საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:20

უდიპლომო ჭიჭინაძეს თაღლითობაში ფეხბურთელი ნუკრი კაკილაშვილი ადანაშაულებს

18-01-17 20:46:39 | Print

უდიპლომო, გლეხების მძაგებელ პარლამენტარ ჭიჭინაძის ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ნუკრი კაკილაშვილი თაღლითობაში ადანაშაულებს.

"თბილისი 24"-ის წყაროს ცნობით, რამოდენიმე წლის წინ "მშენებელმა" ჭიჭნაძემ კაკილაშვილს თბილისში, ბოდბის N4-ში მეშენებარე ბინის საფასური 82.000 $ გამოართვა და ორ წელიწადში ბინის გასაღების ჩაბარებას დაპირდა.

თუმც, ყაზახეთის მსგავსად, სადაც პარლამენტარ ჭიჭინაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული თაღლითობის მუხლით (ფინანსური პირამიდის შექმნა), აქაც მოატყუა ჭიჭინაძემ ხალხი და უბინაოდ დატოვა.

ბანკის გაზრდილი ვალების გამო ნერვიულობის ნიადაგზე კაკილაშვილი გულის შეტევით სიკვდილს ბიძინა ივანიშვილის წყალობით გადაურჩა.
უწევს თუ არა ცოდვები, სამტრესტის ყოფილ მუშას, ამხ.ჭიჭინაძეს დრო და სამართალი გვაჩვენებს.

"თბილისი 24"-ის წყაროს ცნობით, "აღორძინების" ყოფილი დეპუტატის ჭიჭინაძის რეკომენდატორი პარლამენტში შს ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილია.

Rate this item
(0 votes)
Read 2487 times