საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 9:03

საქართველო - სომხეთის ომი, 18 დეკემბერს მოწინააღმდეგეს თბილისამდე სულ 40 კილომეტრი აშორებდა

17-08-08 11:22:37 | Print

les effets indesirable du viagra   გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში სომხურ სკოლებში ბავშვებს ასწავლიდნენ, რომ 1918 წლის ბოლოს სომხეთის ჯარმა ქართულ ნაწილებს "უკანონოდ ოკუპირებული" ტერიტორიები დაატოვებინა, შემდგომ უფრო და უფრო  "მადა გაეხსნათ" და უკვე "ვერაგ დამპყრობელზე სომხური არმიის ძლევამოსილ გამარჯვებაზე" მოუთხრობენ მოსწავლეებს! 

meilleur viagra cialis ჰკითხეთ თქვენს შვილებს თუ შვილიშვილებს, - რას ასწავლიან სკოლაში ამ საკითხზე?
acheter kamagra belgique გადაშალეთ მათი ისტორიის სახელმძღვანელოები, - რა წერია იქ ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოს მიერ მართლაც ვერაგულად შემომძვრალი "მოყვარე-მტრის" წინააღმდეგ გადატანილი ომის შესახებ?!

generique cialis org დიახ, ჩვენში ისევ "არ ვაწყენინოთ"-ს პოლიტიკა გრძელდება, ხოლო ისტორია კი ერთადერთ "პოლიტიკას" აღიარებს და ეს საკუთარი სიმართლის დაცვა გახლავთ!

 

acheter cialis internet forum მაშ ასე: 1918 წლის დეკემბრის სომხეთ-საქართველოს ომი...

vasoviril ou viagra დაინტერესდით აბა, რამდენმა ქართველმა იცის ამ ომის შესახებ და შეადარეთ ეს სომხურ პრესასა თუ ინტერნეტფორუმებზე ატეხილ გნიასს: ყოველი წლის დეკემბრის ბოლოს "გამარჯვების წლისთავს" აღნიშნავენ ხოლმე!

მას შემდეგ, რაც 1918 წლის მაისში უდღეურმა "ამიერკავკასიის ფედერაციამ" არსებობა შეწყვიტა და საქართველომ, შემდეგ კი სომხეთმა და აზერბაიჯანმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, ამ ქვეყნებში რადიკალურად სხვადასხვანაირი სიტუაცია შეიქმნა:

viagra comment cela fonctionne საქართველოში (დღემდე გავრცელებული სტერეოტიპის მიუხედავად) ცხოვრება მალევე ჩადგა კალაპოტში, არმიისა და გვარდიის ჩამოყალიბებაც მოხერხდა, რომელმაც შემოჭრილი თურქები განდევნა, განათლებისა და მიწის რეფორმაც ჩატარდა, უნივერსიტეტი და გიმნაზიებიც სრული დატვირთვით ამუშავდა, აღებმიცემობა არ შეწყვეტილა; ლიტერატურასა და პრესას არნახული აღმავლობის ხანა დაუდგა; თეატრებში ბილეთს ვერ იშოვიდა კაცი და არა მხოლოდ მოსკოვიდან და პეტერბურგიდან ბოლშევიკებს გამოქცეული გამოჩენილი მხატვრები, მწერლები თუ მსახიობები შეგხვდებოდათ თბილისის ხალხმრავალ და მდიდრულ რესტორნებში (სხვათა შორის, ცნობილი მხატვრის, შალვა ქიქოძის პირად მიმოწერაში თავის დასთან ნახსენებია, როგორ დათვრა ერთ-ერთ შეხვედრაზე დიდი რუსი მსახიობი კაჩალოვი), არამედ იტალიელი თუ ფრანგი პრიმადონებიც ზედიზედ სტუმრობდნენ თბილისის ოპერის თეატრს (და არა "პენსიონერი" კრის დე ბურგები და ტოტო კუტუნიოები)...

ეს საქართველოში, აზერბაიჯანში სულ სხვა "ინტერესი" იყო - იქ დიდი ფული კეთდებოდა და კასპიისპირა ნავთობი მთლიანად საქართველოს, ბათუმის პორტის გავლით მიედინებოდა ევროპაში...

მოკლედ, როგორც ერთმა სომეხმა მსახიობმა აღნიშნა თავის ინტერვიუში, - "ეს ის დრო იყო, როდესაც მთელი კავკასია ბაქოში მუშაობდა და თბილისში კი დროს ატარებდა"...

რა ხდებოდა სომხეთში? სრულიად საპირისპირო!
ტენდენციურობა რომ არ დაგვწამონ, თვით სომხურ წყაროს მოვუსმინოთ:

-" cialis levitra ou viagra l impuissance სომხეთის იძულებითი დამოკიდებულება საქართველოს გზებზე, რომლებითაც ჩვენში სურსათი და ნავთობპროდუქტები შემოდიოდა, იყო ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ომისა" - ამას ისტორიკოსი cialis less side effects than viagra არამ კარაპეტიანი წერს, ამ ომის ამბების ერთ-ერთი აღიარებული (სომხეთში აღიარებული) სპეციალისტი და იქვე დასძენს,
- მაშინ, როდესაც სომხეთში შიმშილით დახოცილი ხალხი მოთიბულივით ეყარა, საქართველო რკინიგზას ბლოკავდა და ჩვენკენ მომავალ ტვირთებს არ ატარებდაო(?!).

სომხეთში მართლაც შიმშილით იხოცებოდა ხალხი, ხოლო რკინიგზის დაბლოკვა ადვილად მოსაგერიებელი ცილისწამებაა: მაშინდელ პრესას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ cialis et sep მხოლოდ ქუთაისში, სომხეთის დასახმარებლად რვა(!) საქველმოქმედო აქცია ჩატარდა (თბილისზე არაფერს ვამბობთ, რადგან იქ მოსახლეობის უმეტესობა სომეხი იყო და ეს ბუნებრივიც იქნებოდა, თანაც თბილისელ სომხებზე ქვემოთ ცალკე ვისაუბრებთ), მთელ საქართველოში გროვდებოდა ჰუმანიტარული ტვირთი და ფული სომეხ ლტოლვილთა (1915 წლის თურქული გენოციდის შედეგად) დასახმარებლად.
ამას კი დღევანდელი სომეხი ავტორები (იგივე კარაპეტიანი) ასე "აფორმებს":
"ეგოისტური, ხშირად კი ცინიკური და თავხედური დამოკიდებულება და მოქმედება მეზობლის - სომხეთის მიმართ..."

მოვლენათა ქრონოლოგიას დავარღვევთ და აქვე ერთ ამბავს გავიხსენებთ, რომელიც ქართველების "არადემოკრატიულობასა" და "თავხედობაზეც" მოგვითხრობს და მაშინდელი აქაური სომხების "პატრიოტობაზეც": ამ ომის ისტორიის " სომხურ ვერსიაში" ხშირად წერენ, რომ თბილისში გამომავალი სომხური გაზეთები დაიხურა, რედაქტორები დააპატიმრეს; სომეხი ეროვნების ყველა მილიციელიც ან სამსახურიდან დაითხოვეს, ან დააპატიმრეს და ა.შ. თანაც დასძენენ, - ამას ქართველი ავტორებიც არ უარყოფენო და ქართველ ავტორთა ეს დასტური საკუთარი პოზიციის არგუმენტად მიაჩნიათ.

მაგრამ აქ ისევ "სომხურ მოხერხებულობასთან" გვაქვს საქმე: დიახ, ასე იყო და ქართველი ავტორებიც ადასტურებენ, მაგრამ ეს შედეგი გახლდათ, მიზეზებზე კი სომხები არაფერს ამბობდნენ, და არც იტყოდნენ, რადგან სრულიად საპირისპირო სურათს ვიღებთ:

ნოე ჟორდანიას რომ მისი მაკრიტიკებლები და მტრებიც კი, არადემოკრატიულობასა და ულმობელობას ვერ დასწამებდნენ, ეს საყოველთაოდ ცნობილია (შესაძლოა, მისმა ასეთმა "ზედემოკრატიულობამაც" მიიყვანა საქართველო დამოუკიდებლობის დაკარგვამდე 1921 წელს, მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა) და არავინ დაობს... სომხების გარდა.

