საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 7:41

გრძელცხვირა ელისაშვილმა თბილისი რომ ლამის სომხურ ქალაქად გამოაცხადა და მდაბლად მოუხარა თავი მელიქ აზარიანცის სულს

17-09-17 23:56:56 | Print

თრიალეთის კოდალა
" თუ ჩემ წინააღმდეგ და ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის წინააღმდეგ ვინმე წავა, მართლაც კბილებს დავამტვრევ"-   განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ცესკო თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად დაარეგისტრირებდა.
სულ მცირე ხანში სახელგატეხილმა NDI-მ საკუთარი პრესტიჟის შესაბამისი კვლევის შედეგიც დადო, აგრესიული ელისაშვილი მე -2 ადგილზე გამოაცხადა.

ხარობდა ელისაშვილი, კვლევა მაშინ ჩატარდა, როდესაც ჩემი კამპანია არ იყო დაწყებული, რადგან ოფიციალურად კანდიდატურაც არ მქონდა გაცხადებული, შესაბამისად, მე- 2 ადგილი არ არის ცუდი დასაწყისიო.

თუმცა, ნეტავ, NDI-ის კიდევ თავის მხრივ რა რჯიდა, საიდან და რატომ ჩააკვეხა ვინმე ელისაშვილი გამოკითხვაში ნაადრევად?

ამბობენ, მატყუარა ადამიანს ეზრდება ცხვირიო, მაგრამ ალეკო ხომ მატყუარა არ არის, ის უბრალოდ ბოდიშის მოხდის მოყვარე ახალგაზრდა, ენერგიული კაცია, რომელსაც, ბევრ სხვა პრეტენზიას შორის, დედაქალაქის მერობაზეც აქვს პრეტენზია.

რამდენი ბოდიში აქვს გადახდილი ალეკოს სიცოცხლის მანძილზე, ვინ იცის...
"ბოდიშის არსენალი" აქვს ამ კაცს, ფაქტია, მაგრამ ეგებ ვინმემ შეაპაროს რამენაირად: შვილო, ძმაო ან ბატონო გრძელცხვირა ალეკო, წარამარა საბოდიშოდ რატომ იხდით საქმეს, ცხვირი - ჯანდაბას, გარეგანი ორგანოა და არ გემორჩილება, ყველგან ეჩრება, მაგრამ ეგ ენა შენ პირში არ არის, რატომ გივარდება ვარანივითო?

ვიკიპედია გვამცნობს ბატონი ელისაშვილის შესახებ, რომ ის, მაგალითად, შეწყალების კომისიის თავმჯდომარეც ყოფილა 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის აპრილამდე. პრეზიდენტ მარგველაშვილის თქმით, კომისიის თავმჯდომარე და წევრები მათი იმ ღირებულებებისა და ჰუმანურობის მიხედვით შეურჩევია, რაც ამ ადამიანების ბიოგრაფიას გასდევდა თან.

ჯერ ხომ პრეზიდენტის ბიოგრაფია იყო (და არის) მოვარაყებული და ელისაშვილიც დაერთო… თუმცა, რატომაც არა, ერთი ხიდან მომწყდარი ვაშლები შორი-შორს ხომ არ გორდებიან?

პრეზიდენტისა ვიცით და თურმე "ხალხოსანი" გრძელცხვირა ალეკოც ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოში" მუშაობდა, გრანტების გამანაწილებელი ჯგუფის წევრი იყო.

 დაზუსტებული ინფორმაციით 2010 წელს ფონდში მუშაობდა, ხოლო რომელ წელს მივიდა აღნიშნულ ფონდში და როდემდე ტკბებოდა, რაღა მნიშვნელობა აქვს, როგორც ელისაშვილის "ნათლია" (სწორედ მან შეარქვა "თრიალეთის კოდალა" ალეკოს) ბატონი რეზო ამაშუკელი ამბობს, თუ ვინმე ერთხელ მაინც გახახუნებია სოროსის ინსტიტუტის კედელს, დასნეულებულია, კეთროვანივით მოსარიდებელიაო…

