საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 4:02

დაბოლილებს და დაშტერებულებს წინ ნაჯა თუ არ წაგვიძღვა, ისე ევროკავშირში ვინ მიგვიღებს?!

18-01-31 22:04:45 | Print

საქართველოს ორი ბასიანი

რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტმა ნინო კვაჭანტირაძემ თავის ფბ-გვერდიდან საზოგადოებას მოუწოდა: `მივმართავ ყველას – დედებს, მამებს, ჩინიანებს

და უჩინოებს, ექიმებს, კანონმდებლებს, ტელევიზიებს და საინფორმაციო საშუალებებს!!! ბოლო ერთი თვეა ყოველდღე სასწაულების მსმენელი და მნახველი

ვარ, დააკვირდით ქუჩემში როგორი დაბოლილ-გამოშტერებული სიფათები დაბორიალობს, ნახეთ რა ხდება კლუბებში და ბარებში, იმ დღეს 15 წლის გოგოს

კრიჭა შეეკრა და მოსაწევვი იმსხვერპლებდა, `გამოცდილ~ ადამიანებს დახმარება რომ არ გაეწიათ, გადაამოწმეთ სასწრაფო დახმარება რამდენ გამოძახებაზე

გადის მოსაწევით „დაშოკილთა“ დასახმარებლად, ნახეთ, რამდენი ახალგაზრდა აკითხავს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრებს სუიციდის მტანჯველი

განცდებისგან თავის დასაღწევად..

 გუშინ სულ გადავირიე, ჩემი ახლობლის უახლოეს და უსაყვარლეს გოგოს (გო-გოს) ვკითხე – სიგარეტს ხომ არ ეწევი მეთქი და წათამამებულად

მიპასუხა- სიგარეტს არა, მაგრამ კარგ მოსაწევს კიოო… და რა არის ეს, რა გვჭირს, ვინ შეგვაგუა იმას, რომ ეს უბრალო გართობაა და სხვა არაფერი… ხმა

ამოიღონ რეპროდუქტოლოგებმა, ფსიქიატრებმა, ფსიქოლოგებმა, თქვან რომ ეს უბედურებაა და ამით გადაშენება იწყება, რომ თუ ასე გაგრძელდა, ამის

შედეგი ძალიან მალე დადგება და ავდმყოფ თაობას მივიღებთ, ეს აშკარად ვიღაცის მზაკვრული გეგმაა და ვერ გაგვიგია…

… რვა საუკუნის შემდეგ, „ბასიანის ბრძოლის უკვდავსაყოფად“ თბილისში, ღრმად მიწისქვეშ ღამის კლუბი `ბასიანი~ გაიხსნა. ცნობილმა გამოცემამ 

მაგაზინე  ბასიანი მსოფლიოში ყველაზე ბნელ მიწისქვეშა კლუბად დაასახელა. იმისთვის, რომ ცნობილი ღამის კლუბი ეპოვა ამერიკელ ჟურნალისტს,

საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა და ბოლოს ადგილს ტექნომუსიკის ხმებით მიაგნო.

 

ჟურნალისტი წერს, რომ დინამოს სტადიონის მიწისქვეშეთში მოსახვედრად, საკმაოდ გრძელი დერეფნის გავლა დასჭირდა, მისი თქმით – კლუბმა ძალიან

დადებითი იმიჯი შეიქმნა და გარდა ამისა, სახელი მთელ მსოფლიოშიც გაითქვა. როგორც ცნობილია, ხშირად ბევრი დიჯეი „ბასიანზე“ დასაკრავად ისე

ჩადის, რომ საქართველოზე წარმოდგენაც კი არ აქვს და რომ არა ღამის კლუბი, ალბათ თბილისში არც არასდროს ჩავიდოდა. საქართველოზე წარმოდგენის

არმქონეს მის ისტორიაზე და კლუბის სახელობის ბრძოლაზეც, რომ არ ექნება წარმოდგენა ფაქტია.

