საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:46

სიახლე ეთნიკური უმცირესობის მოსწავლეთა სწავლების პროცესში

18-03-03 12:35:36 | Print

,,რეგიონების კულტურულ-საგანმანათლებლო და ბიზნესის განვითარების ასოციაციის“ პრეზიდენტმა ბესიკ ქარცივაძემ პარლამენტში საქართველოს

პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში პროექტის ,,სწავლების ინოვაციური მეთოდები ეთნიკური უმცირესობის, მაღალმთიან რეგიონებში

მცხოვრები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის“ პრეზენტაცია გამართა.


პროექტის მიზანია, სახელმწიფო ენის ცოდნა და არაქართველი მოსახლეობის სამოქალაქო ინტეგრაცია. აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა სურს აზერბაიჯანის,

ირანის ისლამური და ჩინეთის რესპუბლიკების მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს.


ქართული ენის ინოვაციური სწავლების მეთოდის შემქმნელია დავით სონღულაშვილი,- ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი,

ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის ხელმძღვანელი. მანვე წარადგინა აღნიშნული პროექტი.


ინოვაციური სწავლების მეთოდით მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები გაზდრდის ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის მონაწილწობას და

ჩართულობას სამოქალაქო პროცესებში. ასეთივე სწავლების მეთოდებია შემუშავებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, კერძო,-

უსინათლოთა, ყრუ-მუნჯთა და ეტლით მოსარგებლეთათვის.


ამ მოდელის პროექტის უპირატესობაა ეთნიკური უმცირესობებისა და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები და სპეციალური საჭიროების მქონე

მოსწავლეებისათვის ქართული ენის სრულყოფილად დაუფლება. ტექნიკურ-ჰუმანიტარული საგნების, ინოვაციური მეთოდებით, აპლიკაციების, ნახატი

ფილმებისა და ვიზუალური ეფექტების გამოყენებით სხვადასხვა დონეზე ცოდნის მიღება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დისტანციური

სწავლებაც.


პროექტის მხარდამჭერები არიან: განათლების, მეცნიერებისა და კულტურის თავმჯდომარე მარიამ ჯაში; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა

დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, რომელიც პროექტის მხარდამჭერ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და

პროექტით დაინტერესებულ მსმენელს მიესალმა.


პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ პროექტის პარტნიორები: მარინე კორძაძე, ეკატერინე მაისურაძე და საქართველოს აქტიურ აზერბაიჯანელ ქალთა

ასოციაციის დამფუძნებელი, პროექტის პარტნიორი - გიულტაკინ მუსტაფაევი; მოწვეული სტუმარი აზერბაიჯანის საელჩოდან ვუგარ მუსტაფაევი.


,,პროექტი არის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების მეთოდზე დაფუძნებული. იგი მომავლის პროექტია, თანამედროვე სწავლების ბოლო

გამოძახილი.


გარდა ეთნიკური უმცირესობებისა, ამ მეთოდით როგორც სახელმწიფო ენას, ასევე სხვა საბუნებისმეტყველო საგნებს დაეუფლებიან შეზღუდული

შესაძლებლობის და სპეციალური სწავლების მეთოდით საჭიროების მქონე პირები. პროექტი უახლოეს პერიოდში მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს,

სადაც შეიქმნება ინოვაციური სწავლების ცენტრები, გადამზადებული მაღალკვალიფიციური კადრებითა და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.

პროექტის საპილოტე რეჟიმში გაშვება ქვემო ქართლიდან მოხდება.“ - აღნიშნა ,,რეგიონების კულტურულ-საგანმანათლებლო და ბიზნესის განვითარების

ასოციაციის“ პრეზიდენტმა ბესიკ ქარცივაძემ.

Rate this item
(0 votes)
Read 300 times