საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 12:28

აჩიკოს ოსეთში მტერი არავინ არ ჰყავდა, ეს იყო აქედან შეკვეთილი მკვლელობა

18-04-16 19:46:49 | Print

აჩიკოს ოსეთში მტერი არავინ არ ჰყავდა, ეს იყო აქედან შეკვეთილი მკვლელობა“ - ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის დედამ გადაცემაში ,,თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად" განაცხადა.

რუსუდან ტატუნაშვილის თქმით, მისმა შვილმა, რაც საპარლამენტო არჩევნებში "ევროპული საქართველოდან"  მიიღო მონაწილეობას, მას შემდეგ მას გადაადგილება შეუზღუდეს.

- „ 24 დღე გავიდა რაც ექსპერტიზა ჩაუტარეს, ჩვენ ჯერ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არის ჩვენთვის ცნობილი. 

 ოჯახს გვაქვს ეჭვი, ეს იყო აქედან შეკვეთილი მკვლელობა, ოსეთს არანაირი ინტერესი არ ქონდა ჩემი შვილის. 

რაც აჩიკომ საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა მას შემდეგ გადაადგილებაც შეუზღუდეს.

არჩევნებში ის იყო „ევროპული საქართველოს“ კოორდინატორი.

მოკლეს ალბათ ხელს უშლიდა ვიღაც- ვიღაცეებს.

არის ერთი პიროვნება ქესაური კახა, რომელიც ეხლაც იძებნება.

აჩიკოს, კახასთან პირადი დაპირისპირება არ ქონია, უბრალოდ სუფრასთან ისხდნენ და საუბრის დროს უთხრა - "გაშიფრული ხარ, შენ დაგიჭერენ- ო".

იქ თუ ვერ დაგიჭირეს აქ მაინც დაგიჭერენო.

აჩიკოს ახალგორში მტერი არ ყავდა, ეს იყო აქედან შეკვეთილი მკვლელობა“ - განაცხადა რუსუდან ტატუნაშვილმა.

 შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა არჩილ  ტატუნაშვილი "ღირსეული სიცოცხლისათვის და მოწამეობრივი სიკვდილისთვის"  ღირსებით ორდენით დააჯილდოვა.

 

Rate this item
(0 votes)
Read 730 times