საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:15

მთავარი "ქინძი", "ქინძები" და "ნაცმოძრაობა" - ბოროტების ბოსტანი

18-10-13 21:42:06 | Print

მთავარი "ქინძი" "ქინძები" და  "ნაცმოძრაობა" - ბოროტების ბოსტანი

რუსეთის მოქალაქე ვაშაძემ, რუსული "პიარშიკები" ჩამოიყვანა და "ქართულ გაგებას"  რუსულად "აწვება" . ვაშაძისათვის ყველაფერი "მოსულა", ისიც კი, ზურაბიშვილზე თქვას რუსეთუმეაო, ეს იმ დროს, როცა ნაცებმა აღიარეს ოფიციალურად, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში, პირველად თავად გაისროლეს, `წინ გადადგმული ნაბიჟი ყოფილა" იმ პერიოდისათვის, თურმე სხვა გამოსავალი არ ჰქონიათ.

 ესე იგი, ნაცებმა რუსებს 2008 წელს არა მხოლოდ "ქვების გროვა", ფაქტიურად სრულიად საქართველო ჩააბარეს!

არაა გამორიცხული, როგორც მეხუთე მუხლი ამოტივტივდა წლების შემდეგ, ასევე ამოტივტივდეს სხვა მუხლები, სხვა გარიგებები, რაც რუსების სასარგებლოდ ნაცმაცუნურმა ხელისუფლებამ გააკეთა.

ისე წავიდა სააკაშვილი და მისი ხროვა ხელისუფლებიდან 2008 წლის აგვისტოს ომი, როგორც ომი არ უღიარებიათ. ისინი  "აგვისტოს მოვლენებს" უწოდებდნენ იმ სისხლისმღვრელ ომს, რომლის დასრულებაც დედაქალაქის მთავარ პროსპექტზე კონცერტით აღნიშნეს. დიახ, დეტალები ეშმაკებშია და

ეს დეტალი სულაც არაა უმნიშვნელო! ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან!

მთავარ გვერდზე ვიკიპედიას მხოლოდ ექვსი კანდიდატის ფოტო აქვს გამოქვეყნებული.

ეს არის მოცემულობა და ისიც მოცემულობაა, რომ. მთავარი ოპოზიციურ ძალას მხარს უმშვენებს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი – მიხეილ სააკაშვილი.

2003 წელს, როდესაც ვარდების რევოლუცია "დაალაგა" საქართველოს ოკუპანტმა (ივანოვი) და როდესაც "მეგობარი სახელმწიფოს" ამერიკის ელჩი ჩაერია საქართველოს საშინაო საქმეებში, მედიამ და საზოგადოებამ ეს "უმნიშვნელო" ფაქტი "გაატარა".

ასეა დღესაც, მედია და საზოგადოება დუმს როცა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში ერევა პირი, რომელმაც ცხრა წელი მართა საქართველო და თავი რომ გადაერჩინა პირველსავე შემთხვევაში უარყო თავისი ქვეყნის მოქალაქეობა! საზოგადოება და რათქმა უნდა პოლიტიკური სპექტრი ვაშაძეს რომ ოკუპანტები უკეთებენ პიარს არც ამაში ხედავს დიდ უბედურებას.

მაშ რა არის უბედურება?

საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილმა ზურაბიშვილმა ქართული რომ არ იცის კარგად? ეს არის უბედურება?!

ეს არის უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ სალომე ქვეყნის მტერია?

ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში ქინძთა ბელადმა "ბრძანა" – `ჩემი ბრძოლა იქნება სამართლებრივი.