ვფიქრობ, ძველ და ახალ „ბასიანს“ შორის არის რაღაც საკრალური კავშირი, რატომ? აი რას წერს კლუბიდან გამოსული „რაინდი“ – `ამ მონუმენტურ,

ბეტონის გიგანტურ, ბნელ სივრცეს, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები – 1.500 ადამიანს იტევს, გაფაციცებით ვათვალიერებ. (შედარებისთვის, მსოფლიოში

ცნობილი კლუბების დიდი ნაწილის ტევადობა ხშირად 800 ადამიანს არ სცდება ხოლმე). შიგადაშიგ ბეტონის შავბნელ კედლებსა და ჭერზე ასხლეტილ

განათების სხივებს მივყვები და ვხვდები, რომ ალკოჰოლითა და ნარკოტიკული საშუალებებით გაბუჟებული ჩემი სხეული, ფეხის გულებიდან იწყებს

დათბობას. ეს სითბო, ბეტონის იატაკიდან ტყვიებივით გამოსროლილი უმძიმესი ბასების ვიბრაციით მთელ სხეულს ედება და ვბრუვდები.

 

 სხეულის შიგნიდან მფეთქავი არანორმალური ენერგია, მგონია, რომ თანდათან გამომანგრევს და სისხლისა და ოფლის უკანასკნელ წვეთს აქ დავტოვებ. ეს

ყოფილა ბასიანი!~

თანამედროვე „ბასიანის გმირი“ აღფრთოვანებული მოგვითხრობს მიწისქვეშეთში განცდილი გრძნობის შესახებ - `ბასიანზე თითქმის ვერავინ გხედავს. არ

ფიქრობ, როგორ გამოიყურები, რა გაცვია, როგორ ცეკვავ, რამდენად ძვირადღირებული საათი გიკეთია. გულითაც რომ გინდოდეს, ძნელია გაიპრანჭო და

ძნელია, იყო ყალბი.

ყველაზე ჩაძაბული ბაბულიკები და ყველაზე თავაშვებული გეებიც კი ერთმანეთის თვალწინ ვერთობით და ერთმანეთს ბედნიერებას ვაცდით.

 

* * *

13 იანვარს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით „ფეისბუქზე“ პოსტი გამოაქვეყნა კლუბ `ბასიანის~ დამფუძნებელმა ნაჯა ორაშვილმა. მისი ინფორმაციით,

ახალგაზრდამ დაცვის წევრები და პოლიციის თანამშრომელი იმის გამო დაჭრა, რომ მას კლუბში შესვლაზე უარი უთხრეს. პოლიციის თანამშრომელი

სარწმუნო წყაროს ცნობით ფორმის გარეშე ყოფილა, ალბათ ან კლუბური ცხოვრება მოსწონს და ან განსაკუთრებულ დავალებით იმყოფებოდა

ტერიტორიაზე. ასევე წყაროს ცნობით დაკავებული ახალგაზრდა არ ყოფილა კონფლიქტის დაწყების ინიციატორი და ჩხუბი სწორედ დაცვის თანამშრომელს

დაუწყია და ორ კაცს ათზე მეტი დაცვის თანამშრომელი „ეხანჯლავებოდა“ ბოლოს. „დანაშავესაც“ არ აკლდა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები,

თუმცა აღნიშნულის შესახებ „ბასიანელებს“კრინტიც არ დაუძრავთ, არც იმ მიზეზის შესახებ რამ უნდა აიძულოს ახალგაზრდა, სამი კაცი დაჭრას…

სამაგიეროდ სოციალურ ქსელში რამოდენიმე დღე აქტიურად იხილებოდა აღნიშნული `ბრძოლა~. ის, რომ აღნიშნულ კლუბში ნარკოტიკი იყიდება

არახალია, არც ისაა ახალი, რომ რამოდენიმე ახალგაზრდა საიქიოდან მოაბრუნეს. `შავი სექსუალური~ ოთახის შესახებაც გვსმენია, მაგრამ ზუსტი

ინფორმაცია ვინ ან რა გამანადგურებელი ძალა დგას, მტრის ბუნაგის უკან უცნობია…მართალია „ბასიანელებმა“ უარყვეს ინფორმაცია მათ „სამფლობელოში“

ნარკოტიკების ყიდვა, გაყიდვა, მოხმარების შესახებ, მაგრამ „აფეთქებულ“ სოციალურ ქსელს რასაკვირველია მათი ცრემლების არ ჯერა.