"თრიალეთის კოდალა" ერთხელ სამების აღმართსაც აასკდა და "რუსთავი 2-ის" ეთერიდან (გადაცემა "არჩევანი") დასჭექა, აუდიტის სამსახური საპატრიარქოში უნდა შევიდეს და შეამოწმოს საპატრიარქოს ხარჯებიო.
დავიჯეროთ, რომ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გრძელცხვირა ალეკომ არ იცოდა, რომ სახელმწიფო აუდიტის კანონის მე- 17 მუხლის მეორე პუნქტის "დ" ქვე-პუნქტის თანახმად, აუდიტის შემოწმება არ ვრცელდება კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე (ანუ კანონის მიხედვით, აუდიტის სამსახურს არ აქვს საპატრიარქოს შემოწმების უფლება) ხალხი ეჭვობს, რომ ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ სადაც "იდგა" ("რუსთავი 2") იქიდან "სხვაგვარად არ ძალუძდა"!

ეს ის გრძელცხვირა ელისაშვილია უეცრად მეხსიერება რომ გაუნათდა და გაახსენდა, რომ როდესაც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, პატიმრის გამოშვებაში მილიონების (დოლარში) მიღებას მმართველი გუნდის წევრები ცდილობდნენ და ამის გამო პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლას განიცდიდა, თურმე თანხის ნაწილი უკვე აღებულიც კი ჰქონიათ.

ზეგავლენით ვაჭრობა - ამ მუხლით მიმდინარეობს გამოძიება იმ ჩვენების საფუძველზე, რომელიც გრძელცხვირა ალეკომ მისცა პროკურატურას.
უჩა ნანუაშვილი მხრებს იჩეჩდა, არანაირ ვარაუდებს არ დავუშვებ, არანაირი სახის და არანაირი ფორმის ზეწოლა არ მომხდარა ჩემზეო; იქით ქალბატონი მუხაშავრია იყო გაოცებული, რა ზეწოლაო; არც სხვები ამბობდნენ (ყოველ შემთხვევაში, ხმამაღლა), ვიღაცები საიდანღაც მაწვებოდნენო და რაღა ეს კაცი დაიბრიყვეს?

მაშინ რომ არავინ ჰკითხა პატივცემულს, 2014 წლის ზაფხულში რატომ წამოხვედი შეწყალების კომისიიდან; თურმე ერთი წელია გითვალთვალებენ და გისმენენ და ახლა, ასე უცბად, რამ გაგახსენა რომ ზეწოლის ქვეშ იყავი, მაშინვე სად იყავი, როგორ ახსნით ამ ამბავსო, იმიტომ არის დიდ გულზე ბატონი ელისაშვილი დღემდე. არადა, ეს ის კაცია, ქიბარ ხალვაშს რომ მიუჩიქორთულა, 2004-ში წაგართვეს ქონება და აქამდე ხმა რატომ არ ამოიღე, არქივში იჯექიო?

ასე იყო თუ ისე, გრძელცხვირა ალეკო ყოფილი მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილის (გიორგი გოგაძე) წინააღმდეგ სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით საქმის აღძვრას ითხოვდა, რაგინდ გრძელი ცხვირი ჰქონდეს ადამიანს, როდესაც აცხადებდა, რომ მას მობილურზე ტექსტურ შეტყობინებას უგზავნიდა მმართველი გუნდიდან კონკრეტული პირი და თუ ეს ჩანაწერი შენახული ჰქონდა (უნდა ჰქონოდა), რა ეწერა იმ შეტყობინებაში რაც ზეწოლად ჩათვალა მან, რომ არ გვითხრა და არც აღმოჩნდა აღნიშნული "ისტერიული ზარები და მესიჯები"  მის მიერ პროკურატურაში წარმოდგენილ და მისივე თანდასწრებით გახსნილ მის მობილურში, ეს ამბავი როგორღა იყო?

გაგრძელება - ორიოდე დღეში ფურცელს, სადაც სატელეფონო ამონაწერი იყო ამობეჭდილი თარიღითურთ, სულ რვიანები ახაზვინა ელისაშვილმა ჰაერში, აი, აქ არის ის ნომერი, რომელიც 591-ზე იწყებაო; მე ორსაათნახევრის შემდეგ ვუპასუხე, მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და თვით პრეზიდენტს ვაჩვენეო, ხოლო დაახლოებით თვე-ნახევარში გიორგი ბადაშვილსა და მის მოადგილეს შევხვდიო.

