საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 3:55

ადვოკატი ალექსანდრე ალადაშვილი თემურ ჭყონიას თაღლითობაში ამხელს

18-01-11 14:31:39 | Print

ადვოკატი ალექსანდრე ალადაშვილი ბიზნესმენ თემურ ჭყონიას თაღლითობაში ამხელს და ამის დამადასტურებლად ფინანსთა სამინისტროს

გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის კონკრეტული დადგენილება მოყავს, რომელიც

ჭყონიას თაღლითობის ფაქტს ადასტურებს.


ადვოკატი აცხადებს, რომ ეს არის პირველი დოკუმენტი, სადაც თემურ ჭყონიას დანაშაული დასტურდება, თუმცა ამავე დროს ბიზნესმენის მიმართ

სისხლის სამართლებრივი პროცედურა ვეღარ განხორციელდება, რადგან ხანდაზმულობის ვადა გასულია.


აღსანიშნავია, რომ კონკრეტული დანაშაული, რომელზეც ადვოკატი ალადაშვილი საუბრობს, რამდენიმე წლის წინ მოხდა და მას ფაქტობრივად

განგრძობადი სახე ჰქონდა. დაზარალებულები კი თურქი ბიზნესმენები არიან, რომლებიც დღემდე აქტიურად ცდილობენ საკუთარი თანხის

დაბრუნებას, რომელიც, ადვოკატ ალადაშვილის მტკიცებით, ჭყონიამ ნიზნეს-პარტნიორებისგან თაღლითურად მიითვისა.


დადგენილებას, რომელიც ჭყონიას მხრიდან თაღლითობის ჩადენის ფაქტს ადასტურებს, ხელს პროკურორი გიორგი გაგნიძე აწერს.


ადვოკატი ალექსანდრე ალადაშვილი აცხადებს, რომ ბევრი იყო საუბარი იმის თაობაზე, რომ თემურ ჭყონია არაკეთილსინდისიერი პარტნიორია.

თუმცა ეს არის პირველი ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ჭყონიას თაღლითობის ფაქტი დასტურდება.


ადვოკატი აცხადებს, რომ მართალია, ხანდაზმულობის გამო ჭყონიას პასუხისმგებლობა ვეღარ დაეკისრება, მაგრამ ეს დოკუმენტი საინტერესო იქნება

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისთვის, რათა მათ საქართველოს პოტენციური ინვესტორები გააფრთხილონ იმ რისკების

შესახებ, რასაც შეიძლება ადგილზე ჰქონდეს ადგილი.


ალადაშვილი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საელჩოებს მიმართავს და ურჩევს, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ურჩიონ,

ვიდრე საქართველოში ინვესტიციას განახორციელებენ, კარგად შეისწავლონ კონკრეტულ ბიზნესმენთა საქმიანობა და მათი დამოკიდებულება

სამართალთან.


ადვოკატ ალეკო ალადაშვილს რამდენიმე კითხვით მივმართეთ:


_ ბატონო ალეკო, რა გახდა უცხოელ ინვესტორებთან მიმართებაში მსგავსი განცხადების საფუძველი და რა შუაშია ბიზნესმენი თემურ ჭყონია იმ

მიმართვასთან, რომელსაც დიპლომატიურ მისიებს მიაწვდით? ბიზნესურთიერთობები ხომ სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს...


_ რა თქმა უნდა. ურთიერთობები სამართლებრივ ჭრილში თუ არ მოექცა, უცხოელი ინვესტორები საქართველოში ფულის ჩადებისგან თავს შეიკავებენ.

ამიტომ საკანონმდებლო ორგანო ვალდებულია ისეთი პირობები, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელ ინვესტორთა დაჩაგვრა არ მოხდეს. მათ

ჰქონდეთ იმის გარანტია, რომ თუ საქართველოში ინვესტიციას განახორციელებენ, ხელაღებით ვერავინ შეეხებათ. რაც შეეხება თემურ ჭყონიას,

შევარდნაძის ხელისუფლების დროიდან მოყოლებული, ის ყოველთვის ეხვეოდა გარკვეული სახის სკანდალებში, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ

ცნობილი იყო, როგორც „გადამგდები“ (ამაზე სასამართლოებში დავები იყო), ხელისუფლების მხარდაჭერით ყოველთვის „გამარჯვებული“ გამოდიოდა.

ალბათ გახსოვთ, სისხლის სამართლის საქმეებიც იყო აღძრული და ჭყონიას მიმართ გარკვეული ბრალდებები იყო. მაგრამ ეს საქმეები შეწყდა.

ობიექტურად რომ ვთქვათ, სისხლის სამართლის დანაშაულია ის, რაც საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლებმა ჩაიდინეს.


_ იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რა სამართლებრივი პრეტენზიები არსებობს ჭყონიას მიმართ და რა წერია ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო

ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის დადგენილებაში?


_ ცნობილი ფაქტია, რომ თემურ ჭყონიას ბიზნეს-პარტნიორებთან პრობლემები ჰქონდა. ეს საქმე 1990-იანი წლებიდან დაიწყო. „ექსპორტ-იმპორტს

ბანკი“ ჩამოაყალიბა („ექსიმბანკი“), რომელიც 1995 წელს დარეგისტრირდა. ჭყონიასთან ერთად ძირითადი დამფუძნებლები იყვნენ 65%-ის

მფლობელები: ალი ტურგაიიეტიში - 25%, დოგან ერბენი - 25% და ვერნერ მეტცი - 15%. ბანკის საწესდებო კაპიტალი ჯამში 2 მლნ ლარს შეადგენდა.

