საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 3:59

სერგო ვარდოსანიძის ახალი წიგნი "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე 1917-2017 წ.წ."

17-12-08 11:28:56 | Print

2017 წლის 6 დეკემბერს საქართველოს საპატრიაქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა დავით

აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის პროფესორ სერგო ვარდოსანიძის წიგნის "საქართველოს

მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე 1917-2017 წ.წ." წარდგინება,წიგნი ეძღვნება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის

ავტოკეფალიის აღდგენის 100,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,ბიჭვინთისა და ცხუმ-

აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის დაბადების 85 და აღსაყდრების 40 წლისთავს.

 

ღონისძიება გახსნა ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანის მოადგილემ, ისტორიის დოქტორმა,

პროფესორმა ლევან ჯიქიამ. მან თავის სიტყვაში ისაუბრა პროფესორ სერგო ვარდოსანიძის რექტორობისას უნივერსიტეტის მიღწევებზე და მას კიდევ

ერთხელ მიულოცა ახალი ენციკლოპედური ხასიათის წიგნის გამოცემა და შეაფასა მისი მნიშვნელობა.

 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, ქართული უნივერსიტეტის

ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. მან ყურადღება გაამახვილა წიგნის ღირსებებზე,მიმოიხილა წიგნში

წამოჭრილი აქტუალური საკითხები, ისაუბრა უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის 40 წლიანი მამამთავრობის ხანაზე და გაიხსენა მისი

მოღვაწეობის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი,ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) წიგნის

გამოცემა შეაფასა, როგორც საქართველოს კულტურისა და ეკლესიისათვის დიდი მოვლენა. მან აღნიშნა, რომ ამ წიგნის სახელწოდებაა მატიანე და მისი

ავტორი ნამდვილად იმსახურებს ახალი დროის მემატიანის წოდებას.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ვახტანგ გურულმა წიგნის წარდგენის დროულობაზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ

წიგნის გამოცემის შემდეგ აუცილებელია საზოგადოებას მიეცეს დრო, რომ იგი შეაფასოს, მიიღოს და განიხილოს, შემდეგ კი მოხდეს მისი წარდგენა.

ასევე აღნიშნა, რომ მკვლევარის ვალდებულებაა კონკრეტულ პირთა, ამ შემთხვევაში კათოლიკოს-პატრიარქთა ბიოგრაფიის წარმოჩენის კვალდაკვალ

გადმოსცე საქართველოს ისტორიაც. ეს ყოველივე კი ამ წიგნმა და მისმა ავტორმა შეძლო. სიტყვის დასასრულს კი აღნიშნა, რომ ახალი თაობები

მოვლენ, მსგავს თემებზე კიდევ იმუშავებენ, მაგრამ ამ წიგნის მნიშვნელობას კიდევ მრავალი ათეული წელი ვერ გადაწონიან.

ქართული უნივერსიტეტის მოწვეულმა პროფესორმა ნესტან კირთაძემ აღნიშნა, რომ 2017 წლის უმნიშვნელოვანესი თარიღები ამ წიგნის მეშვეობით

პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ ღირსეულად აღნიშნა და ამავე დროს საქართველოს ეკლესიის წინაშე არსებული უმძიმესი

ქარტეხილების,პირობებში შეძლო უნივერსიტეტი განერიდებინა ამ პროცესებისაგან,ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მანანა

ტაბიძემ აღნიშნა, რომ წიგნს აქვს დიდი მომავალი და მისია ქართველი ერის წინაშე.ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის

ხელმძღვანელის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის შეფასებით ასეთ რთულ პერიოდში ამ წიგნის გამოცემა იყო

უდიდესი მოვლენა და სასიხარულო ფაქტი. მან აგრეთვე პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს დაბადებიდან 62 წელი მიულოცა და შემდგომი წარმატებები

უსურვა.

პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს ახალი წიგნის გამოცემა მიულოცეს ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტებმა: ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ და

ირაკლი ლორთქიფანიძემ.

წიგნის ავტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ მადლობა მოახსენა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის, წიგნის და ქართული

უნივერსიტეტის პატივისცემისათვის. მანვე გაიხსენა საკუთარი სტუდენტობის პერიოდიც,უწმიდეს და უნეტარეს ილია მეორესთან პირველი შეხვედრა

1978 წელს, როდესაც პატრიარქმა მისი სამომავლო პროფესია შეიტყო, ეკლესიის ისტორიაზე მუშაობა ურჩია. მიუხედავად იმისა, რომ მისი პირველი

სამეცნიერო ხარისხი საქართველოს ისტორიაში თერგდალეული გიორგი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შეფასებაში მიიღო, მისი შემდგომი

სამეცნიერო მუშაობა მთლიანად საქართველოს ეკლესიის ისტორიას მიეძღვნა. მისი სადოქტორო დისერტაცია იყო საქართველოს მართლმადიდებელ

ეკლესია 1917-1952 წლებში.

როგორც ავტორმა განაცხადა: ეს წიგნი შექმნილია საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში,საპატრიარქოს არქივში,ხელნაწერთა ეროვნულ

ცენტრში,გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურია მუზეუმში დაცული უნიკალური საარქივო მასალების ანალიზის საფუძველზე "ამ წიგნით

გამოვხატე ჩემი უდიდესი მოკრძალება და პატივისცემა დედა - ეკლესიის,უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის

ილია მეორის მიმართ, წიგნის საფუძვლიანად გაეცნო მისი უწმიდესობა და მოიწონა იგი" ბრძანა სერგო ვარდოსანიძემ

სიტყვის დასასრულს, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ ისაუბრა სამომავლო გეგმებზეც: მას მომზადებული აქვს საქართველოს ეკლესიის ისტორიის

მოკლე ვარიანტი ინგლისურენოვანი მკითხველისათვის,აპირებს შეადგინოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიები და

მღვდელმთავრები 1917-2017 წლები ვრცელი ვარიანტი და ამით დაემშვიდობება ეკლესიის ისტორიის ამ პერიოდს.

 

,,...მატიანე განამხნობს და ერთგულ ჰყოფს ქვეყნისად, მატიანე აცნობს ნათესავთ შთამომავლობასა და დასდებს თავსა სარწმუნოებისათვის და

მოყვარულ ჰყოფს მოყვასისა მიმართ“.ბრძანებს დიდი ვახუშტი ბაგრატიონი წარმოდგენილი წიგნიც ამის დასტურია.

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 300 times