საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 7:21

აცადეთ ბატონებო, ნაცი ასამართლებს ნაცს

18-06-27 15:28:54 | Print

კანონმდებელი აკაკი ( ბობოხიძე ) ე.წ. ხორავას საქმეზე საპარლამეტო კომისიის მერ დაკითხულ პროკურორ ფხაკაძის გამოსვლებზე აცხადებს, რომ "ტვინში სისხლი თუ არ ჩამექცევა, არ მგონია - ეს კაცი ბრიყვია თუ თავს იბრიყვებს"-ო.

არადა, ეს ის ფხაკაძეა, რომელიც როცა ზედმეტად გულმოდგინებით ემსახურებოდა სააკაშვილის რეჟიმს, პატივცემულ დეპუტატს პროტესტის გრძნობაც არ გაჩენია ფაშისტური რეჟიმისგან უსამართლოდ განწირულებზე.

თუმც, რა საკვირველია, პატივცემული აკაკი დღემდე ამართლებს ქუჩაში, საპყრობილეში ადამიანების წამებას, კვლას, მიტინგების დარბევას და აქეთ ბრალს სდებს ბიძინა ივანიშვილს "ახალი ქართული სახელმწიფოს შემქმნელ- გადამრჩენელის , მიჰა მართალ- აღმაშენებლის" პოლიტიკურ დევნაში.

ალბათ, ნაადრევ ასაკში გაჩენილი პოლიტიკური სკლეროზის ბარლია, რომ დაავიწყა აკო -კაკოს, რომ სწორედ მაგ ფხაკაძემ წაუყენა ბრალი წინა მოწვევის პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად ცნობილ ადამიანებს, ე.წ. "რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის" ბრალდებით დაკავებებულებს:
- ტარიელ აბაშიძეს,
- რუბენ შიკოიანს,
- გოჩა დიასამიძეს,
- არმენ გევროქინას და სხვებს..

ვისაც პროკურორი ფხაკაძე ბრალს სდებს კიდევ, თავის ყოფილ კოლეგას, სააკაშვილის რეჟიმის დროს რუსთავის პროკურორყოფილს, პოსტ სააკაშვილისეულ, კოაბიტირებულ ხელისუფლებაში სასჯელაღრულების დემაპრტამენის გენერალური ინსპქეციის ყოფილ უფროსს და სისტემის ფაქტობრივ მმართველს, შემდგომში უფრო დაწინაურებულს- მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის შეფს მირზა სუბელიანს, მის  კისერზეა, თუნდაც 26 მაისის ადამიანების ცოდვა:

- ზაზა სამხარაძის,
- დავით შუბითიძის,
- თორნიკე არევაძის...

ასე რომ , დამშვიდდით ბატონებო!

სხვა ვითარებაა , მაგარამ მაინც, აცადეთ: ნაცი ასამართლებს ნაცს.

ხოლო,  როგორც ჩინური  ანდაზა ქადაგებს: ყოფილი ნაცი არ არსებობს.

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 539 times