საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:41

სუპერმარკეტი "ნიკორა", იგივე ნინიას ბაღი

18-08-01 09:02:33 | Print

დედაქალაქი თბილისი. 2018 წელი. ლეონიძის ქუჩა #4/მაჩაბელის #2 . თავისუფლების მოედანი.

თითქოს ქალაქის ცენტრი, სადაც უამრავი უცხოელი ტურისტი დადის, ღამის საათებში მუდამ ხალხმრავლობაა.

უფალს ვინ ჩივის, თვით სატანისგან ,გამგებლისგან თუ მერისგან უპატრონოდ მიგდებული რაიონში, მხოლოდ ორად ორი სასურსათო წერტილია „ ნიკორა“ და „სპარი“ არსებობს, სადაც განსაკუთრებით საღამოს 22-23 საათის შემდეგ გაუთავებელი რიგები და ერთი ზანტი მოლარე ოპერატორია.

რატომ არ მუშაობს მეორე სალარო, რომ იკითხოთ, თუ პასუხი გეღირსათ , შეიტყობთ, რომ „ მათთან ასეთი წესია“ , იკითხვათ მენეჯერს ან პასუხისმგებელ პირს , ასევე თუ იკადრეს , გიპასუხებენ , რომ „ისინიც ადამიანები არიან და ღამით ისვენებენ“, კომპანიის ე.წ. „ცხელი ხაზი“ ღობეზე დაწერილი სამის ასოს კომბინაციის მაგვარი ბლეფია, ღამის საათებში სატელეფონო საუბრს მხოლოდ იწერს და ალბათ, დღის საათებზე „ანალ-იზდება “.

სამწუხაროია, რომ მომხმარელთა უფლებების დაცვის უწყება, როგორც ასეთი ორგანიზაცია საქართველოში და არანაირი ძალა, უფლებამოსილება არ გააჩნია.

ფაქტობრივად, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერავის შესჩივლებთ „რუსთაველი მკვდარია“.

კომპანია „ნიკორას“ ნიშა-ნიკორობის რა მოგახსენოთ და სწორედ, რომ „ნინიას ბაღია, გაზულუქებული ექსპლუატორების კომპანია, რომელიც მომხმარებელთა მომსახურების დონის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მინუსებში გადასული მენეჯმენტი , მხოლოდ გამდიდრებაზე ფიქრი.

სულ ცოტა ხნის წინ კომპანია ხან ვადაგასული ძეხვის რეალიზაციაში ამხილეს და ხანაც თანამშრომელთა უფლებების დარღვევაში.

„ნიკორას " მერ ადამიანთა უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტზე საუბრობდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე სოფო კილაძე.

რა შუაშია მენეჯმენტი? აქ , ალბათ რომელიმე ცნობადი სახე - გრიგოლია, გვარამია, ან თუნდაც გუგული მაღრაძე უნდა იყო , რომ ელემენტარული ყურადღება მოგაქციონ. ნიკორა, გაზულუქებულ ადამიანთა კომპანიაა, რომელიც მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასქელებაზე ფიქრობს და არად ადარდებს მოსახლეობის ინტერესები.

“ნიკორა სუპერმარკეტი” ქართულ ბაზარზე შევარდნაძის ეპოქისას, 2000 წელს გამოჩნდა და „წარმატებით “ გაუძლო სააკაშვილის ბიზნეს ტერორს.

ნეტავ ასეთი ფირმის მართვის რა საიდუმლო რეცეპტს ფლობს მათი ხელმძღვანელება,როცა სააკაშვილის რეჟიმს დროს, კომპანიებს აკულაკებდნენ, ტერორდებოდა მთელი ბიზნესი, იჭერდნენ წარმატებულ ბიზნესმენებს ანზორ ქოქოლაძეს, ჯემალ ლეონიძეს... ნიკორა ყვაოდა და იფურჩქნებოდა.
დღეს ის საქართველოს მაშტაბით ყველაზე მრავალრიცხოვანი ქსელია , კომპანია მფლობელია ასევე სუპერმარკეტების ქსელ ”ნუგეშის” 100%-ის, ფლობს 10 მილიონიანი ობლიგაციებს, 242 სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 191 თბილისშია განთავსებული.

რათქმაუნდა ცოტა თუ გაბედავს მათზე აუგის თქმას.

დასაქმებულთა ბოლო მონაცემებით „ნიკორას“ ქსელმა 5.000-ს გადააჭარბა, რომელთა უმეტესობა სწავლის საფასურის თეთრების შემკოწიწიბელი , ეკონომიკურად გაჭირვებლი სტუდენტია, რომლებიც ქაოსური მენეჯმენტის პირობებში ხშირად ერთ თვეზე მეტსაც ვერ ძლებენ სამსახურში.
კომპანიის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „ნიკორა სუპერმარკეტის“ მთავარი მიზანია თურმე, „გაფართოებისკენ მუდმივი სწაფვა, სოციალური პასუხისმგებლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება“.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ვასილ სუხიაშვილი, მისი მოადგილ ირაკლი ბოქოლიშვილი და ეკა სელიმაშვილი, კომპანიის „კონსტრუქციული“ ხელმძღვანელი და აღმასრულებელი დირექტორია დავით ურუშაძე.

ირაკლი, ეკა თუ დავით, მომხმარებლის  „ერთგულებაზე “რა გითხრათ, მაგარამ .... მიხვდებით ალბათ!

იკადრეთ და გააკონტროლეთ ერთი , შეიარეთ ღამის საათებში საკუთარ ბიზნეს ობიექტებში, მაგრამ ,როცა ამ დროს თქვენი რიგითი  მენეჯერი ისვენებს, თქვენ ალბათ ნებივრობთ, სადმე კანარის კუნძულებზე ..

კომპანის განსაკუთრებით გამოცემა „ჯორჯიან თაიმსი” წყალობს და უხვად აჯილოდოვებს სხავადსხვა წლებში „პაჩოტნი გრამოტებით“. ზედიზედ 2015-2016, 2017 წელს The Georgian Times-ის რიგით მე-XVIII ბიზნეს დაჯილდოვების ცერემონიალზე „ნიკორა სუპერმარკეტი“ „ ბიზნესის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი იყო.

ჰეი, თქვენ , გამდიდრება გაზულუქებაზე ორიენტირებულო კაპიტალიზმის გადმონაშთებო, გარდა ცოტა ადამიანებზეც იფიქრეთ, თორემ სულ ეს დრო არ იქნება, არანაირი მუქარა, მკაცრად მოგეთხოვებათ მოსახლეობის დაცინვა და აბუჩად აგდება.

 

Rate this item
(0 votes)
Read 323 times