საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:23

ვინ გადაარჩენს, ვინ იქნება საქართველოს მფარველი: აშშ, ნატოს წვრი თურქეთი თუ რუსეთი?

17-11-01 13:53:35 | Print

ეროვნული ინტერესების წინა პლანზე დაყენების საუკეთესო მაგალითი  დღევანდელი რუსულ-თურქული ურთიერთობები  და მათი ლიდერების პატრიოტიზმია.

 თუ ვინმეს სჯერა, რომ ამ ერებს შორის ისტორიული მეხსიერება წაიშლა და თავის როლს არ თამაშობს, ცდება.

 თურქეთისთვის რუსეთი დღემდე ოკუპანტია, თუმც  მათ ეს არ უშლით ხელს განავითარონ , გააღრმავონ  პოლიტიკურ- ეკონომიკური ურთიერთობები, ითანამშრომლონ ბიზნესის სფეროში, ააშენონ ბირთვული ელექტროსადგურები, გაიყვანონ გაზსადენები, მიუხედავად ნატოს ზეწოლის შეიძინონ რუსული(საბჭოთა) წარმოების ანტისარაკეტო კომბლექსი „ბუკ 400“ და ა.შ.

 ალბათ, ბევრმა არ იცის რომ ამ ერებს შორის საუკუნეობრივი  საშინელი ომია, რომელსაც ასეულ-ათასობით თურქი და რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.

 არ მჯერა, რომ დღეს ამ ხელისუფლებაში ვინმე გონს მოვა, ესენი წარმავლები არიან, ამას თქვენთვის ვწერ  ჩემო კეთილო ადამიანებო, ვისაც სჯერა, რომ ყველაზე მაღლა ხელისუფლება არა ვინმეს მიერ მოხვეულ მოსაზრებას, დავალებას, ბრძანებას, არამედ სახელმწიფო ინტერესებს უნდა აყენებდეს და ეს ინტერესი დღეს რუსეთთან ისეთივე „კეთილმეზობლური“, დიახ, შეიძლება ბრჭყალებშიც ჩაისვას დამოკიდებულებაა, როგოროც ვთქვად  აქვს თურქეთს.

 ეს ქიშპი მე-15 საუკუნიდან იწყება,როდესაც 1475 წელს რუსეთმა ყირიმი დაიპყო. კონფლიქტის მიზეზი მაშინ  თურქების მიერ რუსი ვაჭრების შევიწროება გახლდათ .

 თურქეთის სულთანი ყოველგვარ დახმარებას უწევდა ყირიმის ხანს და 1541 წელს ხანმა საჰიმ პირველმა თურქებთან ერთად გაილაშრქა კიდეც  მოსკოვზე. მაგარამ, 1554 წელს მოსკოვმა ჯერ ყირიმის მოკავშირე  ასტრახანის სახანო, 1556 წელს ყირიმის ხანიც დაამარცხდა.

- 1569 წელს თურქეთის სულთანმა სულეიმან I-მა მოინდომა ასტრახანზე გალაშრება, აქაც 50.000 -იანი იანჩრების არმია 15.000-მა რუსმა შეიწირა.

 -1672-1681 წლის ომში თურქეთმა რუსეთ-პოლონეთის დაპირისპირებით ისარგებლა და დასავლეთ უკრაინა ოსმალეთის იმპერიის ვასალი გახადა.  თურქეთ-რუსეთს 1681 წელს ბახჩისარაის ხელშეკრულებით მოუწიათ  დაზავება.

-1686-1700 წლების  რუსლ- თურქული „ომი აზოვის“ ომის სახელითაა ცნობილი.

-1695 წელს 40.000 -მა რუსულმა არმიამ  აზოვის ციხე-სიმაგრე აიღო, თუმც 1700 წელს ევროპელების მიერ  ხელმოწერილი კონსტანტინეპლის სამშვიდობო მოლაპარაკების შემდგომ რუსებს მოუხდათ  ციხე-სიმაგრის დათმობა.

-1710-1713 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის საბაბი  ამჯერად,თურქების მიერ შვედეთის მეფის კარლ XII-ის შეფარება გახდა.

-1711 ახალგაზრდა პეტრე I -მა თურქულ 120 .000 -იან და ყირიმის ხანის 70.000-იან არმისთან შებმას 38.000 რუსი ჯარისკაცით სამშვიდობო მოლაპარაკება და „ პრუტის“  სახელით ცნობილი შეთანხმება ამჯობინა ( ძალთა განლაგება საკმაოდ არასახარბიელი იყო -440 ქვემეხი -114-ის წინააღმდეგ),

-1735-1739 წლების ომში პოლონეთის მემკვიდრეობის გაყოფაზე რუსეთს თურქეთის წინააღმდეგ ამჯერად ავსტრიის იმპერია ეხმარებოდა. 1739 წლის ბელგრადის მოლაპარაკებით რუსეთმა  აზოვი შეიერთა, შავ ზღვაზე ფლოტის ყოლის უფლების  გარეშე.

-1768-1774  წლების თურქეთ-რუსეთის  ომის დროს ვასილი დოლგორუკოვმა ყირიმის სახანო დაიპრყო და რუსეთის პროტექტორატის ქვეშ მოაქცია. ყირიმმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმც თურქეთი საფრანგეთის წაქეზებით 1774 წლამდე , ქუჩუკ-კაინჯარის ხელშეკრულებამდე  არ ცნობდა სახანოს დამოუკიდებლობას. რუსეთმა ასევე  შეირთა დიდი და მცირე ყაბარდა, აზოვი, ქერჩი.

