საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:20

პრემიერი ამბობს, რომ სანამ სიტუაცია არ დაიძაბება არ გადავდგები,დღეს განსამუხტი სიტუაცია არ არის

18-06-01 15:46:44 | Print

ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოში ქვეყნის პირველ პირს, მსგავსი განცხადებისთვის და ამ განცხადებიდან გამომდინარე შესაძლო ნეგატიური შედეგის დადგომის გამო  სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემდნენ.

ადამიანმა,პირდაპირ თქვა, რომ სანამ სისხლი არ დაიღვრება , სანამ განსამუხტი მომენტი არ დადგება, ანუ სხვაგვარად სანამ სიტუაცია არ დაიძაბება და არ გამწვავდება, თანამდებობას არ ვთმობო.

 მის მიერ თქმულის სხვაგვარი განმარტება არ არსებობს.

კანცელარიის წინ გამართული აქციის საპასუხოდ, მთავრობის კაცელარიაში გამართულ ბრიფინზე სიტყვასიტყვით მან განაცხადა:

- " მე ჩემი თანამდებობა არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს.

როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემს მიერ, ჩემი თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, თუნდაც  ოდნავ გააუმჯობესებს სიტუაციას და განმუხტავს სიტუაციას, მე არც ერთი წამით ამ ნაბიჯის გადადგმაზე არ დავფიქრდები.

დღეს, ეს სიტუაცია არ არის და ეს მომენტი არ დამდგარა.

მაგრამ , კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის მთავარია რომ ჩვენი საზოგადოების შეკითხვებს პასუხები გავცეთ უმოკლეს ვადაში ,
ჩემთვის მთავარია, რომ ქვეყანში სტაბილურობა შევინარჩუნოთ,"-განაცხადა კვირკაშვილმა .

"თბილისი 24" , გაკეთებული განცხადების საფუძველზე, აქციის  მსვლელობის დროს შესაძლო ნებისმიერ გართულებისას  დამდგარ ნეგატიურ  შედეგს აღიქვამს , როგორც პრემიერის  განცხადების გამოძახილად, დანაშაულებრივ ქმედებად და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისაკენ. 

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 486 times