საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 7:50

გელა ზედელაშვილი: ელისტრახომ - ამ ყიამყრალმა დედაკაცმა გაუსვრელი არავინ დატოვა!

17-06-06 21:21:35 | Print

ავტორი გიორგი მამაცაშვილი
6 ივნისი. 2017. 18:41

„რაკი ე.წ. ჟურნალისტმა ერთხელ შეტოპა სიბინძურეში, უკან ვეღარ გამოვა. რომც შეეძლოს გამოსვლა, თავად კილაძეს მაინც არ გააჩნია ამის სურვილი. ისეთი ადამიანები, როგორიც ელისო, იგივე ელისტრახო კილაძეა, ცხოვრებას აუცილებლად ამთავრებენ ნეხვში!" - ასე იწყებს ჩემთან საუბარს ჩემივე კოლეგა, ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი:

- ეს ქალი ძალიან მეცოდება... ჯერ იმიტომ მეცოდება, რომ შვილი დაუპატიმრეს. რაც არ უნდა დამნაშავე იყოს, დედისთვის მაინც მწარეა. ამ მხრივ ნამდვილად ვიზიარებ მის მწუხარებას. რა იყო, რა მოხდა, რა ჩაიდინა, ამას გამოძიება და სასამართლო გაარკვევს.

რაც შეეხება კილაძის ე.წ. მოღვაწეობას, შენ გგონია, სულ ეგეთი ბოროტი მოვლენა იყო?

მოდი, ერთ საიდუმლოს გაგიმხელ: 2012 წლის ბოლომდე ის ჯერ დიტო ჩუბინიძის „ჩიტი" იყო, შემდეგ - ჩემი.

- გულიანად გამაცინე... ახლა მტკიცებას დაიწყებს კილაძე, სხვისი „ჩიტი" ვერ ვიქნებოდი, მე ჩემი „ჩიტები" მყავდაო...

- არ დაიჯერო. 2012 წლის ჩათვლით ის იყო ჩვენი „ჩიტი".

არ დაგიმალავთ, ძირითადად, მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციებს მისივე სახელით ვაქვეყნებდით, მაგრამ ინკოგნიტო წყაროს სახელითაც არაერთხელ გამოგვიქვეყნებია...

აი, აქ უკვე მეც მეცინება „ნაციონალებზე", ასეთ წარმონაქმნს ჭკუას რომ ეკითხებიან და თან „რუსთავი 2"-ით აპიარებენ.

საკმარისია, ელისტრახომ რამე სისულელე გაარაკუნოს, კობაიე ხაბაზი ეგრევე მიარბენინებს და „თავისუფალი ზონის" საიტზე აქვეყნებს, თითქოს ერთმა გაყიდულმა დედაკაცმა კი არა, სოკრატემ იქადაგა მის ბაგეთაგან!

- თუმცა, ფაქტია, მის მიერ გავრცელებულმა ჭორებმა, მისმა ცილისმწამებლურმა კამპანიამ ძალიან სერიოზული და ამაზრზენი ხასიათი მიიღო...

- სამწუხაროდ, ქალბატონი ელიკო, იგივე ელისტრახო, რომელსაც ძალიან კარგად გამოჰქონდა ინფორმაცია „ნაცების" შტაბიდან და მიშა სააკაშვილის სამთავრობო სტრუქტურებიდან, ბევრისთვის უკვე გადაიქცა მარგინალ მონსტრად. დაუსაბუთებელი საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, მოდი, „ნაცებისა" და სხვა დაინტერესებული პირების საყურადღებოდ მოვიტან კილაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციების ერთ ფრაგმენტს.

ყველა დაინახავს, თუ რა გააფთრებით ებრძოდა 2011-2012 წლებში სააკაშვილს და მის ხროვას:

" გელა, დავიწყოთ იმით, თუ რა ხდება სახელმწიფო დაწესებულებებში... სხვათა შორის, "ქართული ოცნების" ლიდერები რომ ამბობენ, ჩვენს წარმომადგენლებს მივავლენთო, ეს აქამდე უნდა გაეკეთებინათ, განსაკუთრებით ძალოვან უწყებებში.