არადა, როდესაც 1918 წლის 7 დეკემბერს სომხებმა ომის გამოუცხადებლად გადმოლახეს საზღვარი და მძინარე ქართველი ჯარისკაცები დახოცეს, ჟორდანიამ და მისმა მთავრობამ ამას "გაუგებრობა" უწოდა და... სომხებს დეპეშა გაუგზავნა, - მეტი აღარ შეგეშალოთო(?!), მაგრამ მისი "დემოკრატიულობის" მთავარი გამოვლინება მაინც წინ იყო:
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, სპირიდონ კედიამ იმ დღესვე, დამფუძნებელ კრებაში (პარლამენტში) მიმართა სოციალ-დემოკრატიულ უმრავლესობას და თვით ჟორდანიას, - ამ ყველაფრის ორგანიზება ჩვენ თვალწინ, თბილისშივე ხდება და დამნაშავეები დააპატიმრეთო (მართლაც, ჩვენი მეზობლების ინტელექტუალური ნაწილი ხომ ძირითადად თბილისელი სომხობიდან იყო, თვით მათი ნაცისტური პარტია "დაშნაკცუტუნიც" თბილისში დაარსდა)!

ცხადია, კედიას მოწოდებას ყური არავინ ათხოვა, მაგრამ ათიოდე დღის შემდეგ საერთოდ წარმოუდგენელი რამ მოხდა, რასაც არაერთი თვითმხილველი აღწერს თავის მოგონებებში:
წარმოიდგინეთ პარლამენტის შენობის (შემდგომში "პიონერთა სასახლე") აივანზე გადმომდგარი ქვეყნის მეთაური, რომელიც ქუჩის მეორე მხარეს მდგარი შენობის წინ (დღევანდელი კინოთეატრ "რუსთაველის" ადგილზე, რომელშიც ერთ-ერთი სომხური "საქველმოქმედო" საზოგადოება იყო) გაჭიმულ ხალხის რიგს გასცქერის დაფიქრებული; ამ დროს რუსთაველის გამზირიდან სასახლისკენ ავტომობილმა აუხვია და კუთხეშივე გაჩერდა, მანქანაში მჯდომმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა მძღოლს ჰკითხა, რა ხდებაო და პასუხად მიიღო - თბილისელი სომხები სომხურ ჯარში ეწერებიანო!!! და ამას "არადემოკრატი და სასტიკი" ჟორდანია აივნიდან ადევნებს თვალს(?!)

რამიშვილი აშკარად გამოირჩეოდა თავისი თანაპარტიელებისაგან სიმტკიცითაც და პატრიოტიზმითაც.
რისხვისგან გაფითრებული შევარდნილა სასახლეში და ჟორდანიასთვის კატეგორიულად მოუთხოვია, ყველას დაპატიმრების უფლება, მაგრამ უარი მიიღო: მანდოფიციალურად ჰუმანიტარულ საზოგადოებაში ეწერებიან, მაგათი დაპატიმრება უფრო "რეალური მიზეზის" გარეშე ახლა არ შეიძლებაო. 

ამ "ახლა"-ში ჟორდანიამ ის იგულისხმა, რომ "სოც-ინტერნის" დელეგაციას ელოდა, რომელსაც საქართველოს შესახებ დასკვნა უნდა წარედგინა ერთა ლიგის (დაახლოებით, გაეროს მაშინდელი ანალოგი იყო) წინაშე და "იმიჯის" შელახვა არ უნდოდა (ალბათ, დღეისთვისაც ნაცნობი სიტუაციაა...). შს მინისტრმა ორი დღე მოითხოვა "რეალური მიზეზის" წარმოსადგენად.

პირველი, რაც ნოე რამიშვილმა გააკეთა, ის იყო, რომ სომეხი ეროვნების მილიციელები მოიკითხა და სწორედ მათთვის მიაცემინა ბრძანება ამ უმსგავსობის ალაგმვისა.
ზოგმა პირდაპირ, ზოგმა კი, თავის არიდებით, უარი განაცხადა - ისინი, ცხადია, სამსახურიდან დაითხოვეს, ხოლო ვინც მასზე გაცემული იარაღი არ წარმოადგინა - დააპატიმრეს.
ამას ეძახდნენ სომეხი ისტორიკოსები "ნაციონალურ ჩაგვრას" და ამაზე საუბრობს ზემოთ ნახსენები კარაპეტიანიც.

რამიშვილი ამაზე არ შეჩერებულა: ორი დღის განმავლობაში სასახლეში არ გამოჩენილაო ("გაგანია" ომის დროს!), ხოლო შემდეგ მისულა ჟორდანიასთან და უთქვამს - კომისია გამოყავით, კომისიის თითო წევრს სამ-სამი გვარდიელი გაჰყვეს (მილიციას აღარ ენდობოდა, გვარდია კი, ფაქტობრივად მათი პარტიის საკუთარი, უერთგულესი არმია იყო) და ასეთი ჯგუფები ჩემს მიერ მითითებულ მისამართებზე უნდა წავიდნენო.

შედეგი: ყველა მითითებულ სახლში, სოლოლაკისა და ავლაბრის მდიდრებთანაც და ნაძალადევ-დიდუბის სომეხ წვრილვაჭრებთანაც და ხელოსნებთანაც, სარდაფები (ვისაც სარდაფი ჰქონდა) და საკუჭნაოები საბრძოლო შაშხანებითა და ტყვია-წამლით იყო გამოტენილი!

ამ შემოწმების შემდეგ, მრავალი საუკუნის განმავლობაში პირველად, თბილისის ეთნიკური ბალანსი ქართველთა სასარგებლოდ შეიცვალა - ყველა დამნაშავეს წინადადება მიეცა, ან ციხეში ჩამჯდარიყო, ან საქართველო დაეტოვებინა, თან ქონებაც წაეღოთ (გარდა თბილისის ბანკებში ანგარიშებზე არსებული ფულისა). ყველამ წასვლა არჩია.
როგორც აღვნიშნეთ, მოვლენათა ქრონოლოგიას არ მივყვებით და ჟორდანიასა და მისი თანამოაზრეების მიერ (რამიშვილის გარდა) სომხების მოქმედებისადმი წაყრუების შესახებ მთავარ და კიდევ უფრო გაუგებარ ამბავსაც გავიხსენებთ: როგორც უკვე ვთქვით, თბილისში ცხოვრება დუღდა, ქალაქის ცხოვრების რიტმი არ დარღვეულა, არაფერზე ეტყობოდა, რომ ქვეყნის საზღვრებს მტერი ჯიჯგნიდა.

1918 წლის 7-18 დეკემბრის გაზეთებს (ეროვნულ-დემოკრატების პარტიული გაზეთის გარდა) რომ გადახედოთ, გაოცდებით:
ათი დღეა, ომი მიმდინარეობს და არავითარი განგაში, მხოლოდ მცირე ცნობები "ლოკალური შეტაკებების"...
ახლა ძნელია ამის ახსნა - იქნებ არ უნდოდათ პანიკა დაეთესათ მოსახლეობაში?
არც ეს ჰგავს სიმართლეს, რადგან ცნობილია, რომ მთავრობა და პარლამენტიც ისევ მშვიდად განიხილავდა მიმდინარე საკითხებს და მხოლოდ სომეხ კოლეგებთან დეპეშების გაგზავნით შემოიფარგლებოდა.

ეგ კი არა, თბილისში მყოფ გერმანული ნაწილების სარდლობას რომ არ გამოეფხიზლებინა, იქნებ თბილისამდეც მოსულიყო მტერი.
18 დეკემბერს მოწინააღმდეგეს თბილისამდე სულ 40 კილომეტრი აშორებდა!
იმავე დღეს, როგორც იქნა, ყველა გაზეთის პირველ გვერდზე მობილიზაციის შესახებ მთავრობის ბრძანება გამოქვეყნდა და მთელი საქართველო თბილისისკენ დაიძრა!

სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების შესახებ მომავალ ნომერში ვისაუბრებთ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი გამარჯვება ბრძოლის ველს გარეთ იქნა მიღწეული - ეს იყო საყოველთაო რისხვა, ეროვნული ერთიანობის პირველი გამოხატულება დამოუკიდებელ საქართველოში, ვინღა უყურებდა მობილიზაციის ასაკობრივ ცენზს, დიდი და პატარა მიდიოდა გამწვევ პუნქტებში და იხვეწებოდა, ფრონტზე გაეგზავნათ!

