საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:19

მე ვიცი ისეთი რამე, რისი გახმაურების მერე, ერთ საათში დავანგრევ "პატრიოტთა ალიანსის" მთელ პოლიტიკას

17-09-13 12:52:40 | Print

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნონო ჯღარკავა მის მიმართ განხორციელებული ცილისმწამებლური კამპანიის გაჩაღების შესახებ აცხადებს, რომ ეს ბოლო წვეთია  და პარტია "პატრიოტთა ალიანსის"  ხელმძღვანელების და მედია ჰოლდინგ " ქრონიკა +"  100% წილის მფლობელის,იურისტ ელისო კილაძის  კავშირების დამადასტურებელი ინფორმაციის გამღჟავნებით იმუქრება: 

- " ყველაფერი ხომ აკადრებინეთ ჩემო ყოფილო მეგობრებო ელისო კილაძეს!

ჯერ ჩემზე აძახებინეთ ოთხი წელი ლოთი, მეძავი ,სამლარიანი,თამაზაშვილების ხელის გოგო, მარნის ჭოტი, ეკა კვესიტაძის შოუ დამიდგით და ფეიკები,არ გამოვედი წყობიდან,მერე ჩემს ძმას შეეხო ხან ბარიგა ეძახა ,ხან ბარდელების კრიშა არ გამოვიდა ჩემი ძმა წყობიდან და თმენის ვალდებულება ბოლომდე შეინარჩუნა,მერე დედაჩემს მიდგა,მერე დაიმუქრა ნინოს შვილთან მივალ და ვეტყვი დედამისი სამლარიანი პოლიციაში ნათრევი მეძავიაოო,ვიჩივლე მაგრამ ამაოდ!

ახლა უარესი იკადრა შენი შვილის ორიენტაციას მიხედეოო ,იცის ჩემი დამოკიდებულება ასეთი ტიპების მიმართ!

ახლა მე ვეკითხები პოლიციას,პროკურატურას,უბრალოდ თქვენ ადამიანებოო რა უნდა გავაკეთო?

ნუთუ არაადამიანებო იმ პოლიტიკად და იმ პარტიად გიღირთ ეს კამპანია ,ღმერთმა დაიფაროს სრულიად ერი მათ ხელისუფლებაში მოსვლად,ელისო კილაძე რომ გეყოლებათ მრჩევლად და იარაღად იქ უკვე წუმპეში ხართ,საიდანაც ვერასდროს ამოხვალთ,ომი ღიად დაიწყეთ?

შვილი ისეთი თემაა რომელზეც თავს აღარ შევიკავებ და თქვენი და კილაძის ალიანსს გამოვამზეურებ, ნაცებოო თქვენ კი კარგად უქონეთ ელისოს ზურგი ,რომელიც ირმა ინაშვილთან და მის პარტიასთან აქვს გადაფსკვნილი!

მე ახლა ვაუქმებ ჩემს გვერდს და ვიწყებ სხვა მოქმედებას,ეს სტატუსი ნახოს ყველამ და მერე გაგრძელება იქნება ოღონდ არა სოციალურ ქსელში!

ჟურნალისტი ჯღარკავა ასევე აცხადებს, რომ პარტია "პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკას, ჟურნალისტად წოდებული, სკანდალებით და ცილისწამებებით ცნობილი იგივე იურისტი,  ჰოლდინგ "ქრონიკა +" მეპატრონე ელისო კილაძე განაგებს.

"... არცერთი სამსახური ,არც ერთი თანამდებობა არ მიღირს იმად,რომ ამ სიბინძურის გავრცელება ვინმეს შევარჩინო,რაც შეეხება "პატრიოტთა ალიანსის" და ელისო კილაძის მეგობრობას, ესაა დიდი ჯაჭვი ,იქაურ პოლიტიკასაც დიდი ხანია კილაძე განაგებს!

ეს იცის ყველამ ვისაც ელისო კილაძე ინაშვილის გვერდით უნახავს!

ესაა მიზანმიმართული კამპანია ჩემს გასანადგურებლად,რომელსაც მე არავის ვაპატიებ!

მე ვიცი ისეთი რამე რისი გახმაურების მერე ერთ საათში დავანგრევ მთელ მათ პოლიტიკას ჩემი შვილის გამო ამაზე წამსვლელი ვარ,"- დაწერა ჯღარკავამ Facebook-ის გაუქმებამდე საკუთარ გვერდზე. 

 

 

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 7648 times