გარდა იმისა, რომ თბილისის შემოგარენში კოცონები გიზგიზებს, მიტანილი აქვთ ქაღალდის საჭრელი მანქანები და ღამითაც კი მუშაობენ, პირწმინდად ანადგურებენ დოკუმენტაციას, პირწმინდად შლიან თავიანთ დანაშაულებრივ კვალს.

გადავიდეთ შემდეგ საკითხზე: მე შემიძლია, დაბეჯითებით გითხრა, რომ ზურაბ ადეიშვილი ქვეყანაში აღარ იმყოფება, მან ხუთშაბათ ღამეს შეკრიბა თავისი პროკურორები და გამოუცხადა, მე ავსტრიაში მყავს მეგობარი, რომელიც მომაქცევს ყურადღებას, დროებით მაინც უნდა გავეცალო აქაურობასო.

მურთაზ ზოდელავას, რომელიც მძიმე ავადმყოფია, ალბათ თვალებზე ატყობ, ადეიშვილისთვის უკითხავს, ჩვენ რა უნდა ვქნათო?

პასუხი: თქვენ ყველამ მიხედეთ თქვენს საქმეს!

ამას მოჰყვა საშინელი აგრესია, ეს ადამიანები იყვნენ სისტემის მონები და ადეიშვილის ბრძანებების უსიტყვო შემსრულებლები...

ამიტომ ახლა თითოეული მათგანი არის გამოუვალ მდგომარეობაში.

ბოლო-ბოლო, მართლა ყველას არ აქვს საშუალება, უცხოეთში გაიქცეს და ვილა იყიდოს.

საქართველო ასევე დატოვა ძალოვანი უწყებების ერთ-ერთმა რუხმა კარდინალმა, გია დგებუაძემ, მეტსახელად "მასტერამ".

ის გავიდა ოჯახით. ჯერ კიდევ არჩევნებამდე სამჯერ ჩავიდა გერმანიაში, მან არა მხოლოდ თავისი ქონება დააბინავა, არამედ კომპრომატების დიდი ნაწილიც, რომელსაც ესენი ერთმანეთის შესახებ აგროვებდნენ.

"მასტერას" გერმანიაში აქვს საკუთარი სახლი და ამჟამად სწორედ იქ იმყოფება.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ქვეყნიდან გასვლა მოასწრო ცნობილმა ჯალათმა, ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელმა, მეგის ქარდავამ.

ის ჯერ გაფრინდა თურქეთში, ხოლო იქიდან ჩავიდა ბრიუსელში.

მე ეჭვი მაქვს, რომ ქარდავა გამოჩნდება ლადო ბედუკაძის სიახლოვეს, რომელმაც სააკაშვილის ხელისუფლებას მართლა ნიღაბი ჩამოხსნა.

ასევე ქვეყანა დატოვა ალექსანდრე მუხაძემ, გლდანის საპყრობილის ყოფილმა უფროსმა, მეტსახელად "ქილერამ", რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა პოლკოვნიკ თეთრაძის გაუპატიურებასა და მკვლელობაში.

მე პირადად არა ვარ რევანშის მომხრე, მაგრამ ამნაირი ჯალათების ადგილი არის გლდანის ციხეში და არა რომელიმე ევროპულ ქვეყანაში".

ნახე, რა კატეგორიული და სასტიკია ჩვენი ელიკო, როგორ ამხელს „ნაცებს", როგორ ამტკიცებს, რომ მათი, ანუ ჯალათების ადგილი არის გლდანის ციხეში და არა რომელიმე ევროპულ ქვეყანაში.

ნახე, როგორ ყვება მტკიცებულებითი ფორმით, რომ მუხაძე უშუალოდ მონაწილეობდა პოლკოვნიკ თეთრაძის გაუპატიურებასა და მკვლელობაში...

ნახე, რაც მთავარია, თურმე ქვეყნიდან გასვლა მოასწრო ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელმა, ჯალათმა მეგის ქარდავამ, შეიძლება ის გამოჩნდეს ბრიუსელში, ლადო ბედუკაძის სიახლოვეს...

ეს თურმე ის ლადოა, რომელმაც ნიღაბი ჩამოხსნა სააკაშვილის ხელისუფლებას.

