საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 1:26

,,უნიკა ჯგუფმა“ მე-200 სკოლის აღსაზრდელებისათვის საქველმოქმედო ღონისძიება გამართა

17-11-24 12:31:15 | Print

გლდანის რაიონში მდებარე მე-200 საჯარო სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებისათვის აიპ ,,უნიკა ჯგუფმა“ –(პრეზიდენტი, ბესიკ ქარცივაძე), საქველმოქმედო ღონისძიება სლოგანით - ,,თანადგომა

სიკეთის მქმნელად“ გამართა. პატარებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა წმ. გიორგის სახ. მოძღვარმა, მამა სერაპიონმა. ,,უნიკა ჯგუფის“ წარმომადგენლებმა პატარებს საჩუქრები დაურიგეს

დამათთან ერთად სკოლის ეზოში ნაძვის ხეები დარგეს. აღსაზრდელებმა ფერად ლენტებს თავიანთი სახელი, გვარი და სურვილები დააწერეს და მათ მიერ დარგულ ,,ნატვრის ხეს“ შეაბეს.აქვე,

გლდანის პარკის ანიმატორებმა შოუ პროგრამა წარმოადგინეს. ღონისძიებას ესწრებოდა უნგრეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ვიქტორია ჰორვატი, რომელმაცშშმ პირების

მიერშექმნილი ნამუშევრები დაათვალიერა და პატარებთან ერთად, უნგრეთისა და საქართველოს მეგობრობის ნიშნად ხე დარგო.


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით შექმნილი ,,უნიკა ჯგუფი“ –(დირექტორი ქეთევან მანჯაფარაშვილი, დამფუძნებლები: ეკატერინე მაისურაძე,

ბესიკ ქარცივაძე, ირინა მჭედლიძე, მარინე კორძაძე), მჭიდროდ თანამშრომლობს მე-200 სკოლის დირექტორთან მარინა უჯმაჯურიძესთან და სხვა მსგავსი დაწესებულების ხელმძღვანელებთან.


,,ჩვენი უპირველესი მიზანია, მოხდეს შშმ პირების თვითრეალიზება და უმტკივნეულო ინტეგრაცია საზოგადოებაში, გავულამაზოთ მათ ყოველი დღე. გარდა ფიზიკური, სოციალური და

ეკონომიკური, ჯანდაცვისა და განათლებისა, ასევე მნიშვნელოვანია მათთვის ინფორმირებულობისა და კომუნიკაციის ხელმისაწვდომობა, მათი შემოქმედებითი ნიჭის გამოვლინება“ - აღნიშნა

,,უნიკა ჯგუფის“ პრეზიდენტმა ბესიკ ქარცივაძემ.

Rate this item
(0 votes)
Read 64 times