საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 9:37

ნუგზარ ფოფხაძე მხოლოდ "რუხი კარდინალი "როდია,ბებერი დიდი ხნის გენერალია,რომელიც უწამლავდა სიცოცხლეს ჩვენს მშობლებს

18-07-20 15:52:45 | Print

პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე თამარ ( თაკო) ჩარკვიანი, საბჭოთა საქართველოს ცკ-ს ყოფილ მდივანს, იდეოლოგიის დარგში, 9 აპრილის მოვლენების ერთ-ერთ ორგანიზატორს, თსუ-ს ჟურნალისტიკის ყოფილ დეკანს  ნუგზარ ფოფხაძეს მის მიმართ განხორციელებული პროვოკაციების დაგეგმვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ " ნუგზარ ფოფხაძე მხოლოდ "რუხი კარდინალი" კი არა, ბებერი დიდი ხნის გენერალია,რომელიც უწამლავდა სიცოცხლეს ჩვენს მშობლებს და დღესაც ის დგას ამ ბინძური ჯგუფის უკან".

- " დღეს მოხდა ლუსტრირება. დღეს ყველამ იცის ვინ არის რუსეთის, მაპატიეთ "შნიკი" და ვინ არა.
ვინ დგას "რუხ კარდინალს",რუხი კარდინალი კი არა ბებერი დიდი ხნის გენერალია,რომელიც უწამლავდა სიცოცხლეს ჩვენს მშობლებს და დღესაც ის დგას ამ ბინძური ჯგუფის უკან.
ეს არის ნუგზარ ფოფხაძე.
უდიდესი მუქარები განხორციელდა ჩემს მიმართ და ამას უდგას რუსული გენერალიტეტი,
მეტი რა გავაკეთო?
მთაწმინდაზე, როცა ჯანსუღის დაკრძალვა იყო, მოვიდა ქალბატონი ლეილა ცომაია.
მთელმა დისიდენტობამ იცის , რომ ქალბატონი ცომაია იყო გამსახურდიასთან შეგდებული, როგორც აგენტი.
ამოვიდა ტრანსფარანტით "ჭაბუა ამირეჯიბი და ჯანსუღ ჩარკვიანი , რატომ უნდა იყვნენ დაკრძალულები მთაწმინდაზე"?
მე , რომ თქვენ გითხრათ რომ მთაწმინდაზე ეს ორი კინკილა ქალი, "გერეუშნიკმა" ამოაგზავნა, ბატონმა ნუგზარ ფოფხაძემ, რას იზამთ?
და ის (ნუგზარ ფოფხაძე)  ფინანსდება ამ "გერეუდან", -აცხადებს პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე თამარ( თაკო) ჩარკვიანი ტელეკომპანია "პირველის" ეთერით გამოსვლისას.

Rate this item
(0 votes)
Read 908 times