საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 2:58

იმაზე უარესადაა შენი საქმე ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს „ელფო“.“სტუკ-სტუკ“...

18-01-22 10:03:31 | Print

 საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა “მოამბის” ეთერით 2014-წლის 8-ნოემბერს განაცხადა, რომ ირაკლი ალასანიამ ხელი

შეუწყო ნაციონალური მოძრაობის დროს დაფუძნებულ კომპანია „ელფს“, თავდაცვის სამინისტროს მომარაგების ტენდერი მოეგო.

 საქმე ეხებოდა აღნიშნულ პერიოდში ჯარისკაცების მოწამვლის გახშირებულ ფაქტებს. მედიაში 2013-წლიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია  ჯარისკაცების

მოწამვლის  ფაქტების და  შეიარაღებული ძალების კვების უსაფრთხოებაში არსებული პრობლემების შესახებ.  სამხედროების მოწამვლის ერთ-ერთ ვერსიად

უხარისხო საკვები პროდუქტი სახელდებოდა. კერძოდ, საუბარი გახლდათ იმპორტირებული გაყინული ხორცით მოწამვლაზე....

 

ივანიშვილი გაოცებას ვერ მალავდა-  თავდაცვის სამინისტროს მომარაგებაში რატომ დარჩა ნაციონალური მოძრაობის დროს „მოლივლივე“ კომპანია.- 

“მთავრობის სხდომაზე, საჯაროდაც, პირადადაც, ირაკლისთან(ალასანია) ძალიან ბევრი კამათი მქონდა, რა უნდა იქ ნაცების დროინდელ კომპანიას

მომარაგებაში.

დღესაც “ელფი” ქვია თუ რაღაც, საბოლოო ჯამში, „ელფი“, რომელიც ოთხივე ტენდერში მონაწილეობდა და ოთხივე წააგო, რადგან დიდი ფასები ჰქონდა,

პირდაპირი წესით ისევ “ელფი” რჩება მომარაგებაში. რატომ უნდა იყოს ის კომპანია  და რატომ უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობის დროს დაფუძნებული

კომპანია რატომ უნდა ამარაგებდეს? დღესაც არაა გაყვანილი იქიდან, აი, ორი წელიწადი გავიდა”.

 არადა, ორი კი არა ხუთი წელი გავიდა და კოჰაბიტაციის წყალობით სწორედ „ელფს“ჰქონდა ბაღების ( არამარტო)და თან სწორედ მასზე მორგებულ-

შემოტმასნილი ტენდერი მოგებული.  რადგან ბოლო ტენდერი ვეღარ მოიგო მერიას ომი გამოუცხადა, ომი, რომელიც დამარცხებისთვის არის განწირული.

ალასანია და ნაცები რამ გაყო? ჰოდა სწორედ მათთან ჩახუტებულ-ჩახუჭუჭებული მედია საშუალებები „აამუშავეს“ და შავი პიარიც გამოაცხვეს, არიქა

ბაღების კვებას „ელფის“გარეშე ვერავინ შესძლებსო.

შავ პიარს მერიამ შესაბამისი პასუხი გასცა, და სოციალურ ქსელშიც უამრავი ადამიანი წერდა, რომ  ბაღში პატარების კვებით კმაყოფილები იყვნენ.

 

 მაგრამ ნაცების დამფინანსებელმა „ელფმა“ მძიმე არტილერია ჩართო და დამარცხებული ხალხის ტელევიზიამ „ცრუსთავი2“ მა (პ.ს-ში) „ტყუილზე

ამხედრებულიფაქტები“ გვტყორცნა „ფაქტი“პირველი- შპს „ნილი“დაჯარიმებული ყოფილა და ნარმანიას უცნობებია ერთ-ერთი სამინისტროსთვის.

„ცრუსთავმა“იქნებ კითხოს „სად“-ში რა რაოდენობის ჯარიმა აქვს“არტყმული“ „ელფს“და სხვა ჯარიმების შესახებაც მიიღოს ინფორმაცია...

 

მეორე-პრეტენზია უფრო საინტერესო და ბრიყვული გახლავთ, თურმე დანაშაული ყოფილა კონკურენტი კომპანიები პარტნიორები, რომ გახდნენ.

 

 მესამე-პრეტენზია ბანანის და ხორციანი საკვების მიღება პატარებისათვის დღის მეორე ნახევარში „მძიმე დანაშაული“ ყოფილა. (მათი გათვლით საუზმეზე

ჯობია  ხორციანი სადილის მიღება) მეოთხე-„ბრალდება“ორაგულის „მსგავს“ თევზს ეკუთვნის, ყველა ბაღში ორაგულის ფილე ქონდათ მხოლოდ ერთ ბაღში

ყოფილა ორაგულის მსგავსი. რაც, რათქმაუნდა გამორიცხულია. ცნობისთვის ორაგულისებრთა ოჯახის გვარში 7 ან 10 სახეობაა...მეხუთე-„ბრალდება“ყველს

ეკუთვნის, და განსაკუთრებით მოინდომეს მაყურებელი შეცდომაში შეეყვანათ და იმ ყველის ეტიკეტი აჩვენეს რომელიც საერთოდ არ შესულა ბაღებში. 

„ცრუსთავის“ ბოლო პრეტენზია „ელფს“ეხებოდა მერია ორმილიონ ვალს არ აძლევსო და მისი კონკურენტი ორი კომპანია შეხმატკბილებულ ჩაშაქრულები 

პარტნიორობენო.

 სარწმუნო წყაროს ცნობით, მერიიდან „ელფის“ „კრიშა“ გაათავისუფლეს, ამიტომაც ცდილობს ყველა ბინძური პროვოკაცია გამოიყენოს, კონკურენტი

კომპანიების იმიჯი ლაფში ამოსვაროს, მერის, ვიცემერის  და მერიის სამსახურის უფროსების მზარდი წარმატებები, საზოგადოების წინაშე ეჭვქვეშ

დააყენოს,  დააკნინოს და ათასი სისულელე დააბრალოს, მოკლედ, კედელთან დგას და მიჰას დაბრუნებას ელოდება...მანამდე, „ელფის“ საქმიანობას

პროკურატურა იკვლევს. ალბათ, დაინტერესდებიან ვინ და რის საფასურად მფარველობდა „ელფს“, რატომ იცავდა მასყოფილ პრემიერთან, ყოფილი

თავდაცვის მინისტრი ალასანია, ან მაშინ როგორ მოახერხეს ტენდერი მასზე მოერგოთ და ან შემდეგ. 

დამარცხებული ხალხისტელევიზიის დასაცავი, რომ გახდები იმაზე უარესადაა შენი საქმე ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს „ელფო“.“სტუკ-სტუკ“... 

 

Rate this item
(0 votes)
Read 700 times