საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 2:39

კომპანია „მაგთიკომი“ ტარიფებს აძვირებს და მომსახურებას აუარესებს!!!

18-01-16 15:02:39 | Print

-"გაზრდილი ტარიფების ხარჯზე, ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სიძის კომპანია  „მაგთიკომი“ აპირებს, რომ კომპანია არათუ 100,

არამედ 200-300%-იან მოგებაზე წაიყვანოს. „მაგთიკომის“ დაარსება გია ჯოხთაბერიძემ 1996 წელს გადაწყვიტა და მიზანი მალევე

 

მოიყვანა სისრულეში. .საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სიძის, გია ჯოხთაბერიძის კუთვნილმა კომპანია „მაგთიკომმა“

კომერციული საქმიანობა სწორედ 1997 წელს დაიწყო. მაშინ როცა ხალხს არც ელექტრო ენერგია და არც გათბობა ჰქონდათ..

 

ვინ არის გია ჯოხთაბერიძე? -  გია ჯოხთაბერიძის სახელს და სკანდალს უკავშრდება 90-იანი წლების ბოლოს რუსთავის „აზოტის“ შეძენაც -

პრეზიდენტის სიძის კუთვნილმა კომპანიამ 1997 წელს გამართული ტენდერის მეშვეობით, რომლის ერთადერთი მონაწილეც „მაგთი“ იყო,

სახელმწიფოსგან 100 ათას ლარად შეიძინა რუსთავის „აზოტი“ მაშინ, როცა მისი იმდროინდელი აქტივების ღირებულება რამდენიმე მილიონს

აღწევდა.

„ვარდების რევოლუციის“ და საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის მერე, „მაგთიკომის“ დამფუძნებელს ბრალად 700 ათასი ლარის

ოდენობის გადასახებისთვის თავის არიდება წაუყენეს. ედუარდ შევარდნაძის მილიარდერი სიძე თბილისის აეროპორტში იმ დროს დააპატიმრეს, როცა

ამერიკაში პარტნიორთა შეკრებაზე მიფრინავდა. 2004 წლის მარტში სასამართლომ გია ჯოხთაბერიძეს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ედუარდ შევარდნაძის ქალიშვილმა მანანა შევარდნაძემ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და განაცხადა, რომ

შევარდნაძეების ოჯახის მიმართ პოლიტიკური ტერორი დაიწყო. მანანა შევარდნაძე ქვეყნის დატოვებითაც იმუქრებოდა, თუმცა მას შემდეგ რაც გია

ჯოხთაბერიძემ თავისუფლებაზე ყოფნის სანაცვლოდ, სახელმწიფო ბიუჯეტში 15,5 მილიონი დოლარი გადაიხადა, ჯოხთაბერიძეების ოჯახი

საქართველოში დარჩა და ბიზნესსაქმიანობა გააგრძელეს.

 

2010 წელს  რუსულმა RBK-მა პოსტსაბჭოთა სივრცის უმდიდრესი ადამიანების ასეულში შეიყვანა - 99-ე პოზიციაზე მყოფი გია ჯოხთაბერიძის

კაპიტალი, რუსული გამოცემის ინფორმაციით, 1,02 მილიარდი დოლარი იყო.

2011 წლამდე, „მაგთის“ ხელოვნურად გაბერილი ტარიფი შემდგნაირად გამოიყურებოდა 1 წუთი - 32 თეთრი, რაც „ჯეოსელის“ ტარიფზე რამდენიმე

თეთრით მეტი იყო.

2016 წელს, კომპანია „ბილაინი“-სა და „ კავკასუს ონლაინი“-ს გაერთიანებაზე მოპალაპარაკებები მინდინარეობდა თუმცა მალევე, "მცირე და საშუალო

ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის" აღმასრულებელ დირექტორმა განაცხადა, რომ მისთვის „მაგთისთან" გაფორმებული ხელშეკრულება რამდენიმე

მიზეზის გამო უფრო მისაღებია. უჩა სეთური ამბობს, რომ გარდა პოლიტიკური კონტექსტისა, „ბილაინმა" კომუნიკაციების სხდომაზე განაცხადა, რომ

ბოლო 7 წელია საქართველოდან მოგება არ წაუღია, ამიტომ მისი მხრიდან „კავკასუს ონლაინის" შეძენა ქმნიდა გარკვეულ რისკებს ბაზრისთვის -

ეჭვქვეშ დგებოდა, რამდენად შეძლებდა „მობიტელი" ამ ბიზნესის სათანადო დონეზე ორგანიზებას და წარმართვას.შპს „კავკასუს ონლაინსა“ და შპს

„მაგთიკომს“ შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმი მოიცავს შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“

საოპერაციო აქტივების (კორპორაციული და საცალო მომსახურებისთვის საჭირო) შეძენაზე ურთიერთშეთანხმების პირობებს. მემორანდუმით, შპს

„კავკასუს ონლაინთან“ მიღწეულია ექსკლუზიური შეთანხმება, რაც გულისხმობს შპს „კავკასუს ონლაინის“ მხრიდან ნებისმიერ სხვა, მესამე მხარესთან

  მოლაპარაკების შეწყვეტას“.   ყოველივე ამას თან ახლავს ის, რომ  „მაგთიკომი“  საშუალებას არ აძლევს სხვა სატელეკომუნიაკციო კომპანიებს, რომ

მეტი მომხმარებელი შეიძინოს. მაგალითისთვის გეტყვით იმას, რომ  „ბილაინს“ აქვს ძალიან ცუდი დაფარვის ზონა!  

ბევრი უხერხულობა შეუქმნა კომპანია „მაგთიკომმა“ ტარიფების მატების თვალსაზრისით, არამარტო საკუთარ აბონენტებს, არამედ მარეგულირებელ

კომისიას და მთავრობას.

 

„მაგთიკომს“ დღეს ყველა პირობა აქვს შექმნილი, რომ მომხმარებელს მომსახურება არ გაუძვიროს:

 ✔️ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა (EBRD) 100 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო კომპანიას;

 ✔️ 1 იანვრიდან გაუქმებულია მობილურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე დაკისრებული აქციზის გადასახადი;

 ✔️ კომპანია საბითუმო ინტერნეტს განახევრებული ტარიფით იღებს;

 ✔️ მაგთიკომის 11 თვის შემოსავალი 189 მლნ ლარია"....-წერს ბიზნესმენი კონსტანტინე მორგოშია.

Rate this item
(0 votes)
Read 514 times