საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 1:36

მოწყალე მარგველაშვილი გინესის წიგნში შესატანი პრეზიდენტია...

18-05-07 20:48:03 | Print

გინესის წიგნში შესატანი ამბავი -


მოწყალე პრეზიდენტი მარგველაშვილი დღეში ორი პატიმრის შეწყალებას ასწრებდა!

ჩემი პრეზიდენტი ისევ მარგველაშვილია და სიმართლე რომ ვთქვა, ეს ისე დამღლელია…


3625 პატიმარი შეიწყალა თავისი 5 წლიანი პრეზიდენტობის ვადის პერიოდში მარგველაშვილმა – 1827 დღე შეიძლება იყოს მაქსიმუმ 5 წელიწადში –

გამოდის დღეში იწყალებდა 2 პატიმარს. დღეში რომ ორი პატიმრის საქმეს გაეცნო სრულად – მეტი არაფერი უნდა აკეთო, ვერც სადილობისთვის უნდა

მოიცალო ნაცებთან ერთად, ვერც სხვა ქვეყნებში წახვიდე ვიზიტით და ის კარტოფილის ბაღიც მაგიტომ ვერ გაახარა, მოვლა უნდა ბაღს – ასე ჰარი-

ჰარალოზე კი არ მოდის.


ხოდა, ვის ატყუებს ახლა, რისი საქმის შემსწავლელია და რისი ვერდიქტის გამომტანი. საქმის მასალები კი არა – სახელი და გვარის წაკითხვას თუ ასწრებდა

ნეტავი? არა, თავისი ცოლის ძმის და ახლობლების სახელები და გვარები კი ეცოდინება – დანარჩენებზე ვამბობ, დანარჩენ ათასებზე

.
ახალი სიბრძნე დააფილოსოფა ფეისბუქის გვერდზე: „იმის შესახებ, თუ რა უნდა დაიხვეწოს შეწყალების კომისიის მიმართულებით, დავიწყეთ

კონსულტაციები და დავხვეწავთ კიდეც, მაგრამ კიდევ ერთხელ, ძალიან ნათლად დაინახა საზოგადოებამ ამაზრზენი დასაწყისი და საცოდავი დასასრული

ამ შავი პიარის კიდევ ერთი ტალღის…“


კომენტარებს თუ ჩაყვებით: შავი არა, ყვითელიო – უწერენ, შეწყალების კომისიის კორუმპირებულ წევრებს მიხედეთ, სჯობსო – ურჩევენ, ნაცნობობით და

ფულით შეწყალებას მორჩითო – სთხოვენ.


მანამდე იყო ბრიფინგი – სადაც სწუხდა, სწუხდა, რომ მოტივაცია გაუჩნდა დამნაშავის შესაწყალებლად.


ადამიანები ცდებიან და რა მოხდა, პრეზიდენტიც ადამიანია, მაგრამ…


მაგრამ ეს ის პრეზიდენტი არ არის, წლებია, რომ ასე ალალბედზე არიგებს შეწყალების ფურცლებს? ეს ის პრეზიდენტი არ არის, არავის რჩევებს რომ არ

ითვალისწინებდა, აქამდე?


აქამდე, საჭიროდ რომ არ თვლიდა არავისთან თანამშრომლობას შეწყალების კომისიის სწორად საქმიანობასთან დაკავშირებით?


აკი, განხილვა არაფერ შუაშია, არც საბუთებიო – გვიღიმოდა ტელეეკრანიდან – შეწყალება წყალობის აქტია და ჩემი საქმეა, ვის გადავცემ წყალობასო?


აკი, ვისაც ჩემი გადაწყვეტილებები არ მოსწონს, თავად გახდეს პრეზიდენტი და მე კიდევ ეგღა მაკლია საზოგადოების აზრის მიხედვით მოვიქცეო?


