საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:42

რა ვაშა მოგვცა მიშამა, მაღალი, ულვაშიანი...

18-07-21 10:35:10 | Print

ნეტარ არიან მორწმუნენი, რომლებსაც სჯერათ, რომ გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ქუთაისის მერადაც არ აირჩიეს, პრეზიდენტი გახდება.

ნეტარ არს, თაკო ჩარკვიანი, რომელსაც ევროპა ჩრდილოეთით ჰგონია.

ნეტარ არიან მორწმუნენი, რომლებსაც ათია პარტია, მართლა ათი განსხვავებული პარტია ჰგონიათ.

ნეტარ არს, სააკაშვილი, რომელმაც წინასწარ აკურთხა გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტად.

ნეტარ არიან მორწმუნენი, რომლებმაც, გრიგოლ ვაშაძის ნათქვამი: რუსეთის აგენტი რომ ვიყო, ქვეყანას დავაქცევდიო - მომავლის

წინასწარმეტყველებად არ აღიქვეს.

ნეტარ არს პაატა ბურჭულაძე - რომელსაც მომავალი პრეზიდენტის იმედი აქვს და მერე ამ მომავალი პრეზიდენტის შეწყალების იმედი.

ნეტარ არს, მურმან დუმბაძე - რომელმაც, როგორც იქნა თავისი ადგილი იპოვნა ცხოვრებაში.

ნეტარ არიან მორწმუნენი, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ ვაშაძე რაღაცნაირი და სხვანაირი ნაცია.

ნეტარ არს, ბოკერია, რომელმაც საკრალური რიცხვი  - 10 - არ გააფუჭა და მეთერთმეტი ნაციონალი ფეხი არ შედგა ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში

ნეტარ არიან, პრეზიდენტის შეწყალებულნი, თუ რამე, ახალი პრეზიდენტი ათჯერ მეტს შეიწყალებს, ათზე მეტი დამკვეთი ეყოლება ახალ

პრეზიდენტს, ათჯერ მეტი ნათესავი და ახლობელი.

ნეტარ არს გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც ჰგონია, რომ ფეხს მოირთხამს რეზიდენციაში, ულვაშებს გადაიპიწკინებს და მარაქაში გაერევა - აკი,

პრეზიდენტს ბერკეტები არა აქვს? სახლიდან მოგაქვთ ბერკეტები, ბატონებო? თუ სახლში გედოთ ბერკეტები, გეთხოვებინათ ფილოსოფოსისთვის,

კარგი ხმარება იცის მაგან, მდიდრული, არ გააფუჭებდა, თქვე ძუნწებო.

ნეტარ არს, მარგველაშვილი - უბრალოდ ნეტარ არს.

რა ვაშა მოგვცა მიშამა,

მაღალი, ულვაშიანი...

 

თამუნა კეშელავა

Rate this item
(0 votes)
Read 370 times