საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:21

თბილისური პრემიერა სპექტაკლისა „ედიტ პიაფი“

17-12-15 18:18:06 | Print

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი, 19 და 20 დეკემბერს ბათუმის დრამატული თეატრის "ახალი სცენა" და ქუთაისის ლადო

მესხიშვილის სახელობის თეატრის ერთობლივ კო-პროდუქციას მასპინძლობს. თბილისური პრემიერა სპექტაკლისა „ედიტ პიაფი“ 

სპექტაკლის პრემიერა 2017 წლის ოქტომბერში, ქალაქ ბათუმში, შემდეგ კი ქალაქ ქუთაისში შედგა. რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ ორი თეატრის

სინთეზში, საფრანგეთის ლეგენდის, მომღერლისა და მსახიოის, ედიტ პიაფის ბილო წლების ცხოვრება, ნინო სადღობელაშვილის პიესის მიხედვით

დადგა.

 

მოკლე ანოტაცია:


ნინო სადღობელაშვილის პიესა ედიტ პიაფის უკანასკნელ დღეებზეა. ლეგენდარული ფრანგი მომღერლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა თანაბარ

წილად ირეკლავს ლანდებსა და რეალურ ადამიანებს. პიესა მის ბიოგრაფიაზე, ბედზე, ცხოვრებაზე გვიამბობენ.


„ედიტ პიაფის“ ცხოვრებაზე ფილმი უნდა გადაიღონ, პროდიუსერები დიდ ფულს დებენ და ედიტს, საკუთარი თავის განსახიერებას სთხოვენ.

პიაფის ქმარი, თეო (თეოფანოს ლამბუკას), ცდილობს დაიყოლიოს ედიტი, რადგან ვალებში მყოფს, ეს ერთადერთ ხსნად ესახება. მძიმე სულიერ

მდგომარეობაში მყოფ მომღერალს უკრძალავენ სიმღერას, სხვა პროექტებში მონაწილეობას, მაგრამ ედიტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, სწორედ

სიმღერაა. სიმღერა, რომელიც მისთვის ყველაზე დიდი სიყვარულია.


პრესა: რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ უთუოდ სწორი არჩევანი გააკეთა, როცა ბათუმის "ახალ სცენაზე" გადაწყვიტა ამ პიესის დადგმა. ედიტ პიაფი

ხომ იმ რანგის შემოქმედია, ვისი ცხოვრებაც ყველა დროში, ნებისმირ ქვეყანაში იქნება საინტერესო მაყურებლისთვის.

 

ედიტ პიაფი

დრამა ერთ მოქმედებად

პიესის ავტორი ნინო სადღობელაშვილი

რეჟისორი – გიორგი სიხარულიძე


მხატვარი – თეო კუხიანიძე


მუსიკალური გაფორმება – ნინო სიხარულიძე


რეჟისორის თანაშემწე – ზვიად მურვანიძე

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი :


ედიტ პიაფი – მაია ცეცხლაძე


ედიტის მამა – აბელ სოსელია (ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი)


თეო – ტიტე კომახიძე


ექიმი რობერი – კახა კობალაძე


დანიელა – ქეთი ეგუტიძე
მარსელ დიუპონომი – ზაალ გოგუაძე


კლოდ დებუა – დათო ჯაყელი
რენე ამბერი – მამუკა მანჯგალაძე

 

დ. აღმაშენებლის გამზ. #164


ტელ: 579 706818; 551 176818 ; 2342899


საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი:


მაკა პეტრენკო

Rate this item
(0 votes)
Read 347 times