ჩვენი ბრძოლა იქნება საარჩევნო და ჩვენ აუცილებლად ამ ბრძოლას საბოლოო ჯამში დავასრულებთ გამარჯვებით ოქტომბერში არჩევნებზე და შემდგომ ჩვენ გავუყინავთ ხალხს უსამართლო ვალებს, მე არასდროს ტყუილ დაპირებებს არ ვიძლევი, ჩვენ დავწევთ საბანკო კრედიტს, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ასეთი უსამართლო ურთიერთობები საბანკო ინსტიტუტებს, მთავრობას და ხალხს შორის აღარ იქნება საქართველოში, დამყარდება სამართლიანობა, კანონის უზენაესობა," ნულოვანი ტოლერანტობის გარდა" დაპირებებს როგორ ასრულებდა მთავარი ქინძი კარგად გვახსოვს.

სწორედ მისი ყვავილობის ცხრა წელიწადში პარპაშობდა უსამართლობა და უზენობა.

სწორედ მისმა შნირმა ქინძებმა ოცდათხუტმეტ ლარიანი უპატრონოდ დაგდებული ფიცრის მოპარვისთვის სამოცდახუთი წლის ლტოლვილი ერთი წლით ციხეში გამოამწყვდიეს, ხოლო თავად ათობით და ასობით მილიონის ხე-ტყეს იპრავდნენ, ქვეყნის სტრატეგიულ სიმდიდრეებს  "უპრაგონოდ" ჰყიდდნენ და ერთ ლარად ჩუქნიდნენ.

საკუთარი ქონებას კი ვეღარც ითვლიდნენ. მთავარ ქინძს ეტყობა ნარკოტიკმა ტვინი გაულაყა და აღარ ახსოვს მისი ბრძანებით ლტოლვილებს რომ ყრიდა საცხოვრებელი ადგილებიდან და კუნგის ტიპის დახურული ავტოფურგონებით საცხოვრებლად შეუფერებელ გეტოებსა და რეზერვაციებში ეზიდებოდა.

არც ის ახსოვს ყველა ბიზნესი, რომ გათელა და ქვეშ მოიგდო, მონოპოლიები და კარტელური გარიგებები ნორმად აქცია, ვინც საბანკო კრედიტის განაკვეთი ევროპაში უმაღლეს დონეზე ასწია, ხოლო საცხოვრებელი მინიმუმის დონეს მუდამ ხელოვნურად ამცირებდა და აყალბებდა.

არც მათეული ბიზნესის ახევის ღამის პრაქტიკა ახსოვს, სამარცხვინოა როცა მიშა და მისი შნირები ზეწოლებსა და გადაბირების მცდელობებზე და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უარგუმენტოდ ლაპარაკობენ.

სწორედ ისინი პოლიტიკური პოლიციისა და ზონდერბრიგადების გამოყენებით ასობით და ათასობით ადამიანზე რომ ძალადობდა ხანგრძლივად.

ვინც ხალხს პოლიტიკური ნიშნით აწინაურებდა საჯარო სამსახურებში და პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებდა სამსახურიდან.

სამარცხვინოა, რომ ის უტიფარი ხალხი ახსენებს სიტყვა "სამართალს", რომელთა მიერ სამართალი ყველა დონეზე შეგინებული და გაუპატიურებული იქნა.

ეს ის მთავარი ქინძია თავის ხროვასთან ერთად სადისტობას, ჯალათობას, კრიმინალებთან მეგობრობას და უზნეობას – დემოკრატიის შუქურვარსკვლავობას რომ უთავსებდა.

ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელთა მინისტრები ომის დროს სამარცხვინოდ  "მოტყდნენ" ქვეყნიდან და ახლა გვარწმუნებენ – არასოდეს არ მიგატოვებთო?

ეს ის ხალხია, ვითომდა, პრეზიდენტთან შესახვედრად წასული, მძღოლს რომ მობილურს უტოვებდა მანქანაში და თავად აეროპორტიდან ფრანკფურტში ტყდებოდა ოჯახთან ერთად. სწორედ ის ლიდერები არიან, რომლებიც გაიქცნენ, რადგან, სავარაუდოდ, ყველა საფუძველი არსებობს, რომ მრავალწლიანი ციხე ემუქრებათ, როგორც კრიმინალებს და მაფიის ბოსებს.

