საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 9:38

მე ჩადენილი მაქვს დანაშაული, იარაღები შემთხვევის ადგილზე არც ერთ დაკავებულს არ ჰქონია

18-02-16 18:43:55 | Print

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებული კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე აცხადებს, რომ იარაღები შემთხვევის ადგილზე არც ერთ დაკავებულს არ ჰქონია და  გურამ დონაძესა და ზურაბ მიქაძეს მის მიმართ შანტაჟში ადანაშაულებს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა, მისი უფროსი შვილი და ადვოკატი განიცდიან ზეწოლას დონაძის მხრიდან, რომელიც მას უთვლის, რომ იყოს ჩუმად.

ამასთან, ბაქრაძის თქმით, მისი შანტაჟი ხდება იმ რეალური ფირით, რომელიც იმ შემთხვევის რეალურ სურათს ასახავს, როდესაც პატრულმა რობაქიძე მოკლა.

მისივე თქმით, ეს ფირი, სადაც ჩანს, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღები არ ყოფილა, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილ უფროსს აქვს.

- „ფირი, რომელიც ტრიალებს ამდენი ხნის განმავლობაში, აბსურდულია. ეს ფირი არის მონტაჟი.

ალბათ აინტერესებს საზოგადოებას, თუ სად არის ნამდვილი ფირი. მე გეტყვით სად არის. ეს ფირი აქვს გურამ დონაძეს.

მე ამ ფირით მთელი რვა თვის განმავლობაში განვიცდი შანტაჟს და ზეწოლას. შანტაჟი ხორციელდება როგორც ჩემი შვილის მიმართ, ისე ადვოკატზე. გურამ დონაძე მიდის მათთან და მითვლის მე, რომ თუ არ ვიქნები ჩუმად, თუ არ მოვიცდი, მანამ ისინი დაადასტურებენ, რომ შემთხვევის ადგილზე იყო იარაღები, ამის შემდეგ მივცემ „სკაიპით“ ჩვენებას, რომ შემთხვევის ადგილზე იყო იარაღები, თუ ასე არ გავაკთებ, მითვლის, რომ მას აქვს ფირი, სადაც ვჩანვარ მე, სხვა ხელმძღვანელი მუშაკები და ამ ფირს გამოაჩენს.

მე არაფერი მაქვს დასამალი, აქედან ვუთვლი გურამ დონაძესაც და საზოგადოებასაც. მე ჩადენილი მაქვს დანაშაული.

მე სრულიად ვეთანხმები პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებას ბრალდებულების და პირადად ჩემს მიმართ, რამდენადაც ბრალდებაში მოყვანილი ფაქტები არის სრული სიმართლე, ჭეშმარიტება.

შემიძლია ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთში მოგიყვეთ ის, რაც აინტერესებს საზოგადოებას ამ წლების განმავლობაში.

პირველ რიგში, ალბათ, საზოგადოებისთვის საინტერესო არის ის, დაკავებულ ადამიანებს ჰქონდათ თუ არა იარაღი და იარაღი არის თუ არა ჩადებული.

მე კატეგორიულად ვაცხადებ პირველად თქვენს ეთერში - იარაღები შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა, იარაღები შემთხვევის ადგილზე გამოჩნდა დაახლოებით 50 წუთის, 1 საათის- საათნახევრის მერე, ზუსტი დრო არ შემიძლია გითხრათ.

იარაღები შემთხვევის ადგილზე არც ერთ დაკავებულს არ ჰქონია.

იქ მოხდა გასროლა პატრულ-ინსპექტორის მიერ, სადაც დაიჭრა ბუტა და შემდეგ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. ხაზს ვუსვამ, პირველად ვიძახი თქვენს ეთერში, გელაპარაკებით, როგორც კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი - მე დაახლოებით 40-50 წუთში ვიყავი შემთხვევის ადგილზე და მისვლისას არც ერთი იარაღი არ მინახავს, არც საბრძოლო მასალა, არც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და არც პისტოლეტი.

დასამალი არ არის, იარაღები მოტანილი იქნა მაშინდელი საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, ზურაბ მიქაძის მიერ, ვაკე-საბურთალოს პოლიციიდან“, - განაცხადა თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა.

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 953 times