საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 2:38

დილა მშვიდობისა, ნარკომანების მფარველო ანგელოზო...

18-01-31 22:27:46 | Print

ფილოსოფოსი კასრში ვიცი მე და


არა რეზიდენციაში, პრეზიდენტად

 

მე უკვე მერიდება. მას – არა.


არა და არ ჩერდება – პირიქით, მეტ და მეტ სისულელეს გვეუბნება, არ ვიცი, მართლა ასეთი მიკერძოებულია თუ უკვე მოგვერია და ბაბა უნდა

დავუძახოთ…


არა, ფილოსოფოსი ღვინის ცარიელ კასრში უნდა იჯდეს, სხვაგვარად არ გამოდის, არ უხდება ფილოსოფოსს რეზიდენცია.


გვეუბნება – ვეუბნებით პასუხს, გვიხსნის და უფრო მეტად იხლართება, პასუხი მაინც არ მოსწონს: – რა თქვესო, რაო? კიდევ რამე თქვეს ჩემზეო? – ისე

ჩაეძია ჟურნალისტს, მგონი რეზიდენციის შუაგულში ღვინის ცარიელი კასრი უდგას და იქაა მოკალათებული…


მზეს ხომ არ ვეფარებით, ბატონო პრეზიდენტო?


ახლა ახალი გასართობი იპოვა – შეწყალების აქტი წყალობააო _ აიჩემა, იურიდიულ საფუძვლებთან რა შეხება აქვს, ხომ არ გადაირიეთ, ემოციურად

მიღებული წყალობააო.


მაშინ რა საჭიროა 2014 წლის 27 მარტს გამოსული მისივე ბრძანებულება შეწყალების წესის შესახებ? წესიც ჰქონია შეწყალებას, ასე მთლად უწესოდ

ემოციური არ ყოფილა. მთლად წყალობა არ ყოფილა შეწყალების აქტი?


ყველა საქმეს გავეცანი დაწვრილებით, ყველა საქმის ფაბულა ვიციო. წვრილმანებზე საუბარი ამორალობა და სიბინძურე მგონიაო – ეჰ, წვრილმანებს არ

შეიცავს ფაბულა და იმიტომ, არც ემოციას შეიცავს ფაბულა, მეგონა ფაბულის განმარტება მაინც გეცოდინებოდათ.


შეწყალების კომისიის ხელფასებისთვის 2014–2016 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 110 ათასი გამოიყო. იმის გათვალისწინებით, რომ კომისია

11 წევრისგან შედგება და ამ 11 წევრს წელიწადში რამდენიმე დღით უწევს მუშაობა, ცოტა არ უნდა იყოს, მაგრამ ინტელექტუალური და ემოციური შრომა

დიდ ენერგიას მოითხოვს და შეერგოთ.


მაგალითად, ამჯერად 8 კალენდარული დღის მანძილზე იმუშავეს, ამ რვა კალენდარულ დღეში შაბათ-კვირა მოხვდა და დარჩა 6 სამუშაო დღე. ხოდა, ამ 6

სამუშაო დღეში 1406 საქმე განიხილეს. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დღეში 12 საათს იმუშავებდნენ მხოლოდ ერთსაათიანი შესვენებით – თითო საქმის

განსახილველად 20 წუთი დარჩებოდათ – გენიოსი უნდა იყო 20 წუთში საქმის ფაბულასაც გაეცნო, გაითავისო კიდეც, როგორც პრეზიდენტი ითავისებდა

და იტანჯებოდა და ემოციის ხმასაც უნდა დაუგდო ყური – არ არის ახლა ეს გენიოსობა და ყოვლისშემძლეობა? ხოდა, გენიოსს კარგი ანაზღაურება

სჭირდება. ასე სად არის, საზოგადოებრივი საქმის კეთებაც უნდა ანაზღაურდეს, რატომაც არა, მართალია, სახელმწიფო ხშირად გვთხოვს მოხალისეობას,

ხეების დარგვაში, მაგალითად, მაგრამ გენიოსებს მოხალისეობას ხომ ვერ მოსთხოვ, უხერხულია.


ის იყო, კომისიის წევრების შრომაზე დარდმა შემომიტია, რომ ჩემი პრეზიდენტის ახალი ბრძნება გამახსენდა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ

კომისიის გადაწყვეტილება უფლებამოსილად ჩაითვლება, თუ სხდომას წევრთა ორი მესამედი ესწრება. 11 კაცის ორი მესამედის შრომაც ჩასათვლელია, ანუ

და შეენაცვლებით, ალბათ, ერთმანეთს – ამოვისუნთქე.


