ თქო,

ყურში ჩამჩურჩულებელებად ის ხალხი ნუ გყავს ქერო ორშაურად გყიდდნენ ევროპის დედაქალაქებში და მილიონ დოლარებად გვთავაზობდნენ ფარულ ჩანაწერებს თქო,

მეცენატი ოთარი მოიცილე შე კაცო დღემდე პროკურატურაში კაბინეტი რომ აქვს თქო,

რაც კი ნაცებთან ნაგავი იყო რეგიონებში და სამინისტროებში თანამდებობებზე ნუ წამოჭიმავ თქო..

უჰ, კიდევ რამდენი "თქოოო" მარა ეხლა რომ ჩამოვწერო ყველაფერი ძალიან შორს წაგვიყვანს,

ისე ჩემო ბიძინაბიძია მაგ 6 წლიანი თქვენზა ჩიჩინისთვის კი ამკრძალეთ მეც და ის ძველი გვარდიის წარმომადგენლებიც ახლა რომ ასე თავდადებით მოუწოდებთ გვერდით დასადგომათ..

გეტყოდით ახლა მდინარაძეებმა, მურუსიძეებმა, თალაკვაძეებმა და ლომჯარიებმა გიშველნ მეთქი მარაა...

მაინც გხსომებიათ ერთი კარგი ანდაზა "ნუ დაკარგავ ძველსა გზასა, ნურცა ძველსა მეგობარსაო" და აჰაა აბა ვნახოთ როგორ შეასრულებ ამ დანაპირებს."-წერს ფოფხაძე.

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 260 times