საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:21

ქეთევან ზარნაძე: სიმართლე აცრების შესახებ

17-10-23 18:03:05 | Print

ევროპაში არის ქვეყნები, რომლებშიც აცრები რეკომენდირებულია, მაგრამ არა სავალდებულო და ეს ასეა ევროპის „წარმატებულ“ეფექტურ ქვეყნებში (გერმანია, ისლანდია, ნორვეგია, ავსტრია, შვედეთი, ფინეთი, ჰოლანდია, მონაკო, ლუქსემბურგი, ესპანეთი, ირლანდია, ჩრდილოეთ ევროპის სკანდინავიური ქვეყნები ასევე ევრზონის ზოგიერთ სამხრეთ ქვეყანა) მაშინ, როდესაც უფრო ნაკლებად წარმატებულ ქვეყნებში (საბერძნეთი, საფრანგეთი, მალტა, ბელგია და იტალია) სავალდებულო აცრების რაოდენობა საშუალოდ ერთიდან ოთხამდეა, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სლავური ფუძის ქვეყნებში (სლოვენია, ჩეხეთი, რუმინეთი, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, ლატვია) სავალდებულო აცრების რაოდენობა ძალიან მაღალია.

დამაფიქრებელია ის ფაქტიც, რომ არცთუ დიდი ხნის წინ აშშ-ში ვაქცინის შექმნის, გამოკვლევის და გამოცემის პროცესი გადასცეს ბიოლოგიური იარაღის კვლევისა და ბიოტერორიზმზე კონტროლის განყოფილებას, რომელსაც ეწოდება BARDA (გაღრმავებული ბიოსამედიცინო კვლევისა და განვითარების განყოფილება) რომელიც პირდაპირ პენტაგონს ექვემდებარება. (სამხედრო სტრუქტურას).

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გერმანიაში სადაც ვაქცინაცია სავალდებულო არ არის ბავშვების სიკვდილიანობა 6% დაბალია, ვიდრე იტალიაში და 10% დაბალი ვიდრე ჩეხეთში, ამასთან ისეთი დაავადებების უეცარი ანთებები, როგორიცაა დ ი ფ ტ ე რ ი ა გერმანიაში გასულ წელს სულ სამი შემთხვევა დაფისირდა, იტალიაში ცხრა.

ექიმებს, რომლებიც ევროპაში ეჭვქვეშ აყენებენ ვაქცინაციის ეფექტურობას რიცხავენ მედიკოსების კოლეგიიდან, უკრძალავენ სამედიცინო საქმიანობას და ყველანაირად ნადირობენ მათზე მასმედიის საშუალებით, სადაც წარმოაჩენენ მათ ანტიმეცნიერული თეორიების მიმდევარ იდიოტებად რომელთაც არავიძთარი მტკიცებულება არ გააჩნიათ.

ვაქცინებს ხშირად უკავშირებენ აუტიზმის შემთხვევებს.

2004-წელს აშშ-ს მედიცინის ინსტიტუტში წარდგენილ მოხსენებაში აუტიზმთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ შემდგომი კვლევები ვაქცინაციასთან დაკავშირებით უკუშედეგის გამომწვევი გახდება.

აუტიზმის რისკი ზოგიერთ ახალშობილში კითხვის ქვეშ აყენებს მსოფლიო ვაქცინაციის მთელ სტრატეგიას, რომელიც იმუნიზაციის ძირითადი პროგრამაა და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს აცრებზე უარის თქმა.

ამასთან დაკავშირებით შეწყვიტეს გამოკვლევები, რომლებიც ადგენდნენ ვაქცინაციის კავშირს აუტიზმთან.

1991 წლის 21 მაისს იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა უარი უთხრა „გლაკსოსმიტკლაიჰნ“-ს რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ინგლისურ ფარმაცეტიულ კომპანიას წარმოადგენს (მისი შტაბბინა ლონდონთან ახლოს ბრენტფორდში მდებარეობს.) სამასი ათასი ევროს ღირებულების „ბ“-ჰეპატიტის ვაქცინის შესყიდვაზე, რისთვისაც გაასამართლეს და მოგვიანებით ციხეშიც ჩასვეს მისი საქმის მოსმენისას მან განაცხადა-