ქინძთა ბელადმა არაერთხელ მოგვიწოდა, რომ არ უნდა დავუშვათ შურისძიების ახალი ციკლი და ყველაფერი დავივიწყოთო, მაგრამ შეუძლებელია დაგავიწყდეს, 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი მასობრივი დემონსტრაციის დარბევა, კერძო ტელევიზია  "იმედის" დარბევა და მაუწყებლობის შეწყვეტა, ტელევიზია " კავკასიის" მაუწყებლობის შეჩერება, მედია საშუალებების გაკოტრება, ლიცენზიის ჩამორთმევა, მითვისება და ოფშორული კომპანიების საშუალებით კონტროლი, ათეულობით ახალგაზრდის ქუჩაში ძალოვანი სტრუქტურების მიერ ლიკვიდაცია მათთვის "ნულოვანი ტოლერანტობის " კარტ-ბლანშის მიცემით, 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაში მნიშვნელოვანი დარღვევების და მასობრივი გაყალბების ორგანიზება, რაც ორივე შემთხვევაში ეუთოს არჩევნებზე მონიტორინგის კომისიის ანგარიშში, სამწუხაროდ, არჩევნებიდან 2–3 თვის შემდეგ აისახა და არჩევნების შედეგზე გავლენა ვერ იქონია, მეგობარი ქვეყნების და ორგანიზაციების მიერ მრავალჯერადი გაფრთხილების მიუხედავად 2008 წელს რუსეთის მიერ პროვოკაციაზე არაადეკვატური პასუხი და საომარი მოქმედების დაწყება, რაც დადასტურებულია ტალიავინის საერთაშორისო კომისიის მიერ.

პატიმართა რიცხვის წარმოუდგენელი ზრდის და განაჩენების არაადექვატური დამძიმების პარალელურად პატიმართა ყოფის აუტანელი პირობები და ციხეებში წამების და გარდაცვალების ისეთი შემზარავი სტატისტიკა ფიქსირდებოდა, რომელიც მსოფლიო უფლებადამცველი ორგანიზაციების მზარდი კრიტიკის მიზეზი გახლდათ. პოლიტიკური დევნილის სტატუსი გაცემულია საფრანგეთის, გერმანიის, შვეიცარიის, კანადის, იტალიის და სხვა დემოკრატიული ქვეყნების მთავრობების მიერ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარგზავნილი საქმეების წარმოუდგენელი ზრდა (2010 წელს 2000 საქმეზე მეტი) და ყველაზე უფრო საჩვენებელი – გირგვლიანის საქმე.

სააკაშვილის მთავრობის მეორე სამარცხვინო სავიზიტო ბარათად ქცეული 2011 წლის სისხლიანი 26 მაისი, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის უკანონოდ გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში სისხლიანი მეთოდებით დაშლას ადამიანების მსხვერპლი და ჟურნალისტებსა და საზოგადოებაზე მასობრივი ძალადობა მოჰყვა. ხოლო სააკაშვილის რეჟიმმა სისხლით მოსვრილ რუსთაველის გამზირზე მისი მორეცხვიდან რამდენიმე საათში საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავი აღლუმი ისე მიიღო, რომ ახლო-მახლო დაყრილი რამდენიმე ნაწამები და გარდაცვლილი ადამიანის გვამი ჯერ კიდევ არ იყო აღებული.

სააკაშვილის ოჯახის წევრების და საქართველოს მთავრობის ელიტარული კორუფცია ბევრად აჭარბებდა შევარდნაძის ხელისუფლების ანალოგიურ მაჩვენებლებს.

