საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 1:26

აჰმედ ჩატაევმა თურქეთის საზღვრის გადმოკვეთისთანავე თემირლან მაჩალიკაშვილს დაურეკა

18-06-26 14:25:10 | Print

თემირლან მაჩალიკაშვილის მობილურ ტელეფონზე ამერიკელმა სპეციალისტებმა ექსპერტიზა დაასრულეს.

სპეცოპერაციის შემდეგ სახლიდან ამოღებული ტელეფონი, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიკვლიეს.

ამის შესახებ სტატია გაზეთმა "პრაიმტაიმმა" გამოქვეყნა.

ტელეკომპანია  "იმედმა "  ექსკლუზიურად მოიპოვა მასალები, რომელთა შორისაც ერთ-ერთი დოკუმენტი, სატელეფონო ამონაწერია.

ამონაწერიდან ირკვევა, ვისთან დარეკა აჰმედ ჩატაევმა სოფელ კირნათიდან, თურქეთის საზღვრის გადმოკვეთისთანავე. ირკვევა, რომ რამდენიმე სატელეფონო ზარის ადრესატი, თემირლან მაჩალიკაშვილი იყო.

საქმის მასალების მიხედვით, ეს ნომერი გარდაცვლილ მაჩალიკაშვილზე ოფიციალურად იყო გაფორმებული. 

 

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ისევ აცხადებს, რომ მისი შვილი აჰმედ ჩატაევს არ იცნობდა.

"იმედის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ საქმის მასალებში არის ხმოვანი შეტყობინებაც, რომელსაც ამ საქმეში ბრალდებული რამაზ მარგოშვილი, თემირლან მაჩალიკაშვილს უგზავნის.

შეტყობინებაში მარგოშვილი მაჩალიკაშვილს პირადი მონაცემების გაგზავნას სთხოვს, რადგან "ევროპიდან სახლის საქირავებლად ფულია გადმოსაგზავნი".

ასევე ცნობილი გახდა იმ ბინის შესახებ, სადაც ტერორისტული დაჯგუფების წევრები თბილისში ჩამოსვლისას იქამდე ქირაობდნენ, ვიდრე ისანში, სალოსის ქუჩაზე გადავიდოდნენ საცხოვრებლად. ბინის მეპატრონემ "ქრონიკასთან" საუბარში დაადასტურა, რომ ბინაში თემირლან მაჩალიკაშვილიც ცხოვრობდა.

ასევე ბინაში, სადაც ტერორიზმში ბრალდებულები ცხოვრობდნენ Wi-Fi იყო დაყენებული, რომლის პაროლიც "Temirlani"-ი იყო.

ბერი გაბრიელ სალოსი ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია 2017 წლის 21-22 იანვარს ჩატარდა.

შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი - საედ დუდაევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას გარდაიცვალა სამი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია.

ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა.

სუს-ი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.

მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმატოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს და პანკისის უხუცესებს აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის კავშირს არ სჯერათ.

მათ არა ერთხელ გამართეს საპროტესტო აქციები, მათ შორის ბოლო რამდენიმე კვირის წინ პანკისში ჩატარდა.

 

Rate this item
(0 votes)
Read 461 times