საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 2:14

ღმერთო, რომ ხარ ქე ვიცი, რაფერ ვარ, ქი იცი, აბა, შენ იცი!

17-12-31 15:27:55 | Print

კიდევ ერთი მძიმე წელი გადავამამლანყინწეთ, კიდევ ერთი შიმშილის და სიცივის, სიცხის და ცეცხლის, პლანის და კიდევ პლანის, მკვლელობების და

ქურდობების, ციანიდი ვიპოვეთ და ლარის კურსი დავკარგეთ.


კარგები იყვნენ რომაელები – ხალხს სანახაობასა და პურს რომ აძლევდნენ.


მატკინა ეს მშიერი კუჭი ცარიელმა სანახაობამ, პური დაგავიწყდათ, პური…


ხოდა, როგორც გურულებმა თქვეს, ცხოვრება ისე გაძვირდა ამასობაში, საახალწლოდ ტკბილ მოგონებებს გავშლი…


თან ამ ტკბილ მოგონებებს სარკის წინ გავშლი, იმიტომ რომ, როგორც ისევ გურულებმა მასწავლეს, საჭმელს სარკის წინ რომ დებ და ისე ჭამ, მეტი

ჩანს…


მძიმე წელი გვქონდა განათლების სამინისტროშიც წელს, ძლივს მოვინელეთ მოუნელებელი ჯეჯელავა, ვერ გავაგებინეთ, რომ ამერიკელ და ქართველ

ბავშვს სწავლების ერთნაირი პროცესი არ გამოადგება, აჰა, მაგალითად:


რას ასწავლიან ჩუქჩები ახალფეხადგმულ ბავშვს პირველ რიგში:


– ყვითელი თოვლის ჭამა არ შეიძლება.


ახლა გურიაში იგივე ასაკის ბავშვი ზის ზღვის სანაპიროზე, ჰკითხავენ: – წყალში რატომ არ ჩადიხარო?


– ბიძია ცურვა მე არ ვიცი და ჯერ არც მეფსია და წყალში რა მინდაო…


ეგ რა არის, ქართველი პატარა კი არა, დიდიც განსხვავდება, ბატონო, დიდიც. არ გჯერათ, ახლავე:


ბუში, ბლერი და სააკაშვილი ხვდებიან ერთმანეთს. ბუში ამოიღებს ვერცხლის პორტსიგარს, ზედ აწერია: „ შვილ ბუშს მამა ბუშისგან“. ბლერი

ამოიღებს ოქროს პორტსიგარს წარწერით: „ბლერს დედა დედოფლისგან“. სააკაშვილი ამოიღებს პლატინის პორტსიგარს 5-კარატიანი ბრილიანტით.

წარწერა: „ასლან აბაშიძეს ლუჟკოვისგან“.


ლონდონში კი, ლონდონის ერთ კაფეში, ორი შუახნის ჯენტლმენი სვამს. – ახალი წელი მოდის, კარგია ახალი წელი, – ამბობს ერთი. – სექსი უკეთესი,

– პასუხობს მეორე. პირველი: – ხო, მაგრამ ახალი წელი უფრო ხშირადაა.


ახლა ჩვენი წითელლოყება პრეზიდენტი?!


ჩვენი პრეზიდენტის სექსი ისე მდიდრულია, სიტყვა მდიდრულის გაფიქრებას რომ გადაგაფიქრებინებს ადამიანს, სიტყვა მდიდარის გახსენებაზე ჩემი

პრეზიდენტის აფაკლული ღაწვები რომ მაგონდება „იმის“ დროს… ეგაა ცხოვრება? სიმდიდრეზე ფიქრსაც არ დაგაცდიან…


სამაგიეროდ, ჩვენ საპრეზიდენტო წყობა არ გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ არასოდეს ვიქნებით ნამდვილი მარტოსულები, ნამდვილი მარტოსული ხომ

ისაა, ვისაც ღამის 12 საათზე მხოლოდ პრეზიდენტი ულოცავს ტელევიზორიდან ახალ წელს…


წყობაზე გამახსენდა – ამ ჩვენს პირველ ლედის ისე მოსწონს კაბიანი და მაღალქუსლებზე შემდგარი კაცები, რომ აღარ ვიცი, ამ ჩვენს პრეზიდენტს, ქე

რო ძალით შევრთეთ ცოლი, პრეზიდენტობის მერე რას უზამს და რას ჩააცმევს, მოვუკვდი მაგას ასი წლის მერეც აღარა…


ისე რა დროს ეგ არის, დასავლეთ საქართველოდან დამირეკეს:


– გეიგე, გოჭი ისე გაეფებულა, სულ რაღაც 5 ლარი ღირსო…


_ აუ, ეგ ტყუილი, – ვპასუხობ გაოცებული.