“ თქვენ ნამდვილად გსურთ მოგახსენოთ ვინ მართავს სინამდვილეში ჯანდაცვის სისტემას და ვინ ატრიალებს აქ ყველა მექანიზმს? ჯანდაცვის მინისტრი და საერთოდ ჯანდაცვა მხოლოდ ფარმაცევტული კომპანიების შემსრულებლისა და რუპორების როლს თამაშობენ!“

შემდეგ როგორ წარიმართა ჯანდაცვის მინისტრის ბედი უცნობია, მაგრამ მიმდინარე წლის 10-ივლისიდან მასობრივი საპროტესტო აქციების მიუხედავად, სწორედ იტალია გახდა მეორე ქვეყანა აშშ -ს შემდეგ, რომელშიც ძირითადი დაავადებების აცრები (სია შედგენილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ) სავალდებულო გახდა.

იტალიაში ვაქცინაცია ადრეც სავალდებულო იყო, თუმცა, ადრე ვაქცინაციის თავის არიდება ისჯებოდა ერთჯერადი ჯარიმით 70-ევრომდე.

აღმზრდელობით, საგანმანათებლო და სასწავლო დაწესებულებებში (ზოგიერთ სახელმწიფო დაწესებულების გარდა) ბავშვებისგან და მშობლებისგან არაფერს ითხოვდნენ, ხოლო თუ ითხოვდნენ, სავალდებულო აცრების რაოდენობა არ იყო სასწავლო დაწესებულებაში მიღების აუცილებელი პირობა.

ამჯერად, კონტროლი აცრებზე სწორედ სასწავლო დაწესებულებებზე გადაიტანეს.

სწორედ ისინი იქნებიან ვალდებულნი არ მიიღონ ბავშვი, რომელსაც სავალდებულო აცრა ჩატარებული არ აქვს ან ათი დღის განმავლობასი უნდა შეატყობინოს “ASL”-ს (სამსახური, რომელიც დასაქმებულია ვაქცინაციით იტალიაში და რომელსაც საავადმყოფოებთან არავითარი კავშირი არა აქვს.

ეს არის ცალკე სტრუქტურა, რომელიც ექვემდებარება პირდაპირ ჯანდაცვის სამინისტროს)ხოლო “ASL”თავის მხრივ დაუკავშირდება მშობლებს და შეეცდება მათ დარწმუნებას, ხოლო თუ მშობლები გაჯიუტდებიან საქმე გადაეცემა არასრულწლოვანთა სასამართლოს.

მშობლებს ბავშვების აუცრელობისთვის დაეკისრებათ ჯარიმა 500-დან 7500 ევრომდე ყოველწლიურად, მშობლის უფლებების შესაძლო ჩამორთმევამდე. (დამოკიდებულია მოსამართლეზე) მაგალითად, საბავშვო ბაღის შემოწმების შედეგად თუ აღმოჩნდა, რომ ამ დაწესებულებაში მიბარებული ბავშვი აცრილი არ არის და აღნიშნულის შესახებ არ შეატყობინეს შესაბამის სამსახურს დაჯარიმდება საბავშვო ბაღი.

სანამ აცრების შესახებ კანონს მიიღებდნენ , საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად მთელი ზამთრის განმავლობაში ახალ ამბებში, აჩვენებდნენ თუ როგორ კვდებოდნენ აუცრელი ზრდასრულები.

აქცენტი კეთდებოდა სწორედ იმაზე ,რომ აუცრელები იყვნენ და ამიტომაც მოკვდნენ...

მოკლედ, იტალიაში სავალდებულო აცრების რაოდენობა ოთხიდან თორმეტამდე გაიზარდა.

ხშირად ეს აცრები მიდის ფლაკონებში 3-4-6-8 ერთში.(დამატებით იტვირთება გაციების, ჰერპესის, გრიპის, და სხვა არასაჭირო აცრების დანამატებით) ზედმეტი ვირუსებისგან კომბინირებული აცრების შესრულების საკითხს “ASL”-ის მოსამსახურენი მშობლების წინაშე ისე აყენებენ, რომ საქმეში ჩაუხედავი ადამიანები ვირუსების დამატებით კულტურებს აღიქვამენ როგორც სავალდებულოს. შედეგად 16 თვის ბავშვს უკვე გაკეთებული უნდა ჰქონდეს 28-აცრა!

 იტალიაში აღნიშნული კანონის ძალაში შესვლიდან ერთ თვეში, ანუ, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს მედიის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ აუცრელი ბავშვები შესაძლოა, სკოლებისა და ბაღების მიღმა დარჩნენ. ეს სანქციები ახალი საკანომდებლო პაკეტის ნაწილია, რომლის თანახმად ბავშვთა აცრები საქართველოში, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს.