ბანკმა ფუნქციონირება დაიწყო. 1999 წლის ბოლოს საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა და დადგინდა, რომ ბანკის საწესდებო კაპიტალი 5

მლნ ლარზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. ამიტომ დღის წესრიგში დადგა ბანკის სხვა ბანკთან გაერთიანების საკითხი. ამ პერიოდში ჭყონიამ, როგორც

სს საქმის შეწყვეტის დადგენილებაში ვკითხულობთ, განიზრახა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა საზოგადოების უცხოელ

პარტნიორთა კუთვნილ აქციებს და ბანკის 65%-ის წილის მფლობელთა ინფორმირების გარეშე აწარმოა მოლაპარაკებები სს „დისკონტ ბანკთან“ და

შეთანხმებასაც მიაღწია. ჩატარდა აქციონერთა საერთო კრება, რომელსაც უცხოელი პარტნიორები არ ესწრებოდნენ და გადაწყდა ბანკების გაერთიანება.

კრების ოქმს ხელი ჭყონიამ მოაწერა და ნოტარიუსმა კაკაურიძემ დაადასტურა. ამ შერწყმის შედეგად ახალი ბანკი „აბრეშუმის გზა“ ჩამოყალიბდა, რა

დროსაც ჭყონიას გადაწყვეტილებით აქციონერებად აღა დაფიქსირდნენ ალი ტურგაიიეტიში, შერეფდოღანერბეკი და ვერნერ მეტცი. გამოძიებით

დადგინდა, რომ ამ გზით ჭყონიამ მოტყუებით მიიღო ქონებრივი უფლება თურქ ინვესტორთა აქციებზე და შესაბამისი პროპორციულობით ასახა ისინი,

როგორც თავის, ისე მასთან დაკავშირებული აქციონერების საკუთრება.


_ რაზე მიანიშნებთ, რომ ჭყონიამ თურქი პარტნიორების ფინანსები მიითვისა?


_ რამდენი წელია ამ საქმეზე ვდაობთ, რომ ეს თანხა - 1.300.000 ლარი, რაც საწესდებო კაპიტალის სახით „ექსიმბანკში“ ჩადეს ჭყონიას პარტნიორებმა,

თურქ ბიზნესმენებს უკან დაბრუნებოდათ. პროკურატურასაც მივმართეთ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო საქმის გამოძიება.

პროცესი ჯერ სასამართლოში მიდიოდა და თემურ ჭყონიას პასუხისმგებლობის საკითხს ვაყენებდით. ჭყონია მათგან ფულის ჩადების ფაქტს

უარყოფდა. 13 სექტემბრის დადგენილებით კი გამოიკვეთა, რომ ჭყონიამ ბიზნეს-პარტნიორთა წილები თაღლითურად მიითვისა. სააკაშვილის

ხელისუფლების პირობებში ამ საქმეზე ძიების შედეგად ვერაფერს მივაღწიეთ. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ისევ ვცადეთ გამოძიების განახლება.

როგორც იქნა გამოძიება დასრულდა და ჭყონია დამნაშავედ ცნეს სს კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ანუ თაღლითობაში.

მაგრამ საქმე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო შეწყდა. გამოძიება რომ დროულად ჩატარებულიყო, ჭყონიას მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა

მოუწევდა. ახლა კი დაუძვრა. მას ისედაც ასე იცნობენ, როგორც ინვესტორთა გადამგდებს. ამიტომ მე და ჩემი თურქი კლიენტები ბოლომდე ვაპირებთ

ბრძოლას და ყველას ვამცნობთ, თემურ ჭყონიასთან საქმიანი ურთიერთობა დიდი რისკია.


_ ამით ხომ ერთგვარად ქვეყნის იმიჯსაც აზიანებთ? ფაქტია, ამ განცხადებების შემდეგ უცხოელები მოერიდებიან საქართველოში ფულის დაბანდებას,

ჩვენს ქვეყანას კი ინვესტიციები სჭირდება.


_ ინვესტიციები ქვეყანას ნამდვილად სჭირდება, მაგრამ უცხოელი ინვესტორი აქ რომ ფულს აბანდებს, დაცული უნდა იყოს. ასეთი თაღლითობის

ფაქტები ქვეყნის იმიჯს აზიანებს. ინვესტორები სასამართლოს უყურებენ და სასამართლოს იმიჯი უნდა იყოს სათანადო დონეზე. ერთიც არის, კანონის

წინაშე ყველა თანასწორია და ვინც არ უნდა იყოს ის, პასუხი უნდა აგოს. ყველანაირად ვეცდებით რომ ხანდაზმულობის ვადა აღვადგინოთ და ჭყონია

მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს.

 

ადვოკატი ალექსანდრე ალადაშვილი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საელჩოებს მიმართავს და ურჩევს, საკუთარი ქვეყნის

მოქალაქეებს ურჩიონ, ვიდრე საქართველოში ინვესტიციას განახორციელებენ, კარგად შეისწავლონ კონკრეტულ ბიზნესმენთა საქმიანობა და მათი

დამოკიდებულება სამართალთან.

 

ჟურნალისტი: შორენა კოწოწაშვილი

 

Rate this item
(0 votes)
Read 426 times