საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:12

ნიკა გვარამია, რომელიც ბოლო ხანებში გაუპატიურებულ ოფოფს დაემსგავსა, მაყურებელს მოუწოდებს: ხმა არ მისცეთ ზურაბიშვილს

18-10-13 22:07:10 | Print

ბუმერანგი

ვახტანგ ხარჩილავა:

 "ნაციონალებს" სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების პანიკური შიში აქვთ და ამიტომაც მიმართეს მის წინააღმდეგ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი.

"ნაციონალები", რომლებსაც სინდის-ნამუსთან არასოდეს ჰქონიათ შეხება, ყველაფერს კადრულობენ, ყველანაირ აკრძალულ ხერხს იყენებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის სახელის დისკრედიტაცია მოახდინონ, ღირსება შეულახონ, სახელმწიდო ინტერესების ღალატსა და ორგულობაში დასდონ ბრალი.

"ნაცების" ჯიბის ტელევიზია "რუსთავი 2" საგანგებო რეჟიმში მუშაობს და დღედაღამ სალომე ზურაბიშვილის სახელს ატრიალებს წაღმა-უკუღმა, ხოლო 30 ლარად დაქირავებული "კრიკუნები", მოხეტიალე ცირკის მსახიობებივით რომ დაბორიალობენ აღმა-დაღმა, მაინცდამაინიც იქ ჩნდებიან ხოლმე, სადაც ქალბატონ სალომეს შეხვედრა აქვს თავის ამომრჩევლებთან და ხმამაღლა სკანდირებენ: მოღალატე! მოღალატე!

"ნაციონალებს", რომლებსაც პიარტექნოლოგიების დიდ სპეციალისტებად მოაქვთ თავი, როგორც ჩანს, არ ესმით ელემენტარული რამ: როცა კონკურენტს ცილს სწამებ და ისეთ შეთითხნილ ბრალდებებს უყენებ, რომლებსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეს აუცილებლად შემოგიტრიალდება უკან, მით უმეტეს, თუ ის თვითონ გაქვს გაკეთებული, რასაც სხვას აბრალებ.

ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა: იმდენი უძახეს სალომე ზურაბიშვილს რუსეთის აგენტი, ამ ბრალდების გარშემო ატეხილ დებატებსა და დისკუსიაში გაირკვა, რომ სინამდვილეში თურმე გრიგოლ ვაშაძეა რუსული პოლიტიკის პირმშო, რუსული პოლიტიკის კალთაში გაზრდილი რუსეთუმე, რომელიც თავის თავს რუსეთის და რუსული კულტურის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და რომლის გულშიც რუსეთი სამუდამოდ არის ჩაბეჭდილ-აღბეჭდილი.

რაც შეეხება ღალატს, აღმოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილის დიდი ძალისხმევით საქართველოდან გაყვანილი რუსის ჯარი სწორედ "ნაციონალებს" შემოუყვანიათ უკან 2008 წლის აგვისტოში და ფეშქაშად საქართველოს ტერიტორიის 20% მიურთმევიათ.

გრიგოლ ვაშაძე რომ ხარ, იმდენი კი უნდა გესმოდეს, რომ იმ დროს, როცა თვითონ იყავი ჯერ სსრკ-ისა და მერე მისი სამართალმემკვიდრის, რუსეთის, უშიშროების სამსახურების მაღალჩინოსანი, საფრანგეთში დაბადებულ და გაზრდილ ადამიანს, ნიკო ნიკოლაძისა და ივანე ზურაბიშვილის შთამომავალს, რომლის წინაპრებიც სწორედ რუსეთის აგრესიის გამო გახდნენ იძულებულნი, სამშობლოდან წასულიყვნენ, რუსეთის აგენტი არ უნდა დაუძახო, რადგან ეს მომენტალურად ამოატივტივებს ადამიანების გონებაში აქამდე მითვლემილ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ ხარ შენ თვითონ.

გამოდის, რომ შენ თვითონ ახდენ საკუთარი თავის დისკრედიტაციის პროვოცირებას.

პიარტექნოლოგიების ცოდნაა ეს თუ სიბრიყვე?