ჰოდა, ეხლა ამოცანა გვეკითხება: რა მოხდა 2013 წლიდან ქალბატონ ელისტრახოს ცხოვრებაში, რატომ „გაუნათდა" უცებ ცნობიერება და რატომ გადაატრიალა „პლასტინკა"?

აქვე ჩნდება ქვეკითხვები - რანაირად ხდება, რომ გუშინდელი ჯალათები დღეს ციდან ჩამოფრენილი ანგელოზები არიან, რომლებსაც ელიკო კილაძე კბილებით იცავს?

რანაირად ხდება, რომ მაშინ ლადო ბედუკაძე გმირი იყო, სააკაშვილის რეჟიმს ნიღაბი ჩამოხსნა, შემდეგ კი მოღალატე გახდა. მეტიც, თურმე ციხის კადრები დადგმული ყოფილა.

- ეტყობა, კილაძემ 2013 წლიდან დიდი „ევოლუცია" განიცადა და მიხვდა, რომ მანამდე ცდებოდა. აბა, სხვა რა მიზეზი უნდა არსებობდეს?

- ვაფასებ შენს იუმორს... სხვათაშორის, ამ დედაკაცის „აღორძინება" სააკაშვილის ხელისუფლების პირობებშივე დაიწყო, როცა რაღაც არასამთავრობო შექმნა და ვაკეში უზარმაზარი ოფისი იქირავა.

მე არ ვიცი, რა ჯანდაბას აკეთებდა იქ, ან რა არასამთავრობო ჰქონდა, ერთი-ორჯერ ვარ ნამყოფი, როცა ინფორმაციები მომაწოდა.

ისე გაგითამაშებს სპექტაკლს, მართლა წამებული პატრიოტი გეგონება.

მაშინაც სულ აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, არიქა, მითვალთვალებენ, სულ კუდში დამდევენო.

რომ გითხრა, „ელისტრახოლოგი" ვარ, სულ ზეპირად ვიცი მისი ყოველი ნაბიჯი-მეთქი, მოგატყუებ და სიმართლე გითხრა, საერთოდ არ მაინტერესებს, რას ბლაყუნობს პერიოდულად, არც კი ვკითხულობ, მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული!

ამ ყიამყრალმა დედაკაცმა გაუსვრელი არავინ დატოვა!

მას ასევე აქვს ნიჭი - სადაც მუშაობ, სადაც ოფლი დაგიღვრია, სადაც მეგობრები გყავს, სწორედ იქ ჩააგდოს განხეთქილების ვაშლი, სწორედ იქ გაგივრცელოს ჭორი და გარშემომყოფებს ჩააგონოს, რომ მოღალატე ხარ.

სამწუხაროდ, მის მიერ გადმოგდებულ ანკესზე ბევრი წამოეგება ხოლმე და თავად აგენტისა, თავად გამყიდველისა სჯერათ...

ბევრს ეშინია კიდეც, რადგან მას ძალიან ბევრზე აქვს ე.წ. კომპრომატი - ის ხომ ყველას იწერს?

მან ხომ არ იცის არც შინაურული საუბარი, არც საიდუმლოს შენახვა და რაც მთავარია, ნამდვილი მეგობრობა?

მისთვის ყველა ვიღაცის აგენტია, ყველა ვიღაცის დავალებას ასრულებს, ყველა გაყიდულია. თვითონ არა, თვითონ შეუძლია, ოდესაშიც წაეთრას, „ტრუსიკით" ფულიც ჩამოიტანოს, საქართველოში ხალხიც დააშანტაჟოს, მაყუთი აახიოს და მაინც წმინდანად დარჩეს!

- გელა, მახსოვს, კილაძემ წამოგაძახა, თითქოს „გრეჩიხას", ანუ ლევან გაჩეჩილაძეს 40 ათას ლარს სთხოვდი ჯაბა ხუბუას ჩანაწერში... რას გულისხმობდა?

- ელისტრახოს რამსები აქვს არეული.

როცა ეგ დაწერა, ჯაბა ხუბუამ დამირეკა და ბევრი ვიცინეთ, არ გამოუვიდა „ჩორტის" ჩაგდება.

