საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:00

პენისი კალმის ნაცვლად

18-01-22 19:31:53 | Print

ვახტანგ ხარჩილავა:

ეს დრო რაღაცით ჰგავს გასული საუკუნის 20-იან წლებს, როცა ქართულ მწერლობას ათასი ჯურის ლიტერატურული მიმდინარეობები მოეძალა, პოეტის სახელი კი დებოშიორ, მოხულიგნო, ნიადაგ მთვრალი და გაბრუებული ადამიანის სინონიმად იქცა, რომელიც მთლად ვერ იყო საღ ჭკუაზე, ანუ ცოტას აფრენდა.

სამწუხაროდ, ეს გაუკუღმართებული წარმოდგენა პოეტზე დღემდე ბოგინობს ჩვენს საზოგადოებაში, რასაც ხშირად თავად პოეტებიც უწყობენ ხელს.
არადა, ქართულ სინამდვილეში პოეტები იყვნენ მეფეები, მხედართმთავრები, სახელმწიფო მოღვაწეები.

კიდევ ერთი ნიშნით ჰგავს ეს დრო გასული საუკუნის არა 20-იან, არამედ 30-იან წლებს.

ასე მაგალითად, ერთ-ერთი პოეტი, რომელიც ლიტერატურული წარმოშობით ზუსტად გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან არის, თუმცა მან ამის შესახებ შეიძლება არც იცის, ამბობს:

«ჩვენ, მწერლები და პოეტები, ხანდახან ვთვრებით და ხანდახან ვიგინებით კიდეც (მაგალითად, ასე: მოძალადე პოლიციელებო, თქვენი ოჯახები მოვტყან!) და აწი, უფრო ხშირად დავთვრებით და უფრო ხშირად შევაგინებთ მოძალადე «გაიშნიკებს».

ამის მთქმელს და მის ამფსონებს რომ ჰკითხო, ისინი დემოკრატიული, ევროპული ყაიდის საქართველოსთვის იბრძვიან და იღვწიან, ოღონდ იმას არ შიფრავენ, რატომ უნდა გაკეთდეს ეს კეთილშობილური საქმე მაინცდამაინც სიმთვარალეში და მაინცდამაინც გინებით?

გინებაც ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა და როცა ძალადობის ძალადობით აღმოფხვრას ცდილობ, შენც მოძალადე ხარ და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, პოეტი ხარ, ხარატი თუ ქვისმთლელი, ხოლო, როცა ვიღაცას (ოჯახს შეუგინებ, შეიძლება იმ ვიღაცამ თავ-ყბა გაგიერთიანოს და ეს არ უნდა გაგიკვირდეს, რადგან თავად ხარ შენზე განხორციელებული ძალადობის გამომწვევი პროვოკატორი.

XX საუკუნის 30-იან წლებში ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მწერლობაში პარტიული გაწვევა გამოეცხადებინა.
პარტიული დავალებით კომუნისტები და კომკავშირლები – ფეიქრები, ზეინკლები, ხარატები, კოლმეურნეები, პარტიული აქტივისტები პირდაპირ ინიშნებოდნენ პოეტებად, მწერლებად, ჟურნალისტებად, კრიტიკოსებად.

ასე ჩამოყალიბდა პროლეტკულტელთა კასტა, რომელმაც კლასობრივი ბრძოლა გამოუცხადა ნამდვილ მწერლებს, ნამდვილ ხელოვანებს და რეპრესიებისპერიოდში ლომის წილი შეიტანა მათ ფიზიკურ განადგურებაში.

ბოლო ათი-თხუთმეტი წლის განმავლობაში ლიტერატურულ არენაზე მწერლებისა და პოეტების სახელით გააქტიურებულ ადამიანთა ერთ ჯგუფს რომ ვუყურებ, ასე მგონია, პროლეტკულტელებივით ესენიც ვიღაცამ დანიშნა მწერლებად და პოეტებად, მისცა ფართო ასპარეზი, გზა გაუხსნა დასავლეთისკენ, დაუთმო ტრიბუნა, დაუფინანსა წიგნები, ჩამოურიგა პრემიები, სანაცვლოდ კი ზუსტად ის დაავალა, რასაც გასული საუკუნის 30-იან წლებში ავალებდნენ პარტიული ბოსები რევკომის სხდომებზე მწერლებად და პოეტებად «ნაკურთხ» ადამიანებს.

მორალური და ზნეობრივი კანონების იგნორირება,

ტრადიციების მსხვრევა,

მწერლობისა თუ ხელოვნების სხვადასხვა დარგებში საზოგადოების მიერ აღიარებული და დაფასებული ადამიანების და მათი შემოქმედების აბუჩად აგდება და გაბიაბრუება,

სექსუალური აღვირახსნილობის პროპაგანდა,

თაობათა დაპირისპირების მცდელობა,

პატრიოტიზმის და სამშობლოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების ჩამორჩენილობად და პროვინციალიზმად შერაცხვა,

კოსმოპოლიტური იდეების წინ წამოწევა და ფართოდ რეკლამირება,

უღმერთობის, ურწმუნობის ქადაგება და ადამიანის სრული გათავისუფლების მცდელობა ყოველგვარი მოვალეობებისგან – აი, იმ «ღირებულებათა» არასრული ჩამონათვალი, რომლებიც გასული საუკუნის 30-იანი წლების პროლეტკულტელების და თანამედროვე პროლეტკულტელებისთვის საერთოა.

***
XX საუკუნის 30-იან წლებში ქართველმა პროლეტკულტელებმა მთავარი დარტყმა ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ განახორციელეს.