როცა ნიკა გვარამია, რომელიც ბოლო ხანებში გაუპატიურებულ ოფოფს დაემსგავსა, მაყურებელს მოუწოდებს: ხმა არ მისცეთ სალომე ზურაბიშვილს - ის მოღალატეა! ამას მე ვამბობ, როგორც მოქალაქე და როგორც პატრიოტიო.

აი, ამ სიტყვა "პატრიოტმა" გააფუჭა ყველაფერი, რადგან მაყურებელთა დიდმა ნაწილმა ძალიან კარგად იცის, როგორი პატრიოტიც არის გვარამია, გვარამია, სააკაშვილის კუდის ამწევი, სააკაშვილის ბოროტ საქმეთა `გამპრავებელი~, მისი თანამოაზრე და  "პადდელნიკი".

გვარამიამ კიდევ ერთი ზესკანდალური განცხადება გააკეთა ამასწინათ:

- ყველაფერს ვხედავთ!

ყველაფერს ვაკვირდებით!

ყველას გიმახსოვრებთ!

როცა ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, მათ, ვინც ზურაბიშვილს მისცა ხმა, ამ მიწაზე ფეხს არ დავადგმევინებთო.

ამ სიტყვების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ისინიც კი, ვინც საერთოდ არ აპირებდნენ არჩევნებზე მისვლას, აუცილებლად წავლენ და ხმას სალომე ზურაბიშვილს მისცემენ, თუნდაც იმიტომ, რომ `ნაციონალების~ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველო მთლად არ დაცარიელდეს მოსახლეობისგან.

გვარამიამდე ცოტა ხნით ადრე "ჭკვიანმა", "განათლებულმა" საერთაშორისო დონის "დიპლომატმა" გრიგოლ ვაშაძემ კიდევ უფრო უარესი რამ დაახეთქა: ჩემი ნება რომ იყოს, ბედუკაძეს შუბლს გავუხვრეტდიო.

ცხადია, სადაც ბედუკაძეს გაუხვრეტს შუბლს ამხანაგი გრიგოლი, იქ არც სხვების შუბლებს დაინდობს, ეს იცის ამომრჩეველმა და თუნდაც საკუთარი შუბლის გადასარჩენად ხმას არავითარ შემთხვევაში ვაშაძეს არ მისცემს - რა იცი, როდის რა წამოუვლის და ვისი შუბლი მოეწონება გასახვრეტად, მით უმეტეს, რომ ზოგიერთ ფსიქოლოგს თუ დავუჯერებთ, ვაშაძეს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

ერთი ხომ გვყავდა ფსიქიკური პრობლემებით, ახლა მეორეც იმავე პრობლემებით ავირჩიოთ?

ქვეყანაა თუ ფსიქიატრიული ლაზარეთი?

კვირა არ გავა, "რუსთავი 2"-ის ეთერში სააკაშვილი არ ჩაერთოს სკაიპით რომელიმე ქვეყნიდან.

თითოეული მისი ჩართვა საღად მოაზროვნე საზოგადოებისთვის კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ "ნაციონალების" ხელისუფლებაში მობრუნება ყოვლად დაუშვებელია, რადგან ეს იქნება სრული კატასტროფა ქართული სახელმწიფოსთვის.

- მე, მაგალითად, საქართველოდან ცარიელი ჯიბით წამოვედი, ახლაც რამდენიმე ათასი ევრო თუ მიდევს ანგარიშზეო,  - ამბობს ამას სააკაშვილი და თან თვალებში გვიყურებს, ეს იმ დროს, როცა ექსპერტთა დაანგარიშებით, `ნაციონალებმა~ ცხრა წლის მანძილზე 16 მილიარდი "აითვისეს" და მიითვისეს.

მაყურებელი რამდენიც სააკაშვილს დაინახავს, ცხადია, იმწამსვე ამოუტივტივდება გონებაში "ნაცმოძრაობის"  9-წლიანი მმართველობის კოშმარები და ოქუაშვილ-ყიფიანის ბჟუტური თუ მითიური ფარცხალაძის ვითომდა აბრაგობის ამბავი სასაცილოდ მოეჩვენება.

ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენო, გსმენიათ თქვენ ეს გამოთქმა, ნაცებო?

