საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:23

კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა

17-10-30 17:31:38 | Print

კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა თბილისის კონსერვატორიის მცირე საკონცერტო დარბაზში დღეს, რეგიონების კულტურულ-

საგანმანათლებლო და ბიზნესგანვითარების ასოციაციის და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მხარდაჭერით, საქველმოქმედო კონცერტი

„გულიგულისათვის" ჩატარდა.

ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი იყო მხატვარი თამარ ლამპარიძე. კონცერტში ბელა ბერკემერ-მახარაძე და უვე ბერკემერი

მონაწილეობდნენ.

კონცერტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების, მიშიკო სხვიტარიძისა და გიგილო გურიელის დასახმარებლად გაიმართა. ერთ-ერთი

მოზარდი საავადმყოფოში იმყოფება და კონცერტზე მისვლა ვერ შეძლო. კონცერტის ბოლოს ბელა ბერკემერმა შშმ პირთან, მიშიკო სხვიტარიძესთან

ერთად სიმღერა შეასრულა.

შეკრებილ საზოგადოებას თბილისის საკრებულოს დეპუტატი ბესიკ ქარცივაძე მიესალმა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

 

რეგიონების კულტურულ-საგანმანათლებლო და ბიზნეს-განვითარების ასოციაციას და ბელა და უვე ბერკემერებს საქველმოქმედო კონცერტების

ჩატარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქვთ დაგეგმილი.

Rate this item
(0 votes)
Read 127 times