საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 1:30

თამაზ ჭეიშვილი: ლევან, მოგვეცი წყალი!

17-08-13 11:01:47 | Print

21-ე საუკუნის ფილმ  "ცისკარას"  სიუჟეტს მოგაგონებთ მწერალ და პუბლიცისტ თამაზ ჭეიშვილის მონათხრობი ისტორია. 

იქნებ, არჩევნების წინ მაინც კეთილი ინებოს მხარის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა და დაეხმაროს სოფელ ფიტავის მცხოვრებლებს:

- " მე თბილისელი,მწერალი და პუბლიცისტი, თამაზ ჭიშვილი ვხდები სოფლელი! ანუ, როგორ განვტვირთოთ ქალაქები და ,,დავტვირთოთ,, სოფლები!

აი, ამ სტრიქონებს არაგვის ხეობში ვბეჭდავ,დასახლება ფიტავში,დუშეთის რაიონს ეკუთვნის!

ეს ას დგილი ერთ დროს,კომუნისტებმა ,,საქსტანდარტის,, თანამშრომლებს უბოძეს ,,ფეშქაშად,,!

გეხსომებათ,ბებიებს და ბაბუებს,,შესტ სოტიხ,, კომუნისტები რომ ურიგებდნენ ხოლმე დაწესებულებებს ,მუქთად!

ამ ექვს მეასედებზე,მთელი ქვეყნის მასშტაბით,პატარ პატარა სააგარაკო დასახლებები შეიქმნა.ჩადიდონენ იქ ქალაქელები ზაფხულობით და ,,ეჩალიჩებოდნენ, ეგლახავებოდნენ,,  თოხით და ბარით მიწას ,როგორც შეეძლოთ!

აი ეხლა კარგად დაუკვირდით რას გთავაზობთ!

ბატონო ხელისუფალნო,თქვენს გასაგონად ვაჩხაკუნებ ამ კლავიშებს დილა ადრიან. დაიშალა საბჭოთა კავშირი და ასეთი ,,აგარაკები,საუბარია ათასობით სახლსა და მიწის ნაკვეთებზე, დარჩა ,,გამოკიდებული ჰაერში,, და ეხლა,როცა ხალხი გაიხიზნა უცხოეთში ლუკმა პურისთვის,როც სოფელი აიყარა და ქალაქებში გადმოსახლდნენ სოფლის მკვიდრნი და დაირღვა სოციალური ბალანსი,გთავაზობთ გამოსავალს!

ფიტავის მაგალითზე მოგახსენებთ: ყოფილ ,,აგარაკ ფიტავში,, დღეს 90 ოჯახი ცხოვრობს ზაფხულობით.

გვაქვს ელექტროენერგია,დიდი ,,ომით,, და წვალებით ,,სოკარმა,, გამოგვიყვანა გაზი,ანუ ბუნებრივი აირიც მოგვეწოდება!

წყალიც გვქონდა, კვირაში ორჯერ,თითო საათი!

სათავე,მამაჩემმა გრიგოლომა,ბუჰენვალდის ყოფილმა ტყვემ მოძებნა და მოვაწყვეო,ჩვენი ძალებით როგორც შეგვეძლო!

მეორადი მილებით,კუსტარულად გამოვიყვანეთ წყალი.

ეს იყო 30 წლის წინ და მოიშალა სისტემა,მოირღვა სათავე,ბატონებო!

ჩვენი ძალებით ვეღარ ვერევით და ვართ ასე,უწყლოდ!

ვის არ მივმართეთ კოლექტიური განცხადებებით, არავინ არ მოგვაქცია ყურადღება!

ფიტავიდან ანანურამდე, სულ ერთი კილომეტრია აქ,ფიტავში,რამოდენიმე თბილისური ოჯახი უკვე ჩამოსახლდა და დავიწყეთ ფერმერული საქმიანობა!

უწყლობა გვიშლის ხელს,თორემ 30 ოჯახი ხვალვე გადმოსახლდება აბოლებული,გამჭვარტლული თბილისიდან.

მცირე ბიზნესით,ფერმერული საქმიანობით და საოჯახო ტურიზმით, აქაურ მოსახლეობასაც დავასაქმებთ!

წარმოიდგინეთ ასეთი დასახლებები თუ გაცოცხლდა ქვეყანაში,თუ გამონახა ხელისუფლებამ სახსრები(არა და უნდა გამოინახის!) ინფრასტრუქტურების შესაქმნელად,უცხოეთში კი აღარ გაიქცევია ხალხი პამპერთუხუცესებად,ჩვენს მაგალითს მიბაძავენ და დარწმუნებული ვარ ბევრი ოჯახი გადავა რეგიონებში!

გეყურებათ პატივცემულებო?

დაფიქრდით,ქვეყნის გადარჩენის ,,ბალავარი,, თუ არა კარგი,მტკიცე ,,აგურია,, და მოგვეცით წყალი ჯერ ფიტაველებს და წაიღეთ ეს ჩემი პროექტი,მიჩუქნია,ოღონდ ქვეყანას ეშველოს!'

თამაზ ჭეიშვლი.
ფიტავი.დუშეთის რაიონი.ზღვის დონიდან 1200 მეტრი.
სუფთა ჰაერი გვაქვს ,,თავზე საყრელი,,... უწყლობა გვაფერხებს,უწყლობა!

 

Rate this item
(0 votes)
Read 515 times