ჯერ ერთი - მე არასოდეს ჩამიწერია ჯაბა ხუბუა, არც ღიად და არც ფარულად!

არც ეგ ვიცი, რატომ უნდა მომეთხოვა რომელიმე „გრეჩიხასთვის" 40 ათასი ლარი?

ან ლარი რა „პონტია", რატომ არ მოვითხოვე დოლარი?

გამოვიდეს ლევან გაჩეჩილაძე და თქვას, 40 თეთრი მაინც თუ მომითხოვია მისგან, ან საერთოდ თუ მქონია საუბარი?

ერთხელ შევხვდი, ერთხელ ჩავწერე ინტერვიუ, ფაქტობრივად არც კი ვიცნობ.

მახსოვს, დარეჯან მეფარიშვილს და ჯაბა ხუბუას ჰქონდათ რაღაცაზე დავა, ეს ის პერიოდია, „ასავალ-დასავალთან" და ლაშა ნადარეიშვილთან რომ დამაპირისპირეს.

მაშინ ვინ რას წერდა, ვინ რას ლაპარაკობდა, ძალიან ძნელი გასარკვევი იყო. შენც „ასავალ-დასავალში" მუშაობდი და იცი, რაც ხდებოდა.

სიმართლე გითხრა, აღარც კი მახსოვს, რა მიზეზით დაიწყო ის უაზრო დაპირისპირება, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ ჩვენ გამოგვიყენეს!

ამ თემაზე ერთსაც ვიტყვი და დავამთავრებ: ლაშა ნადარეიშვილისთვის გაზეთის ფურცლებზე შეურაცხყოფა მაქვს მიყენებული.

ახლა არ მახსოვს, ვერც მოვძებნე, სად რა მქონდა დაწერილი...

თუმცა, არა აქვს მნიშვნელობა, ჩვენ იმ პერიოდში ერთმანეთს ბევრი შეურაცხყოფა მივაყენეთ და ამას გულწრფელად ვნანობ...

ვსარგებლობ შემთხვევით და დღეს „რეპორტიორის" საშუალებით ლაშა ნადარეიშვილს ბოდიშს ვუხდი!

მე ბოდიშს ვუხდი ასევე ბატონ ელიზბარ ჯაველიძეს, რომელთანაც მოხდა ანალოგიური გაუგებრობა.

არადა, ეს კაცი ძალიან მიყვარდა მანამდეც და ძალიან მიყვარს მას შემდეგაც!

ჩვენ შევრიგდით, მაგრამ გულში მაინც მაქვს ხინჯად, ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო.

გიორგი, იცი, ეს ყველაფერი რატომ გავიხსენე? ამას წინებზე ელიკომ „წამოაწვინა", ზედელაშვილს რომ ჩანაწერი მოვასმენინო, მაგაზე მამაცაშვილი და ფოფხაძე რეებს ამბობენ, გადაირევა, კონკრეტულად მამაცაშვილის დაცვის სურვილი აღარ გაუჩნდებაო.

მაგ თემაზეც არაერთხელ გვისაუბრია და გვიცინია მე და შენც... მე აღარ მაინტერესებს, რა იყო წლების წინ, უაზრო დაპირისპირების დროს ერთმანეთს რომ არ დავლოცავდით, ეგ ცხადია, მაგრამ ამით რას ამტკიცებს კილაძე, ჩემს გარშემო ყველას ვწერდი და ე.წ. კომპრომატებს ვაგროვებდიო, ხომ? რატომ გწერდათ ფარულად ეს ადამიანი, რა მიზნები ამოძრავებდა, განა შეიძლება, ვინმემ მის გვერდით გაიაროს? ჩემთვის რომელი უფრო საშიშია, - ის, ვინც დაუფარავად მლანძღავს, მაკრიტიკებს, თუ ის, ვინც ამ ლანძღვას ფარულად იწერს და მერე მასმენინებს? ვფიქრობ, ყველაზე ამაზრზენია ის, ვინც იწერს და მასმენინებს! მეც მაქვს შენთვის მობოდიშებული რაღაც გაუგებრობის გამო და რა ვქნათ, ახლა ისევ უნდა დავერიოთ ერთმანეთს?! ნორმალურ ადამიანს ბოდიშის მოხდა არ უნდა უჭირდეს, უშეცდომო არავინაა...