უნივერსიტეტმაც კი შექმნა მოხალისეთა ბრიგადა და წინა ხაზზე წავიდა (სხვათა შორის, მათ შორის იყო მაშინ სტუდენტი და მომავალში უნივერსიტეტის რექტორი, ნიკო კეცხოველი); უსწრაფესად იქნენ მობილიზებულნი საზოგადოებრივი ორგანიზაციები - ისინი ფულით, შესახვევი მასალით, მედიკამენტებით ეხმარებოდნენ არმიას; ქალაქებში დაწესდა ღამის ნებაყოფლობითი მორიგეობები; არა მარტო პარლამენტი და მთავრობა, არამედ ყველა სახელმწიფო დაწესებულება მუშაობის სადღეღამისო რეჟიმზე გადავიდა; ერთმანეთთან "ძაღლი-კატასავით" მყოფი გვარდია და ჯარიც "დროებით შერიგდნენ";

სწორედ მაშინ დაიხურა სომხური გაზეთები - "აშხატავორი" და "ნორ ორიზონი", ასევე რუსული "კავკაზსკოე სლოვო", რომლებიც აქაურ სომხებს პირდაპირ მოუწოდებდნენ "მტერთან" ბრძოლისაკენ, რედაქტორები კი დააპატიმრეს (სწორედ ამას უწოდებდნენ სომეხი ისტორიკოსები "რეპრესიებს")...

ეროვნული გვარდიის სარდალი, თავგადაკლული სოციალ-დემოკრატი და მარქსისტი, ნაციონალური იდეის უარმყოფელი ვალიკო ჯუღელიც კი, თავის დღიურში წერდა: "ხვალ გადამწყვეტი ბრძოლაა, თუ დავმარცხდებით, გადაწყვეტილი მაქვს, თავი მოვიკლა..."
ქართველებმა დიდი ხნის შემდეგ პირველად იგრძნეს, რომ სახელმწიფოში ცხოვრობენ და ეს სახელმწიფო მათია, მათი დასაცავია! ეს უკვე უდიდესი გამარჯვება იყო!

ტრაფარეტულად ქცეული ფრაზის - ისტორია მეორდებაო, სრულ ჭეშმარიტებაში იმდროინდელი ამბებიც გვარწმუნებს: ერთი კვირის წინ სტატიის მეორე ნაწილი საფრანგეთის ვიცე-კონსულის მიერ ოფიციალურად გამოთქმული "მწუხარებით" დავასრულეთ, რაც ძალიან ჰგავს დღევანდელი ჩვენი დასავლელი პარტნიორების "შეშფოთებას";

ზუსტად ასევე არ შეიძლება ქართველ კაცს სიმწრის ღიმილი არ მოჰგვაროს და 90-იანი წლების აფხაზეთის ომი არ მოაგონოს 1918 წლის სომხეთთან ომის მონაწილე პატრიოტების მოგონებებმა, სადაც აღწერილია, როგორ მიატოვა მათ მიერვე ბრძოლით აღებული სტრატეგიული მაღლობი გვარდიის ნაწილმა და სოფელში ჩაის დასალევად ჩავიდა(?!)
მეორე დღეს ისევ აიღეს ის მაღლობი და არმიის მეთაურთა ბრძანების მიუხედავად, ისევ "ჩაი მოუნდათ" საღამოს(!!!) მომდევნო დილას ისევ დაიფრინეს მტერი მაღლობიდან და ტყვიამფრქვევებიც დაატოვებინეს მოკლულებსა და ტყვეებთან ერთად, მაგრამ ძვირფასი დრო დაიკარგა...
გვარდია იყო სწორედ ის ძალა, რომელიც არ ემორჩილებოდა ჯარის სარდლობას და მიუხედავად უდავო სიმამაცისა და პატრიოტობისა, ისინი მმართველი ელიტის ინტერესების დამცველები უფრო იყვნენ, ამიტომ ომში მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი არც ისე მაღალი იყო...

მაშ ასე: როდესაც თურქები სომხეთის ტერიტორიებს ზედიზედ იპყრობდნენ, ჩრდილოეთისკენაც სცადეს ბედი, მაგრამ დასახლებულ პუნქტ სანაინთან ქართულმა ჯარმა, იქ დისლოცირებულ გერმანულ კორპუსთან ერთად შეძლო მათი შეჩერება.
ქართველებმა იქ სასაზღვრო რაზმი ჩააყენეს და პატარ-პატარა უსიამოვნებები პირველი დღეებიდანვე დაიწყო - ადგილობრივი სომხები ჩვენს მესაზღვრე რაზმს ოსმალებისგან გადამრჩენად კი არა, დამპყრობად აღიქვამდნენ და როდესაც, ჯერ კიდევ ოქტომბერში, სომხების ორი ლეგიონი გაუფრთხილებლად გადმოვიდა საზღვარზე და სადგურ კობერთან სანაინის მიდამოები დაიკავა, სწორედ იქაური გლეხობა იყო მათი მთავარი დასაყრდენი...

თითქმის ორი თვის განმავლობაში - ოქტომბრიდან დეკემბრის დასაწყისამდე - არ წყდებოდა განუწყვეტელი თავდასხმები ქართველ ჯარისკაცებზე.
ცხადია, სანაინში დისლოცირებული მცირერიცხოვანი რაზმის მეთაური - ბორჩალოს მაზრის გენერალ-გუბერნატორად დანიშნული გენერალი წულუკიძეც და ვორონცოვკაში მყოფი ნაწილის უფროსი გენერალი ციციშვილიც მუდმივად ატყობინებდნენ თბილისს ამის შესახებ, მაგრამ იქიდან ერთი და იგივე პასუხი მოდიოდა:
ეგ გაუგებრობაა, ყაჩაღური ბრბოებია, სომხეთის მთავრობა თავად მიხედავს მაგათო...

არადა, მსხვერპლი თანდათან მატულობდა და არაერთხელ დადასტურდა ისიც, რომ თავდასხმებში სომხეთის რეგულარული ჯარის მზვერავები და ჯარისკაცები მონაწილეობდნენ; ქართველებმა ტყვეებიც აიყვანეს, მაგრამ თბილისის ბრძანებით გაათავისუფლეს და... იარაღიც დაუბრუნეს(!)

საქართველოს მთავრობა ამ დროს "ცივილიზებულ, დიპლომატიურ ბრძოლას" აწარმოებდა, მაგალითად, ასეთს:
6 დეკემბერს სომხეთის მთავრობას საპროტესტო ნოტის პასუხად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისწერა:

- ჩვენ მიერ ახალქალაქის მაზრის დაკავება იმით არის გამოწვეული, რომ თურქების გასვლის შემდეგ იქაურობა უპატრონოდ დარჩა და უწესრიგობები დაიწყო. დალაგდეს სიტუაცია და ტერიტორიულ საკითხებზე მერე ვისაუბროთო (?!).

ამ დიპლომატიური "პინგ-პონგის" პარალელურად სომხები "სომხურად", ანუ ჭკვიანურად მოქმედებდნენ - თავგამოდებით ემზადებოდნენ ომისათვის: თხრიდნენ სანგრებს, აწყობდნენ საველე ლაზარეთებს, ამზადებდნენ რეზერვს...

გენერალი მაზნიაშვილი თავის მოგონებებში ახსენებს ტყვე სომხისთვის ჩამორთმეულ დოკუმენტს, რომელშიც პოლკოვნიკი ტერ-ნიკოღოსოვი უბრძანებს პრაპორშიკ ტერ-პეტროსიანს, რომ წავიდეს ერთ-ერთ სოფელში, სასწრაფოდ შეკრიბოს 20-დან 32 წლამდე ახალგაზრდები, შეადგინოს ასეულები და ხვალვე გამოგზავნოს სია. იქვე უთითებს დაუყოვნებლივ დასაწყები ვარჯიშების ყოველდღიურ განრიგს:

"1/2 საათი ტანისვარჯიშობა, 1/2 საათი სიტყვიერი სწავლა და 1 საათი სასროლი და საველე წესდებანი..." ასევე უბრძანებს: დაჰყავით გუნდებად, დანიშნეთ უნტეროფიცრები და ა.შ. რაც მთავარია, ეს დოკუმენტი 1-ელ ნოემბრით თარიღდება, ანუ საქართველოს მიერ ომის ოფიციალურად აღიარებამდე თვე-ნახევრით ადრე"...