ახლა, შსს და პოლიტიკოსები მე მაბრალებენ და ამიტომ, მოდი დავიბრალებ და რაღაცეებს შევცლიო, მოდი, საერთოდ, კოჭს გავაგორებ და ოჯახური

ძალადობის მუხლით ციხეებში მსხდომ ადამიანებს აღარ შევიწყალებ, ახლა ყველას დაველაპარაკები, ყველას აზრს გავითვალისწინებო…


ვერ გავიგე, თუ არაფერს ცვლიდა ეს შეწყალება, თუ არ არის პრეზიდენტი დამნაშავე – რატომ იხევს უკან, რატომ შეცვალა აზრები და ფრაზები, რატომ აღარ

ჰგონია შეწყალება მხოლოდ მისი წყალობა?


როგორ არ ცვლის მოძალადის შეწყალება არაფერს – მე რომ მოძალადე ვარ და შემიწყალებ – შეწყალების იმედით, კიდევ ჩავჯდები ციხეში, რა მოხდება?

ამოდენა პრეზიდენტმა შემიწყალა და ესე იგი, არც ისე დამნაშავე ვყოფილვარ – ასეც რომ ვიფიქრო, ხომ შეიძლება?


შეწყალების კომისიამ 8 კალენდარული დღე იმუშავა, შაბათ-კვირას ეგენი დაისვენებდნენ – ანუ, რჩება 6 სამუშაო დღე. დავუშვათ, დღეში 12 საათს

მუშაობდნენ, მხოლოდ ერთსაათიანი შესვენებით – განიხილეს 1406 საქმე – თითო საქმის განსახილველად 20 წუთი ჰქონდათ, მეტი არა.


ახლა ამბობს, ყველა პროცედურულ დეტალებს უნდა ჩავუღრმავდე საქმეშიო – რა პროცედურული დეტალი – საქმის არსებით და ზოგად განხილვასაც ვერ

მოასწრებთ 20 წუთში – ვის ატყუებთ?


იმდენი საბუთი ჩამოთვალა ახლა – ფსიქოლოგის დასკვნაო, სოციალური მუშაკის დასკვნაო, ოჯახის წევრების წერილებიო – სად მოასწარით ასე ოციოდე

წუთში ამის განხილვა, მერე მსჯელობა როდისღა მოასწარით კიდევ?


რის გადაფარვას ცდილობდა პრეზიდენტი ამდენი პატიმრის შეწყალებით?


იქნებ, უნდოდა გადაეფარა პრეზიდენტის ცოლის ძმის შეწყალება, რომელსაც მისჯილი ჰქონდა 17 წელი და სამ წელიწადში გარეთ გამოვიდა.


მე არ ვცხოვრობ წელგამართულ ქვეყანაში, მე არ მაქვს შესაშური დემოგრაფიული მდგომარეობა და კი, მე არ მინდა, არაფერში მჭირდება ამდენი პატიმარი –

მაგრამ, არა ამ გზით, არა, ასე.


რატომ ხვდება პრეზიდენტის მიერ ათასობით შეწყალებულთა სიაში მხოლოდ რამდენიმე ქალი პატიმარი, მხოლოდ ერთეული მოზარდი?


რატომ, დანარჩენ ქალ პატიმრებს პატრონი არ ჰყავდათ? დანარჩენი მოზარდების მშობლებს ნაცნობობა არ უვარგოდათ, თუ გვარი?


ქალების ბედზე განსაკუთრებულად ვწუხვარ და ამიტომ, ოჯახური ძალადობის მუხლით მსხდომ კაცებს აღარ შევიწყალებო და ციხეში, სატუსაღოში

მოხვედრილი ქალი, აღარ არის ქალი? აღარ აქვს სქესი?


არასრულწლოვნები სხედან ციხეში მანქანის გატაცების მუხლით, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით, ქურდობის მუხლით – და პრეზიდენტმა შეიწყალა

ადამიანები, რომლებმაც განზრახ მიაყენეს სხვა ადამიანებს დანით ან იარაღით სასიკვდილო ჭრილობები.


ახლა რაღა ენაღვლება, რატომღა არ შეაჩერებს შეწყალების პროცესებს – თავისი მოიბალახა, თავისი წაიღო, თავისი გამოუშვა, თავისი გაინაღდა – ერთბაშად,

ჩვენზე არ წუხდეს, ერთბაშად, ჩვენი პატიმრები არ უწვავდეს გულს.


