საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 12:13

ხელისუფლებავ, აღკვეთეთ მედია ქაოსი ქვეყანაში

17-06-19 23:25:18 | Print

როგორც წესი, ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოს სტრუქტურებს ანუ სამინისტროებს, ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლებები

საზოგადოებაში არსებული პრობლემატიკიდან და მოთხოვნილებებიდან გამომდინარე ქმნიან.

მე-19 საუკუნეში, თბილისში და მთელს საქართველოში ათამდე გაზეთი და პერიოდული გამოცემა თუ გამოდიოდა, რასაც შემდგომ, დროთა განმავლობაში

ტექნიკური პროგრესის შესაბამისად ერთეული რადიოსადგურები და ტელემაუწყებლობა (ტელეხედვის სტუდია,როგორც ადრე მას ერქვა) დაემატა, რომელიც არ

საჭიროებდა კონტროლის ანუ ინფორმაციის მოპოვების, გადამუშავების, გავრცელების სპეციალურ წესებს, თუმც გარკვეულწილად კონტროლდებოდა არსებული

მმართველობის სპეც. სამსახურების მიერ.

"ბნელ საბჭოთა" დროში საქართველოში არსებობდა "ინფორმაციის და კავშირგაბმულობის" სამინისტრო.

დღეს, როდესაც მედია , იქნება ეს ბეჭდური, რადიო თუ ტელეკომპანიები,ინტერნეტ სააგენტოები, უდიდეს როლს თამაშობენ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ

ცხოვრებაში და ფაქტობრივად, მეოთხე ხელისუფლებად იქცნენ, არ არსებობს ამ საშუალებათა საქმიანობის განხორციელების, რეგულირების, კოორდინაციის,

ვალდებულებების ერთობლივი წესები, ჩარჩოები და სტანდარტები.

არსებობს მხოლოდ მედია კონტროლის უსუსრი  გაერთიანება , სახელწოდებით "ჟურნალისტიკის ქარტია" რომელსაც არც არავინ ცნობს, აღიარებს და უსმენს.

მედიის სფეროში არსებობს აკიდევ ერთი, ავტორიზაციის და ლიცენზიების გამცემი ორგანო, "კომუნიკაციების ეროვნული კომისია", რომელსაც არ გააჩნია

მედიაზე სრული ზედამხედველობის ფუნქცია.

ერთიანი სისტემური რგოლი , რომელიც გააკონტროლებს ქვეყანაში შექმნილ ინფორმაციულ ქაოტურ პროცესს, ქვეყანას არ ჰყავს!

დღეს მათი არარსებობა მავანს დემოკრატიის მონაპოვარი ჰგონია - წერე, აბრალე, ლაფი ასხი, მოიპოვე , ავრცელე რაც გინდა და როგორც გსურს,  არც არავინ არის

განმკითხავი..

არ ვფიქრობ, რომ ინფორმაციის მოპოვების თუ გავრცელების ერთიან სტანდარტებში მოქცევა ავნებს ქართულ დემოკრატიას, პირიქით, ეს იქნება ერთგვარი

გარანტი მიკერძოებული, დაქირავებული  ჟურნალისტიკას თავს შეფარებული ადმიანებისგან თავის დასაცავად. 

ჩამოგითვლით რამოდენიმე სახელმწიფოს, სადაც არსებობს ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების, გავრცელების ერთიანი სისტემა, სამინისტროების სახით:

1. ყაზახეთი (http://mic.gov.kz/ru ),


2. ბელორუსი ( http://www.mpt.gov.by) ,


3. იტალია (ministero delle comunicazioni),


4. პოლონეთი (ინფრომატიზაციის სამინისტრო)


5. უკრაინა (საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრო), რუსეთი..

 

მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, პრემიერ მინისტრს, იფიქროს აღნიშნული პრობლემის შესახებ, რაც აუცილებელი წინაპირობაა ქვეყანში

ცივილიზებული მედია გარემოს ჩამოყალიბების.

 

ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია.

"თბილისი 24"

Rate this item
(0 votes)
Read 514 times

მთავარი

 

 

 

 

ვიდეო