- გეთანხმები, გელა. მერწმუნე, ჩემთვის მთავარია, დაშვებული შეცდომები ვაღიაროთ და არც ბოდიშის მოხდა უნდა იყოს პრობლემა...

- არა, არა... ერთადერთი ელისტრახო კილაძეა, რომელსაც არაფერი ეშლება და ყველასთან მართალია...

- გელა, ვიღაცა ტვინამღვრეული დაიჯერებს და მასე ნუ ხუმრობ... საბაბს ნუ მისცემ კილაძეს - ზედელაშვილი ჩემს ქებაში ათენებსო...

- კილაძეს რა საბაბი მიეცემა, სულ ფეხებზე მკიდია!

მე თუ მკითხავ, საერთოდ არავის უნდა მიენიჭებინა მისი ლაქლაქისთვის ამხელა მნიშვნელობა, მაგრამ რატომღაც ბევრი გაუგორდა ფეხებქვეშ.

იცი, როგორი მომენტია? აი, თითქმის ყველას რომ ეზიზღება და რაღაც კომპრომატების გამო გაყურსულები არიან.

კი, მესმის მათი, ელიკოს კარგად ეხერხება დაშანტაჟება და ჭიანჭველის გადაქცევა სპილოდ, ყველა ერიდება სიბინძურის აგორებას - გამოვა, გადმოაგდებს რაღაც სისულელეს და მერე უნდა იმართლო თავი.

შეგიძლია, არც იმართლო და დაიკიდო, მაგრამ რაღაც ისეთს მოიფიქრებს, ნერვებს მოგიშლის.

მოკლედ, ელისტრახო კიდევ იმიტომ მეცოდება, რომ უკვე ყელამდეა ნეხვში და სულ ცოტაღა დარჩა, - საბოლოოდ ჩაიძირება!

მე ყველა მეცოდება ნეხვში დასამარხად, რაც არ უნდა იყოს, ძალიან ცოტანი დავრჩით ქართველები.

სხვათა შორის, მას აქვს ასეთი სტილი: დაუახლოვდება ადამიანს, შეუსრიალდება უხსენებელივით, გამოწურავს ლიმონივით, გამოიყენებს და ერთ დღესაც გამოუცხადებს, რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე იწერდა, თუ არ დააკმაყოფილებს მის სურვილებს, „გაუბაზრებს", გააბანძებს და ასე შემდეგ.

ასეთი საქციელი ბევრთან გაუვიდა და მათ შორის, საკუთარ თანამშრომლებთან.

პირველი კი, ვინც დაეტაკა, ლადო ბედუკაძე იყო, რომელიც სკაიპით გაიცნო და აღარ მისცა მოსვენება, სანამ პრივატიზება არ გაუკეთა.

იმ პერიოდში, როცა ლადო ბრიუსელში იმალებოდა, მე ხშირი კონტაქტი მქონდა, ინტერვიუებს ვწერდი და რჩევებსაც ვაძლევდი.

ერთხელაც მეკითხება, ეს ელისო კილაძე ვინაა, რა უნდა, გადამეკიდა და სანდოაო?

აი, აქ დავუშვი შეცდომა და ვუთხარი, სანდოა-მეთქი.

მაშინ ისეთს აწვებოდა ქალბატონი ელიკო, მართლა სანდოდ მეჩვენებოდა.

ჰოდა, რაც მაგან ბედუკაძეს გაუკეთა, როგორ გამოწურა, რა სიბინძურეებს წერდა ჩემზე, ეს უკვე სხვა თემაა...

- მოყევი, მოყევი...

- სანამ ბედუკაძე ბრიუსელში იყო, აქ ირმა ინაშვილსა და ელისო კილაძეს დიდი ომი ჰქონდათ.

ირმამ პირდაპირ ამხილა, რომ ის იყო უშიშროების აგენტი ზედმეტსახელით - „ნუკრი".

მე არ ვიცი, რამდენად სიმართლეს შეეფერება ეს ინფორმაცია, მაგრამ ირმა პრესაში ბეჭდავდა წერილების სერიას, კონკრეტულად იმ გაზეთში, სადაც მე ვმუშაობდი.

