საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 2:15

ვახტანგ ხარჩილავა: ბიძინა დაბრუნდა საქართველოს გადასარჩენად...

18-05-02 22:51:44 | Print

ბიძინა ივანიშვილის ფენომენი

2011 წლის 5 ოქტომბერი – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის დღე და 2018 წლის 26 აპრილი – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების

დღე, თავისი მნიშვნელობით ერთი და იგივეა.


როგორც 2011 წლის 5 ოქტომბერი იყო საქართველოს ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყისის დღე, ასევეა 2018 წლის 26 აპრილი – დიდი ცვლილებებისა და

დიდი განახლების დღე.


– რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში?


ეს არის კითხვა, რომელზეც უამრავი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პასუხები ისმის.


– რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი? ის დაბრუნდა საქართველოსთვის, ის დაბრუნდა თითოეული ჩვენგანისთვის, მათ შორის იმათთვისაც, ვისაც მისი

დაბრუნება, შეიძლება, დიდად არ გახარებია.


ის დაბრუნდა იმისთვის, რისთვისაც მოვიდა 2011 წელს – საქართველოს გადასარჩენად, საქართველოს საშველად.


არც მაშინ და არც ახლა მას არავინ აძალებდა, ეს გაეკეთებინა. მას შეეძლო მშვიდად და ბედნიერად ეცხოვრა, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს

ნებისმიერ წერტილში, მაგრამ მან სხვა გზა აირჩია…


რამდენიც არ უნდა იფურთხოს `რუსთავი 2~-მა, რამდენიც არ უნდა იყაყანონ ე.წ. ოპოზიციურმა პარტიებმა, რამდენი გესლი და შხამიც არ უნდა ანთხიონ

მოშურნეებმა, პროფესიონალმა ცილისმწამებლებმა და პროვოკატორებმა, ვერავინ ვერ გადაფარავს იმ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც მეცენატი და

ქველმოქმედი, როგორც საზოგადო მოღვაწე, გნებავთ, როგორც პოლიტიკოსი, ფენომენალური მოვლენაა საქართველოს ისტორიაში.


პოლიტიკა ვახსენეთ და აქვე ვიტყვი, რომ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ პოლიტიკა მაინცდამაინც არ უყვარს და მას თავის საქმედ არ თვლის, ის

უნიჭიერესი პოლიტიკოსია.


გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ის პოლიტიკისთვის დაბადებული ადამიანია.


სწორედ ამ თვითნაბადი ნიჭის წყალობით მოახერხა მან, დროის მცირე მონაკვეთში პოლიტიკურად გაეკოტრებინა პოლიტიკაში ჭიპმოჭრილი პერსონები,

რომლებიც დღეს პოლიტიკურ არენაზე ჭაჭანაჭამი ინდაურებივით დაბორიალობენ და ღობე-ყორეს ედებიან.


იქნებ ვინმემ თქვას, რომ ამის გაკეთება ადვილია, როცა დიდი ფული გაქვს, თუმცა ფული აქ არაფერ შუაშია (ფული სხვებსაც ჰქონიათ, მაგრამ მათი

მოღვაწეობა პოლიტიკაში კრახით დამთავრებულა).
ფული კი არა, ბიძინა ივანიშვილი ისეთ მოულოდნელ, ისეთ გამაოგნებელ სვლებს აკეთებს ხოლმე, რომლის გაკეთება მხოლოდ მახვილი პოლიტიკური

ალღოსა და ინტუიციის ადამიანს შეუძლია, რომელიც ზუსტად აფასებს სიტუაციას და მომენტალურად იღებს ამ სიტუაციის ადეკვატურ გადაწყვეტილებას.


რამდენი ექსპერტია საქართველოში, რამდენი ანალიტიკოსია, რამდენი პოლიტიკოსია, მაგრამ თუნდაც ერთმა განჭვრიტა წინასწარ, რომ ბიძინა ივანიშვილი

პოლიტიკაში დაბრუნდებოდა?


არა, ასეთი რამ არავისგან არ თქმულა, ასეთი პროგნოზი არავის არ გაუკეთებია, რადგან ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ყველა გამორიცხავდა – ის

დაბრუნდა და ამ დაბრუნებით ყველას და ყველაფერს ზუსტი და ამომწურავი პასუხი გასცა.