ილიას შემოქმედებას, მის პიროვნებას, მის მოსაზრებებს კარგა ხნის განმავლობაში უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ და ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ სტალინმა მაგიდას არ დააარტყა მუშტი და დაუკრეფავში გადასულ ილიას კრიტიკოსებს არ დაუცაცხანა: – ილიას რომ ლანძღავთ, მასზე დიდი პიროვნება ქართველებს ვინ გყოლიათო?

«დიდმა» ლიბერალმა, ქართველ ლიბერალთა გურუმ და მასწავლებელმა ლევან ბერძენიშვილმა წარმატებით აიტაცა 30-იანი წლების პროლეტკულტელთა ესტაფეტა და ჯერ ილიას, შემდეგ კი ვაჟა-ფშაველას წამოარტყა თავში: – ესენი რა პოეტები და რა მწერლები არიანო?

ბერძენიშვილის კოლეგამ და თანაპარტიელმა, ასევე «დიდმა» ლიბერალმა, დავით უსუფაშვილმა, რომელიც ბედის ირონიით ოთხი წელი ედგა სათავეში საქართველოს პარლამენტს, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ყველაფერი ის, რასაც ილია, ვაჟა, აკაკი, ზოგადად, მთელი ქართული მწერლობა თავისი არსებობის მანძილზე ემსახურებოდა და რასაც გალაკტიონმა «სამშობლოს გრძნობა განსაკვირველი» უწოდა.

მე არ ვეტყვი ჩემს შვილებს, გიყვარდეთ სამშობლო-მეთქი. მე მინდა, ისინი თავისუფალ ადამიანებად გაიზარდონ, მერე კი გინდ სამშობლო შეიყვარონ, გინდ ქალი.

– აი, ამ შინაარსის «სიბრძნე» გადმოაფრქვია ლიბერალმა დავითმა, რითაც, ფაქტობრივად, გათქვა ის პირველწყარო, ის იდეოლოგია, საიდანაც ეს განცხადება იღებს სათავეს.

დიახ, მწყობრად ჩამოყალიბებული იდეოლოგიაა ის, რასაც ზოგჯერ ცალკეული ჭკუანაღრძობი თუ ზნეობამოშლილი პერსონების მკრეხელურ გამოხტომებად ვიღებთ ხოლმე და, აქედან გამომდინარე, ამგვარ გამოხტომებს არც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და არც დიდი საფრთხის შემცველ მოვლენად აღვიქვამთ.

ესენი, ეს თანამედროვე პროლეტკულტელები, ცუდად იცნობენ კი არა, საკუთარი პერსონების «სიდიადით» მონუსხულნი და დაყრუებულ-დაბრმავებულნი, საერთოდ არ იცნობენ იმ ატმოსფეროს, რომელიც ოქტომბრის რევოლუციიდან, ანუ 1917 წლიდან 1930 წლამდე სუფევდა «წითელ» რუსეთში, თორემ იმდენ მსგავსებას დაინახავდნენ მათსა და იმ პერიოდის კომკავშირლებსა და პარტიულ აქტივისტებს შორის, თვითონვე გაოცდებოდნენ.

მათ ძალიან გაუკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ წითელ რუსეთში პირველი დეკრეტი სექსუალურ საკითხებთან დაკავშირებით გამოიცა, რომლითაც ადამიანებს სრული სექსუალური თავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ.

კომკავშირელ გოგონას დიდ პარტიულ ცოდვად, ლამის პარტიის ღალატად ეთვლებოდა, თუ კომკავშირელ ბიჭუნას სექსუალური ჟინის დაკმაყოფილებაზე უარს ეტყოდა.

სწორედ მაშინ შეიქმნა პირველი საცდელ-ექსპერიმენტული კომუნები, სადაც ყველაფერი საერთო იყო, მათ შორის, ქალიც და კაციც.
ქალი კომუნის წევრი ყველა მამაკაცის ცოლი იყო, კაცი კომუნის წევრი ყველა ქალბატონის ქმარი.

ხოლო ამ იდეოლოგიის ავტორი და მამათმთავარი ლეიბა ბრონშტეინი, იგივე ლევ ტროცკი, თავად იყო მამათმავალი და იმ საყოველთაო სიდუხჭირის ჟამს განსაკუთრებით მდიდრულ სექსუალურ ცხოვრებას ეწეოდა.

ყოველივე ამას იმასაც თუ დავუმატებთ, რომ წითელი რუსეთის პირველი მთავრობის 23 წევრიდან 20 ებრაელი იყო, შეიძლება დავასკვნათ, რომ 1917 წლის ოქტომბრის თვეში პროლეტარიატის სახელით მომხდარი რევოლუცია სულაც არ იყო პროლეტარიატის რევოლუცია.

ლიბერალურ-სიონისტური იდეების ნაზავით ნასაზრდოები ეს დიდი შეთქმულება კაცობრიობის წინააღმდეგ, რომელსაც დაუზუსტებელი ინფორმაციით, 20 მილიონამდე მართლმადიდებელი ქრისტიანის სიცოცხლე შეეწირა, სხვადასხვა ვარიაციებით დღემდე გრძელდება და გრძელდება იგი საქართველოშიც, რომლის ავანგარდში ე.წ. ლიბერალები დგანან, ხოლო მწერლები და პოეტები, რომლებსაც ზემოთ თანამედროვე პროლეტკულტელები ვუწოდეთ, სწორედ რომ ამ ლიბერალური იდეების რუპორები და გამხმოვანებლები არიან თავიანთი შემოქმედებით.