ელიკო აწვდიდა ბედუკაძეს ცნობებს, თუ როგორ მოვიდა ჩემთან ირმა ინაშვილი, როგორ მოვილაპარაკეთ და როგორ ვიღებდი სარეკლამო თანხიდან პროცენტს.

აქ ყველაფერი კანონიერადაა.

საერთოდ, თუ შენი ხელიდან გადის სარეკლამო სტატია, წაკითხვაში, საერთო მომზადებაში, გასწორებაში გეკუთვნის პროცენტული ჰონორარი.

დაუკვირდი, ელისოს იმდენად ჰყავდა მობილიზებული თავისი აგენტურა, რა ხდებოდა ბუღალტერიაში, ისიც კი იცოდა.

ჰოდა, აცნობა კიდეც ბედუკაძეს ბრიუსელში, თუ როგორ უღალატა დამპალმა გელა ზედელაშვილმა მას, როგორ შეეკრა ირმა ინაშვილს და ასე შემდეგ.

ჯერ ერთი, ბედუკაძესთან არც ხელშეკრულება მქონია გაფორმებული, ის არც ჩემი დეიდაშვილია, არც მამიდაშვილი, არც ბიძაშვილი. იმ პერიოდში მქონდა ურთიერთობა სკაიპით, ვუთანაგრძნობდი და რაღაც-რაღაცეებში ვეხმარებოდი.

როცა სტატიებს ვამზადებდი, ირმასაც ველაპარაკებოდი, პეტრესაც, პავლესაც და ბედუკაძესაც.

სხვაც რომ არაფერი, გაზეთში სარეკლამო სტატიების დაბეჭდვას სულაც არ სჭირდება ზედელაშვილის „დაბრო", - ვისაც უნდა, მივა და მშვენივრად დაბეჭდავს.

მახსოვს, ერთხელ ინაშვილთან მივედი „ობიექტივის" ოფისში, სულ სხვა საქმეზე - მთხოვა, გადაცემა წაიყვანეო და რაღაც უნდა დამეზუსტებინა.

ოფისიდან გამოვედი თუ არა, ეგრევე მირეკავს კილაძე პრეტენზიული ტონით: ინაშვილთან რა გინდოდაო?!

გულში ვფიქრობ, შე ჩემის გადანგრეულო, ცოლი არ მეკითხება, სად დავდივარ, ირმასთან თუ მაროსთან, შენ რას მამოწმებ-მეთქი?!

ესე იგი, „ობიექტივშიც" ჰყავდა აგენტი, რომელმაც ეგრევე გადაურეკა, „ობიექტი" მოვიდაო.

თავი შევიკავე, მაშინ სიტუაცია აღარ გავართულე და ასე ყველამ რომ არ გავართულეთ, ამიტომაც აუვარდა თავში, ახლა მზეს ეუბნება, შენ ჩამოდი, მე უნდა გავათბო დედამიწაო!

- სხვათაშორის, ბედუკაძე მალე მიხვდა, რა მზაკვრობასთანაც ჰქონდა საქმე და მალე გაეყარა კილაძეს...

- არც ისე მალე მიხვდა, მაგრამ გელა ხვედელიძესავით ვერ წველა ბოლომდე.

ბედუკაძემ შემდგომში მთლიანად გადმომიგზავნა მათი მიმოწერა, სადაც ელიკო სხვადასხვა ბრუნვაში მახსენებს, მაგრამ რაში მჭირდებოდა?

ლადო ბედუკაძე რომ ჩამოვიდა, ელიკო აეროპორტში დახვდა, წაიყვანა, ლამის თავის ოფისში დააბა და რას ხლართავდა, კაცმა არ იცის.

მე ეს ადამიანი დღემდე არ მინახავს, უბრალოდ სურვილი აღარ გამჩენია, შევხვედროდი და ხელი ჩამომერთმია.

მე ირმა ინაშვილისა მიკვირს, მაგრად რომ ჩაეხუტა თავის მტერს და ახლაც „ობიექტივში" უზის.

