საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 12:20

ვინ აფინანსებდა პარლამენტის წინ გამართულ აქციებს?

18-06-13 18:03:24 | Print

მაშინ, როცა საპარლამენტო უმრავლესობა დაეთანხმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნას,

ოპოზიციამ, რომელიც ამ კომისიის არსებობას მოითხოვდა, თავისი მოთხოვნა უკან წაიღო. მიზეზად კი ძალიან სასაცილო (თუ შეიძლება ასეთი

ფაქტის არსებობისას სასაცილოდ მოგვეჩვენოს რამე) მოტივი დაასახელა: ჩვენ არა გვყავს ისეთი იურისტები პარლამენტში, რომლებიც შეძლებენ

ძირფესვიანად გამოიძიონ ეს საქმე. გამოვიდა, რომ როცა ოპოზიცია კომისიის შექმნას ითხოვდა მოკლული ბავშვის მამას ატყუებდა! თუმცა ამ

„დეტალს“ სარალიძემ ყურადღება არ მიაქცია და უკვე შოთაძის გადადგომის შემდეგ, მან ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა გააჟღერა.

საპარლამენტო უმცირესობის დარად, სარალიძემაც შეცვალა „პირველი ჩვენება“ (ისე, როგორც მკვლელობის მოწმეებმა შეცვალეს ჩვენებები), თუ

შოთაძის გადაგომამდე მისთვის მთავარი იყო გამოძიება და შოთაძის გადადგომა, გადადგომის შემდეგ სარალიძე უკვე შვილის მკვლელების დასჯას

მეორე მოთხოვნად აყენებს და მთავრობის გადაყენებას ითხოვს. ამ მოთხოვნის შემდეგ აქციაზე მიდის პრემიერ მინსიტრი, სარალიძე მას ხვდება,

გადაეხვევა და უკვე „ტრიბუნასთან“ მისული, როცა დაინახავს რომ პრემიერს მიმართულებით შუშის და პლასტმასის ბოთლების „წვიმა“ წამოვიდა,

ხმას აღარ იღებს. პრემიერის წასვლის სემდეგ, სარალიძე მეორე დღეს, უკვე აცხადებს რომ ის მთავრობის გადადგომას კი არ ითხოვს მხოლოდ, მისი

სურვილია სისტემა შეიცვალოს.

ეს ყველაფერი, თქვენც იცით, ჩვენო მკითხველო, თქვენ ისიც იცით, რომ სარალიძის წინ და უკან, ასეთი დაბნეული სიარული უკავშირდება მხოლოდ

და მხოლოდ ამ ეგრდწოდებული არაპოლიტიზირებული აქციის ეგრედწოდებულ ორგანიზატორს, ვინმე ზვიად კუპრავას. დღეის მონაცემებით

დასკვნა ასეთია – კუპრავას უნდა სახელი და მოიპოვა ეს, ყველა ჟურნალისტი მას სთხოვს კომენტარს. კუპრავას უნდა იყოს ჭკვიანი ბიჭი და მოიპოვა

ეს სახელი – სარალიძემ თქვა ჩემი მეგობარია და თან გამომძიებელიო. კუპრავას უნდა ფული და ხსნის სასტიკად მოკლული ბავშვის დავით სარალიძი

ფონდს, თან აცხადებს რომ ფონდის გახსნამდე ყულაბას დადგამს აქციაზე და ივანიშვილს სთხოვს მთელი ქონება ჩვენს ყულაბაში ჩადეო, მანამდე კი

ხალხს ეუბნება დაგვაფინანსეთ და ყავას და სიგარეტს ვიყიდითო. აი, სანამდე დავიდა სამართლიანობის და მკვლელების დასჯის მოთხოვნით

დაწყებული აქცია.

 

სინამდვილეში ვინ აფინანსებს კუპრავას და რა ძალები დგას მის უკან?


დავიწყოთ იმით რომ გამოძიება წესიერად რომ წარმართულიყო, გამოძიებას ხალხი რომ ჩაეყენებია საქმის კურსში და ეთქვათ ფაქტი – საქმის

გამოძიების ერთი ნაწილი, სამი პირის მიმართ დავასრულეთ და სასამართლოს უნდა გადავსცეთ იმიტომ რომ არასრულწლოვნებს უკანონოდ ვერ

გავაჩერებთ საქმის მთლიანად გამოძიების დასრულებამდეო, – აქამდე არ მივიდოდით!


გამოძიებას რომ არ დაეშვა შემთხვევის ადგილის განადგურება (ფარდული აიღეს მესაკუთრის მოთხოვნით), დღეს ვერავინ იტყოდა რომ

მტკიცებულებები გამქრალია. ყველამ იცის, საგამოძიებო მოქმედებები რომ ამოიწურება, შემთხვევის ადგილს ლუქს ხსნიან, მითუმეტეს როცა ის კერძო

საკუთრებაა. აი, ვთქვათ ლუქი მოეხსნათ ფარდულისთვის და არ გაენადგურებიათ, საინტერესოა ასეთ შემთხვევაში რას იტყოდა დაზარალებული

მხარე?


გამოძიებას თავი რომ შეეწუხებია და „ზედმეტი“ ორი სიტყვა მიეწოდებინა საზოგადოებისთვის, დღეს ეგრედწოდებულ საპროტესტო აქციაზე,

მხოლოდ ნაცები იდგებოდნენ და სხვა არავინ!


