საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 7:36

ასე გადარჩა მაშინ "ინფო9" ეთერში იმის გადაცემას, თუ ვინ "უ გ ლ ა ჯ უ ნ ა" კახეთში მყოფ თინა ხიდაშელს...

17-09-17 22:35:43 | Print

თინა ხ ი დ ა შ ე ლ ი ს რაღაც განცხადებას წავაწყდი ახლა  ინეტში და ერთი ს ა ს ა ც ი ლ ო ამბავი გამახსენდა:-

2012 წელია, დაახლოებით ეს პერიოდი, არჩევნებამდე თვეღა რჩება. დარბის რ ე გ ი ო ნ ე ბ შ ი "ოცნების" ხალხი, მოდის და მოდის მასალები "ი ნ ფ ო 9"-ში.
მე, როგორც ტ ე ქ ნ ი კ უ რ დირექტორს და პლიუს ერთგვარად "გასაიდუმლოებული" საწყობის უფროსს (ყველა საარჩევნო უბანზე თითო ვიდეოკამერა მთელი საქართველოს მასშტაბით) მოსვენება აღარ მაქვს.

დები ე ლ ი ა შ ვ ი ლ ე ბ ი ისედაც პოზას იჭერენ, რომ არიქა, ძაან საქმეში არიან და თუკი რამე ისეთი მასალა მოვიდა რომელიმე რაიონიდან, ხო საერთოდ -  სრულიად არასაჭირო წივილ-კივილით შემორბის ჩემს  ოთახში ხან ერთი ხან მეორე...

ერთხელაც, საღამოა, მივაკვდით მინი-კამერების, ჩიპების,  ფანრების, დამაგრძელებლების, შტატივების დახარისხებას,  პლიუს, ათეულობით ვიდეომასალა ვნახეთ და დავამონტაჟეთ,  მოკლედ ვისვენებთ უკვე მე და ჩემი "ტექ-სასტავი", ოფისში მორიგე მემონტაჟეები არიან მხოლოდ და მე და ჩემი  ორი თანაშემწე, რომლებსაც არასოდეს ვუშვებდი სახლში,  ისევე როგორც მე არ მივდიოდი...

უცებ - "დროზე! დროზე! დროზე! დროზე! დროზეე!"
კივილით შემორბის ჩემთან მანანა ელიაშვილი.
- რა იყო მანანა?
- გამოდი ნახეეეე! ნახე რა მასალა გვაქვს კახეთიდან!
- რა ხდება?
- კ უ დ ი ს თანამშრომელი სახელს და გვარს ამბობს კადრში
და აღიარებს რომ თინა ხ ი დ ა შ ე ლ ს უთვალთავლებს!
მალე! მალე! დაამონტაჟეთ! სასწრაფოდ ეთერშიიიიიი!
- მანანა, ხომ მიეცი უკვე რომელიღაცა მემონტაჟეს?
დაამონტაჟებენ ბიჭები, არაა პრობლემა. ჩემი თავზე  დადგომით მონტაჟის პროცესი არ ჩქარდება - ვეუბნები  უიმედოდ, რადგან ვიცი, რომ მაინც ტვინს გაბურღავს და უნდა ავდგე და უაზროდ დავადგე თავზე მემონტაჟეებს...

ასეც ხდება... მაგრამ ამ შემთხვევაში, კიდევ კარგი ასე ხდება...
სამონტაჟოს ოთახში შევდივარ და მესმის ხმები:-

თინა ხიდაშელი:- სახელი მითხარი შენი და გვარი! რას დაგვყვები მთელი დღეა? კუდიდან ხარ ხო? - მკაცრი ტონით მიმართავს შავი "ბეემვედან" გადმომზირალ მუტრუკს კახეთის რომელიღაც რაიონში, სადაც "ოცნების" დელეგაცია იყო ჩასული მოსახლეობასთან შესახვედრად.

- გიგლა ჯ უ ნ ა შ ვ ი ლ ი! - ზანტად "ეცნობა" ხ ი დ ა შ ე ლ ს  "კუდელი" მუტრუკი. თინა სიხარულისგან კუნტრუშებს!
- ინფო9, გადაიღე? - უძახის იქვე მდგარ ჩვენს ოპერატორს კახეთის ბიუროდან - გიგლა ჯუნაშვილი! გვითვალთვალებს მთელი დღეა ეს პიროვნება! - და მერე ბლოკნოტში იწერს თვითონაც - გ ი გ ლ ა ჯ უ ნ ა შ ვ ი ლ ი ხო? ბატონო  გიგლა, ჩვენ ამას ყველა ტელევიზიას მივაწვდით...

უცებ სამონტაჟოში მანანა ელიაშვილის წივილი - აი, აი, როგორ გამოტყდა! წამოცდა სახელი და გვარი!
კადრში გაამეორეთ რამდენჯერმე გიგლა ჯუნაშვილი! -  უყვირის მემონტაჟეებს - მიდით, დროზე დაურეკეთ ყველა ტელევიზიას. გიგლა ჯუნაშვილი კუდიდან, გადაეცით მალე!
:) :) :) :)
მე და მემონტაჟეები სიცილს ვეღარ ვიკავებთ და ვ გ ო რ ა ვ თ!
საკმაოდ დრო დამჭირდა იმისთვის რომ ჯერ მანანასთვის,  მერე თინა ხიდაშელისთვის ტელეფონით ამეხსნა, რომ  "გ ი გ ლ ა ჯ უ ნ ა შ ვ ი ლ ი" არის მეექვსეკლასელური შტერული "ხ უ მ რ ო ბ ა" და ის "კუდელი" მუტრუკი ამათ უბრალოდ ე კ ა ი ფ ა...

ასე გადარჩა მაშინ "ინფო9" ეთერში იმის გადაცემას, თუ ვინ "უ გ ლ ა ჯ უ ნ ა" კახეთში მყოფ თინა ხიდაშელს...
:) :) :) :)

ბაკურ სვანიძე

წყარო: https://www.facebook.com/bakuris76/posts/1717376965225244?comment_id=1717411445221796&notif_t=comment_mention&notif_id=1505673274607545

 

Rate this item
(0 votes)
Read 6105 times

მთავარი

 

 

 

 

ვიდეო