აფირისტ! -  იტყოდა ცხონებული ბებიაჩემი

რაღაც, უცნაური კაცია ეს ალეკო ელისაშვილი, სასწაულებრივად ჰუმანური და გასაოცარი ღირებულებების მქონე -  ააყვირეს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, რადგან პატრიარქისა და პრემიერის ერთმა სიტყვამ საშიშროება გაუჩინა "კრაზანებს" , რომ შესაძლოა პრეზიდენტს შეწყალების უფლება ჩამოერთვასო და მანაც იყვირა და იშტერავა.

უმთავრესი არ დაგავიწყდეთ, ეს ის გრძელცხვირა კაცია, ვიღაცისთვის ნაცადი კადრი რომ არის. ეს ხომ იგივე ალეკოა, რომელიც 2010 წლის 7 მაისს ტელეკომპანია "კავკასიის" პირდაპირ ეთერში 8 ახალგაზრდის დაკავების პროვაკაციაში მონაწილეობდა და იმათთაგანი, ვინც იმ საშინელი რეჟიმის ხელში სააკაშვილის ციხისთვის გაიმეტა ეს ბიჭები ერთი ხელის მოსმით?

აი, ასეთი ჩამოუყალიბებელი ენის მიტან-მოტანების, ფაქტობრივად, ჭორაობის გამო, ხალხს სამართლიანად უჩნდება გარკვეული შინაარსის ეჭვები და უხამს გამონათქვამებთან ერთად უკვე მასხრადაც იგდებენ ალეკოს – "კომედიანტი ვაჭარი" ; "მიკირტუმა სოვდაგარი' და ა.შ.

სხვათაშორის, ისიც ითქვა, რომ ელისაშვილის დაფუძნებული "ჰამქრის"  საქმიანობით დაინტერესდა პროკურატურა, რომელიც იმ შავ-ბნელ 2006 წელს შეიქმნა და ამან გადარია და აურია გონებაო.

სხვათაშორის, სადავო საკითხებში "ჰამქრის" გვერდზე მუდმივად "საია" ფიგურირებდა…

თბილისი რომ ლამის სომხურ ქალაქად გამოაცხადა და მდაბლად მოუხარა თავი მელიქ აზარიანცის სულს, ეს კიდევ სხვა თემაა…

დიახ, ალეკო ელისაშვილს აქვს დიდი ცხვირი, თუმცა ეს სულაც არ არის ფიზიკური ნაკლი, პირიქით, უხდება კიდეც "ფიზიკური მატება" , აი, ფიგურალურად გრძელი ცხვირი განა არ უხდება მხოლოდ, ცუდად ებლანდება ფეხებში, იმ ფეხებში, რომლითაც ტრაქტორზე ახტა და ტრაქტორისტს უყვიროდა, შეწყვიტე მუშაობა, დროზე გამორთეო…
ერთხელ მან სააკაშვილს "ბოდვითი შიზოფრენიით შეპყრობილი"  უწოდა. სააკაშვილს რაც სჭირს, მსოფლიოს შვიდი წამყვანი ფსიქიატრიული კლინიკის დასკვნაშია წარმოდგენილი, ამდენად, ახალს ვერაფერს იტყოდა, მაგრამ საინტერესოა, გრძელცხვირა ალეკოს ცნობისმოყვარეობის გამო ერთხელ მაინც თუ მიუკითხავს ფსიქიატრისთვის, რაიმეს მანია, ან აკვიატებები ან "რეაქტიული ფსიქოზი" .

აი, ასეთია ამ კაცის ვინაობის არავიკიპედიური მონახაზი!
ძრწოდეთ, ჰუმანური ალეკო ელისაშვილი კბილებსაც ჩაგიმტვრევთ, თვალებსაც ამოგკორტნით და ციხეშიც ჩაგსვამთ, თუ უფლებამოსილება მიეცემა!

გიორგი ჩხეიძე

"საერთო გაზეთი"

 

Rate this item
(0 votes)
Read 2137 times