ჩვენ გვგონია, რომ ეს ბუღაძეები, ბურჭულაძეები, დეისაძეები, ქარუმიძეები, შამუგიები, ამაღლობლები, სხვანი და სხვანი, მანიაკალური მისწრაფებების, სექსუალურად აღვირახსნილი და გაუწონასწორებელი ადამიანები არიან და ამიტომ წერენ ამ სულელურ ტექსტებს, თუმცა, სინამდვილეში, საქმე სულ სხვაგვარად არის – მათ იციან, რასაც აკეთებენ და რატომაც აკეთებენ, მათ იციან, რასაც ემსახურებიან და ისიც იციან, რომ ეს სამსახური აუცილებლად დაუფასდებათ.

ისინი ჩვეულებრივი იდეოლოგიური მუშაკები, იდეოლოგიური დესანტის წარმომადგენლები არიან, რომლებიც დიდად არაფრით განსხვავდებიან, ვთქვათ და, ალე ფეოდოსიშვილისგან, რომელიც ასეთ რაღაცას ამბობდა: «დედას მოვკლავ და დავახრჩობ მამას, რევოლუცია თუ ითხოვს ამას».

ესეც ზუსტად ის რევოლუციაა, რის გამოც ამხანაგი ალე მზად იყო, დედა მოეკლა და მამა დაეხრჩო.

დიახ, ეს ერთი და იგივე რევოლუციებია, ოღონდ სხვადასხვა სახელით და სხვადასხვა ვარიაციებით.

ესენიც, ეს თანამედროვე პროლეტკულტელებიც, პირველყოვლისა, დედ-მამას ერჩიან, საკუთარ სამშობლოს ერჩიან, ეროვნულ ფასეულობებს და ღირებულებებს ერჩიან და რაც ყველაზე ამაზრზენია – ერჩიან, ზოგადად, ადამიანს.

მათთვის ადამიანი ის ქმნილება კი არ არის, რომელიც ღმერთმა შექმნა სახედ თვისა, არამედ ეს არის ნახევრად პირუტყვი, სექსუალურ ინსტინქტებს დამონებული, სასტიკი, საზარელი და უბადრუკი არსება.

აქედან ერთი ნაბიჯია დასკვნამდე: უბადრუკია ისიც, ვინც ეს უბადრუკი არსება შექმნა…

***

«ჩვენ ყველანაირად მხარს დავუჭერთ და წინ წამოვსწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც დაამკვიდრებენ ადამიანთა ცნობიერებაში სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს – ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.

სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას;

შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას.

თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღლეზე.

პატიოსნება და წესიერება, გადაიქცევა რა წარსულის გადმონაშთად, გამასხარავებულ იქნება და ისინი არავის დასჭირდება.

უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორისადმი ცხოველური შიში ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა, ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტრობა – ყოველივე ამას ჩვენ ოსტატურად და შეუმჩნევლად განვავითარებთ, ეს ყველაფერი აყვავდება მძაფრ ფერებში და მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ ასეთ ადამიანებს ჩვენ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირალებად…

ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი.

ახალგაზრდებისაგან ჩვენ შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს».

ეს არის ფრაგმენტები ტექსტიდან, რომელიც საზოგადოებისთვის ალენ დალესის დოქტრინის სახელით არის ცნობილი.
ალენ დალესი XX საუკუნის 50-იან წლებში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსი გახლდათ.
მკვლევართა შორის დღემდე გრძელდება დავა და კამათი იმის შესახებ, თუ ვინ არის სინამდვილეში ამ ტექსტის ავტორი.

ერთნი თვლიან, რომ დოქტრინის ავტორი ნამდვილად ალენ დალესია, მეორენი მიიჩნევენ, რომ ტექსტი საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ არის შეთხზული, ტექსტის ავტორად კი დალესის სახელი სპეციალურად იქნა გამოყენებული, რომ ამით ამერიკის შეერთებული შტატების დისკრედიტაცია მოეხდინათ.
მოდით, თავი დავანებოთ იმის დადგენას, ვინ არის ამ მართლაც სატანისტური დოქტრინის ავტორი.

კაცმა რომ თქვას, ამას პრინციპული მნიშვნელობა არც აქვს, მთავარი ის არის, რომ მსოფლიოს ხალხთა თითქმის ყველა ენაზე თარგმნილი ეს ტექსტი ნამდვილად არსებობს და რაც ნამდვილად გამაოგნებელი და განსაცვიფრებელია, პროცესები, რომლებიც მთელ რიგ ქვეყნებში და, მათ შორის, საქართველოშიც მიმდინარეობს, ზუსტად ამ დოქტრინაში გაცხადებული გეგმის მიხედვით ვითარდება და ხორციელდება.

***

ახლა კი პატიების თხოვნით და დიდი ბოდიშის მოხდით მინდა მკითხველ საზოგადოებას შევთავაზო რამდენიმე ფრაგმენტი თანამედროვე პროლეტკულტელების შემოქმედებიდან:

+18
«მიდგება, როცა ტუალეტში შევალ, საიდანაც ეს-ესაა დედაჩემი გამოვიდა და იმის ბაყვებით შემთბარ უნიტაზზე ჩამოვჯდები»…

«ქალები ორ ნაწილად იყოფა – ვინც ყლაპავს და ვინც იგუბებს. დაკვირვებული ვარ: ვინც იგუბებს, უკეთეს მინეტს აკეთებს, ვიდრე ის, ვინც ყლაპავს. რასაკვირველია, ეს კანონზომიერება სულაც არაა, უბრალოდ, ჩემი გამოცდილებით ასე ვიცი. მაგალითად, ბობო არ ყლაპავს, მაგრამ მინეტს ქალღმერთივით აკეთებს. რომ ვათავებ, პირი სპერმით ევსება, გული კი ლოცვებით. აი, ესაა ნამდვილი მინეტი. წმინდანთა დისციპლინა – პირში სპერმა, გულში ლოცვა, ხელში – ყლე».

