საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:43

აშშ-ს ნაფიცმა მსაჯულებმა ხურციძე დამნაშავედ ცნეს, მას 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის

18-06-20 11:22:00 | Print

ნიუ-იორკის საოლქო სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.  ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

მოსამართლე გადაწყვეტილებას 21 სექტემბერს გამოაცხადებს.

საქმეზე კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია იყო, რომელსაც გამოძიება კრიმინალური დაჯგუფების ლიდერად მოიხსენიებდა.

არსებითი განხილვა საქმეზე 5 ივნისს დაიწყო.

გამოძიების მტკიცებით, დაჯგუფება, რომელსაც რაჟდენ შულაია ხელმძღვანელობდა და რომლის შემადგენლობაშიც ხურციძეც შედიოდა, არალეგალური ვაჭრობითა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობით იყო დაკავებული.

სულ საქმეზე 30-მდე ადამიანია დაკავებული.

39 წლის ხურციძე, რომელსაც კრივში 33 მოგება, ორი ფრე და ორი მარცხი აქვს, ნიუ-იორკში გასული წლის ივლისში, ე.წ. რუსული მაფიის საქმეზე დააკავეს.

წინასწარი ინფორმაციით, ხურციძეს 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

p.s. წარმოგიდგენიათ  ქართველი პოლიტ.ელიტის "შეშფოთება" მსგავსი შემთხვევა, რომ რუსეთში მომხდარიყო? 

 

Rate this item
(0 votes)
Read 885 times