ბაბა, ბატონო პრეზიდენტო, ბაბა და ნუღარ გვტორავ.


მზესაც ხომ არ დავეფარეთ?! არ მოგერიდოთ თქმა.


ქართველები აგრესიულები ვართ და პირველთან ბრძოლა გვიყვარს, პირველს სულ ვემტერებითო – ჩემი პირველი! არქაული საზოგადოება გაიხსენა იქვე –

მეფე მოვკლათ, მეფე შევჭამოთ – ამბობდნენო.


ლუკმად არ გვეყოფოდით მეგონა, იყო დრო და ყელზე დაგვადექით.


კიდევ კარგი, არქაული საზოგადოების მეფე არ ხართ – თორემ თქვენი ძვლებისგან ასხმული ყელსაბამი ეკეთებოდა ახლა რომელიმე არქაულ მეფეს.


რა შეგჭამეთ ისე, მართლა და მართლა, რას გადაგეკიდეთ, რას გერჩით?


ჩვენი ჭკვიანი პრეზიდენტი – სააკაშვილს არ შევიწყალებ მეო.


არ შევიწყალებ, რადგან სააკაშვილი სახლის ქურდობისთვის უნდა გაესამართლებინათ და ავარიისთვის ან მანქანის გატაცებისთვის გაასამართლესო.

სააკაშვილი განა მართალია, განა დამნაშავე არ არის, მაგრამ სამართლებრივად ის სასამართლოს მსხვერპლია და მე ეგღა მაკლია სასამართლოს შეცდომები

ვასწოროო.
ვერ დავთვლი, რამდენჯერ მკითხეს უცხოეთში ვიზიტებზე, თქვენს პრეზიდენტს მართლა პიჯაკების გამო ასამართლებთო?


ისა და, ბატონო პრეზიდენტო, მართლა ვერ დათვლით რამდენჯერ ხართ უცხოეთში შეხვედრებზე ნამყოფი თუ სიტყვაზე თქვით? ეტყობა ჩუმად

დადიხართ, რა ვიცი.


ხოდა, ისევ სააკაშვილს რომ დავუბრუნდეთ, არასწორად გაასამართლეს, სისხლის სამართალში არ არის აღწერილი შეწყალების ბოროტად გამოყენებაო – და

ქრთამი ხომ არის აღწერილი, ბატონო პრეზიდენტო, ან თაღლითობა?


და შიში თუ არის აღწერილი ნეტავი სისხლის სამართალში?


ასე რამ შეგაშინათ, ბატონო პრეზიდენტო, აკი, ეს წლებია არ გაგხსენებიათ სააკაშვილის დანაშაულებანი – ახლა რომ თავს ისაწყლებთ, იმ დანაშაულისთვის

ვერ გავასამართლეთ, რაც ეკუთვნოდაო – ეს წლები რატომ იყავით ჩუმად, რას აკეთებდით, ბატონო პრეზიდენტო? – ა, ხო, ბოკერიასთან ვახშამით იყავით

დაკავებული, მერაბიშვილის საკნის კარი არ მოგწონდათ თუ ფანჯარა, მდიდრულ სექსს არ იკლებდით და იმ გუნდის ლანძღვით იოხებდით სექსიდან

სექსამდე გულს, რომელმა გუნდმაც რეზიდენციაში დაგსვათ.


იმისი ხომ არ შეგეშინდათ, ბატონო პრეზიდენტო, რომ თქვენც მოგთხოვენ პასუხს შეწყალების უფლების ასე ხელგაშლილად გამოყენების გამო?

ახლა ვერც სააკაშვილის შეწყალება გაბედეთ, ხალხის რისხვის შეგეშინდათ, მაგრამ მეგობარ არხზე წახვედით იმის მოსაყოლად: -სააკაშვილი იმიტომ არ

შეიწყალეთ, რომ მართალია, ცუდი ბიჭი და ცუდი პრეზიდენტი იყო, ებრძოდით კიდეც, მაგრამ, მართალია და ტყუილად მიუსაჯეს.


გისმენთ და ისე გაზრდილხართ, ბატონო პრეზიდენტო, ისე შეცვლილხართ – მე ასე გადავწტყვიტე და ვისაც ჩემი გადაწყვეტილება არ მოსწონს, დაე, თავად

მოვიდეს პრეზიდენტად და თავისი გადაწყვეტილებები მიიღოს, მე საზოგადოების მიზანშეწონილობის მიხედვით არ განვიხილავ საქმეებსო.


აბა, რის მიხედვით განიხილავთ, ბატონო? პირადი მიზანშეწონილობის მიხედვით?