«აი, პატრიარქი, რომელსაც სინამდვილეში ფრთები აქვს და ღამით გლდანის მასივის თავზე დაფრინავს. აი, ცირკი, აი, ბოზი, პანელზე მდგარი, აი, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, რომლებიც, იდეაში, ნეტარ არიან, აი, დიდძუძუებიანი ქართლის დედა და პატარაძუძუებიანი ქართველი ვარსკვლავი, თბილისის მერი, აი, გალაქტიონის მერი, აი, მსუქანი მერი, ჭანტურია – ჩემი მეზობელი, აი, ინგა გრიგოლია, აი, პრეზიდენტი. აი, თითი, კერძოდ კი შუა თითი, აი, ვარაზისხევი, აი, შუქნიშანი, აი, ერი, რომელიც წითელზე გადადის. რა დასამალია და, ხანდახან მწვანეზეც გადავდივართ. აი, მწერალთა კავშირი, აი, თამაზ წივწივაძე, რეზო ამაშუკელის წიგნით ხელში, აი, მეორადი მოხმარების ტანსაცმელი. აი, ჩემი ლექტორი გრივერ ფარულავა, აი, ქართული სუფრა, აი, «ასავალ-დასავალი», აი, ქალწულობის შემნახველი სალარო, აი, ეროვნული სული, აი, ცივილიზაცია, აი, ჩვენ».

– »აქებდე იმას, რომელსაც ჩვენში უთვალავი შესატყვისი აქვს. მადლობა უფალს, დიახაც, უთვალავი. მაგალითადრე, სირი, შიბლა, დიშლა, ბალაყანა, ტინკი, ვინკი, კუტუ, ჭუჭუ, ჭუჭულიკა, კიტრი, ყლე, როგორც საბაც განმარტავს, როგორც მამაკაცის სარცხვინელს. ბარეღამ აქვე, სარცხვინელი. მადლობა უფალს შაბანა, შამბალა, წუნურა, პიტალო, საოხრე, სამგლე, ჩოილარი, სამში გრძელი, ბანჯგვლიანი ნაგავი. მადლობა უფალს!»
«გვერდით თეთრთავსაფრიანი ქალები შექუჩულან. კვარცხლბეკივით ამაღლებულ ალაგას, მანაზე, რამდენიმე თხა დაუბამთ და იმათ წინაშე იჩოქებენ. თხები შარდავენ. დაჩოქილი ქალები კი შარდის ჭავლს პირებს უხვედრებენ და დალევას ლამობენ. მლაშე შარდს რომ გადაყლაპავენ, თავსაფრის კიდით ტუჩებს მოიწმენდენ და ჩურჩულით იტყვიან: მარილი ჩვენი მოგვეც ჩვენ, ჯიმშერ!»

«სწორედ იქ, თამარის შავ მურყვამთა შორის უნდა მოვტყნა მოტყინარე ტყვნითა.
კოიტუსი, როგორც კოსმოსი, უსასრულოდ მცირე და უსასრულად დიდი, ერთიან ველში ექცევა – ტოტალური შემოქმედების ველში».

«არაერთხელ მიფიქრია მშობლების ჩაძაღლებაზე.
მე ვწოვდი ძუძუს, რომელიც, შესაძლოა, სექსუალური აქტის დროს მამაჩემს ედო პირში… აბაზანაში ბანაობისას ვიბანდი იმავე საპნით, რომლითაც, შესაძლოა, დედაჩემმა გაუპარსავი ფანჩარი გაიქაფა.
მე საკუთარ პენისს ვეალერსები.
ეს სექსის ახალი ვარიაციაა. საპონი ტესტია.
ამ ყველაფერს მივესალმები ისევე, როგორც დაიკოს ფარულ მასტრუბაციებს, რომელთა წარმოდგენისას სიცილისგან შარვალში გამდის»…

«განათლების მიღება საპირფარეშოშიც შესაძლებელია და არათუ შესაძლებელი, ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოც კი. გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ, ისეთი ავტორებიც კი ვიცი, ვინც საპირფარეშოში არათუ კითხულობს, წერს კიდევაც».

«ყველა ლექსი, ალბათ, დაწერილი მაქვს სველ წერტილში. ყველა ლექსი, იმიტომ, რომ, შევდივარ წიგნებით, ფურცლებით და ა. შ… უნდა ითქვას ეს ერთხელ და სამუდამოდ. ასე რომ, ყველაზე დიდი ხელოვნება, დიახაც, იქმნება და იკითხება სწორედ ამ ადგილზე, სადაც მარტო ხარ»…

«ადამიანის თავზე დანთხეული ფეკალიები და თესლი მოიყვანს ახალ ცხოვრებას, როგორც წვიმას, რომელიც დანამავს ღალიან მინდვრებს და იმდენად მოაშენებს თავისუფლების მეომრებს ხოლო მერმე ამათ, თავისუფლების ამ მეომრებს მოიმკიან, გათიბავენ და გალეწავენ და მათი დაფქვილი იფქლიდან მოზელენ ცომს, რომელსაც თავისუფლების ქალები თავის მენსტრუალურ სისხლს შეურევენ».

ეს ამონარიდები ძალიან მცირე ნაწილია იმ «თვალმარგალიტებისა», რომლებიც უხვად არის მიმოფრქვეული თანამედროვე პროლეტკულტელთა «შემოქმედებაში».

