საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 9:45

ქართული-ევროპული უმაღლეს სასწავლებელის ბაზაზე შეიქმნა „ღვინს გილდია“

18-04-23 21:56:30 | Print

ქართული-ევროპული უმაღლეს სასწავლებელის ბაზაზე შეიქმნა „ღვინს გილდია“, რომელსაც წარმოადგენენ  დარგის უმაღლესი კატეგორიის

სპეციალისტები.

 საქართველოში სტუმრად მყოფი ტურისტებს განსაკუთრებულ ინტერესს  ქართული ღვინო იწვევს. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, საჭიროა

ინფრასტრუქტურის განვითარება ტრადიციებისა და თანამედროვეობის შერწყმით, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ხარისხოვანი ღვინის წარმოება. ამ

კუთხით, დღეს საქართველოში მოქმედი მცირე ბიზნესის (ტრადიციული მარნები, ღვინის სადეგუსტაციო დარბაზები, ღვინის მაღაზიები)საქმიანობაში

შეიმჩნევა  სპეციფიური ცოდნისა და გამოცდილების დეფიციტი, როგორც ტურისტთა მომსახურების, ასევე ღვინის ხარისხის კუთხით. მცირე წარმადობის

მარნის ღვინოებს, საოჯახო ღვინოებს ხშირად ახასიათებთ სხვადასხვა ზადი, დეფექტი და მიკრობიოლოგიური დაავადება. საერთაშორისო საზოგადოება

კარგადაა გათვითცნობიერებული ღვინის ხარისხში და ზოგიერთ შემთხვევაში ტურისტთათვის შეთავაზებული  დეფექტური ღვინო მათ სერიოზულ

უკმაყოფილებას იწვევს. ღვინის ზადისა და ნაკლის გამართლება იმით, რომ ღვინო ნატურალურია არასწორი მარკეტინგული მიდგომაა. უდავოა, რომ ღვინო

აუცილებლად, ყველა შემთხვევაში ნატურალური უნდა იყოს. ღვინის გაკეთება, შაქრის,  წყლის ან სხვა აკრძარული მასალების დამატება საქართველოს

კანონმდებობით ფალსფიკაციად ფასდება და დასჯადია შესაბამისი საკანინმდებლო პროცედურით.

 

 თუ გვსურს ორგანული, ბიო ღვინის წარმოება,მას სპეციფიური მიდგომა და ცოდნა სჭირდება. ამ ტიპის ღვინოების დამზადება სპონტანურად არ შეიძლება.

ხარისხის მისაღწევად,ყურძნის მოყვანიდან ჩამოსხმდემთელი რიგი სპეციფიური ნაბიჯები უნდა განხორციელდეს.

 

            ღვინის ბიზნესით დაკავებულ ადამიანებს საჭიროებაზე დაფუძნებული, სპეციფიური ცოდნა ესაჭიროებათ. სამწუხაროდ შეინიშნება თაობათა შორის

ტრადიციების გადმოცემის წყვეტა, ჩვენი წინაპარი, ყოველგვარი ენოქიმიის ცოდნის გარეშე ავითარებდა ხარსხსა და ტექნოლოგიებს.

 

           ადამიანი, რომელიც ეხლა იწყებს ღვინის ბიზნესს ან ანვითარებს მას არ აქვს იმის საშუალება რომ აკადემიური განათლება მიიღოს. სწორედ ამიტომ,

საქართველოში პირველად ქართული ღვინის გილდია საზოგადოებას სთავაზობს საჭიროებას დაფუძნებულ პრაქტიკულ ტრენინგებს, იმის შესახებ, თუ

როგორ უნდა აწარმოოს მაღალხარისხოვანი ღვინო მცირე, საოჯახო მარნებში, თუ როგორ უნდა მოახდინოს საკუთარი პროდუქტის რეალიზაცია.

 

არსებული პრობლემების გათვალისწინებით, ჩვენ შევქმენით მოკლევადიანი ტრენინგ კურსები მცირე წარმადობის ღვინის მარნების და ქვევრის ღვინის

მწარმოებელთათვის: ,,როგორ დავამზადოთ ხარისხოვანი ღვინო მცირე წარმადობის მარანში" და ;,,ქვევრისღვინისწარმოება-

ტრადიციულიმარნისორგანიზაცია“. იმისათვის, რომ ტრენინგები ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებისათვის, სპეციალური ფასდაკლებაა

გათავლისწინებულია რეგიონების მოსახლეობისათვის და სტუდენტებისათვის.ტრენინგ კურსები მათ დაეხმარებათ განავითარონ თავიანთი ბიზნესი,

მიიღონ პრაქტიკულად გამოსადეგარი ინფორმაცია, იმის შესახებ თუ როგორ გამოიყენონ წინაპართა ცოდნა და გამოცდილება, თანამედროვე მიდგომები მათ

მიერ წარმოებული  ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისათვის.

        სავაჭრო ობიექტებს ვთავაზობთ ტრენინგს: ,,ღვინისდეგუსტაციისადასერვინგისთეორიულ-პრაქტიკულიკურსი-

ღვინის დაგემოვნება და სურსათთან შეხამება“ . ტრენინგი მიაწვდის მათ ინფორმაციას და ცოდნას თუ როგორ უნდა გააცნონ ცალკეული ღვინო პოტენციურ

კლიენტს, როგორ უნდა დაგეგმონ ღვინის დეგუსტაცია და ღვინით გამასპინძლება.

        ღვინის წარმოება საქართველოში რეგულირებადია, მწარმოებელმა და რეალიზატორმა უნდა იცოდეს მარეგულირებელი დოკუმენტაცია,

განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც დაგეგმილი აქვს სერტიფიკაცია და ღვინის ექსპორტზე გატანა. ამ კუთხით მწარმოებელთა ინფორმირებისათვის

ტარდება ტრენინგი: ,,მეღვინეობის კანონმდებლობა, რეგულირება და ღვინის სერტიფიკაციის პროცედურები“.

  იმედი გვაქვს, ,,ქართული-ევროპული უმაღლეს სასწავლებელის „ღვინს გილდია“ თავის წვილს შეიტანს ქართული  ტრადიციულ ღვინის განვითარებასა და

პოპულარიზაციაში.

 

დამატებითიინფორმაციისთვისდარეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:

მობილური: 568706035

ელფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

მისამართი: ქართულ-ევროპულიუმაღლესისასწავლებელი

მისამართიალ. ყაზბეგის 16 (მიცკევიჩის 27ბ)

Rate this item
(0 votes)
Read 699 times