საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 9:44

ყველაზე მძიმე საბჭოთა თვითმფრინავი Ан-225, რომელსაც შეცდომით "უკრაინულს" უწოდებენ

18-07-19 11:38:18 | Print

მსოფლიოში ყველაზე მძიმე თვითმფრინავი, რომელიც ოდესმე ჰაერში აწეულა საბჭოთა სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-225-ია, რომელსაც შეცდომით უკრაინულს უწოდებენ, რადგან დღეს ის «Мрия» სახელწოდებით უკრაინული ავიახაზების საკუთრებაა .

თვითმფრინავი კიევის მექანიზირებულ ქარხანაში ერთადერთ ეგზემპლარად 1984-1988 წლებში აეწყო.

თავდაპირველად მისი დანიშნულება საბჭოთა კოსმური ხომალდის "ბურანის" კომპონენტების დანიშნულების ადგილზე ტრანსპორტირება გახლდათ.

თვითმფრინავმა პირველი ფრენა 1988 წლის 21 დეკემბერს განახორციელა.

დეტალები თვითმფრინავისთვის იწყობოდა მოსკოვის( მართვის სისტემა), ულიანოვსკის,ზაპოროჟიეს,(ძრავი) გორკის, (თვითმფრინავის შასი) ვორონეჟის, ტაშკენტის ( ცენტრალური და ფრთის ნაწილები) და სხვა მრავალ საბჭოთა ქალაქების ქარხნებში.

თვითმფრინავის მაქსიმალური ასაფრენი ტვირთამწეობა- 640 ტონაა.

ფრენის მანძილი- 15.400კმ. ( 200 ტონიანი დატვირთვით -4.000 კმ)

მეორე ეგზემპლარის აწყობა საბჭოეთში მხოლოდ 70% -ით მოესწრო და მის დასასრულებლად დღეს დაახ.120 მილიონ დოლარამდეა საჭირო.

შეცდომაა, როდესაც საბჭოეთში წარმოებულ რაიმე ხელსაწყოს,ნივთს,სამხედრო-ტექნიკურ აპარატს უწოდებენ საბოლოო გამოშვების ადგილის ან დღევანდელი მესაკუთრის შესაბამისად. ამ ლოგიკით, პირველი საბჭოთა ატომური ბომბი ქართულია, რადგან მისი შექმნელიც, ბერია-  ეროვნებით ქართველი და შექმნის ადგილიც  აფხაზეთის საიდუმლო ლაბორატორია გახლავთ. 

 

Rate this item
(0 votes)
Read 214 times