საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 7:40

რუსული პროპაგანდის ნიმუში - ვინც რუსეთთან ომისკენ გვიკიჟინებს, ის ქართველების მტერია

17-10-01 10:26:37 | Print

დაიმახსოვრეთ, ქართველების დაუძინებელი მტერია ის, ვინც რუსეთთან ომისკენ გვიკიჟინებს!
ქართველების დაუძინებელი მტერია ის, ვინც რუსეთთან მეგობრობის, ურთიერთობის ნორმალიზების წინააღმდეგია!
კი მაგრამ, რუსეთი ხომ ოკუპანტია, ეს, როგორ შევარჩინოთ 1993 წელს, 2008 წელს დაღვრილი სისხლი?!
და, რომელი ქვეყანაა პატივცემულებო საქართველოს "ისტორიული მეგობარი"?
რომელ მეზობელ სახელმწიფოს არ მართებს ჩვენი წინაპრების სისხლი?
შევარჩინოთ - კრწანისი, ასპინძა...?
იტყვით, ჩვენ ხომ ქართველები ვართ, როგორ ვიბრძოდით, როგორ ვიმარჯვებდით, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, აბა, როგორ მოვაღწიეთ აქამდე, განა დაგვავიწყდა ბასიანი, დიდგორი, შამქორი, მარაბდა...
სდექ ცუცა!
ჯერ, ის რომ ჩვენ გვყავდა ბრძენი მეფეები, რომელთაც იცოდნენ ჟამი -ქვების შეგროვების და ჟამი ბრძოლის , მერეც ბოლოს როდის, რომელ ეპოქაში, რომელ ბრძოლაში და ვისთან გავიმარჯვეთ, გახსოვთ ?
და რა სახის ცვლილება განიცადა საბრძოლო შეიარაღებამ მას შემდგომ?
თუ ადრე კვირეები და თვეები გრძელდებოდა ომები, როგორც წამიერი, მყიფე გახდა მსოფლიო, რამდენ დღეში შეიძლება დასრულდეს სრული კატასტროფით, ქვეყნის განადგურებით ქვეყანა ხომ ვიხილეთ, არც თუ შორეულ წარსულში და არა ერთი მაგალითი?
საბრძოლო ხმლებიდან (შაშკებიდან) და ერეკლეს ზარბაზნებიდან- ბირთვულ იარაღამდე, მოიერიშე სტრატეგიულ ბომბდამშენებადმდე, საზენიტო- სარაკეტო კომპლექსებამდე, კრეისერებამდე, მოიერიშე „მიგებამდე“, 2.000 კმ-დან წერტილოვან დარტყმებამდე, კოსმოსური თანამგზავრებიდან კავშირის, დაზვერვის, ოპერატიული მართვის, ინფორმაციის მოპოვებებამდეა მსოფლიო მისული...
ჩვენ?
მაგრამ, ჩვენ ხომ მებრძოლი სული გვაქვს!
აღარ ყოფნის მებრძოლი სული, ბატონებო, გაგვაქრობენ როგორც ერს, ჩაგვყლაპავენ პირდაფჩენილი იმპერიები!

არა, ეს ის დამპყრობლები აღარ არიან- რომ შემოგვესეოდნენ, სახლ-კარს გვიწვავდნენ, ქალაქებს გვინგრევნდნენ, გვხოცავდნენ, ვაზს გვიჩეხავდნენ, უფლისწულებს ასაჭურისებდნენ, ქართველებს უცხო მიწაზე გვასახლებდნენ, ტვეებად ყიდნენ, რწმენის, ხატების შეურაცხყოფას გვაიძულებდენ .. არა, ეს ის თურქეთი, ირანი აღარაა, „გადემოკრატდნენ“ , შეიცვალნენ, გამოსწორდნენ ... ეჰ, როგორ არა!

არც ერისადმი ზიზღს გინერგავთ, გაიხსენეთ ერდოღანის სიტყვები ბათუმის დაბრუნებაზე, არც შეცვლილა და არც არსად წასულ მათი იმპერიული ზრახვები, სისხლი ყივის, ერთი სული აქვთ „ისტორიული სამართლიანობა აღადგინონ“ - დაგიპყრონ, დაგამონონ, გაგთქვიფონ მუსულმანურ ოკეანეში, რათქმაუნდა თანამდროვედ, როგორც 21-ე საუკუნეს შეეფერება - სიყვარულით, მოფერებით, თბილად, რბილად, ჩუმად, ათასი ზიზილ-პიპილოებით...

გეკითხებით, არმიის რიცხობრივ ოდენობას თავი დავანებოთ, ვართ კი მზად ბრძოლისთვის, გაქვს კი ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე მათგანი, გვააქვს რაიმე მსგავსი, თუ მე-20 საუკუნის მოძველებული, დაჟანგებული T-72 -ის , ამერიკული „აბრამსების“ და მოჟამული ხმით მყვირალა „ჩვენ ვართ ქართული არმიაააა“ იმედზე ვართ ?
ან , იქნებ 37.000-იანი არმია, „ მტრის შეკავების ოპერაციისთვის“ გვჭირდება , სანამ მაშველი ძალა , ნატო დეიდა მოვა!

მოვა კი?

ან თუ მოვა რას მოგიტანს -წყალს და პამპერსს?

და ვინ შეაკვდება , ვინ განადგურდება,როგორც ერი- ამერიკელი თუ ინგლისელი?

მახათი ვართ იმპერიებს შორის ბრძოლაში, უადგილო ადგილას გაჩხერილი მახათი!
ჰა, რა ვაქნათ, შევაკლათ მტერს ერი?
შევაჯახოთ აისბერგს გემი- დავშალოთ , დავამსხვიროთ, ჩაძიროთ, დავანახოთ აისბერგის ნამდვილი სახე ზღვის ცხოველებს თუ როგორმე ისეთი გემის კაპიტანი გამოვნახოთ , რომ ავარიდოთ ამ უბედურებას?
მგლის თავზე სახარების კითხვაა, ეჰ!

P.S. პოსტი რუსული პროპაგანდის ნიმუშია

უცნობი ფეისბუკმომხმარებელი

წყარო: https://www.facebook.com/natutari/posts/2007650512799593

 

Rate this item
(0 votes)
Read 2805 times