საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:41

ერთ - ერთმა რუსმა დაიძახა: ჩემი ნება რომ იყოს მსოფლიოს დავავალდებულებდი, დაეცვა საქართველო

18-07-31 18:05:57 | Print

ისტორიკოსი გუგა სამხარაძე სოციალურ ქსელში საინტერესო შემთხვევის შესახებ წერს:

- " ცხოვრებამ სად არ მათრია და დღესდღეობით რუსულენოვან ტურისტებთან მიწევს აქტიური ურთიერთობა.

მოკლედ, დროდადრო, რუსულენოვანი გიდის ფუნქციას ვასრულებ(რაც სრულებით არ მეთაკილება).

ჰოდა, გუშინწინდელი ამბავი უნდა მოგიყვეთ.

საღამოს ვასრულებთ დღის ბოლო წრეს...

ამოვიდა 15 რუსი ტურისტი, ოღონდ ეს არ იყო ერთი ჯგუფი. ცალ - ცალკე მოგროვდნენ, ერთმანეთს არ იცნობდნენ.

ამ 15 ტურისტიდან ნაწილი მოსკოველი იყო, ნაწილი სანკტ-პეტერბურგელი (ლენინგრადელი, რა...).

დავიწყე ისტორიის თხრობა და, როდესაც ვთქვი, რომ არაერთი ქართული ხუროთმოძღვრული შედევრი შეტანილია იუნესკოს მიერ შედგენილ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში, ერთ - ერთმა რუსმა დაიძახა:

" ჩემი ნება რომ იყოს, მე რომ ამის უფლებამოსილება მქონდეს, მთელს საქართველოს შევიტანდი იუნესკოს სიაში  და მსოფლიოს დავავალდებულებდი, დაეცვა საქართველო...ვაი,რომ მე ამის უფლება არ მაქვს!"..

ახლა, არ გაინტერესებთ, როგორი იყო დანარჩენი რუსების რეაქცია?..

გამახსენდა მივიწყებული ტერმინი - "ხანგრძლივი, მქუხარე ტაში, გადაზრდილი აპლოდისმენტებში"...

ჰო, მართლა, ის რუსი,რომელმაც დაიძახა, რომ მსოფლიო უნდა იცავდეს საქართველოს, აღმოჩნდა ცნობილი რუსი ჟურნალისტი, ფოტოკორესპონდენტი ანდრეი ავტუხოვი...

ამიტომ ვფიქრობ, იქნებ სახალხო დიპლომატია არ არის მთლად სანაგვეზე გადასაგდები საქმე და ამ გზით,შესაძლოა, ბევრს მივაღწიოთ?

ამ პოსტისთვის რუსოფილობას ნურავინ დამაბრალებს.

მე არც არავისოფილი ვარ, არც არავისოფობი ( "ფილობაც" და "ფობობაც" კლინიკური შიზოფრენიის გამოხატულებაა)...

სპექტაკლი "ხანუმა" გახსოვთ? ჰოდა, აკოფ დარდიმანიანცისა არ იყოს - "ორი სიტყვა ჩემთვისა ვთქვი"... და ნუ მოაბამთ პოლიტიკურ კუდებს!!!

ისტორიკოსი გუგა სამხარაძე

 წყარო პირადი ფეისბუკგვერდი 

 

Rate this item
(0 votes)
Read 1450 times