სომხების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან ყველაზე ახლომდებარე პუნქტი სანაინი იყო.
პირველად სწორედ სანაინის სასაზღვრო საგუშაგოს დაესხნენ თავს სომხური ნაწილები, უკვე ღიად, ყოველგვარი დივერსიებისა და იარაღიანი გლეხების გარეშე.
გენერალ-გუბერნატორი წულუკიძე უშუალოდ მეთაურობდა მათ წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა ამაოდ - ოცჯერ მეტი მტრისგან უკუქცეული, ვერსად გამაგრდა და რაზმის მცირე ნაწილითღა გამოაღწია სანაინის ვიწრო ხეობიდან...

სანაინში შეჭრილმა მტერმა არც ერთი ტყვე არ აიყვანა, ხოლო გვამები ადგილობრივმა მოსახლეობამ გაძარცვა და შეურაცხყო!

თბილისი კი ჯიუტად არ აღიარებდა ომის დაწყებას, თუმცა სანაინის ხეობაში ჩარჩენილი წულუკიძის დასახმარებლად ჯავშნოსანი მატარებლით მაინც გაგზავნეს ორი ასეული პოლკოვნიკ ვაჩნაძის მეთაურობით და ის მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო: საერთო მეთაურობის არარსებობის პირობებში, ჯავშნოსანი მატარებლით მიმავალნი, სადახლოში არავინ გააფრთხილა სანაინში არსებული მდგომარეობის შესახებ და 250 კაცი 3500 მოწინააღმდეგის პირისპირ აღმოჩნდა ვიწრო ხეობაში!

ვინც გადარჩა, თითქმის ყველა ტყვედ ჩავარდა, მხოლოდ მტრისთვის შეტოვებული ჯავშნოსანი მატარებლის მწყობრიდან გამოყვანა მოასწრეს ქართველებმა.

სომხები წინ მოიწევდნენ - 13 დეკემბერს გენერალ ციციშვილის შენაერთის გმირული წინააღმდეგობაც ამაო გამოდგა (ეს სწორედ ის შენაერთია, რომლის 150 კავალერისტი თბილისში გაიწვიეს, 12 დეკემბერს გვარდიის დღისადმი მიძღვნილ აღლუმში მონაწილეობის მისაღებად).
წარმოიდგინეთ ძალთა ბალანსი:
ციციშვილს ჰყავდა საგუბერნიო ათასეულის ერთი ასეული და სანაპირო რაზმი,
სულ 200 კაცი და 4 ტყვიამფრქვევი.

მტრის შემადგენლობა კი ასეთი იყო:

ქვეითი ლეგიონის ექვსი ასეული,
2 ზარბაზანი, მეტყვიამფრქვევეთა რაზმი 8 "მაქსიმის" და 6 "კოლტის" ტყვიამფრქვევით, ცხენოსან მზვერავთა რაზმი (20 კაცი); სულ 6 ასეული,
2 ზარბაზანი,
14 ტყვიამფრქვევი და 20 ცხენოსანი მზვერავი...
ამ დროს კი თბილისში მთვრალი გვარდიელები ქეიფობენ, საწყობები სურსათითა და იარაღითაა სავსე, მთავრობა კი ისევ "იმედს გამოთქვამს", რომ მეზობელი ქვეყნის ხელმძღვანელობა დამნაშავეებს დასჯის!

...როგორც იქნა, 17 დეკემბერს მობილიზაცია გამოცხადდა. შულავერი-სადახლოს ფრონტის სარდლად გიორგი მაზნიაშვილი დაინიშნა, მისი შტაბის უფროსად კი - გენერალი კვინიტაძე და თუ მანამდე საქართველოს ეს ომი არ აღელვებდა, ახლა საოცარი ერთიანობა გამოავლინა ჯარმაც, გვარდიამაც, მთელმა ერმაც და 17 დეკემბრის შემდეგ თვით სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამაც!

ახლა შეუძლებელია ყველა ლოკალური შეტაკების აღწერა, მაგრამ უმთავრესი მომენტები ამ ბრძოლისა მაინც უნდა გავიხსენოთ (საბედნიეროდ, უამრავი მასალაა მაშინდელ ქართულ პრესაში, თანამედროვეთა საზღვარგარეთ თუ საქართველოში დაბეჭდილ მოგონებებში, არქივებში; 2007 წელს ბ-ნი არჩილ ჩაჩხიანის შესანიშნავი წიგნიც გამოვიდა, სადაც დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით ყველაფერი დაწვრილებით და მართლადაა აღწერილი):

სანაინის აღების შემდეგ სომხებმა ჩრდილო-დასავლეთით, ვორონცოვკისკენ მიიტანეს იერიში, საიდანაც ბოგდანოვკა-ახალქალაქის ფრონტისკენაც ეხსნებოდათ გზა და ეკატერინფელდისკენაც (ასე ერქვა მაშინ ბოლნისს).

სომხური ჯარის მთავარსარდლის, გენერალ დრასტამატ კანაიანის (მეტსახელად დროს) ბრძანებაში, რომელიც ჩვენებს მოგვიანებით ჩაუვარდათ ხელთ, განსაკუთრებით არის აღნიშნული ვორონცოვკის მნიშვნელობა და ნაბრძანებია, ჯარმა სვლა განაგრძოს მდინარე ხრამამდე!

ბრძანება შესრულდა - ხრამამდეც მივიდნენ და ვორონცოვკისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გორელოვკა-პრივოლნოეს გარდა, აღმოსავლეთით შულავერი და სადახლოც დაიკავეს! რუკას თუ დახედავთ, მიხვდებით, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო ფრონტზე, სანამ საქართველო ოფიციალურად დაიწყებდა წინააღმდეგობის გაწევას: დასავლეთით ბოგდანოვკის გავლით ახალქალაქის აღებამდე, აქეთ კი მდინარის გადალახვისა და ბორჩალოს (მარნეულის) დაკავებამდე ერთი ნაბიჯი რჩებოდა, ეს კი სომხების მთავარი ოცნების - თბილისის აღების წინა პირობა იყო.

აქ არ შეიძლება ორიოდე სიტყვა არ ვთქვათ გენერალ დრასტამატ კანაიანის შესახებ.
დრო მისი პარტიული ფსევდონიმია (როგორც კამო - სიმონ ტერ-პეტროსიანისა).
ისევე, როგორც კამო, დროც პროფესიონალი ექსპროპრიატორი და ტერორისტი იყო, მან ააფეთქა 1905 წლის 11 მაისს ბაქოს გუბერნატორი ნაკაშიძე და მასთან მყოფი გ. თაყაიშვილი, რომლებიც სომხებისა და აზერბაიჯანელების შერიგებას ცდილობდნენ.
ამასთან, ეს დრასტამატ-დრო იყო 1905 წლის 21 ნოემბერს თბილისის გარეუბნებში "დაშნაკების" სამხედრო ფრთის მიერ სომხებისათვის "ადგილების გასათავისუფლებლად" ორგანიზებული ქართველთა ხოცვა-ჟლეტის ერთ-ერთი ორგანიზატორი...

და ყველაზე მთავარი: გენერალი დრო სომხეთში ეროვნულ გმირადაა აღიარებული!

ისევ მდინარე ხრამის ნაპირებზე განვითარებულ მოვლენებს დავუბრუნდეთ:
17 დეკემბერს სარდლად დანიშნული მაზნიაშვილი კვინიტაძესთან ერთად სასწრაფოდ გაემგზავრა ბრძოლის ველისკენ;
მობილიზაცია ახალი გამოცხადებული იყო და მისი სამეთაურო მატარებელი ფაქტობრივად ცარიელი - ერთი ესკადრონისა და შტაბის ამარა გაემგზავრა.

