საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 9:38

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადება

18-02-14 13:52:35 | Print


მსჯავრდებულმა ჩ.ნ.-მ 10 თებერვალს საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა. მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაციამ მყისიერად აღმოუჩინა

სამედიცინო დახმარება. მომხდარიდან 7 წუთის განმავლობაში ის გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. რის შესახებაც დაუყოვნებლივ

ეცნობა მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს.

მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. ჩ.ნ საკანში სამ თანამოსაკნესთან ერთადიმყოფებოდა.

მოწმეთა ჩვენებით, სავარაუდოდ, მსჯავრდებულმათვითდაზიანება ერთჯერადი საპარსის პირით მიიყენა. პატიმარი ჩ.ნ. პენიტენციურ დაწესებულებაში

2014 წლიდან იხდისსასჯელს 19-108 მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.


ჩ.ნ.-მ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში წარსულშიც სამჯერ მიიყენა თვითდაზიანება, სამივე ფაქტზე მოხდა მისი გამოკითხვა, რის

შედეგადაც, მისივე თქმით დადგინდა, რომ თვითდაზიანებები მსჯავრდებულმა სულიერი აშლილობის ნიადაგზე


ყოველგვარი საპროტესტო მოთხოვნების გარეშე მიიყენა. ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჩანაწერები არსებობს მსჯავრდებულის პირად საქმეში.


ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩ.ნ. ექიმ-ფსიქიატრის რეკომენდაციის საფუძველზე, 5-ჯერ იყო გადაყვანილი სამკურნალო


დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების მიღების მიზნით. ბოლოს ის , 2017


წლის აგვისტოდან ორი თვის განმავლობაში მკურნალობდა. ასევე, ჩ.ნ. 2016 წლიდან ჩართული იყო სუიციდის პრევენციის პროგრამაში.გამოძიებას

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსსაგამოძიებო სამსახური 115-ე მუხლით აწარმოებს.

 

Rate this item
(0 votes)
Read 429 times