_ ტყუილი კია, მარა ხო მაგარი ეფია, გაფიცებ ყოლისფერსო…


იაფია, აბა, რა… ყველაფერი გაეფებულია, აიფონის და ჯიპების ჩათვლით…


მამის საფლავზე ვერ ჩავსულვარ გურიაში და ეს მღვდელმთავრები რომ ააღირებენ თავს და თუ რამე არ მოეწონებათ საკუთარ საპატრიარქოსა და

სამწყსოში, დაყრიან ცხვრებს ასე ჯიპების ამარად და აეხეტებიან ამერიკაში საჩივრებით, ვისთან მიეხეტებიან ნეტავი, კათოლიკებთან, სოროსელებთან,

იეღოველებთან, პროტესტანტებთან თუ ვისთან?


ესაო, ისაო, ჩვენ ჩვენი საპატრიარქოს გასაჭირზე რომ მოვუყევით, ეგრევე შევუყვარდით ამერიკელებსო…


უეჭველი კათოლიკებთან იყვნენ ეგენი, ან პროტესტანტებთან, ან იეღოველებთან, თორემ ერთ მართლმადიდებელს მეორე მართლმადიდებლის

საპატრიარქოს გასაჭირი არ გაეხარდებოდა, არც მამის ჩამშვები უძღები შვილი შეუყვარდებოდა უძღებობისთვის…


ჩავიდა სოფლად მღვდელი, გადმოვიდა მაგარი მანქანიდან, ხელში უჭირავს ბოლო მოდელის აიფონი – შეხედავს გურული:


– შენ, მამაო, მარტო შენთვის რომ ლოცულობ, ზოგჯერ მეც რომ მომიხსენიო, არ გამოვაო?


გამოვა, რავა არ გამოვა, რაც ლოცვამ სასწაულივით ციანიდი მოიტანა – სასწაულივით იმიტო, რომ არის, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ, უჩინარი ჯიპიც

რავა არ იქნება სადმე ჩადგმული ეზოს ბოლოს, უჩინარი აიფონიც დარეკავს ახალ წელს უცილობლად…


ქუთეისელებმა შემოგვითვალეს, ამოვიდა ყელში ეს საზამთროსავით პარლამენტი, სხვაც მოგვაშველეთ ცოტაო.


– საზამთროსავით, როგორ?


– მწვანეა, თეთრი ზოლიც აქვს, შიგნიდან კიდე წითელია…


– კურკები?


– კურკები კი ჩამოდიენ თბილისიდან, სიმონ…


ქართველ თოვლის ბაბუას გადმოურეკავს კიდევ კალაძესთან, სხვა ქალაქების მერებს ვერ ვუკავშირდები და იქნება შენ გაავრცელო, ახალი წელი მოდის

და ბავშვებმა საჩუქრები იყიდონ, თორემ მეც გავღარიბდიო…


ამინდმაც გვიმტყუნა წელს, იმისთანა გვალვა იყო, იმისთანა…


კახელი, გურული და მეგრელი საუბრობენ:


კახელი: წელს ჩვენთან ისეთი გვალვა იყო, მიწაზე სულ თხრილები გაჩნდა.


გურული: ჩვენთან კიდო, იმფერი გვალვა იყო, ძროხები რძის ფხვნილს იწველებოდნენ…


მეგრელი: ეგ რაა, ჩვენთან იყო გვალვა, თუ იყო, ხეები ძაღლებს მისდევდნენ, მოგვაფსითო…


ხოდა, ამ გვალვამ ჯერ ხომ ტყეები გადაწვა, მერე ფაროსანაც შემოგვასია… მექანიკურად ებრძოლეთო, დაუბარეს ჩემს გურულებს… ვერ დაუმუღამა

გურულმა მექანიკურ ბრძოლას და ეკლესიას მიაშურა:


ღმერთო, რომ ხარ ქე ვიცი,


რაფერ ვარ, ქი იცი.


და აბა შენ იცი!


ერთი რამ მახარებს წელს ძალიან: რაც ქართველმა სპორტსმენებმა ოქრო ჩამოიტანეს, ექვთიმე თაყაიშვილის მერე არავის ჩამოუტანია საქართველოში…


გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! ოთხი რამეა მთავარი ადამიანისთვის: სიყვარული და მეგობრობა, ჯანმრთელობა და სიხარული და ოთხივე

დაგაფერთხოთ უფალმა.

"საერთო გაზეთი"


თამო კეშელავა

Rate this item
(0 votes)
Read 881 times