საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 9:40

გთხოვ წყალობა გაიმეტო, ბარიგების პრეზიდენტო!

18-04-02 21:11:17 | Print

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე 3655 მსჯავრდებული შეიწყალა,საიდანაც ყოველი მეორე ნარკოდანაშაულისათვის გასამართლებული პირია, - ამის შესახებ ინფორმაციას  სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

პრეზიდენტმა განსაკუთრებით მძიმე, 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლება აღკვეთილი 1645 მსჯავრდებული შეიწყალა:

2013 წელს - 71;
• 2014 წელს - 787;
• 2015 წელს -1006;
• 2016 წელს - 834;
• 2017 წელს - 840;
• 2018 წლის განმავლობაში - 117.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან გამოთხოვილი სტატისტიკის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისათვის შეწყალებულია -

1812, ანუ საერთო შეწყალებულთაგან ყოველი  მეორე მსჯავრდებული

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი - 296;
• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილი – 16;
• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილი – 727;
• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილი - 734;
• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი - 39.

Rate this item
(0 votes)
Read 603 times