საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 7:32

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

17-09-25 17:09:00 | Print

სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა,პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ სასწავლო წლის გახსნასთან დაკავშირებით მთავრობისა და საზოგადოების

წარმომადგენლებს უმასპინძლა.


ღონისძიებას ესწრებოდნენ: ალექსანდრე ჯეჯელავა - საქართველოს მთვარობის ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; დავით

ნარმანია- ქ. თბილისის მერი; ელგუჯა (გია) გვაზავა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;


ვახტანგ ყოლბაია - აფხაზეთის ა/რ მთვარობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი; გურამ ოდიშარია - საქართველოს მთავრობის

თავმჯდომარის მრჩეველი, მწერალი;დეკანოზი შალვა კეკელია, დიმიტრი ჯაიანი-აფხაზეთის ა/რგანათლებისა და კულტურის მინისტრი, ნინო თავაძე-

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უხუცეს პროფესორს, ოთარ ვახანიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.


ახალ სასწავლო წელს უნივერსიტეტი განახლებული სასწავლო პროგრამებით, განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი სამომავლო გეგმებით

დახვდა.


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდ ფაკულტეტზე წელს 600-მდე პირველკურსელი ისწავლის.უნივერსიტეტს სულ3000-მდე სტუდენტი და

270-მდეპროფესორ-მასწავლებელი ჰყავს.

Rate this item
(0 votes)
Read 1041 times

მთავარი

 

 

 

 

ვიდეო