პრეზიდენტად მოვიდეთ, თორემ თქვენ ხომ სულ თქვენით მოხვედით, აი.


ეტყობა, არ არის ის ღვინის კასრი ცარიელი, რომელშიც ზიხართ ხოლმე, თორემ საიდან მეხსიერების ასე ჩავარდნა?


მე რომ მეგონა შეწყალების კომისია იმის მიხედვით იწყალებდა ადამიანებს, არიან თუ არა საშიშნი საზოგადოებისთვის – საზოგადოების მიზანშეწონილობას

არც სცნობთ, თურმე.


ბაბა ხომ დაგიძახეთ უკვე, ნუღარ მტორავთ, ბატონო პრეზიდენტო!.


მშიშარა ჰგონიხართ ვიღაცეებს, რაკი ჯერ ვეტოს დაადებთ კანონს ან კონსტიტუციას, მერე კი ხელს აწერთო, – შეჰბედა ჟურნალისტმა.


ვის, ვის ვგონივარ მშიშარა, ვის, აბა, მითხარი – გაუფართოვა უშიშარი თვალები... გაოცებამ.


ტეხავს, რომ არ მოვაწერო ხელი, ისინი რას იტყვიან ევროპაში, რას იტყვიან და ამერიკა რას იფიქრებსო?


რას იტყვიან და: ეს კიდეც ჭრის და კიდეც კერავსო; ამისი არც უარი დაიჯერება და არც თანხმობაო; ეს ვეტოზეც ხელს აწერს და ვეტოდადებულ

კონსტიტუციაზეცო; ეს, ნეტა, მართლა ყველაფერზე ხელის მომწერიაო?


კონსტიტუციის განხილვაში მონაწილეობა რომ არ მიიღო და კომისიამ მაინც, მის გარეშეც რომ გააგრძელა მუშაობა, გულზე მოხვედრია ჩვენს პირველს,

უჩემოდ ისე გააგრძელეს მუშაობა, არც დაინტერესდნენ, რატომ არ მივდიოდი განხილვებზეო. არადა, განხილვებზე იმიტომ არ მივედი, რომ სადაც ჯდები,

იქ დაჯდომის და ადგომის წესები უნდა იყოს მისაღებიო.


პრეზიდენტად დაჯდომის წესები ხომ იყო მისაღები, ბატონო პრეზიდენტო?


ასე მესმის და მე ვარ პრეზიდენტი, თქვენ კი არაო.


აქა ზის და სხვაგვარად არ ძალუმს.


ნარკოპოლიტიკაზეც გაგვანათლა – ამდენი წელია ნარკომანებს ციხეში ვსვამთ და რა შეიცვალაო? გამოსწორდნენო? ვეღარ უნდა მივხვდეთ, რომ ეს მეთოდი

არ ჭრისო?


უფრო მეტი წელია ქურდობისთვის და მკვლელობისთვის ვსვამთ ციხეში და არც მაგ მხრივ შეცვლილა არაფერი, ისევ ქურდობენ და კლავენ და არც მანდ

ჭრის ხომ მეთოდი, ბატონო პრეზიდენტო?


კომუნისტების დრო აღარ არის, ბულბულები რომ ისხდნენ ციხეებშიო – ამ ფრაზამ „თეთრი ბაირაღები“ გამახსენა: „დილა მშვიდობისა, ქურდებო! დილა

მშვიდობისა, ყაჩაღებო! დილა მშვიდობისა გათახსირებულებო, მექრთამეებო, სპეკულანტებო, გამფლანგველებო, აფერისტებო… ადექით, თორემ გაკეთდა

ქვეყანა.“


დილა მშვიდობისა, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პირველო; დილა მშვიდობისა, სამართლიანობის უსამართლო მეფეო; დილა მშვიდობისა, ნარკომანების

მფარველო ანგელოზო; დილა მშვიდობისა, ჩემო უშიშარო რაინდო მშიშარა გულით; დილა მშვიდობისა ჭრა-კერვის უბადლო სპეციალისტო; დილა

მშვიდობისა ვეტოსდამდებო და ვეტოსდამკიდებელო!! ადექით, ადექით, თორემ დაიქცა ქვეყანა!


არ მიწყინოთ, ბატონო პრეზიდენტო, ბაბა ხომ დაგიძახეთ უკვე, ნუღარ დამტორავთ.


და მაინც, ფილოსოფოსი ვიცი მე ღვინის ცარიელ კასრში და არა რეზიდენციაში.


მზეს თუ ვინმე დაეფარება არა ? _ მე მითხარით!

 

"საერთო გაზეთი"


თამო კეშელავა

Rate this item
(0 votes)
Read 728 times