ოღონდ საყვედური არ უთხრან, ოღონდ ჩრდილი არ მიადგეს მის კარიერას, ოღონდ ისევ აირჩიონ მეორედ – არავისაც აღარ შეიწყალებს ცოტა ხანი –

მოითმენს.


მაინც მისებური გამოსავალი იპოვნა, მაინც გლახური გამოსავალი იპოვნა – განა რეალურად განვიხილავ საქმეებს და ისე შევიწყალებ – უბრალოდ,

გავჩერდები და აღარ შევიწყალებო.


აი, ერთი ბიჭი ზის ახლა ციხეში, ბიჭი, რომელმაც ცოლს შეუსწრო საყვარელთან. ცოლის საყვარელი მაგრად სცემა, კი ბატონო, ქალს კი სახეში

შემოულაწუნა.


წავიდა ცოლი, დედ-მამას მოელაპარაკა და უჩივლა ქმარს – გამარტყაო, ძალადობაა ეგაო.


ხოდა, აი, ამ ბიჭს, რომელიც იმიტომ ზის ციხეში, რომ ცოლს საყვარელთან შეუსწრო და გაბრაზდა, ამ 24 წლის ბიჭს აღარ შეიწყალებს პრეზიდენტი –

იმიტომ, რომ ჩემი პრეზიდენტი მშიშარაა, იმიტომ რომ უქნარაა, მხოლოდ ერთი ხელის მოსმით უნდა საქმის კეთება, მხოლოდ ყველას შეწყალება, ან არავის

შეწყალება იცის.


არ მიყვარს ჭორების გამეორება, არ ვიმეორებ ხოლმე ჭორებს – მაგრამ ახლა ვიტყვი – ყველგან და ყველა იმაზე საუბრობს, რომ შეწყალება ნაცნობობით და

ფულით ხდება დღეს – ყველა ასე ფიქრობს და ამბობს – გამყიდველი, თუ ტაქსისტი, მკერავი, თუ მანქანის ხელოსანი, მასწავლებელი, თუ ექიმი – ხოდა,

კვამლი უცეცხლოდ არ ასდის ქვეყანას, კვამლი უცეცხლო არ ჩნდება.


რას ვიზამთ, არ უხდება თეთრ პრეზიდენტს შავი პიარი.


ამიტომ თეთრად და გაჭრილად ვეუბნები სათქმელს.


ერთი რამ ვერ გავიგე მხოლოდ, ერთი რამ არ მესმის – რა ჯანდაბად უნდა ნაციონალურ მოძრაობას მარგველაშვილი, რაში სჭირდება, სად უნდა

გამოაჩინოს?


თუმცა, მეორეს მხრივ – ასეთ მორჩილ შემსრულებელს სხვაგან სად იპოვნიან.


და ბოლოს, პრეზიდენტს, რომელიც ამდენ ადამიანს იწყალებს, ერთი მაქებარი მაინც ხომ უნდა ჰყავდეს სადმე? ერთი უბრალო, ჩვეულებრივი ოჯახი ხომ

უნდა ლოცავდეს სადმე?


სად არიან ამ შეწყალებულთა ოჯახები, სად არიან ამ შეწყალებულთა დები და ძმები, დედები და მამები, ცოლები და შვილები – რატომ არიან ჩუმად? –

რისი ეშინიათ? იმის გახმაურების, რომ ნაცნობობით გამოიყვანეს პატიმარი? იმის გახმაურების, რომ თანხა გადაიხადეს? იმის გახმაურების, რომ

უსამართლოდ გამოიყვანეს? უსამართლოდ შეწყვიტეს სამართლის აღსრულება?


ან, იქნებ, ყველაფერი უფრო მარტივადაა და სათქმელი არაფერი აქვთ, იქნებ იმათ ოჯახებში ახლა მეტად ძალადობენ.


მშიშარა და ბედოვლათი პრეზიდენტი მყავს მე, მთის წვერიდან არიგებდა ღიმილით შეწყალებებს, ახლა კი ჩირგვში შეძვრა და შავ პიარს აბრალებს თეთრი

ძაფით დაბლანდულ საქმეებს.

 

"საერთო გაზეთი"

 თამუნა კეშელავა

Rate this item
(0 votes)
Read 308 times