დილის 4 საათზე უკვე სადგურ სანდარაში იყვნენ, სადაც მას ჯავშნიანი მატარებელი და მისი მეთაური, ვალოდია გოგუაძე დახვდ(ეს კაცი პირველი იყო, ვისაც მთავრობამ ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა; მის საოცარ სიმამაცეზე, შევეცდებით, მომავალში მოგითხროთ) და შექმნილი მძიმე მდგომარეობა გააცნო.
ახლა მთავარი იყო, მობილიზებული ნაწილების ჩამოსვლამდე მტერს მდინარე არ გადმოეკვეთა.

გენერალი კვინიტაძე წერს თავის მემუარებში: როდესაც გენერალ წულუკიძის დეპეშის მიხედვით რუკაზე ჩვენი დარჩენილი ნაწილების განლაგება აღვნიშნეთ, გვეგონა დეპეშაში შეცდომა იყო, იმდენად უიმედო სიტუაცია იხატებოდაო.

19-ში, დილის 4 საათზე, მაზნიაშვილის თანაშემწე, გენერალი სუმბათაშვილი ერთადერთი ესკადრონითა და გოგუაძის ჯავშნოსნით მიეჭრა მტერს და უკან დაახევინა, სუმბათაშვილი არ შეჩერდა და რკინიგზის ხაზზეც მიიტანა იერიში.

შეშინებულმა სომხებმა რკინიგზაც დატოვეს და შულავერის ირგვლივ მდებარე სტრატეგიული სიმაღლეებიც.

კვინიტაძე დარწმუნებით ამბობს, რომ ამ ბორცვებიდან უკვე შეიძლებოდა გადამწყვეტი შეტევის წამოწყება, მით უმეტეს, რომ ამასობაში რეზერვიც ჩამოვიდა:

"ახლა გადამწყვეტ როლს ითამაშებდა ენერგიული ქმედება და წულუკიძის სწრაფი სვლა სადახლოსკენ. ამას თუ მოვახერხებდით, ერევნამდე ისე გავიდოდით, რომ აღარავინ გაგვიწევდა წინააღმდეგობას," - წერს გენერალი.

მაგრამ ფლანგის გასამაგრებლად გაგზავნილმა წულუკიძემ ისევ დააგვიანა.

დაახლოებით 26 დეკემბრის შემდეგ, როდესაც სომხებმა შეტევებს ვერ გაუძლეს და შულავერიდან გაიქცნენ, ქართული ჯარის ერთადერთი ფუნქცია მხოლოდ მტრის დევნა და მათ მიერ აღებული სოფლების გათავისუფლება იყო.

31 დეკემბერს, საღამოს, კიდევ ექვსი ეშელონი უნდა გადმოტვირთულიყო; მაზნიაშვილმა და კვინიტაძემ ჯარს შესაბამისი დავალებები მისცეს, 1-ელ იანვარს, გათენებისას ერთდროულად უნდა აეღოთ სხვადასხვა ნაწილებს სანაინი და ალავერდი, ხოლო ამის შემდეგ დაიწყებოდა ძალაგამოლეული მტრის იქამდე დევნა, სანამ სამუდამოდ არ გაუქრებოდათ აქეთ გამოხედვის სურვილი...

მაგრამ, სწორედ იმ დროს, დღის 4 საათზე აცნობეს მაზნიაშვილს:
ინგლისელების მოთხოვნით, ჟორდანიამ ბრძანა, რომ ბრძოლა უნდა შეწყდეს და ჯარი შეჩერდეს იმ ადგილას, სადამდეც ღამის 12 საათზე მიაღწევს!
დარჩენილ დროში მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი მოვიგეთ...

ერთი ოფიცერი იგონებს, სომხები ისე გარბოდნენ, რომ არავითარ წინააღმდეგობას არ გვიწევდნენ, ცხენები არ გვეყო, თორემ ზუსტად იმდენად შორს ვიქნებოდით, რამდენადაც ცხენს ჯარისკაცზე სწრაფად სირბილი შეუძლიაო...

1918 წლის ბოლოს, სანამ მტერი თითქმის თბილისამდე არ მოვიდა, საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ (მენშევიკურ) ხელისუფლებას ჯიუტად არ სურდა იმის დაჯერება თუ აღიარება, რომ ეს ნამდვილი ომი იყო და არა "სამწუხარო გაუგებრობა"...

მაშ ასე, 1918 წლის 17 დეკემბერი. საქართველოში მობილიზაცია გამოცხადდა. იმავე საღამოს ჟორდანიამ სასახლეში დაიბარა გენერალი გიორგი მაზნიაშვილი და გააცნო ბრძანება მისი სომხეთის წინააღმდეგ მოქმედი ლაშქრის სარდლად დანიშვნის შესახებ.

მაზნიაშვილმა, თავის მხრივ, შტაბის უფროსად თავისი ყოფილი მეთაური, გენერალი კვინიტაძე დანიშნა მისივე თხოვნით.
მაზნიაშვილს მუდმივი უთანხმოება ჰქონდა მთავრობასთან.
იგი ნამდვილი მებრძოლი ოფიცერი იყო, საკუთარი საქმის ბრწყინვალე მცოდნე, სახელმწიფოსათვის (მით უმეტეს მაშინდელ პირობებში) შეიარაღებული ძალების მნიშვნელობაში დარწმუნებული და როდესაც ხედავდა ჯარისადმი მთავრობის უნდობლობასა და უყურადღებობას, როდესაც აღმოაჩენდა, რომ ჯარისთვის უსახსრობის საბაბით უარის თქმის შემდეგ, მის მიერ მოთხოვნილზე ორ-სამჯერ მეტი მარაგი სოციალ-დემოკრატების გვარდიას ეძლეოდა, უკმაყოფილებას დაუფარავად გამოხატავდა.
ამის გამო ყველაზე დიდი შეხლა-შემოხლა ნოე რამიშვილთან ჰქონდა და ამ უკანასკნელის მონდომებით რამდენჯერმე დატოვა თანამდებობა.

იმ წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, როდესაც მაზნიაშვილი წარმატებული სამხედრო ოპერაციისა და შემდეგ დენიკინის მთავრობასთან ასევე წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ სოჭიდან დაბრუნდა (ესეც ცალკე და ძალზე საინტერესო თემაა), სახლები თბილისშიც და კახეთშიც გაჩხრეკილი დახვდა შს მინისტრის ბრძანებით - თითქოს იქ არმიის საწყობიდან წაღებული პროდუქტი ინახებოდა(?!).

შეურაცხყოფილი გენერალი მაშინვე აპირებდა გადადგომას, მაგრამ ჟორდანიამ ბოდიშიც მოუხადა, გაზეთშიც დაიბეჭდა ცნობა "გაუგებრობის" შესახებ და მაზნიაშვილი თბილისისა და შემოგარენის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა.

ასეთივე მოპყრობის მსხვერპლი იყო გენერალი კვინიტაძეც: როდესაც მან გვარდიის შესახებ კანონის მიღებისას მოითხოვა, მასში შეეტანათ პუნქტი საომარი მოქმედებების შემთხვევაში გვარდიელთა სხვადასხვა სამხედრო ნაწილში გადანაწილების შესახებ, წყობიდან მისთვის უჩვეულოდ გამოსულ ჟორდანიას უყვირია: შეუძლებელია გვარდიისადმი ასე მტრულად განწყობილი ადამიანი სამხედრო სამინისტროს ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყოსო და მინისტრის თანაშემწის თანამდებობიდან გადადგომამაც არ დააყოვნა.

სომხეთთან ომის დაწყების წინ კვინიტაძე თავის სოფელში იჯდა, სამხედრო ჟურნალისთვის სტატიებს წერდა და თავისი მეგობრის, ცნობილი მოღვაწის, თედო სახოკიას ხელმძღვანელობით უკვე დავიწყებულ ქართულ ენას ხელახლა სწავლობდა.
როდესაც მაზნიაშვილის დანიშვნის ამბავი გაიგო, ყველა წყენა გვერდზე გადადო, არც ის ითაკილა, რომ ყოფილი ხელქვეითის ხელქვეითი უნდა გამხდარიყო და თბილისში ჩამოვიდა...

მოგვიანებით გენერალ კვინიტაძის მოგონებები პარიზში გამოქვეყნდა, მაზნიაშვილისა - ბოლშევიკურ საქართველოში.
ამიტომ, შესაძლოა, იმ დროისათვის უკვე "მოძმე საბჭოთა რესპუბლიკად" ქცეული სომხეთის წინააღმდეგ ბევრი ვერაფერი დაეწერა პატრიოტ გენერალს, მაგრამ რაც დაწერა და გამოაქვეყნა, ესეც საკმარისია, მით უმეტეს, რომ ასევე არსებობს უშუალო მონაწილეთა არაერთი მოგონება და მაშინდელი პრესა.