არ იფიქროთ, მხოლოდ მწერლობაში ხდებოდეს მსგავსი დივერსიული ხასიათის პროცესები.
არა, ეს კარგად გამართული და ორგანიზებული სისტემაა, რომელშიც ჩართულნი არიან პოლიტიკოსების ერთი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია (განსაკუთრებით ელექტრონული მედია) ინტერნეტსაიტები, სოციალური ქსელები და ა. შ.

ყოველივე ეს, ერთად აღებული, საკმაოდ სერიოზული და სახიფათო ძალაა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მიღების პირველივე დღეებიდან მუდმივი რყევების, მუდმივი ბიძგების, მუდმივი ჯანჯღარის რეჟიმში ჰყავს და მას ნორმალურ, მშვიდ გარემოში განვითარების საშუალებას არ აძლევს.

***
27 წელია საქართველო მუდმივი შანტაჟისა და მასობრივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფება და ამ უმსგავსობას ჯერჯერობით დასასრული არ უჩანს.
შანტაჟი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურებზე დიდი ხანია, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

თავიდან ბოლომდე შანტაჟის ელემენტებითაა გაჟღენთილი წერილი, რომელიც სულ ახლახან გამოქვეყნდა და რომელიც პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებულ ინციდენტს ეხმაურება.

«თქვენ ჯერ ერთი კვირაა, მინისტრი ხართ და უკვე მოფუჭდით – თქვენმა სისტემამ იძალადა მთვრალ ადამიანზე და მერე თქვენმავე სისტემამ გამოაქვეყნა მთვრალი ადამიანის დამონტაჟებული, საცოდავად შეკოწიწებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ის იგინება.

კი, ბატონო, გინება მართლაც რა საჭიროა, პრემიერ-მინისტრი ხომ არ ხარ! მაგრამ უცნაური ისაა, რომ თქვენც და მთელი თქვენი სისტემა მთელი ეს დღეები ცდილობდით, ნაწამები ადამიანის გინება წარმოგეჩინათ ისეთ რამედ, რაც მის წამებას ლეგიტიმურს ხდიდა.

ეს კარგად დაიმახსოვრეთ: თქვენმა სისტემამ ოთხი საათის განმავლობაში აწამა ადამიანი. მართალია, გაგიმართლათ, რომ არ შემოგაკვდათ და ახალ გირგვლიანად არ გექცათ ეს საქმე, მაგრამ მაინც არ გაგიმართლათ – ეს ნაწამები ადამიანი აღმოჩნდა ზვიად რატიანი – თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოეტი საქართველოში.

ასე რომ არა, ეს «ქეისიც» ისე მიიჩქმალებოდა, როგორც არაერთი მიჩქმალულა. ოთხი საათის განმავლობაში ნაჟეჟი ადამიანი რომ შეაგინებდა პოლიციელებს, ეს გაგიკვირდათ?

მართლაც ცუდად გქონიათ საქმე, ამის მეტი რესურსი თუ არ გაქვთ – ლამის გული ამიჩუყდეს. დიახ, ჩვენ, მწერლები და პოეტები, ხანდახან ვთვრებით და ხანდახან ვიგინებით კიდეც (მაგალითად, ასე: მოძალადე პოლიციელებო, თქვენი ოჯახები მოვტყან!) და აწი, უფრო ხშირად დავთვრებით და უფრო ხშირად შევაგინებთ მოძალადე გაიშნიკებს.

თქვენ გგონიათ, ამ დამონტაჟებული, შეთითხნილი ვიდეოებით დაგვხევთ უკან და ამით საკუთარ სადისტ თანამშრომლებს «გააპრავებთ»?

ცუდად გცნობიათ ქართველი ხალხი და მით უმეტეს, ჩვენი მწერლები. ჩვენ ასეთი რამეები «თამაშად და გვიჩანს მღერად», ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას, შევდივართ ამ ომში. და ამ ომში გამარჯვებული წინასწარ არის ცნობილი (საიდუმლოდ გეტყვით, რომ ეს თქვენ არ ხართ).

თუ სამართლიანი რეაგირება არ იქნება, ჩვენ შეურაცხმყოფლად გავაშავებთ თქვენს მოძალადე სისტემას – გავაკეთებთ შარჟებს, სასაცილოდ ავიგდებთ თქვენი სისტემის მიერ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს, რომანების და ლექსების პერსონაჟებად გაქცევთ, ქუჩის სტენსილების მთავარ «გმირებად» გამოვიყვანთ მოძალადე ნაბუშრებს, გავაკეთებთ თქვენთვის ფრიად უსიამოვნო პერფორმანსებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მთელი დღეა ახალგაზრდა არტისტები უკვე გვთხოვენ ამ ნაბიჯებს.

მადლობლები ვართ, ახალი შთაგონება რომ გაგვიხსენით. სანამ ამ საქმეში მონაწილე ერთი მოძალადე «გაიშნიკიც» კი გარეთ იქნება, მანამ არ მოგცემთ მოსვენებას, არ ამოგასუნთქებთ!

მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ შეგიყვანთ ისტორიაში – მართალია, ძალიან კომიკურები და საშვილიშვილოდ დასაცინები გახდებით, მაგრამ, რაც მთავარია, ისტორიაში შეხვალთ, ამას თქვენით ხომ ვერასოდეს მოახერხებდით.

ეს მუქარაა? დიახ, ეს მუქარაა, თქვენ გაქვთ მთელი სისტემა, რომლითაც შეგიძლიათ ადამიანს სცემოთ, მერე ვიდეოები შეუთითხნოთ, მერე ეს ვიდეო ყოვლად სამარცხვინო «შიზოგადოებრივ მაუწყებელს» ეთერში გააშვებინოთ, გყავდეთ ფეისბუკზე 10 ლარად დაქირავებული ანონიმი ტროლების მთელი არმია და მოძალადე სისტემის ხელის ბიჭები, მაგრამ ჩვენ მოძალადეებს არ ვურიგდებით. არ ვურიგდებოდით წარსულში და არ შევურიგდებით მომავალშიც.