აი, ეს არის პოლიტიკოსობა, აი, ეს არის ვირტუოზული, მაღალი კლასის ხელოვნება.



მე მეჩვენება, რომ ბიძინა ივანიშვილმა, როცა მიდიოდა, მაშინაც იცოდა, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა.


მას, შესაძლოა, ისიც ჰქონდა გამოანგარიშებული, როდის დადგებოდა `მეორედ მოსვლის~ ისტორიული მომენტი.


დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ბიძინა ივანიშვილი ისეთ მოულოდნელ ნაბიჯებს გადადგამს, რომლებზეც `ყოვლისმცოდნე~ ქართულ

პოლიტიკურ სპექტრს წარმოდგენაც კი არ აქვს.


ის რაღაცით ჰგავს იმ გროსმაისტერს, რომელიც ერთდროული თამაშის სეანსზე ერთად ეთამაშება ასობით მოჭადრაკეს და ყველა დაფაზე იგებს.



როცა ბიძინა ივანიშვილზე ვფიქრობ და, იმავე დროს, ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში პარალელებს ვეძებ, ბევრს ვერ ვპოულობ ისეთს, მას რომ

გაუტოლდეს და გაუთანაბრდეს.


არ ვგულისხმობ მხოლოდ რიგით მოქალაქეებს, ბიზნესმენებს, ქველმოქმედებს…


ბევრი მეფე ჰყოლია საქართველოს, მაგრამ მათ შორის რამდენს აუგია და რამდენს გადაურჩენია ამდენი ეკლესია-მონასტერი, ამდენი თეატრი, ამდენი

უმნიშვნელოვანესი შენობა-ნაგებობა, ამდენი ბაღი, ამდენი საავადმყოფო, ამდენი სპორტული კომპლექსი და ა. შ. და ა. შ.


რამდენ მეფეს გაუღია ამდენი ოქრო-ვერცხლი ხელმოკლეთა და გაჭირვებულთა დასახმარებლად, მათი ოჯახების სარჩენად. სნეულთა და უმწეოთა

გადასარჩენად, რამდენიც ბიძინა ივანიშვილმა გაიღო?


ვიღაც გამომიხტება და იტყვის: – ნახეთ, ნახეთ, ბიძინა ივანიშვილს მეფეებს ადარებს და მეფეებს უტოლებსო.


არავის არავისთან არ ვადარებ და არავის არ ვუტოლებ, უბრალოდ, სიმართლეს ვამბობ, იმ სიმართლეს, რომლისთვისაც თვალის გასწორება ქართველთა

ერთ ნაწილს, ასე ძალიან უჭირს.

ჩვენ, ბიძინა ივანიშვილის თანამედროვეებს, დროის და მანძილის სიახლოვე ხელს გვიშლის, მთლიანობაში, სრულად დავინახოთ იგი, თუმცა დრო გაივლის

და მომავლის მეისტორიე აუცილებლად გაკვირდება და გაოცდება მის მიერ ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლისა და სამსახურის გრანდიოზული მასშტაბებით.


ამ ფონზე სრულიად ალოგიკური, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული ხასიათისაა ე.წ. ოპოზიციური პარტიების მოწოდებები, როგორმე წელსვე

დაამთავრონ ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობა პოლიტიკურ ასპარეზზე.


ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ: ვინც ბიძინა ივანიშვილს ებრძვის, ის, ფაქტობრივად, ებრძვის საქართველოს.


უფრო მეტიც, ვისაც ბიძინა ივანიშვილის დამარცხება სურს, სინამდვილეში, საქართველოს დამარცხება სურს, რასაც სწორედ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი

უშლის ხელს.

ბიძინა ივანიშვლის პოლიტიკაში დაბრუნებით, პირველ რიგში, `ქართული ოცნება~ უნდა დაბრუნდეს იმ იდეებით, იმ კონცეფციებით, იმ ეროვნული

მუხტით და ენერგიით, რითაც ის შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში.


`ქართული ოცნება~ არც `ძველებისაა~ და არც `ახლების~, ის ქართველი ხალხის საერთო მონაპოვარია და, აქედან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა, ის

უნდა დაიბრუნოს ქართველმა ხალხმა.


ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების მთავარი მიზანი სწორედ ეს არის…

 

"საერთო გაზეთის " რედაქტორი

 ვახტანგ ხარჩილავა

Rate this item
(0 votes)
Read 543 times