რა ხდებოდა პარლამენტსა და საგარეო დიპლომატიურ კორპუსში?
რას აკეთებდნენ პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები?
დღესაც, თუკი 1918 წლის დეკემბრის ბოლოს გაზეთებს გადავხედავთ, იმედი გაგვიჩნდება, რომ ქართველებს საერთო-ეროვნული უბედურების დროს შეგვიძლია პირადი და პარტიული წყენის გვერდზე გადადება და საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანება.

მხოლოდ ერთ ამონარიდს მოვიყვან ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გაზეთ "საქართველოს" 1918 წლის 19 ქრისტეშობისთვის ნომერში (თავიანთ გაზეთს, პრინციპულად, თვეების მხოლოდ ქართულ სახელწოდებას აწერდნენ) გამოქვეყნებული სტატიიდან, სადაც ზემოთ ხსენებული სპირიდონ კედია (რომელიც ჟორდანიასა და ზოგადად მენშევიკებს მანამდეც და მერეც "მარქსის ლეკვებს" ეძახდა) წერს:

- "ჩვენ თქვენთან ვართ, მაგრამ დაუყონებლივ გასწმინდეთ ჩვენი ქვეყნის გული, ჩვენი თბილისი, იმ ბოროტ-განმზრახველ და სახელმწიფო დამნაშავე ელემენტებისაგან, რომელნიც აქ ბუდობენ და, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, მას აქეთ, დღე და ღამ საქართველოს დასამხობად ზრახვენ და მოქმედებენ! გასწმინდეთ თბილისი... ეს არის პირველი საწინდარი ბრძოლის ველზე საქართველოს ჯარის გამარჯვებისა!"

შესაძლოა, ვინმეს სპირიდონ კედიას ეს მოწოდება ზედმეტად ნაციონალისტურადაც ეჩვენოს, მაგრამ მდგომარეობა იმდენად სერიოზული იყო, რომ მტკიცე ხელის გარეშე თბილისს შიგნიდან "აფეთქება" ელოდა და სომხურ გაზეთებსა და სომეხი ჯარისკაცებისთვის დარიგებულ სააგიტაციო ფურცლებში დაბეჭდილი მოწოდება - აეღოთ თბილისი - რეალობა გახდებოდა.
თანაც კედიას ნათქვამს რეალური საფუძველი ჰქონდა; როგორც ადრე ვთქვით, პირდაპირ რუსთაველის გამზირზე ეწერებოდნენ აქაური სომხები სომხურ ჯარში, მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა.

საილუსტრაციოდ მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვანთ - იმ დროის პრესაში ვნახეთ პატარა ცნობა:

"მთავრობის განკარგულებით დაიკეტა "კაფე- სოკოლნიკი" (ერევნის მოედანზე), რომელიც იყო ბუდე დაშნაკელებისა.
მიზეზი დაკეტვისა იყო ის, რომ აქ ქართველ ოფიცრებმა მოითხოვეს ქართული ჰიმნის შესრულება და კაფეს პატრონმა ამის ნება არ მისცა.
კაფეს პატრონი დააპატიმრეს."
აი, ასეთი ადამიანების დაპატიმრებას უწოდებს სომხური პრესა (მაშინდელიც და დღევანდელიც) და ისტორიოგრაფია "რეპრესიებს"!

თავხედობასა და უტიფრობას რომ თავი დავანებოთ, წარმოიდგინეთ, რამდენად დარწმუნებული იყვნენ თავიანთ გამარჯვებაში, რომ დედაქალაქის ცენტრში, ერევნის (დღევანდელი თავისუფლების) მოედანზე, კაფეს მეპატრონე ბედავს და ქვეყნის ჰიმნის შესრულებას უკრძალავს ომში წასასვლელად გამზადებულ ქართველ ოფიცრებს!!!

სხვათა შორის, ამ თავდაჯერებულობის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ სანამ ჩვენები ქართულ-არხეინად იყვნენ მხარ-თეძოზე წამოწოლილები, სომხებს დეტალურად ჰქონდათ გაწერილი არა მხოლოდ საომარი მოქმედებების გეგმა, არამედ ზურგში - სომხებით დასახლებულ სოფლებსა და, რაც მთავარია, თბილისში ჩასატარებელი არა მარტო პროპაგანდა, არამედ დივერსიული აქტებიც.

ამის დასტურია ძეგვის სარკინიგზო ხიდის აფეთქება დეკემბრის დასაწყისში, რაც ომის დაწყებამდე მორიგ კრიმინალად მოინათლა.

"სირაქლემის პოზიციაში" მყოფი მენშევიკები იმასაც ამბობდნენ, ალბათ რომელიმე ხიდის მშენებელმა ააფეთქებინა, რომ მერე აშენების შეკვეთა მიეღოო(?!), მაგრამ როდესაც სომხების შემოტევის ამბავი გამჟღავნდა და აგენტურული ქსელიდანაც ინფორმაცია მიიღეს, რომ ხიდის აფეთქების მიზანი სომხების მიერ თბილისის აღების შემთხვევაში დასავლეთ საქართველოდან წამოსული მაშველი ჯარის შეყოვნება იყო, განრისხებულმა რამიშვილმა დამნაშავეთა სასწრაფოდ მოძებნა ბრძანა!

შეიპყრეს კიდეც რუსი პოლკოვნიკი შმაგაილოვი და სამი სომეხი, რომელთა სასამართლოს პირველი სხდომაც გაგანია ომის დროს - 21 დეკემბერს გაიმართა.

საქმეში 27 მოწმე მონაწილეობდა, ბრალი დაუმტკიცდათ, რაც მათმა ვექილებმა ზელენსკიმ და პაპოვიანმაც აღიარეს: საომარი მდგომარეობის კანონის მიხედვით სიკვდილით დასჯაც მიესაჯათ, მაგრამ როდესაც ომი დამთავრდა, "ზედემოკრატმა" ნოე ჟორდანიამ ისინი შეიწყალა
(ნუ დაგვავიწყდება, რომ მოწინააღმდეგე სამხედრო ტყვეებსაც კი ხვრეტდა!)...

საინტერესოა, როგორი იყო სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა პოზიცია? საქართველოში ხომ ქართველებისა და სომხების გარდა სხვებიც ცხოვრობდნენ და არა მარტო ცხოვრობდნენ, არამედ საკუთარი წარმომადგენლებიც ჰყავდათ პარლამენტში
(გარდა ოსებისა, რომლებმაც ეს თავად არ ისურვეს).

პარლამენტის 17 დეკემბრის სხდომის ოქმის მიხედვით, საერთო აღტაცება გამოიწვია მაჰმადიანთა წარმომადგენლის, ახვერდოვის "დარბაისლურმა და გულწრფელმა სიტყვამ", რომელმაც გაიხსენა, თუ როგორ იბრძოდა ბორჩალოელი თათრების მხარეს ალექსანდრე ბატონიშვილი, როგორ გადაუხადეს მათ ეს პატივისცემა, როდესაც ქართველთა მხარდამხარ ებრძოდნენ ერთმორწმუნე სპარსელებს და რომ ახლაც ბორჩალოში ყალიბდება რაზმები სამშობლოს - საქართველოს დასაცავად; ასეთივე პათოსით იყო გამსჭვალული ბერძენთა წარმომადგენლის სიტყვა და ეს მით უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ ფრონტისპირა სოფლებში ბევრი ბერძენი ცხოვრობდა; მხურვალე სიტყვა წარმოთქვა ქართველ ებრაელთა წარმომადგენელმა მიხეილ დავარაშვილმაც...