 

 აი როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში „ბასიანის“ მიმართ ბრალდებას- `ევროპაში ვცხოვრობდი გარკვეული პერიოდი და იქ თინეიჯერებისთვის

გასართობად საკლუბო თემა არც თუ ისე უცხოა, ამავე დროს, არც ისეთი გარყვნილი ატმოსფეროა როგორც აქ, საქართველოში დამხვდა. ქართველებმა ზომა-

წონა არ ვიცით, ან კიდევ ვის გაკვირვებას ვცდილობთ? ამ ბასიანს მთავრობისგან მწვანე აქვს ანთებული. ყველამ კარგად იცის, რომ იქ შეუზღუდავად

ვრცელდება საკლუბო ნარკოტიკები და არამარტო, ასევე იქედან გამოსულ თრობის მდგომარეობაში მყოფ ადამიანებსაც არ იჭერენ…

 

რაც შეეხება თვითონ კლუბს, ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ ნორმალური ხალხიც არ დადის… და ბოლოს, იქ ხალხი საკუთარი შინაგანი მოთხოვნილებების

დასაკმაყოფილებლად მიდის. ვის მუსიკა და ცეკვა უნდა, ვის ნარკოტიკი და ვის კიდევ სექსუალური თავგადასავალი. ასე რომ, ყველას ერთ ქვაბში

ნამდვილად ვერ მოვხარშავ… დიდი აჟიოტაჟია ატეხილი კლუბ „ბასიანის“ მისამართით. სიმართლე გითხრათ, მე მხოლოდ ორჯერ ვარ ნამყოფი ამ კლუბში

და გავრცელებული ხმები ნარკოტიკების მოხმარებასა და გარყვნილებაზე სრულ სიმართლეს შეესაბამება.

– ისე ამათ თავი როგორ გავუყადროთ?!. სხვა მწვავე მათი საწინააღმდეგო პოსტებიც უამრავია, მაგრამ `გული ამიჩუყა~კლუბ „ბასიანის“ წარმომადგენლის

ნაჯა ორაშვილის განცხადებამ, რომელიც როგორც ირკვევა „ერთ-ერთი შეტევის“ შემდეგ „გამოაცხო“ პოსტის სახით – `როდესაც ქვეყანამ უმნიშვნელოვანეს

წინსვლას – ვიზალიბერალიზაციას მიაღწია, ამ დროს რეგრესული ძალების მსგავსი პროვოკაციული და ფორსირებული თავდასხმა, არამხოლოდ საკლუბო

სფეროს აყენებს ზიანს, არამედ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მოპოვებულ წარმატებას და ზოგადად სვლას ევროპული ღირებულებებისკენ~. აღნიშნულ

განცხადება კლუბის დამფუძნებლებ-მფლობელების აღიარებითი ჩვენებაა და არც დიდ ანალიზს საჭიროებს. ცხადია, დაბოლილებს და დაშტერებულებს წინ

ნაჯა თუ არ წაგვიძღვა, ისე ევროკავშირში ვინ მიგვიღებს?! სხვა თემაა რატომ ან ვინ მონათლა „ბასიანად“ მიწისქვეშ ბნელი კლუბი, ალბათ იმან ვინც

დღემდე ვერ მოინელა ბასიანში ქართველების ბრწყინვალე გამარჯვება და დღეს მათი დამარცხება განადგურებით (თან ქართველების დახმარებით)

ხალისობს!

 

„საერთო გაზეთი“

ქეთევან ზარნაძე

Rate this item
(0 votes)
Read 336 times