 რუსეთის წარმატებებით  შთაგონებულ, დაქუცმაცებული საქართველოს,უფრო სწორედ  კახეთის მეფეს ერეკლეს იმედი მიეცა და 1783 წელს გაფორმადა კიდეც გეორგიევსკის, მფარველობის  ტრაქტატი. მაგრამ, ნახა რა რუსეთმა ერეკლეს ერთი  შთამომავლის სპარსეთის, მეორის -ოსმალეთის კარზე კაკუნი, ტაქტიკა მალევე  შეცვალა.

ძალიან კარაგდ ესმოდა ერეკლეს რუსული იმპერიალისტური ზრახვები, მაგარმ ერის მოკვდინებას, განადგურებას  ეს გზა ამჯობინა.

ამ დროიდან როდესაც ვამბობთ რუსეთის იმპერიის წარმატებებს, ვგულისხმობთ ქართველების წამატებებსაც.

 -1787- 1791 წლების რუსულ-თურქულ ომში  ოსმანეთის იმპერიამ დაიწყო.  თუმც,შეცდნენ, მათ არ იცოდნენ უკვე არსებული  რუსულ- ავსტრიული სამხედრო კავშირის შესახებ. დამარცხებულმა სულთანმა აბდულ-ჰამიდ I ტვინში სისხლის ჩაქცევის ჩავრდა და ოთხ თვეში გარდაიცვლა. მემკიდრე სელიმ III-მა  ხელი მოაწერა შეთანმხებას რუსეთისთვის დნეპრამდე ტერიტორიების  დათმობის.  

- 1806-1812 წლების  თურქულ- რუსული ომი საფრანგეთის მიზნებმა დააჩქარა. რუსეთი ფრანგულ საფრთხემდე შეეცადა გაემაგრებინა სამხრეთ საზღვრები. კუტუზოვმა თურქებს ამჯერად ბესარაბია დაათმობინა.

-1828-1829 წლის ომი იმპერიებს  შორის  ნიკოლოზ -I მა დაიწყო. ადრიანოპოლის შეთანმხებით რუსეთმა შეიერთა ანაპა, სუჯუკ-კალე, სოხუმი, სერბეთი გახადა დამოუკიდებელი, კონტრიბუციის გადახდამდე მიიერთა -მოლდავეთი.

-1853-1856 წლების ომში ყირიმის და შავ ზღვაზე ბატონობისათვის ერთმანეთს საფრანგეთის იმპერია,  ბრიტანეთის სამეფო, აწ უკვე გამქარლი სარდინიის სამეფო (იტალია), თურქეთი და რუსეთი ეცილებოდნენ.  რუსებმა აიღეს ყარსი, თუმც დიპლომატიურმა იზოლაციამ (!) დაათმობინა, ომის შედეგად შავი ზღვა გამოცხადდა  ნეიტრალურად.

-1877-1878 წლების ომის ძირითადი  მიზეზი ოსმანთა იმპერიაში  ქრისტიანების უფლებრივი მდგოარეობა გახდა. რუსეთმა ხელთ იგო ბალკანები, ბერლინის ტრაქტატით დაიბრუნა  -ბათუმი, ყარსი, არდაღანი, აღადგინა  ბულგარეთის დამოუკიდებლობა, დაპყრობილი ტერიტორიები მიუერთა -სებეთს, რუმინეთს, ჩერნოგირიას.

- მოწინააღმდეგე მხარეები აღმოჩნდნენ  თურქეთი და რუსეთი პირველ მსოფლიო ომშიც. რუსეთი შედიოდა ანტანტაში, თურქეთი „ოთხთა კავშირში“ - ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია , საფრანგეთთან ერთად.

1914-1918  წლების კავკასიის ომი ენვერ ფაშამ 90.000 ადამიანი დაკარგა, 20.000 ადამიანი დაიღუპა რუსულ (ქართულ) მხარეს.

 რუსეთმა  აიღო ტრაპიზონი, რიზე, ბითლისი. ამის შემდგომ თურქულ- რუსულმა დაპირისპირებამ სპარსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა, თუმც თურქებს მალევე მოუხდათ სპარსეთის დატოვება.

  ბევრ კითხვის აჩენს რატომ არ დაასრულა  მეორე მსოფლიო ომის გმირმა სტალინმა რუსი მმართველების მიერ საუკუნეების განამვლობაში დაწყებული  ბრძოლა, ბევრ  ქართველს 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის  საზღვრები, ალბათ  ჟორდანის მთავრობის დამსახურება ჰგონიათ, თუმც , რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების სტრატეგია „უკრაინული“ ყირიმის მიერთების თურქეთის ფარულ  თუ ღია გაღიზინებას ვერასოდეს  დამალავს.

 1918 წლის ბოლშევიკურმა რევოლუციამ შეიწირა ყარსის და ბათუმის ოლქი. დღეს თურქები არ მალავენ იმედებს  1921 წლის შეთანხმების ამოქმედებისას ბათუმის „ისტორიულ სამშობლოსთან“ მისაერთებლად და ვინ იქნება ჩვენი მფარველი ამერიკა ან იქნებ, ინგლისი, რომელმაც იმავე 1921 წელს კუდამოძუებულმა დატოვა საქართველო?

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 1678 times