ბატონო გახარიავ, თქვენ ინტერვიუში თქვით, რომ ჩვენთან, თანამედროვე მწერლებთან ერთად გინდოდათ რეფორმის გატარება. თქვენ მართლა ეს გგონიათ რეფორმა?

შევარდნაძისდროინდელი რეიდებით რომ დადიხართ, მთვრალ ხალხს რომ აწამებთ და მერე ვიდეოებს უთითხნით – მართლა ეს გგონიათ რეფორმა?!
სადისტ პოლიციელებს რომ ხელს აფარებთ, ეგ გგონიათ რეფორმა?

და ფიქრობთ, რომ ჩვენ მოვალთ თქვენთან და ამ ყველაფერში ხელს შეგიწყობთ?

მგონი, მართლაც ვერ აცნობიერებთ ვითარების სირთულეს.
ჩვენ ვიცით საზოგადოების განწყობა (ეს ჩვენი პროფესიული თვისებაა), ამიტომაც ქართველი მწერლების, პოეტების, მხატვრების, პერფორმერების და ზოგადად, ქართველი ხალხის დიდი ნაწილი გაძლევთ ერთკვირიან ვადას, რომ ბოდიში მოიხადოთ საქვეყნოდ. და ამ ბოდიშს თან უნდა ახლდეს ძალიან მკაფიო მოქმედებები. ჩვენ უნდა ვიგრძნოთ, რომ თქვენ დაინახეთ საკუთარი სისტემის დანაშაულებრივი სახე.

ბატონო გახარიავ, შეთითხნილი ვიდეოს გამოქვეყნებით და ამით საკუთარი სადისტი პოლიციელების სახიდან ფურთხის ჩამოწმენდით თქვენ თავი მიიყენეთ კედელთან. ახლა თქვენი გადასაწყვეტია, შემობრუნდებით მაგ კედლიდან, თვალებში ჩაგვხედავთ და ბოდიშს მოიხდით, თუ დარჩებით მანდვე ეგრე აყუდებული სამუდამოდ.

ბოდიშს ველით! დროის ათვლა დაწყებულია.»

გასაოცარია პირდაპირ – რატომ ჰგავს ასე ძალიან 2017 წელს დაწერილი ეს ტექსტი ათეული წლების წინ გამოქვეყნებულ «დალესის დოქტრინის» ტექსტს?

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს პირდაპირ გადმოიწერეს, თავში და ბოლოში შსს მინისტრის გიორგი გახარიას გვარ-სახელი ჩასვეს და წავიდააა!

რა თქმა უნდა, მიუღებელია, დაუშვებელია, დასაგმობია, თუ პოლიცია მოქალაქეს ცემს, მაგრამ ასევე მიუღებელი, დაუშვებელი და დასაგმობია, როცა ცდილობ, ერთი კონკრეტული შემთხვევა მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციისთვის, მისი იმიჯის შესალახად და სახელის გასატეხად გამოიყენო, ხოლო ორი კვირის დანიშნულ მინისტრს წამმზომი ჩაურთო და თავზე ნაცრის დაყრა მოსთხოვო.

მეტი რა უნდა ექნა შს მინისტრს– თავისი ფეხით ეახლა მწერლებს, ფაქტის ობიექტურად გამოძიებას დაჰპირდა და რეფორმების ჩასატარებლად თანამშრომლობა შესთავაზა.

– რა თანამშრომლობა, რისი თანამშრომლობა?

ჩვენ, მწერლებმა, როგორ უნდა ვითანამშრომლოთ პოლიციასთანო, – ისე გაკვირვებით იკითხა ერთმა მწერალმა, თითქოს მწერალი კი არა, ძველი ბიჭი იყო და პოლიციასთან ერთად პოლიციის რეფორმაზე სჯა-ბაასი «გრეხად» ჩაეთვლებოდა.

ერთხელ დავწერე და კიდევ გავიმეორებ:

მიუხედავად იმისა, რომ 27 წელია, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო ვართ, ხანდახან მგონია, რომ დღემდე ვერ გავითავისეთ და ვერ გავაცნობიერეთ, როგორ უნდა ვიქცეოდეთ და როგორ უნდა ვექცეოდეთ ჩვენს დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს.

თითქოს დღემდე ვერ გავაცნობიერეთ, რომ ქართული პოლიცია – ეს არის დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს პოლიცია, ჩვენი პოლიცია და არა სსრკ-ის მილიცია;
თითქოს დღედე ვერ გავითავისეთ, რომ სუს-ი – ეს არის დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური და არა კგბ ან გრუ.

ჩვენს მოქალაქეთა ერთ ნაწილს ქართული პოლიციის და სუს-ის მიმართ ისეთივე აგრესიული და მტრული დამოკიდებულება აქვს, როგორიც 27 წლის წინათ ჰქონდა მილიციასთან თუ კგბ-სთან, რომლებიც სრულიად ობიქტური მიზეზების გამო ქართველი კაცის ცნობიერებაში მისი თავისუფლების შემზღუდავ სადამსჯელო სტრუქტურებთან იყო ასოცირებული.

ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეების საკუთარ სახელმწიფოსთან გაუცხოებისა და კონფრონტაციის საგანგაშო პროცესს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარედან რაღაც ძალები მიზანმიმართულად უწყობენ ხელს, ამ პროცესის შესაჩერებლად კი ვინ უნდა იბრძოდეს პირველ რიგში, თუ არა მწერალი, თუ ის ქართველი მწერალია და არა უფესვო, უჯიშო, უსამშობლო მჯღაბნელი, რომელსაც კალამი და თავისი სასქესო ორგანო ერთმანეთში არევია და ამ სასქესო ორგანოთი «წერს» ლექსებს, მოთხრობებს, რომანებს, ვიღაც-ვიღაცები კი ამ უმსგავსობას ტაშს უკრავენ, ახალისებენ, აქეზებენ, პრემიებით აჯილდოებენ, რეკლამირებას უწევენ, რაც, საბოლოო ჯამში, ქართული მწერლობის განადგურებისკენ არის მიმართული.

ქართული მწერლობის წინააღმდეგ ბრძოლა არ დაწყებულა დღეს, ის დაიწყო გაცილებით ადრე, გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა ითქვა, რომ ქართული მწერლობა მოკვდა, ნამდვილი მწერლები კი მთაწმინდაზე განისვენებენო, ხოლო ამ ფრაზას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლველად შემართული ქართველები დიდი აღტაცებითა და ოვაციებით შეხვდნენ.

– თუ ქართული მწერლობა მოკვდა, მაშინ საქართველოც მომკვდარა და თქვენ რა გიხარიათ – მკვდარს თავისუფლება და დამოუკიდებლობა რა ჭირად უნდა-მეთქი, – დავწერე მაშინ, 28 თუ 29 წლის წინათ და კინაღამ ჩამქოლეს.

ქართული მწერლობის ნელი და მტანჯველი სიკვდილი მოკვდინების პროცესი დღემდე გრძელდება და, ღმერთმა ნუ ქნას, თუ ის მოკვდება მასთან ერთად მოკვდება საქართველოც, რადგან საქართველოს სული ქართულ მწერლობაში დგას.

***
არის ასეთი მწერალი ლაშა ბუღაძე, რომელმაც სახელი იმით გაითქვა, რომ თავის ერთ მოთხრობაში დაწვრილებით აღწერა თამარ მეფის ქორწინების პირველი ღამე, როცა თამარის ქმარი, გიორგი რუსი, იმის ნაცვლად, რომ დედოფალთან გაეყო სარეცელი, ქათამს მიუდგა.

მწერალი ისე დამაჯერებლად ჰყვებოდა ამ ფანტასმაგორიულ ამბავს, თითქოს თავისი თვალით ენახოს, როგორ ჩინჩლავდა ოკუპანტი რუსი დედოფლის კარზე გაზრდილ ქართულ «ქათამს».

ცხადია, მოთხრობის მრისხანე პათოსი რუსეთისათვის თავსლაფის დასახმელად იყო მიმართული, თუმცა რუსეთს ყურიც არ შეუბერტყავს ბუღაძის ამ «მომაკვდინებელ» დარტყმაზე, სამაგიეროდ, ქართველები გადაირივნენ და იმ დონეზე გადაირივნენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იძულებული გახდა, საქმეში ჩარეულიყო და ახალგაზრდა მწერალი თავის კარზე ეხმო სამასლაათოდ.

ჟამთააღმწერელი დუმს, თუ რაზე ისაუბრეს მხცოვანმა პოლიტიკოსმა და ახალგაზრდა კალმოსანმა, თუმცა, როგორც ამბობენ, ამ ვიზიტის შემდეგ ბუღაძე კიდევ უფრო გაყოყოჩდა და გათამამდა და იქით შეუტია ყალყზე შემდგარ ქართველებს, რომლებიც, როგორც მათ სჩვევიათ, მალევე დაცხრნენ და დაშოშმინდნენ.

სულ მალე ბუღაძეს ტუზი დაეცა – ხელისუფლებაში «ნაცმოძრაობის» სახით, მისიანები მოვიდნენ, თამარის პაპას, დიდ დავით აღმაშენებელს, ქალაქიდან «აახვევინეს» და პირი იქითკენ უქნეს, საიდანაც მოვიდა.

მართალია, ბუღაძე საჯიშედ ამორჩეულ ბუღასავით გალაღდა, წერასაც უმატა და უმატა, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ისეთი ვერაფერი შექმნა, თამარ მეფის ხსოვნის შეურაცხმყოფელი მკრეხელური მოთხრობის მიერ მოტანილი «დიდება» და «სახელი» გადაეწონა და დაეჩრდილა.
ფრიად უნიჭოდ და უგერგილოდ დაწერილი ეს «ნაწარმოები» მისი შემოქმედების «მწვერვალია» და ის მხოლოდ ამ «შედევრით» შევა ქართული მწერლობის ისტორიაში.

ბუღაძეს პოლიტიკურ პროცესებში ლავირება ეხერხება და თანაც ამას ისე მოხერხებულად აკეთებს, რაიმე რომ უთხრა, აქეთ შემოგიტლიკინებს ენას – რა პოლიტიკა? რისი პოლიტიკა? მე მწერალი ვარ და ჩემი ქვეყნის სასიკეთოდ ვირჯები – სიბნელიდან სინათლისკენ მივუძღვები ჩემს ერსო.

ეს იმ ერზეა საუბარი, რომლის წმინდანის საწოლ ოთახში ისე უბოდიშოდ შეაბიჯა, თითქოს საკუთარ «სპალნაში» შესულიყოს.

აშკარად მესიანისტური «გადახრები» აქვს ბუღაძეს – ჰგონია, რომ ქართველი მოსეა და «ლურჯად ნახავერდები» ქართული უდაბნოდან მაინცდამაინდ იმან უნდა გამოგვიყვანოს.