არა, გასაგებია, მტერი ახლოს უნდა გყავდეს დაბმული, რათა აკონტროლო, მაგრამ ეს ფორმულა კილაძეზე არ ვრცელდება, რამდენადაც ახლოს დაიბამ, იმდენად მეტად დაზარალდები, - ის ხომ ყველაფერს იწერს?!

- ხვედელიძე ახსენე და, როგორც ვიცი, თქვენი გაცნობაც განსაკუთრებულ გარემოში მოხდა 2012 წელს...

- კი, კი.. 2012 წლის გაზაფხულზე „ქართული ოცნების" შტაბიდან მომაწოდეს ინფორმაცია, რეგიონულ საქმეებს რომ კურირებს, გელა ხვედელიძე, ნაღდად ჩანერგილია, ადრე უშიშროებაში მუშაობდა, თავისი ყოფილი თანამშრომლებით გადატენა პარტიაო.

დავურეკე, შევთანხმდით, რომ პარტიის ოფისში დავილაპარაკებდით. თავიდან ცოტა შორს დაიჭირა, რას ლაპარაკობ, რა უშიშროება, რის უშიშროებაო?

მერე დაიწყო, რა ვქნა, მე ვისაც ვიცნობ, ისინი მომყავსო! უნდა ვაღიარო, ნამდვილად არ დაუტოვებია ცუდი შთაბეჭილება, თითქოს ჭკვიანი ადამიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რა შეცდომებიც შემდგომში დაუშვა, როგორც კილაძესთან მიმართებაში მოიქცა, პირდაპირ ვეტყვი, რომ სულელი ყოფილა.

მე არ ვიცი, უფრო სწორად, საკუთარი თვალით არ მინახავს, რა ხდებოდა ელისტრახოს ძონძ გაზეთში, მაგრამ ბევრი სიბინძურის შესახებ გამიგონია.

ამაზე მისმა ყოფილმა თანამშრომლებმა ილაპარაკეს და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს ილაპარაკებენ.

რამდენიმე თანამშრომელი ჯერ კიდევ დასაწყიში წუხდა, ყურით გაუგონარი რაღაცეები ხდება, უკვე გვეშინიაო. ზოგი საკუთარი ინერციით წამოვიდა, ზოგი ელისტრახომ გამოუშვა.

ვუყურებ ამ დედაკაცს და ასე მგონია, განსაკუთრებით ვერ იტანს იმ ადამიანებს, რომლებმაც თავი არ გაუყადრეს, თანამდებობებზე ყოფნისას ვერ დააშანტაჟა და მაყუთი არ გადაუხადეს.

ამიტომაც ააგორა ბინძური კამპანია თავისივე მსგავსი ბინძური ადამიანებისა თუ რამდენიმე თანამშრომლის ხელშეწყობით არაერთი ღირსეული ადამიანის წინააღმდეგ.

ერთიცაა: მოსიაშვილი რომ ჰყავს თანამშრომლად და დიდ ამბებში რომაა - ხან დაგვცინის ვითომ, ხან გვაშაყირებს... თვითონ ასე ჰგონია, ყოველ შემთხვევაში... მოკლედ, ამ გოგომ „გადააგდო" ადრე ერთი ადამიანი 15 000 - ში... შენი ერთ-ერთი რესპონდენტი ჰყვებოდა... იმ „გადაგდებულმა" უჩივლა და მოუგო.

მერე სააღსრულებო სამსახურს დაევალა ამ ფულის ამოღება, - ჰოდა, რომ არ გადაიხადოს ვალი, თავი შეაყვანინა სოციალურად დაუცველებში.

ვსვამ კითხვას: რანაირად არის მაკა მოსიაშვილი სოციალურად დაუცველი, როცა მუშაობს ელისტრახოს გაზეთში და ხელფასიც აქვს?

დიახ, ეს ჩვეულებრივი თაღლითობაა!

ვიცი, ამ ინტერვიუს შემდეგ ელისტრახო ბევრ სისულელეს მომიგონებს, ათასგვარ საზიზღრობას დაწერს, მაგრამ აქვე ვაცხადებ: მკიდია! წეროს და იკითხოს, მე ელისტრახო კარგახანია ჩავრეცხე!!!


ავტორი გიორგი მამაცაშვილი

წყარო: http://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=46534

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 1124 times