ინიციატივა დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეკუთვნის.

კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ დაავადების გავრცელების საწინააღმდეგო აცრების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. ამის აუცილებლობას ეპიდემიების თავიდან აცილების მიზეზით ხსნიან. ექიმები კანონპროექტს მხარს უჭერენ ( არ დაუჭერენ და დაკარგავენ სამსახურს)

საზოგადოება  „შიშობს“, რომ იძულებამ შესაძლოა ვაქცინაციისადმი სკეპტიკური განწყობა უფრო გააძლიეროს, ამიტომ პროექტის სწორად წარმართვისთვის პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

ვაქცინაციის შესახებ კანონი შესაძლოა მომავალი წლიდან ამოქმედდეს.

ამ ეტაპზე იძულებითი ვაქცინაცია მხოლოდ კვლევითი ლაბორატორიების თანამშრომლებს უტარდებათ.

საქართველოს ეროვნული კალენდრით, ბავშვისთვის, დაბადებიდან 14 წლამდე, აცრები სულ 12 დაავადებაზეა გათვალისწინებული.

ვაქცინაცია ქვეყანაში უფასოა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის თავმჯდომარის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ამაყად“ განაცხადა, რომ - კანონი სანქციებსაც გაითვალისწინებს, ვერ გაუგიათ მშობლების 10%, რომ მათი ბავშვი იყოს დაცული თუ არ ესმის მშობელს მაშინ უნდა აიძულო და გააგებიო.

კარგი იქნებოდა ჯანდაცვის სამინისტრო, მშიერ-მწყურვალ მიუსაფარ ბავშვებზე ზრუნავდეს და ახალი გენოციდის პროექტს არ ჯღაბნიდეს.

საიდანაც უბერავს ნაცნობი, დასავლურ-სატანური სიო ყველასთვის ცნობილია...

ვაქცინაციის შესახებ კანონი მომავალ წელს ამოქმედდება.

ასე, რომ აშშ-ს, იტალიის შემდეგ სავარაუდოდ ჩვენი ქვეყნის მომავალზე ჩატარდება ექსპერიმენტები.

როგორც ჩანს „დიდი ექიმის და საზოგადო მოღვაწის“სანდრა რულოვსის მიერ მსჯავრდებულებზე ჩატარებული ექსპერიმენტები რომელმაც დიდი მოგება მოუტანა „სიკვდილის ანგელოზს“და მის პატრონებს საკმარისი არ არის.

მადა ჭამაში მოდის და ახალი სამიზნე ბავშვებია, ქვეყნის და ერის მომავალი!

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ბრალდება გაჟღერდა სანდრას და მისი (სამედიცინო სფეროში მომუშავე)ბანდის წევრების მისამართით, არაერთი საჩივარი შევიდა პროკურატურაში, არაერთხელ დაისვა კითხვა რატომ აცლიდნენ ორგანოებს ცოცხალ თუ მიცვალებულ პატიმრებს..

სანდრას და მის ხროვას დასავლურ-სატანური კალთა იფარავს, იგივე კალთა რომელმაც ყველაზე ცნობილი ნაცისტი ექიმი-დამნაშავე, იოზეფ მენგელე დაიფარ-შეიფარა, და რომელიც „რატომღაც“არ მოხვდა იმ 23 ექიმს შორის, რომელთაც ნიურნბერგის პროცესზე კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის წაუყენეს ბრალი.

მეორე მსოფლიო ომში გერმანელთა დამარცხების შემდეგ მენგელე სამხრეთ ამერიკაში, ემიგრაციაში წავიდა და მშვიდად ცხოვრობდა იქ 1979 წლამდე. ”სიკვდილის ანგელოზს”, რომელსაც ათასობით ათასი ადამიანის სისხლში ქონდა ხელები გასვრილი, მშვიდი სიკვდილი ერგო – მენგელემ ოკეანის თბილ ტალღებში ბანაობისას განუტევა სული, თუმცა, 1985 წლამდე ბევრს ეპარებოდა ეჭვი, რომ სადისტმა ექიმმა კვლავ მოახერხა ყველას გაცურება და მშვიდად აგრძელებდა ცხოვრებით ტკბობას...

ქეთევან ზარნაძე

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 1361 times