საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 9:37

გულია გოცირიძის მხარდაჭერით გაკეთებული სიკეთე

18-06-26 12:47:57 | Print

გლდანის ლუწი მიკრო რაიონების მაჟორიტარი დეპუტატის, გულია გოცირიძის შუამდგომლობით, ცერებრალური დაავადების მქონე 3 წლის გიორგი

წიკლაური დაბა ურეკში გაემგზავრა. სადაც მას დასვენებასთან ერთად სამკურნალო მასაჟები და ფსიქოლოგიური სეანსები ჩაუტარდება.

გიორგი წიკლაურის ოჯახი სოციალურად დაუცველია, დედა–თეა ჯავახიშვილი შვილს მარტო ზრდის.


გიორგის დედამ ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამის” არსებობის შესახებ გვიან შეიტყო, ამიტომ

დეპუტატს მომართა დასახმარებლად. ვინაიდან დეპუტატის წარმომადგენლობებში მსგავსი პროგრამების განსახორციელებლად თანხა არ ირიცხება,

ამიტომ გულია გოცირიძემ, წარმატებული ბიზნესის მქონე შპს ორგანიზაციას ,,პლაზა+” მიმართა თხოვნით, მონაწილეობა მიეღო გიორგი წიკლაურის

დასვენებისა და გაჯანსაღების დაფინანსებაში. აღნიშნულმა ორგანიზაციამ არ დააყოვნა და დღეს გიორგი დედასთან და ბებიასთან ერთად ურეკში

გაემგზავრა. ,,პლაზა+“ –ის დირექტორმა გეგა ბერიანიძემ, გამგზავრებამდე გიორგი თავის მეგობრებთან ერთად, საბავშვო გასართობ ცენტრში მიიწვია და

უმასპინძლა.

Rate this item
(0 votes)
Read 258 times