საქართველოს ყველა რეგიონში სადღეღამისო რეჟიმით მუშაობდნენ გამწვევი პუნქტები, რომლებიც არათუ ბრძანებით მობილიზებულებს, არამედ მოხალისეებსაც ვერ აუდიოდნენ, არადა ხუთიოდე დღით ადრე, როგორც გენერალი ვაჩნაძე წერს თავის მოგონებებში, მას ქალაქის გასასვლელთან უნახავს თავიანთ ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილ ხევსურთა რაზმი, რომლებიც დაბნეულები მდგარან და გენერლის კითხვაზე უპასუხიათ:
"გავიგეთ, სომხებმა ჩხუბი დაგვიწყეს, იარაღი ავისხით და ჩამოვედით, აქ კიდე არავის ვჭირდებით, აი, მთაში დაბრუნებას ვაპირებთო!"
ვაჩნაძეს მაშინვე სამხედრო ნაწილში მიუყვანია გულანთებული პატრიოტები.

ომში მონაწილეობის შემდეგ ბევრი მათგანი არმიაში დარჩა...
არ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა მთავრობამ დიპლომატიური არხებით მუშაობა არ სცადა, მაგრამ სამწუხაროდ, ესეც მოგვიანებით მოიფიქრეს - ახალდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა ვერაფერი გააწყო ევროპელ პარტნიორებთან, მით უმეტეს, რომ I მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანიის არმიის ნაწილები, გერმანიისა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და აღიარების მთავარი გარანტი იყო, უკვე თბილისიდან გადიოდნენ და ადგილს ინგლისელებს უთმობდნენ, რომლებიც სრულიად ღიად მფარველობდნენ სომხებს - 25-26 დეკემბერს ინგლისელთა ნაწილები თბილისში შემოვიდნენ და მათი შტაბი დღევანდელ სასტუმრო "თბილისი-მერიოტში" განლაგდა.

არადა, ინგლისელებს ხუთიოდე დღით გვიან რომ შეეცვალათ გერმანელები, შესაძლოა, ომი, სულ მცირე, 50 კილომეტრით სამხრეთით დასრულებულიყო...

ერთი ნიშანდობლივი ცნობა მაშინდელი პრესიდან:

- "საქართველოს სამხედრო მინისტრი ინახულა საფრანგეთის ვიცე-კონსულმა, რომელსაც მინისტრმა დაწვრილებით აუხსნა ვერაგული თავდასხმა... გარდა ამისა, გადასცა, რომ ჩვენი მოკლული მხედართა გვამები სომხების მიერ ისეა დასახიჩრებულნი, რომ ვერც კი იცნობიანო. კონსულმა გულდასმით მოუსმინა მინისტრს და მწუხარება გამოსთქვაასეთ ველურ საქციელზე".

 როდესაც 7-8 დეკემბრის ღამეს სომხებმა სასაზღვრო პოსტზე ჩვენი მძინარე მესაზღვრეები ამოხოცეს და ლორეს ოლქში უფრო ღრმად იწყეს შემოსვლა, ყველაზე ახლოს - სანაინში, ქართველებს მხოლოდ მცირერიცხოვანი რაზმი ჰყავდათ, რომელმაც პირველი ბრძოლა მიიღო 9 დეკემბერს და რიცხვით ოცჯერ (!) მეტ მტერთან ბრძოლაში დამარცხდა. იმ ათ დღეს, სანამ საქართველო მობილიზაციას გამოაცხადებდა და სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას დაიწყებდა, სწორედ ასეთი "დამარცხებული გმირები" აყოვნებდნენ მტერს, თორემ სულ რაღაც 60-80 ვერსის ტრიუმფალური მარშით გავლას და საუკუნოვანი სანუკვარი ოცნების ასრულებას - თბილისის აღებას, სამიოდე დღეც ეყოფოდა.

კონკრეტულად, რა მოხდა 9 დეკემბერს?

მოდი, უშუალო მონაწილეს "მოვუსმინოთ". 1963 წელს პარიზში საქართველოს ეროვნული გმირის წოდების პირველი ოფიციალური მფლობელის, ვალოდია გოგუაძის მოგონებები გამოქვეყნდა (სიკვდილის შემდეგ).

იგი წერს:

- "მე მებრძანა ორი ჯავშნოსნით ფრონტზე წავსულიყავი. რკინის გზა სანდაარიდან სომხეთამდე მტერს ეჭირა.
9 ქრისტეშობისთვეს მტერს პირდაპირ მივადექი და ორი დღის განმავლობაში რკინის გზა ბამბაკამდე გავწმინდე და სანაინში დავდექი..."
ეს სწორედ ის იყო, რაზეც გენერალი კვინიტაძე ამბობს თავის მემუარებში, როდესაც გავიგე, სანაინში ჯავშნოსანი გაუგზავნიათ, მივხვდი, რომ ეს მათი განადგურებით დასრულდებოდა, მაგრამ უკან მობრუნება ვეღარ მოხერხდაო. მაგრამ როგორც მომავალმა აჩვენა, არც მსხვერპლი ყოფილა უაზრო და არც გოგუაძე და მისი თანამებრძოლები იყვნენ ის ხალხი, რომ უბრძოლველად რამე დაეთმოთ - 10 დეკემბერს გოგუაძე უფრო "გათავხედდა" და კიდევ უფრო ღრმად - ბამბაკის ხიდთან შეუტია მტერს, იქაც იძლია მტერი და ქართველები უდანაკარგოდ დაბრუნდნენ "მოძრავ ბაზაში" - ჯავშნოსან მატარებელში, თან ტყვეებიც მოიყვანეს, რომლებიც შემდეგ ძალიან გამოადგათ.

გოგუაძე უმამაცესი კაცი გახლდათ, მაგრამ მართლა გიჟი კი არ იყო (ისე, მანამდე ჩოლოქზე მისგან დარბეული თურქები კი ეძახდნენ "შაითან-გოგვაძეს"), რომ რამდენიმე ათეულით მთელ არმიას შებმოდა, მაგრამ ჯერ კიდევ მოქმედი საველე კავშირის საშუალებით, თბილისიდან მუდმივად აიმედებდნენ, რეზერვს მოგახმართო და პატრიოტი ოფიცერი ბოლო წუთამდე ცდილობდა, ქართული მიწის ყოველი გოჯისთვის ებრძოლა დამხმარე ძალის მოსვლამდე.

სომხებმა თავს დაუარეს და მატარებლის უკან რკინიგზის აყრას შეუდგნენ, ქართველები ჩასაფრებიდან უხსნიდნენ ცეცხლს, ამიტომ ამ თითქოს ადვილ საქმეს მტერმა 3-4 დღე მოანდომა და 14 დეკემბერს გოგუაძეს და მისი რაზმის ნარჩენებს უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდათ, ალყაში იყვნენ და დახმარების იმედიც აღარ არსებობდა - თვითონ უნდა მოეხერხებინათ სამშვიდობოს გასვლა.

აქ გოგუაძემ კიდევ ერთი შესაშური თვისება, საოცარი მოხერხებულობა გამოავლინა:
შემოაყვანინა ხუთი დატყვევებული ადგილობრივი სომეხი, რომლებსაც სიცოცხლის შენარჩუნებას დაჰპირდა და ფულიც კი აჩუქა, თან "სთხოვა": ხომ ხედავთ, რა დღეში ვართ, ამაღამ სანაინი უნდა დავტოვოთ და ალავერდის გავლით თბილისისკენ წავიდეთ, თქვენი მეგზურობა გვჭირდებაო. გეგმამ გაამართლა - ტყვეები სიხარულით "დასთანხმდნენ", და როცა გაუშვეს, მაშინვე სომხური ჯარის უფროსობასთან გაიქცნენ - არიქა, გოგუაძე და მისი რაზმელები ალავერდისკენ მიდიანო!

ერთი სიტყვით, სომხებმა "ჭამეს", მთელი ძალები რკინიგზის დაცვიდან მოხსნეს და ალავერდის მხარეს გადააჯგუფეს.
ამ დროში ჩვენებმა დახოცილების დაკრძალვაც მოასწრეს და დაჭრილების მიბარებაც ახლომახლო მდებარე სოფლების აზერბაიჯანელ სანდო გლეხებთან.
თან ერთი ჯავშნოსანი ააფეთქეს, მეორე კი დააზიანეს.