როგორც ჩანს, არ გსმენიათ, თორემ თქვენს მიერ სასიკვდილოდ გამეტებულ და სახრჩობელაზე აყვანილ საქართველოში ამდენს არ ილაქლაქებდით თოკზე, რომელსაც საკუთარი ხელით გამოუნასკვეთ მარყუჟი.

"ნაცებო", თქვენ აზრზე არ ხართ, მაგრამ იმ საარჩევნო კამპანიით, რასაც თქვენ ასეთი რიხით და ბაქიბუქით აწარმოებთ, სინამდვილეში "ქართული ოცნების"  წისქვილზე ასხამთ წყალს და სალომე ზურაბიშვილს მომხრეებსა და მხარდამჭერებს უმრავლებთ.

თუმცა, რაც მართალია, მართალია, ზოგჯერ არც  "ქართული ოცნება" გრჩებათ ვალში და ხანდახან ისეთ თემებს გამოგიგორებთ, მტრისა და კონკურენტისთვის კი არა, მოყვარული ძმისთვის რომ ვერ გაიმეტებს კაცი...

"პროდასავლელმა" ვაშაძემ რუსი "პიარშჩიკები" ჩამოიყვანა საარჩევნო კამპანიის ეფექტურად ჩასატარებლად, ამ პატივცემულმა რუსებმა კი ისე დაგეგმეს ვაშაძის საარჩევნო კამპანია, გეგონება, ვაშაძეს საპრეზიდენტოდ კი არა საომრად ამზადებენ.

ზოგადად, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ  "ნაციონალები" არჩევნების დღისთვის, 28 ოქტომბრისთვის კი არა, 29–30 ოქტომბრისთვის ემზადებიან, რომ ვითომ გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად მოქალაქეები ქუჩაში გამოიყვანონ და დესტაბილიზაციის, არეულობის, სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება სცადონ.

ფაშისტი გვარამია და ადგილობრივი წარმოების სხვა  "ნაციონალი" ფაშისტები რუს პიარშჩიკებთან ერთად, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ამ "დიადი" და `ნათელი~ მიზნის რეალობად ქცევას ცდილობენ, რადგან მათ შესანიშნავად იციან, რომ ნორმალურ, მშვიდ, ობიექტურად ჩატარებულ არჩევნებში მათმენტალურად რუს კანდიდატს გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს.

ის, რასაც "ნაციონალები" აკეთებენ, ეს არის შეთქმულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც არსებული ხელისუფლების დამხობას ისახავს მიზნად.

როგორ უნდა იმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ ასეთ შემთხვევაში - დაელოდოს 29–30 ოქტომბერს, როცა სპეციალურად ამ სიტუაციისთვის მომზადებული `ბოევიკები~ ავტომატებით ხელში გამოვარდებიან ქუჩებში თუ წინასწარ მიიღოს ზომები ამ დივერსიის აღსაკვეთად.

არა მარტო მოქმედება, არამედ უმოქმედობაც ზოგჯერ ბუმერანგივით უბრუნდება უკან მას, ვინც მკვეთრი გადაწყვეტილების მიღებას აგვიანებს.
ამის სამწუხარო მაგალითები თუნდაც ჩვენს უახლოეს ისტორიაში მრავლად გვაქვს.

იმედია, ხელისუფლება ამ მწარე მაგალითების გათვალისწინებით იმოქმედებს და არ დაუშვებს, რომ 28 ოქტომბერი საპრეზიდენტო არჩევნების ნაცვლად, ადგილობრივმა თუ გარედან მოწვეულმა ფაშისტებმა სასაკლაოდ აქციონ.

ბუმერანგი ჰქვია სათაურად ამ წერილს.

კაცმა რომ თქვას, ყველაფერი, რაც ამ სამყაროში ხდება, ბუმერანგის მოქმედების პრინციპის მიხედვით ხდება.
ასეა პირად ცხოვრებაშიც, ასეა პოლიტიკურ ცხოვრებაშიც.

ვერაფერს ვერ მოიშორებ, ვერაფერს ვერ მოისვრი - ყველაფერი უკან გიბრუნდება და ცხვირში გირტყამს.

ასე იქნება 28 ოქტომბრის არჩევნებშიც  - ყველას ყველაფერი წინ დაულაგდება და ამომრჩეველიც ამის მიხედვით გააკეთებს არჩევანს...

"საერთო გაზეთი" 

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 4327 times