ჯერ კიდევ 2003 წელს მთავარმა ქინძმა მთელი მინისტთა კაბინეტი გვერდში ამოიყენა და პირდაპირ ეთერში, სახალხოდ დადო პირობა, რომ თუ რომელიმე მთავრობის წევრის ძმას, დედას, მამას, ცოლს, ბიძაშვილს, მეგობარს ან ახლო ნათესავს მოულოდნელად აღმოაჩნდებოდა ბიზნესის კეთების განსაკუთრებული ნიჭი, ისინი უმკაცრესად დაისჯებოდნენ. თუმცა, დედამისს რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი და უძრავი ქონება უფეშქაშა, მის ძმას უმსხვილესი ნავთობკომპანია და სადაზღვევო სააგენტო, ბიძამისს ოქროსა და სპილენძის მომპოვებელი საბადო. მის უახლოეს მეგობრებს, ძმებ ბეჟუაშვილებს ქვანახშირისა და მანგანუმის საბადოები, ცემენტის ქარხნები, გაზის გამანაწილებელი კომპანია.

ვანო  "გაღლეტილის" ოჯახს, მამას, ბიძას, ბიძაშვილს, ათეულობით უმსხვილესი და მონოპოლისტი კომპანია და რესტორანი ეკუთვნოდათ, რატომღაც მისი მშობლიური სოფლის, ადიგენის რაიონის სოფელი უდეს მაცხოვრებლებს, განსაკუთრებით ვანო მერაბიშვილის ტოლებს, ფენომენალური ნიჭი აღმოაჩნდათ ბიზნესისა და ლამის თითო მათგანზე 3–4 უმსხვილესი სადისტრიბუტორი კომპანია იყო რეგისტრირებული.

ერეკლე კოდუას სასტუმრო და კაზინო საქართველო, მის დედას საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა ბაზრობაზე უმსხვილესი წილები და `გასანადგურებელი " ნარკოტიკები.

ჩატარებულ ყველა სახელმწიფო და გაუმჭვირვალე მსხვილ ტენდერში ქინძთა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ ტენდერამდე ერთი კვირით ადრე დაარსებული და ახლობლებზე რეგისტრირებული შპს – ები იმარჯვებდნენ.

ყოფილი ეკონომიკის მინისტრი გიორგი არველაძეს ახეული ტელევიზია "ჩაახუტა" ყოფილ თავდაცვის მინისტრსა და მსოფლიო მასშტაბით ცნობილ იარაღით მოვაჭრე, კორუმპირებულ დავით კეზერაშვილს საქართველოში ლატარიის გაყიდვის მონოპოლიური უფლება მისცა, მის მიერ ქართული ჯარის ხარჯზე გაკეთებულ მრავალმილიონიან "ატკატები", რატომღაც გაუტარა.

კეზერას მფლობელობაში გახლდათ უმსხვილესი სამშენებლო კომპანიები, მაგალითად არტ-იქსი, რომელიც ნახევარ მილიონს ზემოთ ბიუჯეტის თითქმის ყველა სახელმწიფო ტენდერს იგებდა.

სააკაშვილის მინისტრების და პარლამენტარების მიერ აბსოლუტურად მონოპოლიზირებული გახლდათ საკვები პროდუქტების ბიზნესი.

მთავარი ქინძის მინისტრები და ყველა პარლამენტარი ფლობდა მინიმუმ ორზე მეტ ფეშენებელურ სახლს დედაქალაქის პრესტიჟულ უბნებში, საუკეთესო ვილებს ზღვისპირეთში, თბილისის შემოგარენში და ზამთრის კურორტებზე, ყველა მათგანს მინიმუმ ორი ახალი და ძვირფასი ავტომობილი ჰყავდა, ყველა მათგანი მსოფლიოს საუკეთესო კურორტებზე ისვენებდნენ.

კიდევ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება მიხეილის წუწუნის გასაბათილებლად, თურმე უფულოდ, რომ ყოფილა და მხარდამჭერებს მიმართავს გრიშა დააფინანსონ.

ქეთევან ზარნაძე

სრულად იხ. საერთო გაზეთი #37

 

Rate this item
(0 votes)
Read 1653 times