ბუღაძე, რომელიც ვითომდა პროდასავლური ღირებულებების რეკლამირება-პროპაგანდით სპეკულირებს, დღე და ღამე «ნაციონალური მოძრაობის» ჯიბის ტელეკომპანია «რუსთავი-2»-ის სტუდიაში ზის და მომენტს არ უშვებს ხელიდან, რომ პოლიტიკური ინტრიგისთვის ხელსაყრელი ესა თუ ის თემა «ნაციონალური მოძრაობის» პოლიტიკურ ინტერესებს არ მოარგოს.

ბუღაძეს თამამად შეიძლება ვუწოდოთ «ნაციონალური მოძრაობის» შტატგარეშე წევრი, მისი საიდუმლო აგენტი, რომელიც გაცილებით მეტ საქმეს აკეთებს «ნაცმოძრაობისთვის», ვიდრე თუნდაც პარტიის ოფიციალური თავმჯდომარე.

ასე იყო ამჯერადაც, როცა პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებული სამწუხარო შემთხვევა ლაშა ბუღაძის მეცადინეობით და ორგანიზებით არა მხოლოდ გიორგი გახარიას, არამედ, ზოგადად, მთელი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ აქციაში გადაიზარდა, რომელსაც აქტიურად აშუქებდა «რუსთავი-2» და, როგორც იტყვიან, ცეცხლზე ნავთს ასხამდა.

ლაშა ბურაძე საზოგადოებრივ მაუწყებელსაც გადასწვდა და მას სიცრუისა და სიბნელის გამავრცელებელი საბჭოთა რუდიმენტი, სამარცხვინო მაუწყებელი, ნეხვი უწოდა.

რა ჰქვია ამას, როცა «რუსთავი-2»-ის სახით თავად ზიხარ ნეხვში, თანაც სისხლით გაჟიჟინებულ ნეხვში და ნეხვს სხვას რომ უწოდებ?

იმდენი სიცრუე და სიბნელე აქვს გავრცელებული «რუსთავი-2»-ს, რომლის «ამბიონიდანაც» ლაშა ბუღაძე, ეკა კვესიტაძე და მათი ამფსონები საზოგადოებრივ მაუწყებელს ლანძღავდნენ, ცოტა სინდისმაც ხომ უნდა შეგაწუხოს და იმაზეც ხომ უნდა დაფიქრდე, ვისი სამრეკლოდან არისხებ ზარებს?

ან უკიდურესად ფლიდი და ფარისეველი თუ არ ხარ, «ნაცების» დროს ნაპროკურორალი კაცი რომ გაზის თავზე გენდირექტორად და იმის ინსტრუქციებს რომ ასრულებ, ვასიკო მაღლაფერიძეზე როგორ უნდა თქვა აუგი?

ჩემი თაობის ადამიანებს ძალიან კარგად ახსოვთ თეიმურაზ მაღლაფერიძე, შესანიშნავი ფილოლოგი და პედაგოგი, კარგი მწერალი და, რაც მთავარია, თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი, რომელსაც თავის განუყრელ მეგობართან, იური ჯაფარიძესთან ერთად, ფეხით ჰქონდა შემოვლილი მთელი საქართველო.

ჩვენ, მაშინ, ცხადია, პატარა ბიჭები ვიყავით, მაგრამ, ამის მიუხედავად, ბატონი თეიმურაზი და ბატონი იური გვემეგობრებოდნენ, გვეძმაკაცებოდნენ და ამ მამაშვილური სიყვარულის ფონზე, თითქოსდა სასხვათაშორისოდ, ხაზგასმისა და პათეტიკის გარეშე გვასწავლიდნენ მთავარს და უპირველესს – სამშობლოს სიყვარულს.

ის, რის თქმასაც ახლა ვაპირებ, რომ არ ვთქვა, საკუთარ თავთან მართალი არ ვიქნები:

ჩვენ ადამიანები ვართ და შეიძლება ყველას, მათ შორის, ვასიკო მაღლაფერიძესაც, რაღაც შეეშალოს, მაგრამ ერთ რამეში ღრმად ვარ დარწმუნებული – თეიმურაზ მაღლაფერიძის შვილმა, გამორიცხულია, საქართველოს საზიანო საქმეს მოაწეროს ხელი, რადგან ისიც რელიგიასთან გათანაბრებული იმ სწავლებიდან მოდის, რასაც სამშობლოს სიყვარული ჰქვია.

დღეს, როცა სიტყვა სამშობლო ბევრისთვის შინაარსისგან დაცლილ ბგერების გროვად იქცა, ალბათ, ვიღაც-ვიღაცებს სასაცილოდაც არ ჰყოფნით სამშობლოს სიყვარულზე და, ზოგადად, სამშობლოზე ლაპარაკი.

ჩვენ მათთვის დროს ჩამორჩენილი გოები ანუ გოიმები ვართ, რომლებიც დახავსებულ და ჩასაძირად განწირულ ხომალდს, სამშობლოს, ჩავბღაუჭებივართ და მზად ვართ, მასთან ერთად შთავინთქათ მღვრიე და მრისხანე ოკეანის ფსკერზე.

დაე, ვიყოთ ჩვენ სულელი გოები, თქვენ კი, თქვენ, რომლებიც ყ..ამოგდებულები და შიშველ-ტიტვლები დატანტალებთ ქართულ მწერლობაში, თქვენ, რომლებიც ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ გარყვნათ, გააბითუროთ, გაათახსიროთ საკუთარი ერი, რადგან ეს გლობალიზმის საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნადი და გაყიდვადი «პროდუქტია», ჩვეულებრივი მოღალატეები და გამყიდველები ხართ და მეტი არაფერი!

"საერთო გაზეთი"

Rate this item
(0 votes)
Read 274 times