ახლა ამ აქციაზე, უკვე აშკარად პოლიტიკურზე დგანან შვილმკვდარი მშობლები, რომელთა შვილების მკვლელობის საქმეები პროკურატურამ

რატომღაც ვერ ან არ გამოიძია და დგანან ნაცები, რომლებსაც სხვების შვილები სულ არ აინტერესებთ, მათ თვაისი მიზნები აქვთ – ხელისუფლების

გადატრიალება. აქვე აღსანიშნავია, რომ სააკაშვილმა ზუსტად იგივე მოთხოვნების გამო დაარბია მიტინგი და ბადრი პატარკაციშვილი სახელმწიფო

გადატრიალების მცდელობისთვის გამოაცხადა ძებნილად. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით შეკერეს „ყინწვისის საქმე“ და ა.შ.


დღეს სააკაშვილის ნაცხროვა იგივე მოთხოვნებით გამოდის, რა მოთხოვნებიც ამ ხროვის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა მაშინდელ

ოპოზიციას, მაგრამ დღეს ეს ოპოზიცია ხელისუფლებაშია და არავის აკავებს ხელისუფლების გადატრიალების მოთხოვნით, ამ შემთხვევაში ისმის

კითხვა – რატომ?


დღემდე არავის მოუთხოვია პასუხი არც ნიკა გვარამიასთვის, რომელმაც აქციაზე მისულ ქალს აგინა! არც იმ ქალბატონისთვის რომელმაც მსუბუქად,

მაგრამ მაინც სცემა აქციაზე სიტყვით გამომსვლელი გოგონა, რომლის მოსაზრებაც ეგრედწოდებულ ლიდერებს არ მოეწონათ! პასუხი არ მოუთხოვიათ

არც იმ ადამიანებისთვის, ვინც გზა გადაკეტა ამ უსანქციო მიტინგომანიით და მოახდინა ქალაქის პარალიზება!


ახლა მთავარი: მართალია, კუპრავა ფულს აგროვებს, ფონდის გახსნამდე ყულაბას დგამს ქალაქის ცენტრში, მაგრამ უკვე ცალსახად ნათელია რომ ამ

„მოძრაობას“ ნაციონალები უდგანან უკან. ვინ, რომელი შტო შეიძლება ეს იყოს? ყველა ერთხმად იტყვის – სააკაშვილი. დიახ, მაგრამ თავად

სააკაშვილი არა, ესეც ფაქტია. ვის აქვს ფული სააკაშვილის ხროვაში? ყველას! მაგრამ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით მხოლოდ ორი წყარო

კოდუა და კეზერაშვილი სახელდება. საქმე ისაა, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის საახლობლო, რომელსაც არავინ ახსენებს კეზერაშვილის „სასტავის“

შემადგენლობიდან, ანდა ვის ვის და მათ ყველაზე მეტად აინტერესებთ ეს აქცია, ოღონდ მინუს სარალიძე, თუმცა არც სარალიძე არ ახსენებს არსად იმ

ბრალდებულს და აქცენტი მხოლოდ სუბელიანზე აქვს გადატანილი. ისიც ცნობილი ფაქტია, რომ კეზერაშვილსა და სააკაშვილს შორის შავმა კატამ

დიდი ხანია გაიარა და კეზერა ახლა გიგა ბოკერიას „პირად შემადგენლობას“ აფინანსებს. დასაშვებია თუ არა, რომ კეზერას და სააკაშვილის ინტერესის

გადაკვეთის გამო, მათი გაერთიანება? დასაშვებია, მაგრამ აქ შეიძლება კოდუა მიშას ფლანგში, კეზერა კი ბოკერიას ფლანგში თამაშობდეს. ბოკერია ამ

შემთხვევაში წინაა, საქართველოშია და არც ჩანს არსად, არც არავის აქვს ეჭვი რომ ის შეიძლება ამ ყველაფრის უკან იდგეს. სააკაშვილი გაშიფრულია,

მას უკავშირდება თუ არა, მაინც ახსენებენ. ამიტომ ბოკერიასთვის ახლა ხელსაყრელი დროა!


რა დარჩება ამ ფონზე დაზარალებულს, რომელმაც იმ ბავშვის მამაც კი გაიმეტა გასალანძღად, რომელმა ბავშვმაც მისი შვილის დაცვას შეწირა თავი.

ყველამ იცის, რომ ამ ჩხუბში დადუნაშვილი შემთხვევით მოხვდა, დაიანახა ცემდნენ სარალიძეს, მივიდა, გაშველება სცადა, მკვლელს ხელში კი არა

ზედ დანაზე სწვდა და მიუხედავად იმისა დანამ ხელები დაუჭრა, მაინც ცდილობდა სარალიძისთვის აეცილებინა დარტყმა, სწორედ ამ დროს მოკლეს

ის. სარალიძის მამამ კი ერთი სიტყვაც არ თქვა როცა მისი შვილის სიცოცლისთვის მოკლულ დადუნაშვილის მამას, აგენტი უწოდა ერთმა

მოჟურნალისტო თავად აგენტმა!


დავიწყებას მიეცა ის ფაქტი, როცა მკვლელობის დღეს თუ მეორე დღეს სუბელიანმა თავისი შვილი პოლიციას ჩააბარა და თავად უფლემბამოსილება

შეიჩერა. სარალიძეს კი მხოლოდ სუბელიანზე რატომ აქვს აქცენტი გადატანილი, ცოტა უცნაურია, მითუმეტეს რომ მან ძალიან კარგად იცის, რომ

გამოძიებამ დაკითხა ასევე ბრალდებული ჯანაშია, მისი მამა და ბიძა. თუ ამ პირებს კარგად გამოვიკვლევთ, მივხვდებით ვინ დგას კუპრავას უკან,

უბრალოდ, სარალიძე რატომ დუმს ეს არის გასაკვირი...

 

"საერთო გაზეთი"


ქეთევან ზარნაძე

Rate this item
(0 votes)
Read 510 times