მაშინდელ სომხურ გაზეთებში სომეხი ისტორიკოსების ბაქიბუქი, რომ მათმა არმიამ სანაინთან "ისტორიული გამარჯვება" მოიპოვა და მტერს ჯავშნოსნები წაართვა, წმინდა წყლის ბლეფია!
მეტიც - ისევ გოგუაძის მოგონებებიდან:

- "ალავერდთან შეყრილ სომეხთა ჯარს შრაპნელი დავუშინე და მას დიდი ზიანი მივაყენე. ღამით ჩავდექი ავანგარდში და უკან დავიხიეთ... მივუახლოვდით სოფელ შენიხს, იქ სროლა აგვიტეხეს, მაგრამ ისინი ჩავაჩუმეთ...
სადგურ აირმურთან მივედით, იქ მაღლობები სომხის ჯარებს ეკავათ.
ჩვენმა მეომრებმა მტერს შეუტიეს, გაფანტეს და ტყვედ მოიყვანეს 60 კაცი(!)...
მივედით სადახლოში და დავისვენეთ...
იქ ორი ჯავშნოსანი ალფესი გოგუაძის (მისი ძმა იყო ) მეთაურობით იცდიდა.
15 დეკემბერს ჩავუდექი ჯავშნოსნებს სათავეში და მტერს შევუტიეთ. სომხის ჯარი დამარცხდა და უთავბოლოდ უკან დახევა დაიწყო..."

აქვე ერთსაც ვიტყვით:
ვალოდია გოგუაძე მებრძოლი იყო და პოლიტიკაში დიდად ვერ ერკვეოდა, თუმცა თავგადაკლული სოციალ-დემოკრატი გახლდათ. "სოცდეკებისა" და ეროვნულ-დემოკრატების დაპირისპირებაზე მაშინაც და მერე - ემიგრაციაშიც, ყველას გვსმენია.

არც სალანძღავ ეპითეტებს ერიდებოდნენ, ერთმანეთისთვის "ცრუპენტელას", ‚"მხდალისა" და "ერის მოღალატის" ძახილიც მაშინ დამკვიდრებული "მოდაა", მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, ვინმეს ოდესმე ეჭვი შეეტანოს გოგუაძის ნათქვამში ან ნაკეთებ საქმეში, ამიტომ მისი მემუარები შეიძლება სარწმუნო ინფორმაციად მივიჩნიოთ...

ჩვენები მეთოდურად, გეგმაზომიერად ერეკებოდნენ მტერს საწყისი პოზიციებისკენ და, რაც მთავარია, ომი ისე დაამთავრეს (უფრო სწორად, დაამთავრებინეს), რომ მასში ჩვენი შეიარაღებული ძალების ნახევარზე მეტი აქტიურად არც ჩაბმულა და რეზერვში დარჩა, მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგემ უკანასკნელი ჯარისკაციც კი გამოიყენა.
28 დეკემბერს შულავერის გენერალური ბრძოლა მოხდა.

მტერი განადგურებული და უკუქცეული იქნა და ჩვენები ყოველ საათს მიიწევდნენ წინ, მაგრამ ახალწლის ღამეს მათ შეჩერება უბრძანეს...

სხვათა შორის, ამ ომში პირველად იქნა გამოყენებული სამხედრო ავიაციაც - პრესის მიხედვით, თბილისის მფრინავთა საავიაციო რაზმის წევრის, პოდპორუჩიკ გორგაძის მინიმუმ ორი საბრძოლო გაფრენა დასტურდება.
მან მტერს ჰაერიდან დააყარა ყუმბარები და ამ მამაცობისთვის პორუჩიკის წოდებაც მიენიჭა.

საერთოდ, არ შეიძლება არ გაოცდე, როდესაც გადახედავ მაშინდელ ოფიციალურ პრესას, განსაკუთრებით სამხედრო ჟურნალებს (ასეთი რამდენიმე (!) იყო) და ნახავ, როგორი წესრიგი სუფევს ახალშექმნილ შეიარაღებულ ძალებში, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ შენდება პროფესიული არმია - დაწყებული სამხედრო ფორმების მოდელების დამტკიცებიდან და შეკერვიდან, დასრულებული საავიაციო და საავტომობილო შენაერთების ჩამოყალიბებით.

სოფელ იუხარი-სერალთან გამართულ ბრძოლაში საოცარი‚"ანგარიში" დაფიქსირდა:
მტერმა ასზე მეტი მებრძოლი დაკარგა, ქართველებმა კი... მხოლოდ ერთი(!!!)
რამდენიც უნდა უარყოს მავანმა, იუხარი-სერალის შეტაკება ისტორიული ფაქტია და ვეღარაფერს შეცვლიან...

როგორც აღვნიშნეთ, ქართული ჯარის წინსვლა ინგლისელთა კატეგორიული მოთხოვნის შედეგად შეჩერდა და როგორც არაერთი საარქივო დოკუმენტით დასტურდება, ინგლისელი ოფიცრები 31 დეკემბერზე გაცილებით ადრე აკვირდებოდნენ ყველაფერს და სანამ სომხები წინ მოიწევდნენ, მშვიდად ადევნებდნენ მოვლენებს თვალს.
ისტორიკოსმა არჩილ ჩაჩხიანმა არქივში მოიძია და თავის წიგნში გამოაქვეყნა ძალზე საინტერესო დოკუმენტი - ინგლისელების მიერ შედგენილი 7-პუნქტიანი პროექტი "კონფლიქტის მოსაგვარებლად".

"1. 14 დღიანი ზავის დადება.
2. ორივე მოკამათე მხარე ტოვებს საკამათო ოლქებს ლორესა და ახალქალაქში
3. გლეხებმა (სომხებმა) უნდა გააგრძელონ თავისი ჩვეული ცხოვრება და არავინ არ უნდა ჩაერიოს მათ ყოველდღიურ საქმიანობაში.
4. რკინიგზის მუშაობა უნდა აღდგეს. უნდა განხორციელდეს როგორც ქართული, ასევე სომხური ეშელონების შეუფერხებელი სარკინიგზო მიმოსვლა.
5. ორივე მხარემ უნდა მოავლინოს სანაინში თავიანთი წარმომადგენლები საკითხის ერთობლივად გადაწყვეტისათვის.
6. ჯავშანმატარებელი (ქართველების ) უნდა დარჩეს სანაინში, ქართულმა ეკიპაჟმა უნდა დატოვოს იგი, ხოლო მატარებელი უნდა გადაეცეს ბრიტანულ მისიას.
7. ლტოლვილთა საკითხის სომხური კომისია უნდა დარჩეს ახალქალაქში და განაგრძოს მუშაობა, გაგრძელდეს სურსათის მიწოდება.

ესეც თქვენი "ნეიტრალური" ბრიტანელები!

ყველაზე მთავარი კი ის გახლავთ, რომ ეს "შედევრი" 14-15 დეკემბერს არის შექმნილი, ანუ მაშინ, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ არ იყო ომში ოფიციალურად ჩართული!
ამ ყველაფერს აგვირგვინებს სომხეთის პრემიერის, კაჩაზნუნის დეპეშა ხელქვეითისადმი, რომელსაც ავალებს, ინგლისელებთან გაარკვიოს სამი საკითხი:

1. ნამდვილად დაიცავს თუ არა საქართველო ამ პირობებს და ხომ არ დაძრავს ჯარს (დაუბრკოლებლად მიიწევენ წინ, ჯერ მხოლოდ 15 დეკემბერია და მაინც ეშინია)
2. ეთნიკური პრინციპით მთელი ახალქალაქის მაზრა და ბორჩალოს სომხური ნაწილი ჩვენი უნდა იყოს, ხოლო მდინარე ხრამის ჩრდილოეთი ტერიტორიები - სადავო ,
3. სომხურ მხარეს გადაეცეს ჯავშნოსანი მატარებელი, ერევანი-ჯულფას რკინიგზის დასაცავად გვჭირდებაო!
როგორია?!
ასე რომ, მომავალში ბოლშევიკების მიერ "სადავო" ლორეს სომხებისათვის ჩუქების მიუხედავად, ახალქალაქი და ქვემო ბორჩალო დღეს ჩვენ გვეკუთვნის და ეს იმ გმირი ოფიცრებისა და ჯარისკაცების დამსახურებაა, რომელთა სახელებიც არასოდეს უნდა მიეცეს დავიწყებას.

ზვიად გურული

წყარო; https://www.kvirispalitra.ge/history/5447-s...hethis-omi.html



 

Rate this item
(0 votes)
Read 2119 times

მთავარი

 

 

 

 

ვიდეო